Il Roma-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯოვანი სკოტომ OttoChannel-ის ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კონტრაქტს განუახლებს.

"ჩემი აზრით, პოლიტანოს შემდეგ კვარაცხელიას ხელშეკრულების გახანგრძლივების ჯერი დადგება. მატეოს ორი წლის წინ დანაპირები შეუსრულეს, ქართველთან კი, მგონია, შეთანხმებას ზაფხულში ხელფასის გასამმაგებით მიაღწევენ.

"ნაპოლი" ყოველთვის აქტიურად მუშაობს ფეხბურთელების პირობების გაუმჯობესებაზე და "კვარას" დანაპირებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუსრულებს. ამიტომ განახლება, რომელსაც დიდი ხანია ელიან, ფეხბურთელთან მოხდება. მას სურს, კლუბს კიდევ რამდენიმე წლით დაუკავშირდეს".

ხვიჩას შესახებ კომენტარი ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ რადიო Kiss Kiss-თან გააკეთა: "ის მარცხენა ფლანგიდან ცენტრში უნდა გადაიყვანონ. არ მესმის, მხოლოდ მთელი გუნდის საერთო სირთულეებისას მასში ეჭვი როგორ ეპარებოდათ. "კვარა" მოვლენაა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მოედანზე მეომარია. ამიტომ მე ვისურვებდი მისთვის კონტრაქტის რაც შეიძლება მალე გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებას, რათა შევინარჩუნოთ. არ ვამბობ 10 წლით, რამეთუ ეს შეუძლებელია, მაგრამ მინიმუმ 3 სეზონით".

გოჩას ძმა ხვიჩა
მაყუთი ვისაც გინდათ ჯუღელს მიაკითხეთ, მე ნუ მომაცდენთ, დღედაღამე ვშრომობ, შემოდგომით ბალღიო მამა მთხოვს და დრო არ მაქვს სიმონ დროოო! ჯუღელი! ჯერ შენი წილიდან მიეცი და მერე გავსწორდებით რაცხაფრა. ხვი ჩააა!
გია_544
კარგად არის თქვენი საქმე, ვინც ხვიჩას არიგებთ მილიონები არ გინდაო ) ვინც ინგლისის პრემიერ ლიგას ამცირებთ ) ღმერთმა სულ თქვენ ჭკუაზე გატაროთ! ))
ვოოტ
ყველამ ვიცით, საქართველოში როგორც ხდება - როგორც კი კაცი სულს მოითქვამს, იმდენი ყვავიჩხიკვისმამიდა გამოუჩნდება, შეიძლება, ძველი დრო სანატრელი გაუხდეს, - აქეთ ოჯახი, იქით საძმო, აქეთ სანათესაო, იქით სამეზობლო, აქეთ თბილისი, იქით წალენჯიხა, აქეთ საქველმოქმედო, იქით საეკლესიო... თან ხვიჩას ამბავი რომ ვიცით... დარწმუნებული ვარ, ხელფასის სიმცირეს თუ უჩივის, უპირველესად ამ ხალხის გამო... ჰოდა, რა მოხდება, რომ უბრალოდ ქომაგებმა მაინც არ დავუსხათ ცეცხლზე ნავთი და მხოლოდ იმ ჯიგრიანად ქართული თამაშით დავკმაყოფილდეთ, რითაც ყველას შეგვაყვარა თავი... ფულის კეთებას ყოველთვის მოასწრებს, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა...
ლადოს ოპონენტებს
მთელი მსოფლიო უყურებს ინგლისის პრემიერ ლიგას. მსოფლიოს ნაწილი ესპანურ ლა ლიგას. დარარჩენები ზოგი ბუნდესლიგას, ზოგი იტალიურ სერია A. თუ გაგიგიათ "მანჩესტერ სიტიმ" რა დღე დააყარა ესპანურ კლებებს?)) თუ გიყურებიათ "ლივერისთვი", "ჩელსისთვის", "არსენალისთვის" ? )))
ლადოს
ნამდვილად ფეხბურთს უყურებ მეგობარო?? ფინანსებს თუ არ ჩავთვლით პრემიერლიგა გაცილებით უკანაა ვიდრე ესპანეთი და იტალია. თუნდაც გერმანია. აღარაა ეგ დრო როცა ინგლისის პრემიერლიგა საუკეთესო იყო.
კოტეს
გეთანხმები განსხვავება რათქმაუნდა ძალიან დიდია ოღონდ მხოლოდ ფინანსებით. სათამაშო კუთხით მე პირადად სერია ა და ლალიგა უფრო მომწონს. აი ინგლისში ადრე იყო კაი თამაშები როცა თუნდაც ლივერპულის და მანჩესტერის დაპირისპირება ნამდვილი ომი იყო და სხვა ბევრი. ახლა ეს ხიბლი ნაკლებადაა ინგლისურ ფეხბურთში. ვინმეს შეიძლება მოსწონს კიდეც მაგრამ მე ნაკლებად.
გოგია
რამხელა ცინიზმია ამ წინადადებაში - ""ნაპოლი" ყოველთვის აქტიურად მუშაობს ფეხბურთელების პირობების გაუმჯობესებაზე".
geo-geo
ლადო ფეხბურთს გაზეთში კითხულობ? გადახედე ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდის ბოლო წლების დომინაციას, ევროპა ლიგაზე სევილიის შედეგებს და ამას აღარ დაწერ..
კოტე
ლადომ დაწერა და სრულად ვეთანხმები. დღესდღეობით, ინგლისის პრემიერლიგასთან სხვა ჩემპიონატები ახლოსაც ვერ მივა. ინგლისის პრემიერლიგასა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატებს შორის იგივე განსხვავებაა, რაც კალათბურთში, NBA-სა და სხვებს შორის. ვიღაცას, მაგალითად, ღეალის", "ბარსას", "მილანის", ბაიერნის", იმავე "ნაპოლის" გულშემატკივარს შესაძლოა ეგ არ მოეწონოს, მაგრამ სიმართლეა.
ლადო
ამჟამად არსებულ სიტუაციაში, ფეხბურთელი მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგაში თამაშით შეიძლება შეფასდეს და დაფასდეს. სხვა ყველა ჩემპიონატი, მათ შორის "ლა ლიგა", "ბუნდესლიგა" და "სერია ა", მასთან შედარებით, სოფლის კლუბია. ასეე რომ, ან ინგლისის პრემიერლიგა და განვითარება, ან მუდმივად საშუალო დონის ფეხბურთელებთან თამაში და ერთი ადგილის ტკეპნა.
დათო დეისაძე
აპა ბიჭო ხო შეჭამენ ბიჭი !! მაგარი ხარ ხვიჩა უბერე ძმაოო.ღმერთი შენსკენ
ჟორა გაბრიჭიძე
დასავლეთმა კარგად იცის ფეხბურთელის ფსიქოლოგია და სათანადო თამაშს სათანადო ანაზღაურება რომ უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლოატატორი გამოდიხარ, რადგან აძლევ ერთს და მისგან იღებ ხუთს. ეს ექსპლოატაციაა.
pablo
სამმაგი ხელფასი კი არა კლუბი შეიცვალოს დროზე, ნაპოლი ჩასაძირად განწირული გემია უკვე.
giorgi
კიდე სამი მოინდომა მომავალი სეზონითაც დაკმაყოფილდით ფეხბურთელია მეცნიერი კიარაა დრო არ ითმენს მომავალ ზაფხულს ველოდები ტრანსფერს ან წელს
geo-geo
აცადეთ ამ კაცს ფეხბურთის თამაში.. სულ ხელფასზე და ბონუსზე ნუ უკეთებთ აქცენტს.. მართლა დიდ წნეხთან უწევს გამკლავება. წარმატებები კვარას, ნაკრებთან და გუნდთან ერთად..
ქ. გ.
ხვიჩას გოლი წხვადასხვა კუთხიდან https://youtu.be/VQkbU4S49rQ?si=cq4P_LlAt0f5RcrW
სოსო
ცინიზმის მწვერვალია,ეს წინადადებები!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა