დღეს, 5 აგვისტოს თბილისი დროით 21 საათზე, საქართველოს ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება
წლეულს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ესტონეთს ორჯერ მოუგო. ერთი გუნდიდან ვეიდემანი გამოირჩეოდა, მეორიდან - შენგელია. ეს კალათბურთელები ერთმანეთის წინააღმდეგ დღესაც წარდგებიან, ოღონდ ეროვნული ნაკრებების დონეზე - ესტონეთის დედაქალაქ ტალინში საქართველო მასპინძლებს ამხანაგურად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე გაიმართება.

ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთადერთხელ, 2006 წელს, უნგრეთში გვაქვს ნათამაშები. ის შეხვედრა ბალტიისპირელთა გამარჯვებით დასრულდა. ქართველთა ბომბარდირი ზაზა ფაჩულია გახდა - 24 ქულა ჩააგდო.

2001 წელს ესტონელებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს, თუმცა მას მერე მსგავსი წარმატებისთვის აღარ მიუღწევიათ. მეტსაც გეტყვით: 2009 წელს B დივიზიონში ამოყვეს თავი. ისინი ჯგუფში ავსტრიას, ჰოლანდიას და ლუქსემბურგს ეთამაშებიან. პირველი წრის შემდეგ ბალტიისპირელებს 1 მოგება და 2 წაგება აქვთ. ესტონეთის ნაკრების წევრთა უმეტესობას "ტარტუ როკში" გიორგი ცინცაძის გვერდით აქვს ნათამაშები: ლეპიკს, ტალტსს, ვეიდემანს, სოკის...

იმასაც შეგახსენებთ, რომ მასპინძლებისა და ქართველების გარდა ესტონეთის საერთაშორისო ტურნირზე შვედეთის ნაკრები და ამერიკის კოლეჯების კლუბი "კანზასი" ითამაშებს.

18 აგვისტო, 2006 წელი

უნგრეთი, სომბათჰეი

საქართველო-ესტონეთი 74:78

17:19, 18:25, 16:20, 16:21

საქართველო: ელისი (7ქ), ა. ბოისა (2ქ), ცინცაძე (8ქ), სანიკიძე (11ქ), ფაჩულია (24ქ), ვ. ბოისა (9ქ), გამყრელიძე, მ. მარკოიშვილი (11ქ), ნაცვლიშვილი (2ქ), უგრეხელიძე.

ესტონეთი

ოთხი ერის თასი

5 აგვისტო

17:45 შვედეთი-კანზასი (NC AA)

21:00 ესტონეთი-საქართველო

6 აგვისტო

18:45 კანზასი (NC AA)-საქართველო

21:00 ესტონეთი-შვედეთი

7 აგვისტო

18:45 საქართველო-შვედეთი

21:00 ესტონეთი-კანზასი (NC AA)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

drinjo
estonettan cavaget,eseti tamachit chevrcxvebit litvachi
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა