იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლი“ „ინტერთან“ 0:1 დამარცხდა.

ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა მომენტებს ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა და თამაში მთლად ლამაზი სანახავი ვერ იყო. შემდეგ მილანურმა გუნდმა შეუტია, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელია მეურვეებს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. მე-60 წუთზე სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, „ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მწვრთნელმა მაცარიმ 70-ე წუთზე ხვიჩა გაეტანოთი შეცვალა. დარჩენილ დროში „ნერაძური“ შტურმზე გადავიდა და მარტინესმა კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 იანვარს სერია A-ში რომში „ლაციოსთან“ ჩაატარებს, რომელსაც კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“

ნაპოლი - ინტერი 0:1

გოლი: მარტინესი (90+1)

გაძევება: სიმეონე (60, ნაპოლი)

ზურა
აქ დაწერა ერთმა ზოგიერთს გიხარიათ კვარას ჩავარდნაო და ბიჭო კი არ მიხარია, ტიპი რომელიც წინა სეზონში ბურთს ახევდა თავზე ყველას, დღეს ჩვეულებრივი საშუალო დონის ფეხბურთელია, ვერანაირ ჟილკას და მონდომებას ვერ ვხედავ, ბურთს თუ მიცემენ ფეხებში მაშინ იწყებს მოძრაობას და ეგრევე პასს აბრუნებს თან უკან, ერთი და იგივე ადგილას მოძრაობს ტრამვაისავით, არ შედის სივრცეებში, უბურთოდ არ მოძრაობს და არ იხსნება ნორმალურად, გადაღლილი და დაბნეული დაბანცალებს მოედანზე, სადღაა წინა სეზონის "კვარადონა", "კვარავაჯო", ყველას უხაროდა რო ძლივს ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა რომელიც ასე მაღალ დონეზე თამაშობს და ისიც იმის მაგივრად აუმჯობესებდეს თავის შესაძლებლობებს უკან უკან მიდის, თან მარტო ჩვენ ხო არა მსოფლიო უყურებს და სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც ცუდია ამ ბიჭის ესეთი რეგრესსი, პირადად ჩემს სერიოზულ გაღიზიანებას და იმედგაცრუებას იწვევს და მერე ირონიას იწვევს უკვე, კი არ მიხარია. უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა უნდა ქონდეს ამ ბიჭს და ხვდებოდეს მისი წარმატება რას ნიშნავს მთლიანად საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის.
არგუტი
მაცარის შეცდომები:1)მეტოქის ხუთკაციან ნახევარდაცვას დაუპირისპირა ოთხი კაცი.2)პირველი ტაიმის შემდეგ არ შეეცადა თავისი შეცდომის გამოსწორებას და პოლიტანო არ ჩაანაცვლა შუახაზელით.3)ხვიჩას ვერ მოუძებნა ის ადგილი და ამპლუა ,როდესაც აღარ მოუწევდა უაზრო და უსარგებლო სირბილი მეტოქის ბურთის ფლობის დროს.4)არ შეცვალა სიმეონე პირველი ყვითელის შემდეგ.5)მიიღო არასწორი გადაწყვეტილება როცა უკვე მე-60 წუთიდან გუნდს დააწყებინა თამაში თერთმეტმეტრიანებამდე მისაყვანად და შეცვალა კვარაცხელია.რაც შეეხება მსაჯს---მან გააფუჭა და დაამთავრა თამაში მე-60 წთ-ზე ,რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებდა მთელს მსოფლიოში.მან დაივიწყა მთავარი:მსაჯმა უნდა უზრუნველყოს გამარჯვებულის გამოვლენა მაქსიმალურად თანაბარ პირობებში.
ვახო
კარგი რა.. არ დაიღალე ამ სადღეგრძელოებით..
თენგაბი
მესმის, რომ ობიექტური კრიტიკა აუცილებელია, რომელიც ნაკლოვანებებზე მიგვითითებს, გაიძულებს მის აღმოფხვრაზე და გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. ამის გარეშე სრულყოფილებისა და წარმატების მიღწევა ძნელია. სარკაზმიც და უფრო უხეში ფორმებიც მისაღებია თავგასული ოპონენტის მიმართ, მაგრამ ხვიჩამ რა დააშავა ასეთი, რასაც ჩვენ, ზოგიერთი, მის მიმართ ზღვარგადასულ სიძულვილსა და ბოღმას ვავლენთ. ნონა გაფრინდაშვილი, ლაშა ტალახაძე, ლევან თედიაშვილი, ვიქტორ სანეევი და ბევრი სხვა ცნობილი სპორტსმენი საქართველოს საგანძური და ერის სიამაყეა. ასევეა ჩვენი სათაყვანებელი ქართველი ფეხბურთელები პაიჭაძე, ბასა, მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი. მათი ღირსეული გამგრძელებლებია ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი და განსაკუთრებით კვარაცხელია, რომელმაც დიდი სიხარული და ბედნიერება მოუტანა ქართველებს. ეს იმ დროს, როცა საყოველთაო სიდუხჭირის, ათასი კატაკლიზმების და ქართული „აღმახნულ-დაბლა ფარცხვის“ ფონზე, ტერმინი - ქართველი - წარუმატებლობის, ხელმოცარულობის, უნიჭობის, გაჭირვების და კრიმინალის სინონიმი გახდა, განსაკუთრებით ევროპაში. ეს ბიჭი და ის წარმატებული სპორტსმენები ჩვენი ბაირაღები არიან, რომლებიც უგზავნიან სამყაროს სიგნალებს, რომ ჩვენ ღირსეული და ნიჭიერი ერი ვართ, რომ ეს ჩავარდნა დროებითია და ცოტა ხანში ქართველი ერი დაძლევს ყველა პრობლემას და კვლავ მოწინავეთა რიგებში ჩადგება. პირველ რიგში, ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება ჩვენი სისხლი და ხორცი, მითუმეტეს წარმატებული, ასე საქილიკოდ გავიხადოთ, თორემ ხვიჩას ამით არაფერი დააკლდება. სულმნათი ვაჟას არ იყოს - ცუდას რად უნდა მტერობაო. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაპოლის და კვარას ცუდად არ უთამაშიათ. ნომერ პირველ პრობლემად კვლავ რჩება მწვრთნელი და მისი სათამაშო ტაქტიკა. ამის წინ ჟირონას თამაშს ვუყურე. როგორც კი მოედნის ცენტრში ბურთს მოიგდებდნე იმ წუთას ჟირონას შემტევები თავქუდმოგლეჯილი გარბიან მეტოქის კარისაკენ. ზოგი მარჯვენა ფლანგიდან, ზოგი მარცხნიდან, ზოგი ცენტრიდან. ზვავივით ატყდებიან თავს მეტოქის დაცვას, რომელიც დაცვის ორგანიზებას ვერ ასწრებს და უჭირს მეტოქის მოძრავი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. ამ ტაქტიკას აწარმოებენ ანჩელოტი, გვარდიოლა, კლოპი და სხვა. ასეთი ტაქტიკის მიმდევარია ინტერის მწვრთნელიც ინძაგი, რომელსაც მაცარიმ დაუპირისპირა პოზიციური, აკადემიური, დინჯი ფეხბურთი. აქედანაა ის გაუთავებელი პასები უკან, გვერდებზე და მეკარისათვის. იგივე პრობლემა, რაც საქართველოს ნაკრებშია. მითუმეტეს ამისა ხვიჩას და ნაპოლის ფეხბურთელებს მაინც შესწევთ ძალა რომ ნებისმიერ გუნდს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიონ. მეორე სერიოზული შეცდომა იყო ხვიჩას გაყვანა მოედნიდან, რომლის შემდეგ ნაპოლი შტურმზე გადავიდა და „შეაჯდა“ ნაპოლის. ხვიჩა „იჭერდა“ ორ-სამ ფეხბურთელს და აიძულებდა მათ უკან მიეხედათ. ხვიჩას შემდეგ ნაპოლი მარტო ბურთის მოგერიებაზე იყო გადასული. მიუხედავად გატანილი გოლისა, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ხვიჩა ლაუტაროს არაფრით ჩამოუვარდება, თუ მეტი არ არის. ხვიჩამ რაც შექმნა, თვითონ შექმნა, მაშინ როდესაც მარტინესზე მთელი გუნდი მუშაობდა. ტიპი მეტოქის საჯარიმოს ცენტრში იდგა და პარტნიორები განუწყვეტლივ უწოდებდნენ, ამარაგებდნენ ბურთებით. უმრავლეს შემთხვევაში ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. მაშინ როცა ხვიჩას ბევრჯერ უგვიანებენ პასს, რამდენჯერ გვინახავს ხელებაწეული ბურთს რომ ითხოვდა. ისე თუ გვინდა ხვიჩას გოლეადორობა, უფრო მეტი მეტოქის საჯარიმოში უნდა იტრიალოს, ვიდრე მარცხენა გარემარბად, მეტოქის კარიდან ოცდაათ მეტრში.
Pele
Ezinebodat da damatebiti dro ar undodat
გიორგი
დავიხედე არ მაქვს მერე?
ნოე
ყველაზე გულსატკენი ჩემი აზრით არის ის რომ სიმართლეს არ უსწორებთ თვალს და და რეალობას ვართ აცდენილი,თქვე დალოცვილებო ყველაზე ძალიან ჩვენ და ჩვენს ქვეყანას უნდა რომ ხვიჩამ მართლა გაამართლოს ის სახელი რომელსაც ასე ძალიან იყო მთელი მსოფლიო შეყვარებული და მონატრებული მარა რეალობა რომ სულ სხვაა რატომ არ გვინდა ამის აღიარება?მარადონა მარტო ათრევდა არგენტინის ნაკრებს და ნაპოლის და მას რომ გადარებენ სულ ცოტა 9თვის განმავლობაში ორი სამი თამაში კი უნდა ჩაატარო ისე რომ ამ ბუმბერაზი კაცის სახელს 20პროცენტით მაინც ამართლებდე,კი ბატონო უძახოთ კვირკველიას ბეკენბაუერი კაშიას ბარეზი კვეკვესკვირს პლატინი და შეიძლება მსოფლიოზე სამეულსაც გამოვკრათ ხელი
ფეოლა
გასაგებია, რომ ნაპოლი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და ამს აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. ამ გუნდს ან ეშველება , ან არა. მაგრამ ყველაზე ძალიან რა მაკვირვებს და მაღიზიანებს იცით? ეს კომენტატორები რა დღეში არიან კაცო,ჰა? ყველაფერი გასაგები იქნებოდა სეტანტას რეპორტაჟებს დანარჩენი მსოფლიო რომ უყურებდეს, რომ ვითომ ობიექურები არიან ყველა გუნდის მიმართ, მაგრამ როცა ბედკრული საქართველოს გამწარებულ კვარას გულშემატკივარს, ამ დიქტორების აღფრთოვანებული სიხარულის ჭყლოპინი რო ესმის ნაპოლის კარში გოლის გატანის შემდეგ, ეს უკვე არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება. თავი დავანებოთ იმას, რომ ფეხბურთის აზრზე არ არიან, მთელი თამაშის განმავლობაში ჩაჩერებიან გუგლში მარტო იმას იძახიან ვინ რამდენი გოლი გაიტანა და ვინ რამდენჯერ დაიმტვრა. ეს არის კომენტატორობა? ფეხბურთელებს რომ ერთმანეთისაგან ვერ არჩევ და კუთხური აუტისაგან რო ვერ გაგირჩევია? ჩუმად მაინც იყავით თქვე მამაცხონებულებო. ნუ, ხანდახან ამოიოხრეთ ან უხერხულად ჩაახველეთ და თქვენი ძალიან მადლობელი ვიქნებით ქართველი გულშემატკივრები. დაუჯერეთ ფეოლას ბიძიებო!!!
ვახო
სამწუხაროა მარა ეს სარკაზმი არ არის შორს რეალობიდან..

არ არის მგონი კარგად მაძარი, 10 კაცი დარჩა და შემტევი არავინ ყავდა და იმის ნაცვლად რომ სწრაფ კონტრშეტევაზე გაეკეთებინა აქცენტი, კვარაც და პოლიტანოც გაიყვანა და ... კვარაზე კომენტარებს რომ ვნახულობ, ერის ეს ნაწილი ზოგადად დაავადებულია მგონი - ერთი სული აქვთ კვარას ჩავარდნა და კარიერის დასრულება ნახონ. არა ბატონებო, კვარა ვერ ბრწყინავს შარშანდელივით (შეუძლებელია ვინმემ შეძლოს თავის პოტენციალის ბოლომდე ჩვენება ასეთ უსახურ გუნდში თუ მარადონა არ არის) მაგრამ ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ტოპებში იქნება 10 წელი კიდევ. პ.ს. 2-3 ჯერ მეტოქის საჯარიმოდან საკუთარ საჯარიმომდე "რივოკით" ჩამოირბინა კვარამ შეტევის ჩასაშლელად,გუნდი სრულად გაუმართავი რომ არის ესეც ადასტურებს - შემტევებს რომ ამას ავალებ, გოლი გოლინიმ უნდა გაიტანოს?
არისტო
შენ ერთი მარჯვენა ხელზე დაიხედე რამე ფერადი სამკლაური ხომ არ გიკეთია შემთხვევით.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ნებისმიერ დროს და სიტუაციაშ,ვითარებაში,სირთულეებსა თუ კარგ პერიოდში შენს გვერდით ვართ,ნაღდი ქართველი გულშემატლივრები! დაგლოცოს უფალმა,მაგარი იყავი,ხარ და იქნები ნომერ 1!
ვახო-ს
პოლიტანოსთანა ფეხბურთელები ხო სულ ზაპასში გვიზის საქართველოს ნაკრებში, მოკლედ რეალობის აღქმა გვიჭირს. ხვიჩას კი წარმატებები!
გია
რატომ უკვირთ ამ ხალხს ხვიჩას შეცვლა ეგ არის მართლა გასაკვირი,უფრო საოცარი ის არის რატომ ყავთ ძირითადში,ძველი დამსახურებით რომ აყენებდნენ სასტავს მაშინ აგერ საშა ვოვა სულაქველიძე გაბელია ცოცხლები არის და დააყენონ დინამოს ძირითადში ანდა კიდევ ბარსა ასეთ დღეში როა ჩავი ინიესტა სტოიჩკოვი მიიწვიონ და აღარ გაუჭირდება ამ ბუმბერაზ გუნდა ეიბარებისა და კომპოსტელების დამარცხება
ჯუბა
ბოღმაგიორგი,გოგა,სეკა და კაშიაც გაიყოლეთ მიშას ნაცწყლში
სანდრო
მიკვირს ამ ხალხის გაასწარი გუნდიდანო რომ უკიჟინებენ,ვინმეს ან რამეს რომ გაასწრო სულ მცირე სირბილი მაინც უნდა იცოდე,ხოლო ამ სისწრაფით როგორსაც დღეს ხვიჩა აჩვენებს 90-იანების სურამი-თბილისის მატარებელს თუ გაასწრებ,ისე სერიოზულად კი რაოდენ გულსატკენიც არ უნდა იყოს სადაც არ უნდა გაასწროს იქნება ერთი რიგითი ფეხბურთელი რადგან ყველა მოწინააღმდეგის მწვრთნელებმა მისი ყველა მოძრაობა და ფინტი შეისწავლეს მეტი კი მას არ შეუძლია და ხდება ის რაც მოხდა რუბინში და რაც სავსებით ლოგიკურია,მარადონა მესი რონალდო რონალდინიო და ბევრი სხვა იმიტომ იყვნენ გენიოსები ყოველთვის და ყველგან შეეძლოთ ახლის გამოგონება და სისრულეში მოყვანა,რას იზავ რაც არის ეგ არის და ტყუილა ნუღარ იშლით ნერვებს ჩვენ კიდევ დაველოდოთ იქნებ ის ერთი ორი გამონათება წელიწადში ნაკრების თამაშებს დაემთხვეს
გიორგი
ნაპოლის აშკარად პრობლემები აქვს, სპალეტი ყოფილა ჯადოქარი, კვარას ვუსურვებ ძალიან სწრაფად გადავიდეს ნორმალურ გუნდში, განვითარება და ჯანმრთელობა, ნიჭს, დროს და ენერგიას ფუჭად კარგავს უკვე.
გიორგი IV
ხვიჩას ყველა გულშემატკივრობს და ღმერთმა ქნას მარადონას დონეზე ავიდეს მარა ძაან სუსტად გამოიყურება!გინდა გუნდს დააბრალეთ გინდა მწვრთნელს ახლა!ვერ ლიდერობს გუნდს.სითავხედეც დაკარგა 5კაცზე რო მიდიოდა ახლა აღარ მიდის!ღმერთმა არ ქნას ქინქლაძე არ დაემართოს!
გოგა-ს
შენ და შენს მეგობარს რამე სასარგებლო გაქვთ დაანგარიშებული ხვიჩას პასის სიგრძის გარდა? წარმოვიდგინე, ტიპი მიდის ტელევიზორთან და მოედნის პროპორციების გათვალისწინებით, ზომავს უკან მიცემული პასის სიგრძეს. არ ჯდება არანაირ ლოგიკაში ასეთი ნეგატიური სიხარული საკუთარი თანამემამულის წარუმატებლობის გამო. მიხედეთ პირად საქმეებს და საკუთარი წარუმატებლობა ზომეთ.
MkhiTo AkhiTkhTda - ს
ნაცებსაც მიულოცე, ერთი ალხანა-ჩალხანაა
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
რაო კიდე დაღლილი ვარო კვარადონამ?აბა ერთი ეხლა ჰკითხეთ ვინმემ U21 ხო არ ითამაშებდა? თუ ფოთის კოლხეთი არ იქნება მაგის ბოლო გაჩერება და მალე ნახავთ.
L.J .
Win vize unda gaeketebina pasi isic dagewera...
gerchi
ელცინი წამოაყენა-ს შენ ეხლა იუმორის გრძნობა გაქვს გგონია ? შენს ტვინს ძნელად ეშველება და ქვედა ბოლოს მიხედე მაინც , დაიხედე ძირს სანამ დაჯდები . რამდენი ...ა ამ ქვეყანაზე !
geo
ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი. ხვიჩა ჯერ კიდევ გამოცდილებას იღებს მე2ე სეზონია მხოლოდ. და რა უნდა ქნა კაცმა ასეთ უსუსტეს გუნდში უმწვრთნელო თან. ტაქტიკა არ იცის მაცარიმ საერთოდ, თითოეული გუნდის წინააღმდეგ უდიდესი ტაქტიკური აზროვნებაა შესასრულებელი
112211
ზაზას; აბა არ უნდა მოეყვანა ცოლი და კაშიასავით ჩუკენი ყოფილიყო?
გიორგი
კაშიაზეც თქვით 2 სიტყვით რაიმე დაჟინებული მზერით ხომ არ უყურა მატჩს და ამიტომ ხომ არ წააგო ხვიჩამ ეს ფინალიც?
C -ს
ტრეი იანგი, NBA-ს ვარსკვლავი,23 წლისაა და უკვე ორი შვილის მამაა,ასევე დონჩიჩი,თუ მარტო ქართველ სპორტსმენებზე მოქმედებს ცუდათ ცოლის მოყვანა??!!ცნობისთვის მამარდამაც მოიყვანა ცოლი!!
misho
ზალიან სუსტი გუნდია წელს ნაპოლი და ეს კველაფერი შეეტყო კიდეც ხვიჩას.არაა ხვიჩა მარადონა ნუ ჯერჯერობით მაინც გმერთმა ქნას გახდეს.რთული პერიოდი უდგას ბიჭს ეს ფეხბურთის ნაწილია.იმის მაგივრად რო გვედრდით დაუდგეთ გაამხნეოთ პირიქით დამცინავი კომენატარებია ამაზრზენი,ქართველობა და პატრიოტიზმი ტუ დაკარგეთ თქვე კაი ხალხნო ადამიანობასად წაიღეთ?სირცხვილია სირცხვილი ნუაყვებით ვიგაც ჭორიკანა უტრაკო ჟურნალისტებს თორე მოვა დრო და შეგრცხვებათ თქვენი საქციელის.მიდი ხვიჩა შეუბერე მომდევნო ტურში ვიცი აუცილებლად გაიტან უფალი გფარავდეს ძმაო გვეამაყები ქართველებს .
ფეხბურთი
ვფიქრობ რომ კვარა თავდასხმელად უნდა ათამაშონ. ასეთი არაიმპროვიზირებული მწვრთნელები არასდროს მინახავს, რომლებსაც არ გააჩნიათ უკეთესი ტაქტიკის ძიების უნარი და ფეხბურთელების სხვადასხვა პოზიციაზე გამოცდა. კვარას წარმატებები და მან აუცილებლად უნდა დატოვოს ნაპოლი, ნუ რათქმაუნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
გოგა
მაცარი მთელი საქართველო გთხოვს ორი-სამი თამაში მიეცი ხვიჩას კიდევ და მთელ მსოფლიოს პირდაფჩენილს დატოვებს კუთხურის ალმიდან როგორ უნდა ჩართო საკუთარი მეკარე თამაშში,სულ ვამბობდი უკან პასს ამუღამებს მეთქი 15-20მეტრზე წვალებით მარა მაინც აბრუნებდა ეხლა აგერ მეგობარს დაუანგარიშებია და 30მეტრზე ასულა ჰოდა პაწაც და ყველას დააგიჟებს 100მეტრიდან ფილიგრანულ პასებს რომ გააკეთებს თავისი საჯარიმოსკენ,კიდევ იქნებ მიაწვდინოთ ხმა მეტოქის ფეხბურთელებს ამას რომ დაამხეცებს მერე ფინტების კორიანტელს დააყენებს უკან გაქცევაში და იქნებ ამაში მაინც არ შეუშალონ ხელი
giorgi 3
სპალეტი მართლაც ჯადოქარი ყოფილა, რომ ამ საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდით, ათი ტურით ადრე მოიპოვა ჩემპიონობა და კვარა კინაღამ ვარსკლავი გახადა
ტარიელი
მე კვარას წინ დავტოვებდი და მის უკან პოლიტანოს მაგივრად რასპადორის .ნახევარი საათი დაცვაში ნჩაჯდომა თვითმკვლელობაა .თანაც , ასეთი არეული დაცვის პირობებში . ტლიკინისთვის შემოდის აქ უმეტესობა , გარტყმაში არ არიან და რაღას ათევენ ღამეს ? ლაუტარო გამომიყვანეს სუპერ ვარსკვლავი .ლაუტაროს ვარსკვლავობის რა ვთქვა . მანამდეც უნდა გაეტანა რამდენჯერმე , მაგრამ საშუალო დონეა . 10 კაციან ნაპოლის , ნახევარი გუნდი რომ ისედაც აკლდა , ძლივს გაუტანეს ბურთი . ეს კომენტატორები ხო ბატის კვერცხები არიან სუფთად , ყველანაირად . კვარას ლანძღავენ აქ ზოგიერთები , პურზე ჩასვლა რო ეზარებათ ქარიან ამინდში და დედამისის პენსიით რო ცხოვრობენ . ეს არაფრის მაქნისები .
ტარიელი
ა-ს შეიძლება სხვაც არის მსგავსი , მაგრამ რაც წავიკითხე , შენს კომენტარში არის აზრი . შენსავით ვფიქრობ . მე კვარას წინ დავტოვებდი და მის უკან პოლიტანოს მაგივრად რასპადორის .ნახევარი საათი დაცვაში ნჩაჯდომა თვითმკვლელობაა .თანაც , ასეთი არეული დაცვის პირობებში . ტლიკინისთვის შემოდის აქ უმეტესობა , გარტყმაში არ არიან და რაღას ათევენ ღამეს ? ლაუტარო გამომიყვანეს სუპერ ვარსკვლავი .ლაუტაროს ვარსკვლავობის რა ვთქვა . მანამდეც უნდა გაეტანა რამდენჯერმე , მაგრამ საშუალო დონეა . 10 კაციან ნაპოლის , ნახევარი გუნდი რომ ისედაც აკლდა , ძლივს გაუტანეს ბურთი . ეს კომენტატორები ხო ბატის კვერცხები არიან სუფთად , ყველანაირად . კვარას ლანძღავენ აქ ზოგიერთები , პურზე ჩასვლა რო ეზარებათ ქარიან ამინდში და დედამისის პენსიით რო ცხოვრობენ . ეს არაფრის მაქნისები .
ალუდა კეკლუცაური
სანამ ხვიჩა თავის თავში რამეს არ შეცვლის გაუჭირდება. მაგალითადბკარგი პრიჩოსკა და ტატუ!!!
C -ს
ტრეი იანგი, NBA-სვარსკვლავი,23 წლისაა და უკვე ორი შვილის მამაა,ასევე დონჩიჩი,თუ მარტო ქართველ სპორტსმენებზე მოქმედებს ცუდათ ცოლის მოყვანა??!!ცნობისთვის მამარდამაც მოიყვანა ცოლი!!
ელცინი წამოაყენა
მე ისეთი რუსეთუმე ვარ რომ მინდა აფხაზეთივით კანონსაწარმოებელი ენა სასამართლოში, პარლამენტში და მედიაში რუსული იყოს ! მინდა თინა კანდელაკი დაგვინიშნონ ნამესტნიკად !მოვითხოვ ირმა ინაშვილი შერაცხონ კანონიკურ წმინდანად და ხატში შარავანდედი დაემატოს !
ბესო
გულსატკენია კვარას ესეთი რადიკალური ცვლილება...ყველაზე მეტად ვვარაუდობ, რომ ეს მისი ფსქოლოგიური სისუსტის ბრალია. ვერ გაუძლო ამხელა ყურადღებას(პასუხისმგებლობას). ეს დაეწყო მარტში, მილანს რომ პენალი ვე რგაუტანა. ეშინია შეცდომის დაშვების და იმ დონეზეა შებოჭილი, რომ ძალიან პროგნოზირებადი და ერთფეროვანი გახდა...სისწრაფეც აკლია, როგორც მოძრაობაში ასევე გადაწყვეტილების მიღებაში. სხვანაირად ვერ ამიხსნია, თუ როგორ შეიძლება ასე აშკარად დაკარგო უნარები! კვარას ვუსურვებ მალე დაძლიოს ეს კრიზისი, გაარღვიოს ეს მახრუჭები. თორემ ესე თუ გააგრძელა შემდეგი 2-3 სეზონიც, კვარადონა მოგონებად დარჩება..
ვახო
ხოდა დარჩება პოლიტანოს დონეზე და მორჩა. მეტი გვინდა რა არის გაუგებარი?
silovanchik dzgeria
რაო და დედასჰენის ..ნაო , ანგისამ , ოსიმენმა , მარიო რუიმ , მატსარიმ და ა.შ. ! ხო , ტიურამმა კიდო
სეკა
სად არის, შარშან კომენტებს რომომ აკეთებდა, ვინმე "მარგალონა",? ამ ბოლო დროს რაღაც არ ჩანს
ფიმფამფო
რაღაცით იმ არაბებს გავხარ დღეს სტადიონზე რომ იყვნენ. სულ ყ..ზე არ კიდიხარ იუვეს :)
Ზაზა
შარშან მოწყურებული და შეყვარებული იყო! წელს- ცოლიანი და გამოწურულია. ტესტოსტერონი აღარ არის საკმარისი ორგანიზმში. მაგიტომაც მძიმედ, უენერგიოდ მოძრაობს. გეგონება საძილე აბებს ასმევენ.
NAPOLI !
რასაც კვარა მოედანზე "აკეთებდა" ეს არის ამ ცალტვინა მაცარის სტრატეგიული დავალება!!! მისი გაყვანა საერთოდ ამოვარდნილია რეალობიდან! მე არ მესმის რას ერჩის თავის გუნდს ეს დოყლაპია აურელიო!!!!! მსაჯობა ეს ცალკე თავის ტკივილია, განსაკუთრებით იტალიური!!!
ფორცა იუვე
ეს რა დაგმართნიათ. )))))))) რაო ხვიჩიკომ რაო? ოქროს ბიჭუნა ვარო ?

ეს უვარგისი კომენტატორები სად იპოვეს. ესე ნაპოლის კარში გოლი თავად გამტანებს არ უხარიათ. მოაშორეთ ეს უვარგისები, სულ ამას აღნიშნავს ყველა
Gio
კვარა დროზე გაასწრე მანდედან. სუფთა დოღი გახდა ნაპოლი. მალადეც სპალეტის ამ გუნდით რომ სკუდეტო მოიგო. ერთი რამე მიკვირს, თუ კვარაცხელია აკეთებს ფლანგიდან ფლანგზე გადაცემას, დანარჩენი რა ძალა არ ყოფნით კვარას რომ პასი გაუკეთონ. ერთი დი ლორენცო აკეთებდა მაგას და ისიც შეეშვა. ამ გუნდს ბარსელონა შეჭამს
სიმართლე
შარშან შიოდა და იმიტომ დარბოდა ეხლა გამძღარია............
Gio
კვარა დროზე გაასწორა მანდელას. სუფთა დოღი გახდა ნაპოლი. მალადეც სპალეტის ამ გუნდით რომ სკუდეტო მოიგო. ერთი რამე მიყვარს, თუ კვარაცხელია აკეთებს ფლანგიდან ფლანგზე გადაცემას, დანარჩენი რა ძალა არ ყოფნით კვირას რომ პასი გაუკეთონ. ერთი დი ლორენცო აკეთებდა მაგას და ისიც შეეშვა. ამ გუნდს ბარსელონა შეჭამს
ექსპერტებს
უკან პასი არა კვატი. რა, პოლიტანომაც უკან გააკეთა პასი და იმიტომ შეცვალა? უბრალოდ კაცნაკლული გუნდის ტაქტიქა შეცვალა, დაცვაზე გადაიტანა აქცენტი რამაც საბოლოოდ არ გაამართლა ეგ იყო სულ. ისე პოლიტანო და კვარა ცოტახანი კიდევ უნდა დაეტოვებინა ამ შეცვლების მერე ინტერი მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა.
ჯუჯი
ამ დიქტორს რა აყვირებს და რა უხარია ვერ მივხვდი. დასავლეთის დიქტორებს ბაძავს ეტყობა. იმხელას ყვიროდა მეზობლები შემომივარდნენ.
geo
როგორ შეიძლება კვარაცხელიას და ლაუტაროს შედარება? პირველი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მეორე კი - სუპერვარსკლავი
shig europebshi
შეიძლება, თვით დემნა გვასალიას გავლენაც იყოს..
shig europebshi
ევროპაში ქათმობაა მოდაში და ალბათ მათი ზეგავლენის ქვესშ მოექცა - რა, გასაკვირია, თუ?
დავით 67
არ იყო შესაცვლელი ხვიჩა. რაღაც სჭირს ნაპოლის. დღეს სიმეონემ დააღალატა გუნდი. რა საჭირო იყო ასეთი უხეშობა მოედნის ცენტრში, როცა იცი რომ გაფრთხილებული. ტორინოსთან მაზოკიმ "ივაჟკაცა". სანამ გააძევებდნენ სიმეონეს, თანაბარი თამაში იყო თითქმის. ინტერის ოდნავი უპირატესობით. რა გინდათ ხვიჩასთან, შარშანდელივით გუნდში რომელიმე თამაშობს ?? გუნდს სჭირდება ნორმალური მწვრთნელი. ასე რომ მარტო ფეხბურთელების ბრალი არაა.
vava
რა ტიპიურ ქართველ ფეხბურთელად - ტიპიურ შენნაირად ჩამოყალიბდა ევროპებში ალბათ
gia
იმიტომ რომ დაბალი ინტელექტის არიან
Რაგბის ფანი
უკაცრავად, მაგრამ შარშან დამშეული მგელივით მოთამაშე კვარა წელს გზააბნეული ქათამივით უაზროდ დარბის.
Gia
Erti zusti daryma napolis da eg kvarasia. Mazari someone nolia da gageyvana sanam msajma ar gaazeva mind oridan. Kvaras cvlis da agebs tamashs.mazarim waago tamashi da gaiqca Adrian ad.kvaras gareshe moindoma mogeba bichma, salernitanas kiar etamasheboda.dzaan susti mazari.
nika
და გუნდის ტაქტიკა როგორია? სპალეტის ნაპოლი, მთელი გუნდი რომ წინ იყო, დაცვიდან ბურთი რომ წამებში ამოდიოდა დღევანდელი, კვარას მთელ ფლანგზე მარტოს რომ უშვებენ, ერთია? თუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა? აქეთ ხომ არავინ ეხმარება, იქითა ფლანგი აღარც არსებობს — დაცვაზე ლაპარაკიც ზედმეტია და ეს ყველაფერი ძუნწი მფლობელის გამო
Miqautadze
ღმერთო, გთხოვ, კიდევ უფრო ხშირად აჩვენე შენი ძალა მცირედმორწმუნეთ..
ზურაბი
ეგებ ვინმემ ამიხსნათ, ჩვენს კომენტატორებს რატომ უხარიათ ასე გოლი ნაპოლის კარში? იმხელაზე იკივლეს შუაღამისას, რომ იძულებული გავხდი ტელევიზორი გამომერთო! გთხოვთ.
მამონას მადიდებელი
არა, თან ლაურენტისი ნაპოლის ლამის ყველა თამაშს რომ ესწრება, რისი იმედი აქვს? არადა ხომ უეჭველია თავი მაგარი მენეჯერი ჰგონია, სინამდვილეში ფიფიას რანგია, უბრალოდ ლაურენტისს ბევრი ფული აქვს, მაგრამ ფიფიაც იშოვის ბევრ მაყუთს, აგერ დინამოს სტადიონის გადათხრას აპირებენ და იქ კორპუსების ჩადგმას
C
ეს შეცვლაც თუ არ გამოაფხიზლებს ესეიგი ეჩვევა საშუალო ტიპიურ ქართველ ფეხბურთელად ყოფნას, არაფრის გაფუჭება რომ არ უნდა უბრალოდ მოედანზე. ძალიან სამწუხაროა. საერთოდ არ მესმის 22 წლის ბიჭისთვის ცოლის მოყვანა რა აუცილებელი იყო, მოიცა რა შე კაი ადამიანო და რომ გახდები 27ის მერე იყოს ან 30 ის რა სასწრაფო იყო. ოცნებებს მიყვებოდა კაცი სა დაფრინავდა, თავის თავზე იღებდა ყველაფერს , ეხლა დგას და ხელებს იქნევს :( და უკან პასი. აიღრ შენ თავზე კვარა ეგაა შენი ფეხბუეთი პასებს ლინდსტრომიც და მაზოკიც გააკეთებს
დათო*
პირველი ტაიმის ბოლოს რო მომენტი ჰქონდა, ზუსტად ასახავს მის დღევანდელ მდგომარეობას.შეშინებული, დამფრთხალი ფეხბურთელი,ვეღარც კაცს ატყუებს, ვერც კარში ურტყამს.ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რეალობა ასეთია.*
სოსო
მეცოდები.
ვახო
მეგობარო შეცვლამდე 2 წუთით უკან გადაახვიე და კვარას პასი ნახე ფლანგიდან უკან 30 მეტრზე. ამიტომ შეცვალეს..
ა
ხვიჩა არ უნდა გაეყვანა და ორ სამ ფეხბურთელს აიკრავდა წინ, თან კონტრზე ითამაშებდა და მეტი შანსი იქნებოდა
ვახო
შეიძლება ვცდები მარა შეცვლამდე 2 წუთით ადრე ხვიჩამ რო პასი გააკეტა ფლანგიდან უკან ასე 30 მეტრზე მგონი მაშინ გადაწყდა შეცვლა.. რა ვერ გაიგო ამ ბიჭმა ...
MkhiTo AkhiTkhTda
სომხებს ვულოვაც - ვინც იმსახურებდა, იმან მოიგო )
რუსთავი
სამწუხაროდ ნელნელა გაუშინაურებენ ადრე შეცვლას და მალე სკამზეც დასვამენ. არ შეუძლია და სხვა პრობლემები ერთია მაგრამ აშკარად სურვილიც აღარ აქვს მოტყუებაზე წასვლის. ადრე ყოველი ბურთის მიღება რაღაცის მოლოდინს მიჩენდა ეხლა მხოლოდ უკან პასი, ჩარჩოებში ჩაჯდა და დარჩება კიდეს სშუალო კლასის ფეხბურთელად.
გიორგი
ხვიჩა რაზე შეცვალა, რა დაასვენა? არ უნდა შეეცვალა კაცნაკლულობის შემთხვევაში განსაკუთრებით
სად წევიდა, სად?
კვარა კმარა ვარდნა! თუ თამაშობ ფეხბურთს ითამაშე, თუ არადა და პაკა, პაკა!პაკააა
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ეს ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომაა" - "ინტერის" დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია