"უმცროსი ბორჯღალოსნები" 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში "ბ" ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტურნირს, 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სამხრეთი აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს.

20-წლამდელთა ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და იქ საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-8 ადგილი. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალი ითამაშა და იქ ზედიზედ სამგზის ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა. ავსტრალიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიამ გასავარდნი შეხვედრა მოიგო და მე-11 პოზიციას დასჯერდა.

2024 წლის ჩემპიონატში "ა" ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო "გ" ჯგუფში სამხრეთი აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

ბოლო ადგილზე გასული 2025 წელს ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი 2024 წლის ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელსაც წელს, 2-17 ივლისს, შოტლანდია უმასპინძლებს. ნახევარფინალები 14, ხოლო ფინალები 19 ივლისსაა ჩანიშნული.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. საქართველომ 2015 წელს ალაფა მოიგო და 2016 წელს გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. მას შემდეგ ის მუდამ ჩემპიონატის მონაწილეა და სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა, ერთხელ - მე-9-ზე, შარშან კი - მე-8-ზე. 2020-2022 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა და ის შარშან აღდგა.

განვლილ პერიოდში 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში 1550-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურდა და მათგან 32 მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

Rugby.ge

გულშემატკივარი
იდეალური ჯგუფია! წინასთან შედარებით უფრო შორს გასვლა და უკეთესი ადგილის დაკავება შეიძლება...
ბრაზი
იმედია,კიდევ უფრო წინ წაიწევენ ჩვენი ბიჭები.დიდი წარმატება ვუსურვოთ მათ!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა