"დინამოს" გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება ამ კლუბიდან დაიწყო. მე არ მაქვს ინტერესი, რომ "დინამო თბილისი" შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს.

შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს".

"არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს "დინამო თბილისი", მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“.

"საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევასა და კორპუსების მშენებლობაზე. ეს უბრალოდ გამაოგნებელია. მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია.

მე პირდაპირ ვიტყვი: - სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს - დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ.

ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას უნდა დარჩეს“...

წყარო: პრაიმტაიმი

ავლიპ ზურაბიშვილი
კალაძე ტყუილა ათამაშებ ერთ ადგილს,კერძო მესაკუთრეა და რასაც უნდა იმას იზავს,ვის აბოლებ ნეტა?!კარგი ფეხბურთელი იყავი მაგრამ პოლიტიკოსად არ ვარგიხარ,თანაც ახლა უკვე იტყუები,ფიფია მაგრა მეზიზღება,მაგრამ შენ უკვე ევაჭრები ამ განცხადებით ფიფიას
auuuu
მალე გაიყიდება,დაველოდოთ
დააT
კორპუსები მიაშენებინა კოც ბიზნესმენებს და ამით ბაზას დაუკარგა ფუნქცია, ახლა გინდა დაუნგრევიათ, გინდ ისე დაუტოვებიათ. კალაძის ეს განცხადება არის ცარიელი სადღეგრძელო
ბათუმელა
ისე მაგარი პროექტი იქნებოდა: "არქი ბაზაზე" ან "ბაზა დეველოპმენტი"! დაუტოვე ერთი კარი, მეკარის საჯარიმოს ჩათვლით გამწვანებულ დახაზული და ჩამოკიდე ტრაფარეტი - აქ ოდესღაც იყო დიდებული დინამოს დიდებული ბაზა!
ადამიანი
,,სანამ თბილისის მერი ვარ"-ო,ანუ კიდევ ამირჩიეთო?
ჯალა
გეთანხმებით პლუს ისიც გასათვალისწინებელია რომ აგერ ამის მერობის პერიოდში ანგრევენ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ასევე დიდი ისტორიის მატარებელია. მარა, ფული ბაბაია, ფული
თომა
ამ კაციდან პირველად ვისმენ ადეკვატურ და ნორმალურ საუბარს.
კახა
მართალი ხარ კახა. ჯიგარი ხარ
ბაბუ
შვილო კალა, ეგ ბაზა ისტორიაა ნამდვილად და ნეტავ მაშინაც ასეთი შემართულ-მომართული ყოფილიყავი როცა მაგ ბაზის წითელ ხაზებზე სხვა კორპუსების აშენებას მოაწერე ხელი (არაფერი იღონე ამის საწინააღმდეგოდ), მაშინ ბაზის ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გახსოვდა? დღეს მაგ კორპუსების ფანჯრებიდან და აივნებიდან პირდაპირ ბაზის მინდვრებზე გადმოყრილ ნაგავისა და "ბიჩოკების" რაოდენობაზე გსმენია რამე? ისტორიულ ნაგებობას შეიძლება დანიშნულება მისცე, მუზეუმი დაარქვა და ამ ფორმით დატოვო, მაგრამ დღეს ეგ ბაზა ვერ ასრულებს იმ ფუნქციას რასაც წლების წინ ქვეყნის პირველი გუნდისთვის ასრულებდა, იმიტომაც შეირჩა ეგ ადგილი თავის დროზე რომ ქალაქის მაგ ნაწილში სიმწვანე და სიწყნარე იყო და იდეალურად ასრულებდა მაგ ფუნქციას. დღეს ბაზაზე ისედაც გვაქვს კორპუსები და ეგ რო არ დაგეშვა თავის დროზე, დავიჯერებდი შენს "გულწრფელობას"!!!
Მიშა-ს
როგორ გეტყობა ნაჩვევი რო ხარ გადალოცვას...განა ის დრო არის თქვენ რო საკუთარი ფეხით მიგყავდათ ცოლები მიშასთან დასაწყნარებლად და კაი სამსახურის მოლოდინში მერე.ყველაფერი რო თქვა კალაძეზე მაგას როგორ იძახი,მაგრამ კიდევ გეუბნები იმდენად მიღებულია ეგ შენთვის რო სხაც მასე წარმოგიდგენია
სენიორ მილანო
Baron Kakha von Kaladzehusen
, Თეოფილე
კახის იმედი უნდა გქონდეთ მან რომ დინამო იყიდოს,, ააყვავებს"" როგორც თბილისს., ეშმაკუნაა ჩვენი კახი.... ქალაქში ერთი ბინა ზედმეტი რომ ააშენოს არაფერს იტყვიან აქ კივი.....
დავთ
ვინც გინდა იმან იყიდოს მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ,მარა კახი არ გინდა რა ფიფიას რაში აწყობს ტყუილი ესაც პოლიტიკა ხო არ არი ვინც იყიდის და შეკრავს კაი გუნდს ყველას მივესალმები
სიმართლე
რაც პოლიტიკაში ხარ ამნაირი სიტყვები ჯერ შენ არ გითქვამს უფალს ვთხოვ გამოსწორდე დაფიქრდე და ბევრი იფიქრო საქართველოსთვის და გამოადგე საქართველოს არმაინტერესებს პოლიტიკა მე მაინტერესებს პატრიოტი ვაჟკაცი ქართველი ხალხი რომლებიც გადავარჩენთ საქართველოს!!!!!
ნაპოლეონი
მიშისტობას როცა მოიშლი მერე. . . სირცხვილია არა იხვი
ნაპოლეონი
ვერ გავიგე,გადადგომის სანაცვლოდ კორპუსების მშენებლობის ნებართვას მიიღებს.. .
საქართველო
დასავლეთ თბილისში საკმარისად არის საფეხბურთო სკოლები და აკადემიები, აღმოსავლეთში რა დავაშავეთ?!ბავშვები რომ ფეხბურთზე ვატაროთ დღეში მინიმუმ 2 საათს გზაში ვხარჯავთ, ჯერ იყო და ამხელა შევარდენის ბაზა რაგბისტებს გადასცეს,ეხლა მერანის სტადიონზე დაიწყეს კორპუსების მშენებლობა, არ ვამეტებ თუ ვიტყვი ჯამში 1000-ზე მეტი ბავშვი დადიოდა ამ 2 საფეხბურთო სკოლაში 90-იან წლებში,ეხლა განვითარდა ცხოვრება და 1 ბავშვიც ვეღარ თამაშობს,სამაგიეროდ კარგად გარემონტებულ კორპუსებში იცხოვრებენ.რომ ჰკითხო ჯანსაღი ცხოვრების წესი და მომავალი თაობები ადარდებთ.
მიშა
ერთი ბორინკამ მოინდომოს და დაანგრევ კი არა საკუთარ ცოლსაც გადაულოცავ.
სირცხვილია
საცურაო აუზი როდის გვეღირსება დიღმელებს, სანამ მერი ხარ თუ მერე?
Las
დავიღალე ამდენი თვალთმაქცობით. კაი არ ვარგოდა ეს ნაცები და გადავირჩირთ. ხო მოხვვედით თქვენ რა გააკეთეთ 12 წელი დინამოსთვის იმის ფარდა რომ ბაზა კორპუსების ჯუნგლებით შემოავლეთ?!
Las
მაგის ოჯახს არაფერი ფაუჭირდება. ის ჯობია ღმერთს შენი და შენი ოჯახის დახმარება თხოვო
ვოოტ
კახის სწორი პოზიციის გამო ეგ ბაზა სავარჯიშოდ უვარგისია უკვე და სადღეგრძელოები პირადში მისწერეთ ხოლმე...
buba
იმ ღია საცურაო აუზმა (ლაგუნა ვერე) რაღა დაგიშავა, დანგრევას და კორპუსების აშენებას რომ აპირებთ?!!! ეგ არაა ძეგლი და ისტორია?!!! ეგეც დაიცავი დინამოს ბაზასავით!!!
დდდ
თბილისის დინამოდან როგორ მოხვდი კიევის დინამოში, ეგეც მოყევი ბარემ...
ქომაგი
ნუ იქნებით გულუბრყვილონი, ვერ შეთანხმდნენ ფასზე, თორემ რომ ეყიდა, თვითონ გაყიდდა დიღმის ბაზად და ახალს მაგის მეოთხედ ფასში ქალაქგარეთ გააშენებდა. ახლა არ უნდა, რომ მეპატრონემ ბაზის გაყიდვით მოითქვას სული ისე, რომ მერე არ კი გაყიდოს კლუბი, ამიტომ მოაგონდა კულტურული მემკვიდრეობა და ბლა ბლა ბლა... რეალურად ვაჭრობის პროცესია, არ მომყიდი ამ ფასად? მაშინ ბაზას არ გაგაყიდიებ, ვიდრე მერი ვარო. თქვენა კიდევ გგონიათ, რომ პატრიოტულმა სენტიმენტებმა შეუღიტინა. პარდონ, გენაცვალე, აცრილია მაგეთებზე!
ჯამბული ინწკირველი
დინამო თბილისის დიღმის ბაზა არის ქართული ფეხბურთის ფუძე! ვერასდროს, ვერავის ვერ უნდა მოუვიდეს თავში აზრად, თუნდაც 10 კვადრატული მეტრი ჩამოაჭრას ამ ტერიტორიას. ამას თბილისელები არ დავუშვებთ! მადლობა კახის სწორი პოზიციისთვის
დავით 67
ძლივს არ თქვა ამ კაცმა ნორმალური
მამუკა
კაი კაცი ხარ კახი, ბევრ კარგ საქმეს აკეთებ თბილისში, რაღაც შეცდომებიც ხდება რა თქმა უნდა,მაგრამ შეგნებულად დარწმუნებული ვარ ცუდს არასდროს გაუკეთებ სხვას, მშვენიერი ქართული ოჯახი გყავს და ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენც და სრულიად საქართველოს მოსახლეობას.
ნიკა
კაი კაცი ხარ კახა, სწორედ აზროვნებ მაგრამ იმ კორპუსების აშენებაც არ უნდა დაგეშვა ეგ შენი მინუსია დანარჩენში ყველაფერში გეთანხმები. თორე ფიფია რომ მატყუარაა და მაგ ადგილზე კორპუსების აშენება უნდა ეგ კი იცის ხალხმა
ირაკლი
ეს ან მართლა შტერია ან თავს იშტერებს. თუ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია დიღმის ბაზა, გვედზე კორპუსების მშენებლობის ნებართვას რატომ გასცემ? თუ მარტო წარსულის გამო უნდა იყოს?! დღევანდელ თაობას არ ჭირდება ნორმალური პირობები ვარჯიშისთვის?
ზაზა
აბსოლუტურად ვეთანხმები ქალაქის მერს. დიღმის საწვრთნელი ბაზა არ უნდა გაიყიდოს.
კ ო მ ბ ლ ე
არა ხიხო არაა, ეს მაგარი კაი კაცია, ხელი არ ახლო ვერ ხედავთ რამხელა თავი აქვს? მოკლედ, არ გააგდებ ხო?
OsimheN1
ვაა - ყოჩაღ.. ისე, ნეტა ეს შერჩენილი ნამუსის მარცვალია, თუ წინასაარჩევნო მასხარაობა?
llcl
დანგრევა არ გინდა პრანჭიკელ ესე პირდაპირ, სპეცნაზით და ბულდოზერებით, როგორც გიულის დორბლიანი ბავშვი აკეთებდა, შენ უფრო ცივილურად, კორპუსები აუშენე ირგვლივ, ალყაში მოაქციე და იძულებულები იქნებიან თეთრი დროშა გამოფინონ და უომრად ჩაბარდნენ
ლიკა
კახი! კარგი ადამიანი და კარგი მერი ხარ! ვისაც არ მოსწონხარ, ცივი წყალიც მიაყოლონ.
კოლხიდელი
სწორი პოზოციაა,მოსაწონი.
დავით
მაგას ჯობია საცურაო აუზი რომ გაქვთ წლები დაკეტილი ის გახსნათ. მთელი დიღმის მასივი მანდ გავიზარდეთ და ჩვენი ბავშვები დაიტანჯნენ ლოდინით. რა მერია ხართ ასეთი გველეშაპები.
დიმო
ბატონ ვოვას არ უთქვამს დავანგრიოთო , ვოვამ თქვა რომ ,სხვაგან თუ აშენდება უკეთესი ბაზა და იქ გადავა გუნდი კარგი იქნებაო. ხოლო ძველზე მუზეუმი ან რა მე ეგეთი შევინარჩუნოთო. არ შეიძლებაო ბაზიდან 10 მეტრში კორპუსები იყოსო. გაუგებარი რა არის აქ? ბაზიდან 10 მეტრში კორპუსი რომ არ უნდა აშენდეს?
ლაშა
ე. ი. დაინგრევა, ოღონდ მერე… ნეტა მართლა კულტურულ მემკვიდრეობა ოყოს დაცული, იგივე გადასასვლელი ხიდიდან ბორჯომის ვაგზალზე გადასასვლელი, რომელი სადგური აღარ არსებობს და სხვა მრავალი! ისე ჯობდა მეპურეს პური გამოეცხო…
ქართველი
მადლობა კახის. მე მჯერა მისი!
Irakli
ძალიან კარგია რომ დიღმის ბაზას არ ანგრევთ, მაგრამ ირგვლივ კორპუსები რომ მიუშენეთ და დინამოს სავარჯიშო პირობებს დიდი პრობლემები შუქმენით (ამას ფიფია და ფეხბურთელები ამბობენ) მაშინ არ შეგტკიოდათ გული ამ ბაზაზე?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!