უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში "დინამომ" "რეიკიავიკს" 2:0 სძლია

4. 08. თბილისი. ეროვნული. 15000 მაყურებელი

დინამო-რეიკიავიკი 2:0

(პირველი მატჩი-4:1)

1:0 იაგუე (48, ჰომოლას პასით), 2:0 კახელიშვილი (55)

დინამო (4-3-3) რეიკიავიკი (4-2-3-1)

ლორია ჰალდორსონი

ოდიკაძე სნორასონი

კაკუბავა იოსეპსონი

ჰომოლა გ. სიგურდსონი

თომაშვილი გუნარსონი

ფირცხალავა ოლაფსონი

ჯიღაური ე. იონსონი

კოშკაძე გ. იონსონი

კახელიშვილი ბ. იონსონი

იაგუე ჰაუკსონი

რობერტინიო ფინბოგასონი

მწვრთნელი მწვრთნელი

ალექს გარსია რ. კრისტინსონი

დინამო

56. ლექვთაძე-იაგუე

62. თექთურმანიძე-კოშკაძე

66. ბერაია-კაკუბავა

სათადარიგოები: ნადირაძე, ახალაია, კოტო.

რეიკიავიკი

48. ბალდვინსონი-ჰაუკსონი

64. ლუდვიქსონი-ფინბოგასონი

77. ფრიდგეირსონი-გ. სიგურდსონი

სათადარიგო: ბ. სიგურდსონი

გაფრთხილება: ოლაფსონი (36), ფირცხალავა (40), ფინგობასონი (45), იოსეპსონი (47), გ. სიგურდსონი (52), კახელიშვილი (52), ბ. იონსონი (73), ჯიღაური (76), ლუდვიკსონი (90)

გაძევება: ჯიღაური (81)

არბიტრი: პ. გილი (პოლონეთი)

სტვენა და... ტაში

მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა "დინამოს" ფეხბურთელები მოედნიდან ტაშიც გააცილა; არადა, პირველი ტაიმის მიწურულს იმავე ტრიბუნებიდან დინამოელთა მისამართით გამაყრუებელი სტვენა ისმოდა!

რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი და უკვე იმაზეც უწყობენ ობსტრუქციას საყვარელ გუნდს, ისლანდიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან პირველ ტაიმშივე რომ ვერ "მოვამთავრეთ საქმე". რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ თავისი საყვარელი გუნდის თამაში იდეალურთან მიახლოებული იყოს; თანაც, "დინამომ" ხომ უკვე დაგვაჩვია "ლამაზ-ლამაზ" და დიდი ანგარიშით მოგებებსაც (შინაც და გარეთაც), - ჰოდა, "რეიკიავიკს" სტუმრად თუ სამბურთიანი უპირატესობით ვაჯობეთ, ესე იგი, თბილისში უფრო შთამბეჭდავად უნდა მოგვეგო.

აი, ასეთი "არგუმენტი" ჰქონდა, ალბათ, ქომაგთა იმ ნაწილს, პირველი ტაიმის მიწურულს "დინამოს" ობსტრუქცია ვინც მოუწყო; ფაქტია, რომ შეხვედრის პირველ 45 წუთში "დინამომ" მართლაც დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორიც: უპირველესად, არაოპტიმალური შემადგენლობა (ამ საკითხზე ცალკე ვისაუბრებთ) და ამას გარდა, პირველ მატჩში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა. ანუ, რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ სხვა შემთხვევაში დინამოელთა შესრულებით ისეთივე ლაღ ბურთაობას ვიხილავდით, როგორიც "ლანელისთან" საშინაო მატჩში ან სტუმრად "მილსამისთან" ვნახეთ. თუმცა, მთავარი მისია გუნდმა შეასრულა: "რეიკიავიკს" ორივე მატჩი დამაჯერებლად მოუგო და შვიდწლიანი პაუზის მერე "დინამომ" ევროტურნირების სამი ეტაპი გადალახა!

გარსიას არჩევანი

პირველ მატჩთან შედარებით ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში საკმარისზე მეტი ცვლილებები მოხდა: ალექს გარსია რომ დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებს (ჩისკოს, კვესკესკირს, რეხვიაშვილს) ვერ დაიხმარდა, წინასწარვე ცნობილი იყო; ამათ გარდა გუშინ არ უთამაშია ესპანელ გარემარბს კოტოსაც, სამაგიეროდ სასიამოვნო სიურპრიზი იყო დაცვის ცენტრში ტრავმამოშუშებული ლევან კაკუბავას გამოჩენა.

"დინამოს" შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებებიც ვიხილეთ: გულვერდ თომაშვილი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, საყრდენი ნიკა ფირცხალავა გახლდათ, ხოლო ჩისკოს ადგილი 19 წლის ჯაბა ჯიღაურმა დაიკავა. რაც შეეხება რობერტინიოს გამოჩენას, ეს არავისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ 23 წლის ბრაზილიელს გუშინ საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია; თუმცა, მხოლოდ რობერტინიოს? რაც შეეხება სტუმრებს, ვფიქრობთ, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს "რეიკიავიკის" შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები, თუმცა იმას კი ვიტყვით, რომ სტუმართა თავკაცმა რუნარ კრისტინსონმა პირველ მატჩთან შედარებით ძირითადში ოთხი გადაადგილება მოახდინა.

სხვათა შორის, "რეიკიავიკს" სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი ჰყავდა და უფრო მეტიც - ძირითად მეკარეს ჰანეს ჰალდორსონს ტრავმა რომ მიეღო, შემცვლელიც არ ჰყავდა! აქვე, იმასაც გეტყვით, რომ "დინამოსაც" ერთი კაცით ნაკლები ჰყავდა სათადარიგოთა სკამზე, - ფაქტია, რომ ტრავმირებული თუ დისკვალიცირებული ფეხბურთელების არყოფნის მიუხედავად, გარსიამ გუნდის რამდენიმე მოთამაშეზე, ალბათ, საბოლოოდ თქვა უარი.

უფერული ტაიმი

შეხვედრის დასაწყისი ისეთი გამოდგა, როგორც ყველა ვვარაუდობდით: "დინამომ" სწრაფი გოლის გატანა სცადა და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა სტუმართა კართან. თავდაპირველად მარჯვენაფლანგელები აქტიურობდნენ, მაგრამ გიორგი კახელიშვილისა და დავით ოდიკაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

"დინამო" არ ცხრებოდა და ჯერ ალექსანდრე კოშკაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მერე კი - იაგუეს, მაგრამ კუთხურების მეტს ვერაფერს გამოვრჩით. ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ კინაღამ დავისაჯეთ: სტუმართა პირველივე შეტევა გუნარ იონსონის სახიფათო დარტყმით დამთავრდა, მაგრამ "დინამოს"კარში ხომ გიორგი ლორია იდგა, ვინც ამჯერადაც უშეცდომო მატჩი ჩაატარა.

ტაიმის ბოლომდე ისლანდიელებმა კიდევ ორჯერ შემოგვიტიეს - ერთხელ შორეული დარტყმა ააცილეს, მეორედ კი ისევ გუნარ იონსონმა გაისროლა შორიდან, მაგრამ ლორიამ ამჯერადაც სწორი პოზიცია შეარჩია. აი, "დინამო" კი, დაახლოებით მეოცე წუთიდან პირველი ტაიმის ბოლომდე უჩვეულოდ ინერტულად გამოიყურებოდა და ჩვენი ფეხბურთელებიც უამრავი შეცდომაც, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებლად მოქმედებდა ქართველ ქომაგებზეც...

სასიამოვნოც და უსიამოვნოც

პირველ ტაიმში "დინამოს" თამაში სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი ფეხბურთელის უშეცდომო და, რაც მთავარია, დამაჯერებელი ასპარეზობა მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობად გვეჩვენა - ირჟი ჰომოლაზე მოგახსენებთ, საქართველოში ამ რვა თვის განმავლობაში, უდავოდ, საუკეთესო შეხვედრა რომ ჩაატარა.

სწორედ 31 წლის ჩეხმა მცველმა წამოიწყო საგოლე შეტევა, მანამდე ჩრდილში მყოფი იაგუეს ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა, - 26 წლის ესპანელი ცენტრფორვარდი მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩა და პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ამჯერად ზუსტად დაარტყა. ამ გოლიდან სულ ცოტა ხანში, ფაქტობრივად, იგივე განმეორდა: ჰომოლამ შორეული გადაცემა კვლავაც თავით (!) გააკეთა, მაგრამ იაგუემ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

თუმცა, მეორე გოლამდე დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირვებია: "დინამომ" მეტოქეს უმკაცრესი პრესინგი თავისივე ნახევარზე მოუწყო და ასეთი აგრესიული თამაში დაუფასდა კიდეც! სიმბოლური იყო, რომ გოლი გიორგი კახელიშვილმა გაიტანა - ფაქტია, რომ 24 წლის ეს გარემარბი ალექს გარსიას საფეხბურთო გემოვნებას ყველანაირად აკმაყოფილებს! 2:0-ის შემდეგ "დინამო" აშკარად "დაწყნარდა", გარსიამ შეცვლებსაც მიმართა და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუაც შეუცვალა.

მასპინძლებს გოლის გატანის შანსი კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ბოლო მომენტში უზუსტოდ ურტყამდნენ კარში. ყველაზე გამოსარჩევი ეპიზოდი კი 78-ე წუთზე ვნახეთ: ჯიღაურმა ლამის 50-მეტრიანი დიაგონალური პასით ირაკლი ლექვთაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა დავით ოდიკაძეს "შეაყოლა" ბურთი, მაგრამ "დინამოს" გამოცდილ მარჯვენაფლანგელს "არასამუშაო", მარცხენა ფეხით მოუწია დარტყმის შესრულება.

სხვათა შორის, ისე როგორც წინა მატჩებში, კვლავაც აქტიურად შემოვიდა მოედანზე ირაკლი ლექვათაძე, ვინც მატჩის ბოლო ათი წუთი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობდა. დროის ეს პერიოდი კი "დინამომ" რიცხობრივ უმცირესობაში ჩაატარა: ხუთი თუ ექვს-წუთიან მონაკვეთში ახალგაზრდა ჯაბა ჯიღაურმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა! აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ ნიკა ფირცხალავამაც (კაკუბავას გასვლის შემდეგ ცენტრალურ მცველად რომ ვიხილეთ) აშკარად "არასაჭირო" ყვითელი ბარათი მიიღო.

საერთოდა, ამ ევროტურნირებზე "დინამოს" ფეხბურთელები "ნორმაზე მეტ" ყვითელ ბარათებს იღებენ და მომდევნო ეტაპ(ებ)ზე, როცა "მილსამის", "ლანელისა " თუ "რეიკივაკივზე" ბევრად უფრო მაღალი დონის მეტოქეები შეგვხვდებიან, ყოველივე ეს სიკეთეს ნამდვილად არ მოგვიტანს.

დაბოლოს, მართლაც ყბადაღებულ თემაზე: საქართველოს უმთავრესი საფეხბურთო სარბიელის მინდვრის საფარის მდგომარეობა უკვე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! თუმცა, ამჯერად მაინც "დინამოს" მორიგი წარმატებით გავიხაროთ და დღევანდელ კენჭისყრასაც დაველოდოთ; ბოლოს და ბოლოს, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გრანდების გარდა, რამდენიმე ისეთი მეტოქეც "შემორჩა", "დინამოსაც" და "ზესტაფონსაც" მათი ძლევა რომ არ უნდა გაუჭირდეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuxusha
როგორც იქნა ვნახე დინამოელთა თამაში და ... ნეტავი არ მენახა. ესაა თბილისელ თუ გათბილისებულ ..... კრებული. თითქოს გულგარეთ თამაშობდნენ და მაინც მივიღეთ უამრავი გაფრთხილება და გაძევებაც. ახლოს იყო ტრავმებიც. მარტო ლორიას მაკრატელათი დარტყმული ბურთი რად ღირდა. მალე გამოუწევთ ეგ ზერელობა და ამას ნიშნის მოგებად ნუ ჩამითვლით.
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე