სერია A-ს 21-ე ტურში „ტორინომ“ გასვლაზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა 77-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს, რის შემდეგაც ტურინული გუნდის მცველი საბა საზონოვი 78-ე წუთზე ანტონიო სანაბრიას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიკავა ადგილი და საკმაოდ კარგად ითამაშა. აქედან მოყოლებული სარდინიელები შტურმზე გადავიდნენ და კონტრშეტევაზე კომპენსირებულ დროში პიეტრო პელეგრისგან გოლი მიიღეს, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ბოლოს საზონოვმა ორჯერ არ გაატანინა მეტოქეს და „ტორინომ“ გაიმარჯვა.

საბამ ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა - Sofascore 7.1, Whoscored 6.6, flashscore 6.4.

„ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

კალიარი. „სარდინია არენა“

კალიარი - ტორინო 1:2

გოლები: 0:1 საპატა (23), 0:2 რიჩი (45+3), 1:2 ვიოლა (77)

სოსო
აქ საბა საზონოვზე და სხვა სტატიებში,ახალგაზრდული ნაკრების,სხვა ლიდერებზე,ხშირად წერენ,რომ სასწრაფოდ უნდა დააყენონ,ძირითღად შემადგენლობაში და ნაკრების სტაჟიანი წევრები,პენსიაზე გაუშვან.და ეს მიუხედავად იმისა,რომ რამდენიმე ახალგაზრდა,უკვე ახლავე,ძირითადის წევრებად ითვლებიან და სისტემატურად თამაშობენ,ნაკრებში.ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლკაც გავიმეორებ,რომ ბნაკრების ხელოვნურად გაახალგაზტრდავება,მხოლოდ და მხოლოდ ვნების მომტანია,რადგან კონკურენციის გარეშე,ვინმეს დაწინაურება,მის პროგრესს ,ყოველთვის ხელს უშლის.დიეგო მარადონა,1978 წელს,არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს,ნაკრებშიც უკვბე ნათამაშები ჰქონდა,მაგრამ ლუის მენოტიმ,ძალიან სწორად ჩათვალა,რომ 17 წლის ასაკში,მსოფლიოს ჩემპიონატში თამაში,ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი დატვირთვა იქნებოდა და სანაკრებო სიაში არ შეიყვანა.1982 წელს,დიეგო უკვე ნაკრების საკმაოდ გამოცდილი წევრი იყო,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,ჯერ კიდევ არ იყო,ფსიქოლოგიურად საკმაოდ მომწიფებული და მსოფლიოს ჩემპიონატი,საკმაოდ სკანდალური გაძევებით დაასრულა.მხოლოდ 1986 წელს მოგვევლინა,ნაკრების ჭეშმარიტ ლიდერად,რომელსაც ვერავინ აჩერებდა.ასეა,ყველაფერს თავისი დრო აქვს და აჩქარება,ყოველთვის არ მოიტანს,სიკეთეს.ფეხბურთელი,კლუბში უნდა დამწიფდეს,ფსიქოლოგიურად გაიზარდოს და როცა სხვებზე ძლიერი გახდება,მხოლოდ მაშინ დაიკავოს ადგილი,ნაკრებში.
სოსო
მისი იმედი რომ არ ჰქონოდათ,საქართველოს მოქალაქეობას არ მისცემდნენ.ნაკრებშიც იძახებენ,ითამაშა კიდეც და მისი დროც,ძალიან მალე მოვა.ყველაფერს თავისი დრო აქვს.
Ach
Imito sheyavs mwvrtnels rom axalgazrda pespeqtiulia da xedavsro sheudzlia maxal doneze tamashi bonjornos shemcleli iqneba swored saba imitomrom bonjorno male gadava an milanshi an napolishi
ტარიელი
,, რა ვქნა , მე კვირკველია და კაშია უფრო მომწონს" . ,,ა მნე გავრილოვ ბოლშე ნრავიტსია " - ბესკოვის ნათქვამს რა დამავიწყებს , ყიფიანს რომ გავრილოვს ამჯობინებდა . ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო სტაფის საქციელზე მახსენდება .
L.J .
Kargad shemovida saba,me is gamisworda interviu italiurad rom mica!!!warmatebebi!!!
ბესო
საბას კარგი მომავალი ექნება. ეტყობა რომ შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და ინტელიგენტი პიროვნებაა. წარმატებები მას!
სოსო
ძალიან კარგად შევიდა და ერთი გოლისაგან მაინც,პირადად გადაარჩინა გუნდი.მწვრთნელიც ძალიან აქებს,მის შრომის მოყვარეობას,ახლაც კარგად ითამაშა და არა მგონია,სხვაგან გაუშვან.მომავალ თამაშს,ბონ ჯორნო გამოტოვებს.თუ საბა დააყენეს და კარგად ითამაშა,არავინ იფიქრებს,მის გაშვებაზე.ბონ ჯორნომ,ძალიან მაგარი ფორმა აკრიფა და მისი ამოგდება,ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ საბაც სწრაფად იზრდება და ტრავმებიც ხომ არსებობს,ფეხბურთში.სათამაშო დროს,აუცილებლად მიიღებს.ტორინო,თითქოს დალაგდა და ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლებს.ასეთი გუნდიდან ჰამბურგის სტილის გუნდში გადასვლა.არც საბასთვის იქნება,სასარგებლო.
გია_544
ჩვენ ნაკრებს ფრაგი გაუგებრობა რომ არ უდგეს სათავეში, ამ ბიჭს ნაკრებს მიაჩვევდა და პერიოდულად გამოუშვებდა მოედანზე. მაგრამ ცნობილი აგენტია კვირკველიას ოჯახის წევრი ))
giorgi
იურიჩი მცველების აღზრდით საუკეთესოა პირველ სეზონს ატარებს მომავალ სეზონიდან მეტი დრო მიეცემა
Psx
ასე მგონია, ამ თამაშის შემდეგ გადაიფიქრებენ მის გაშვებას. თან შემდეგ შეხვედრას ბონჯორნოს დისკვალიფიკაციის გამო ძირითადში დაიწყებს და იქაც თუ კარგად ითამაშა, საერთოდ ძირითადისთვის ბრძოლის კარგი შანსი ექნება. ძალიან ჭკვიანი მცველია და ამას ადრე თუ გვიან ზუსტად დაინახავენ
Charley
საზონოვი დაუმუშავებელ ქვას გავს და თუ კი მას იურიჩი გონივრულად მიუდგა მისგან ერთერთ ყველაზე მოთხოვნად და ელიტარულ ცენტრალურ მცველს გამოძერწავს სერია ა-ში. საბა იდეალურად არჩევს პოზიციას ბურთის დასწრებაზე(გამოტანაზე) და ამას სისწრაფეში აკეთებს რაც ყველაზე მეტად აკლია ქართველ მცველებს, ეს სქილი კი თუ არა გაქ გამორიცხულია ტოპ ცენტრ ბექი როდესმე გახდე. მეტ დროს იმსახურებს აშკარად და იმედია მწვრთნელი თანდათან გაუზრდის მას დროს და მის ნიჭს მიცემს "ამოფრქვევის" საშუალებას.
გიზოგ
დიდი წარმატებები საბას!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
კვერნაძის "ფროზინონე" თასზე "კალიარისთან" დამარცხდა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა