"ზესტაფონის" თავკაცმა "შტურმთან" მარცხი სათანადო გამოცდილების არქონას მიაწერა
"მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა. "შტურმი" დღეს ჩვენზე უკეთესი იყო. მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, საკმარისად გონიერები ვერ აღმოვჩნდით. წარმატებისთვის კი, უპირველესად, გამოცდილება დაგვაკლდა", - განაცხადა გია გეგუჩაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, სადაც, როგორც ფოტოდან ხედავთ, "შტურმის" თავკაც ფრანკო ფოდასთან ერთად მივიდა.

თუკი "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა მარცხის მიზეზები ლაკონიურად ახსნა, ფოდა შედარებით სიტყვაუხვი იყო, მაგრამ რაკი მეტოქეზე ბევრი არ ულაპარაკია, მის ნაუბარსაც შემოკლებით შემოგთავაზებთ:

"ჩემს ფეხბურთელებს ასეთი კარგი თამაშისთვის მადლობას ვუხდი. მიზნად მოწინააღმდეგის წნეხის ქვეშ მოქცევა დავისახეთ და საბოლოოდ ეს მოვახერხეთ კიდეც. მატჩამდე კარგი წინათგრძნობა მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ბარიერს გადავლახავდით. "შტურმმა" მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ეს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის. აუცილებლად მოვუმატებთ, თუმცა შემადგენლობის გაძლიერებაც გვჭირდება - დავიმატებთ ცენტრალურ ნახევარმცველს. ჩვენი მთავარი მიზანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და დიდი კლუბების წინააღმდეგ თამაშია".

"შტურმის" ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდის ორი ფეხბურთელის კომენტარიცაა გამოქვეყნებული.

კრისტიან გრატცაი: "პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორეში კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, ჯგუფში მოსახვედრადაც მზად ვართ".

რომან კინასტი: "პირველ ნახევარში ბევრი საგოლე მომენტი არ გვქონია, შესვენების შემდეგ კი უკეთ ავთამაშდით და შედეგიც მივიღეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლი ასეთი ძვირფასი აღმოჩნდა. დაწინაურების შემდეგ მეტოქე საბოლოოდ გავტეხეთ და უშანსოდ დავტოვეთ. ამდენი კრიტიკის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება საკუთარი ძალების რწმენას შეგვმატებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის