იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ნაპოლი" ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძოს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გუნდი საკუთარ "მარადონაზე" ბევრ ქულას კარგავს, ამის შეცვლა კი "ვერონასთან" შეუძლიათ - დღეს, 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე.

ნეაპოლელებს ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე აქვთ. ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ "იუვენტუსთან" ჰქონიათ - 1982 წლის იანვრიდან 1985 წლის მაისამდე. "ნაპოლიმ" "ვერონასთან" ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, გაიტანა საშუალოდ 2.1 გოლი (სულ 27) და 6 შეხვედრაში არ გაუშვია. სტუმრებმა ნეაპოლში ბოლოს 1982 წლის 2 იანვარს, პიერო ფანას დუბლით მოიგეს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი სწორედ უახლოეს მეტოქესთან ჰქონდა - 21 ოქტომბერს დუბლი შეუსრულა. მაშინ "კვარას" მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას მეტოქის გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. აქვე ჩვენებურის მონაგარს შეგახსენებთ - 5 გოლი, 3 საგოლე პასი, წინა ტური კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

საინტერესოა, აფრიკის თასზე, ოსიმენთან დაპირისპირებისას, მერვედფინალიდან გამოვარდნილი ანგისა გუნდს რამდენად დაეხმარება. გასულ მატჩში ჩემპიონთა რიგებში დენდოკერისა და ნგონჟის დებიუტი ვნახეთ. ვნახოთ, ახლა მათ რამდენი დრო მიეცემათ. მაცოკი ალბათ კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება. ტრაორე ტრავმირებულია, ისევე, როგორც მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა.

სამმცველიან ტაქტიკაში (თუ 4-3-3 არ დაბრუნდა) ისევ ოსტიგორი უნდა ვნახოთ, კაპიტანი დი ლორენცო კი მთელ ფლანგს დაიკავებს; ზელინსკი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, ცოტა დროს იღებს; საინტერესოა, ფორვარდად ვის ვიხილავთ; განახლებულ ტაქტიკაში კვარაცხელიასთვის მაქსიმალურად დიდი თავისუფლების მინიჭებას ვისურვებთ. მას ვერონელებთან გატანა გამოსდის, ეს გასულ სეზონშიც (სადებიუტო მატჩში) მოახერხა და აქტივში საგოლე პასიც აქვს.

შეხვედრას ნაკლებად ცნობილი არბიტრი, 40 წლის მარკო პიჩინინი განსჯის, რომელიც ნეაპოლელთა მატჩში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, რაც თვალს აქტიურად ვადევნებთ, პირველად იქნება.

ურიკინე, კომბლეს.
ვერ ატყობ, რო ვეღარ ქაჩავ, იუმორში? უბრალოდ საცოდავი ხდები.
ბრაზი
ხვიჩას წარმატება რომ არ უნდა და ეწყინება ის,ან შტერია, ან მტერი ქართული ფეხბურთისა...
წნევა
ნამეტანი უცნაირად ჟღურტულებ!რაია სიმონ,შეგაწუხენ ჯოჯოებმა?
dato
წარმატებები კვარა
კ ო მ ბ ლ ე
ხო დეისვენე სიმონ? ახლა მარჯვენა ფეხს თეძოც ააყოლე, მარცხენა წინ, კუდუსუნი წრეზე აბზრიალე და ყურები არ ჩამოყარო, მეტს კი არ გთხოვენ ფანები. მიდი ხვიჩა! მიდი სიმონ! ახტი მაინც ბიჭოოო! კვვდარი არავის ეგონო და მწარედ ნუ აგვატირებ გეხვეწებით რააა... არა რა. ტყუილად გვაქვს ჯუღელის იმედი, დამრგვალდა კაცი და მთლა დაირეხვა.
სოსო
ვიღაცა ხარ,ამ შხამს სხვისი სახელით რომ ანთხევ,გგონია ვერავინ ხვდება?რა მდაბალი სულისა უნდა იყო,ასეთ რამეს რომ კადრულობ! ნამდვილი ზურა 222,ასეთ სისულელეს,არასოდეს დაწერს.
ვაჟა
ვაჟა მასწავლებელმა ფაფა და ფელამუშები ურჩია ჩაკცეტაძეს და კვარაცხელიას რას ურჩევს?
L.J .
Gaixare megobaro aseti sitboti dawereli gzavnilistvis!!!!kvaras ar daumsaxurebia es uazro qiliki...vitom patriotebis ;)
მერაბი
ხვიჩა,ძმაო,როგორც ვიცი რამოდენიმე დღეში 23 წლისა ხდები,რასაც წინასწარ გილოცავთ. ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გაფურჩქვნისა და გამოვლენის დრო დამდგარია უკვე.გახსოვდეს,რომ რაც აქამდე გიკეთებია, იმაზე მეტს ველით შენგან.შენ თავადვე ჩაგვისახე ამის საფუძვლიანი იმედი ბრწყინვალე,ჭკვიანური,შედეგიანი,ლამაზი თამაშით. ღვთის შეწევნით, მოგცემოდეს ჯანმრთელობა,ძალა,სტიმული,შემართება უფრო მაღალ დონეზე თამაშისა და ამ ყოველივეთი შენი ჭეშმარიტი გულშემატკივრების გულის გახარება. გაიხარე!!!
ბრაზი
რათა კაცო,რათა ასეთი ბნელი აზრები?"უიმედო კაცი მიცვალებულს ბევრად არ სჯობიაო",-ბრძენს უთქვამს.გაითვალისწინეთ.
L.J .
Midi sxva gazeti waikitxe boroto,kuchashi game gasvla geshinia??klavishebtan lomi xar ;)
კოლხიდელი
ღმერთი ინებებს,ხვიჩა მოინდომებს,ლამაზ თამაშს - ფინტს,პასს,გოლს აუცილებლად გვაჩუქებს!
zura222
ვინმეს კიდევ გაქვთ ამ კაცის იმედი? თუმცა იქნებ ნაცების ჯინაზე გაიტანოს. DDD
მახო
თაფლობის თვე გადაიქცა წლად
berg
კარგია დასვენება, მოშიებული იქნება..
ზვიადი
ჰეთ თრიკის დროა
ნიკა
კვარაცხელიას ყველა გუნდის კარის აღება უყვარს, ამასთან გამოდის
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა