გიორგი შერმადინის გუნდის შესანიშნავი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. "ლენოვო ტენერიფემ" ლიგა ენდესას 21-ე ტურში უშუალო კონკურენტსა და ცხრილში მეზობელ "ბასკონიას" უმასპინძლა. შეხვედრა ტენერიფელთა ბრწყინვალე გამარჯვებით – 95:78 დასრულდა, რაც ქართველი ცენტრის დიდი დამსახურებაა.

საბოლოოდ გიორგი შერმადინზე მეტი ქულა ტენერიფელთაგან ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში 22 წუთი ითამაშა და 2-დან 2 ორქულიანი, ხოლო 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ სროლის უმაღლესმა პროცენტმა და დაკარგვის არქონამ განაპირობა ის, რომ შერმადინმა სარგებლიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი – 18 დააგროვა. მისი სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. ტენერიფელთა ბომბარდირი მარსელინიო ჰუერტასი გახდა, რომელმაც 18 ქულა და 6 პასი დააგროვა. 13 ქულა ჰქონდა კაილი გაის.

12 მოგებითა და 9 მარცხით "ტენერიფე" ესპანურ ლიგა ენდესაში მე-7 ადგილზეა და ასეთივე ბალანსი აქვთ ცხრილში ზედა და ქვედა მეზობლებს – "მურსიასა" და დღეს ძლეულ "ბასკონიას". შემდეგ ტურში, 10 თებერვალს, შერმადინის გუნდი სტუმრად რატი ანდრონიკაშვილის "სარაგოსას" შეხვდება, რომელმაც დღეს დაძაბულ ბრძოლაში – 63:61 დაამარცხა ბრეოგანი. ანდრონიკაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. მან ფეხი სარაგოსაში სადებიუტო მატჩში იტკინა და მას მერე, 2 კვირაა, მოედანზე აღარ გასულა.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში