"შახტართან" ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, კიევის "არსენალის" ქართველს ინტერვიუ ჩამოართვეს
უკრაინის ჩემპიონატის მეოთხე ტურში კიევის "არსენალმა" "შახტარს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. მრისხანე მეტოქესთან უკრაინელ "მეთოფეთა" გაძალიანებაში დიდი წვლილი გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა სანდრო კობახიძემ დაიდო.

24 წლის ქართველი ფორვარდი მოედანზე 77-ე წუთზე შემოვიდა და სწორედ მისი გადაცემის შემდეგ, დამატებულ დროში შეძლეს მასპინძლებმა გათანაბრება. მანამდე კი ჩვენებური მეტოქის საჯარიმოში საეჭვოდ წაიქცა, თუმცა მსაჯმა თერთმეტრიანი არ დანიშნა [იხილეთ ვიდეო].

რამდენიმე დღის შემდეგ, კარგ განწყობაზე მყოფმა "არსენალმა" ღია ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც სპორტულ ჟურნალისტებთან ამხანაგურადაც ითამაშა. მატჩის შემდეგ "გაზეტა.უა"-ს ჟურნალისტმა "შახტართან" მატჩის ერთ-ერთ გმირს ინტერვიუ ჩამოართვა.

- უკრაინაში თავს როგორ გრძნობთ?

- უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში ვცხოვრობ. შესამაბისად, აკლიმატიზაციაც კარგა ხანია გავიარე და აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- "შახტართან" კარგად ითამაშეთ და მწვრთნელმა თუ შეგაქოთ?

- დიახ და არამხოლოდ მე. ყველას მოგვილოცა და ხელი ჩამოგვართვა, თუმცა ისიც გვითხრა, რომ არ უნდა მოვეშვათ.

- იმედი გაქვს, რომ ამიერდან "არსენალის" ძირითადში უფრო მეტ დროს გაატარებ?

- ძალიან მინდა, რომ ასე იყოს და ამის იმედიც მაქვს. თუმცა, ყველაფერი მაინც მწვრთნელის გადასაწყვეტია და მისთვის რაიმეს კარნახს არ ვაპირებ. მთლიანად ვემორჩილები მის გადაწყეტილებას - თუ მათამაშებს, ვითამაშებ. არასდროს ვიბოღმები, როდესაც მოედანზე არ მიშვებენ.

- ასეთ კარგ თამაშს მოელოდით?

- რა თქმა უნდა, "შახტართან" ფრე - მაგარი შედეგია, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩვენ ის დავიმსახურეთ.

- თქვენი წაქცევისთვი პენალტი იყო, თუ არა?

- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით. იმ მომენტში მაქსიმუმის მიღწევა მსურდა, ხოლო იყო თუ არა ჩემზე წესების დარღვევა, დაე ეს სპეციალისტებმა დაადგინონ. თანაც, ეს უკვე წარსულია.

- "არსენალს" ძალუძს ევროთასებზე გასვლა?

- ამაზე სერიოზულად ფიქრი უკვე შეიძლება, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, თუმცა ახლა გადამწყვეტ სტადიაზე ვართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ წინა წარმატებული მატჩები შემთხვევითობა არ იყო. რადგან "დნეპრთან" და "შახტართან" კარგად ვითამაშეთ, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და არ უნდა გავჩერდეთ. წარსული უნდა დავივიწყოთ და მომავალ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.

- საქართველოს ნაკრებში გიძახებენ? გსურს იქ თამაში?

- დიახ. ორჯერ ვითამაშე ეროვნული გუნდის მაისურით. საქართველოს ნაკრებში მუდმივად ყოფნა ჩემი ოცნებაა.

მომზადებულია gazeta.ua-ის მიხედვით

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე