საქართველოს თასის გათამაშებაში კინაღამ გვარიანი სენსაცია დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ტურნირში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები მონაწილეობენ და ერთის გარდა, ყველა იმ წყვილში, რომელშიც სხვადასხვა ლიგის წარმომადგენლები ხვდებიან, ფავორიტთა სასარგებლოდ დიდი სხვაობები დაფიქსირდა. ერთადერთი გამონაკლისი ბათუმი – ვსა-ს დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც სუპერლიგის გუნდმა დიდი გაჭირვებით, 2 მატჩის ჯამში დაფიქსირებული ოვერტაიმის შემდეგ მოახერხა “ა” ლიგის წარმომადგენლის დამარცხება.

მოგეხსენებათ, თასის გათამაშებაში საპლეიოფო სერია 2 მატჩისგან შედგება. ანუ ითვლება არა მოგებები, არამედ 2 მატჩის შედეგად ჩაგდებული ქულები. პირველი მატჩი ვსა-მ (ვ. სანიკიძის აკადემია) 3 ქულით – 84:81 მოიგო და ბათუმში, საპასუხო მატჩის სათამაშოდ შესაბამისად, 3-ქულიანი უპირატესობით გაემგზავრა. ვსა-მ აჭარაშიც არაფერი დაუთმო სუპერლიგის ამბიციურ გუნდს და რეგულარული დროის ბოლო წამებზე ცოტა რომ გამართლებოდა, ბათუმს თასის გათამაშებიდან გააგდებდა.

ბორის პეტეს გაწვრთნილმა ვსა-მ უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, როცა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე 13 ქულით ჩამორჩენილმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. თუმცა აკადემიელებს თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ანგარიშის გათანაბრება არ დასჭირვებია. როგორც გითხარით, პირველ მატჩში მოგებული 3 ქულა ვსა-ს მარაგში ჰქონდა და ოვერტაიმის ზღვარი სწორედ 3 ქულაზე გადიოდა.

საშა ვუკსანოვიჩის, დავით კაუშაძისა და კამერონ ვორენსის შედეგიანობით თბილისურმა გუნდმა 10:0 გაქცევა მოაწყო და ბოლო წუთისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 76:79. აკადემიელებს მეტიც შეეძლოთ, თუმცა ოთარ პერტაიას ბოლო წამებზე ნასროლი კალათში არ ჩაეშვა და ბათუმმა სწორედ იმდენი ქულით გაიმარჯვა, რამდენითაც პირველი მატჩი წააგო. დაინიშნა ოვერტაიმი, რომელშიც მასპინძლებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს სხვაობის გაზრდა და საბოლოოდ შეხვედრა 94:87 (სტატისტიკა) დასრულდა და ბათუმი მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს გამართულ მეორე სათასო მატჩში სუპერლიგის წარმომადგენელმა გურჯაანის დელტამ 88:73 (სტატისტიკა) დაამარცხა “ა” ლიგელი სოხუმი-საქართველო და მეოთხედფინალში ბათუმს შეუერთდა. გურჯაანელებმა 2 მატჩის ჯამში 48 ქულით იმარჯვეს.

GBF

დათო
წარმატებები გურჯაანის კალათბურთს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა