პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის კენჭისყრა ჩატარდა.

B დივიზიონში გუნდები კალათებში შემდეგნაირად იყვნენ განაწილებული:

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C დივიზიონიდან B დივიზიონში დაწინაურებული საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში პირველ ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა.

ტურნირი სტარტს სექტემბერში აიღებს და „ჯვაროსნებს“ ამ ტურნირიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვს.

ყველა დივიზიონში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ლიგა

ჯგუფი 1: ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია

ჯგუფი 2: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი

ჯგუფი 3: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა

ჯგუფი 4: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი

B ლიგა

ჯგუფი 1: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო

ჯგუფი 2: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი

ჯგუფი 3: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი

ჯგუფი 4: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი

C ლიგა

ჯგუფი 1: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი

ჯგუფი 2: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა/გიბრალტარი

ჯგუფი 3: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ.ირლანდია, ბელარუსი

ჯგუფი 4: სომხეთი, ფარერები, ჩრდ.მაკედონია, ლატვია

D ლიგა

ჯგუფი 1: ლიეტუვა/გიბრალტარი, სან-მარინო, ლიხტენშტაინი

ჯგუფი 2: მოლდოვა, მალტა, ანდორა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მესამე გათამაშებიდან პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა - 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის მოგებულს შეხვდება.

გიო9
ვფიქრობ საკმაოდ კარგი მეტოქეები შეგვხვდა და ყველასთან მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე, სწავლა სიბერემდეო ნათქვამია თუმცა აქცენტი შედეგზე და წარმატებაზე უნდა გავაკეთოდ. მარტის თამაშები უკვე მოახლოვდა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
სტალინი
ტყუილად არ დავწერე პოსტის დასაწყისში, რომ არაპოპულარულ თემას ვეხები–თქო. ვხედავ, ზოგიერთს ისე აეშალა საღერღელი, რომ ფეხბურთი საერთოდ დაავიწყდა. თუ გინდა სიმართლე იცოდე ყველა მხარეს უნდა უსმინო; რუსულსაც, უკრაინულსაც, ამერიკულსაც, ინგლისურსაც, გერმანულსაც, ჩინურსაც და აზერბაიჯანულსაც და მერე გამოიტანო შენი დასკვნები, რა თქმა უნდა თუ ასეთი დასკვნების გამოტანის უნარი შეგწევს. მაგრამ, სამწუხაროდ ბევრს მხოლოდ იმისი სჯერა ვისიც აწყობს რომ სჯეროდეს და იმ შეცდომების გაანალიზების სურვილიც არ აქვს, რომლებიც მისმა რჩეულმა ინფორმაციის წყარომ დაუშვა.
სტალინი – ბერიას
1941 წლის საკავშირო ჩემპიონატის ბოლო მატჩი თბილისში შედგა 24 ივნისს, თბილისის დინამომ ლენინგრადის დინამო დაამარცხა და ჩემპიონატში პირველ მეორე ადგილი გაიმყარა მოსკოვის დინამოსთან ერთად: Table as on Jun 24: 1.Dinamo Moskva 10 6 3 1 28-12 15 [RUS] 2.Dinamo Tbilisi 10 6 3 1 22-13 15 [GEO] 3.Dinamo Leningrad 11 5 4 2 20-11 14 [RUS] 4.Traktor Stalingrad 12 3 7 2 16-16 13 [RUS] 5.Stakhanovets Stalino 11 6 0 5 13-13 12 [UKR] 6.Krasnaya Armiya Moskva 9 5 1 3 15-13 11 [RUS] 7.Spartak Moskva 9 4 2 3 17-12 10 [RUS] 8.Dinamo Kiev 9 4 2 3 16-14 10 [UKR] 9.ProfSoyuzy-2 Moskva 10 3 4 3 11-10 10 [RUS] 10.Spartak Odessa 10 3 2 5 16-22 8 [+] [UKR] 11.Zenit Leningrad 8 2 3 3 12-14 7 [RUS] 12.Spartak Leningrad 9 1 4 4 8-16 6 [+] [RUS] 13.Dinamo Minsk 10 3 0 7 10-21 6 [+] [BLR] 14.Spartak Kharkov 9 2 1 6 7-19 5 [+] [UKR] 15.ProfSoyuzy-1 Moskva 9 1 2 6 10-15 4 [RUS] არადა, მაგ დროისთვის ფაშისტური ჯარები უკვე შემოჭრილი იყვენ საბჭოთა ტერიტორიაზე. ასე იქნება ახლაც, თუ გლობალური ომი დაიწყო. ასე რომ თქვენი სარკაზმი ყმაწვილო სრულიად უადგილოა
ბერია
ისე ყველა გუნდი რომ ჩახსნან და მარტო ჩვენ დავრჩეთ,ხომ ვიქნებით ჩემპიონები, ჰა?მაგაზე არ გიფიქრია?ხომ მაგარი იქნება?
კაი ერთი
სოლოვიოვის და მარგარიტა სიმონიანის ყურებას თავი დაანებე და რეალობას თვალებში შეხედე. არ გესიამოვნება, მაგრამ მაინც - რუსეთი მაგ ომის მომგები და უკრაინის დამმარცხებელი და ჩამომშლელი რომ არ არის კი უნდა მიმხვდარიყავი აქამდე. ერთი საცოდავი ავდეევკა ვერ აუღია აგერ ოქტომბრიდან მოყოლებული. იმვფულსაც და იარაღსაც მიიღებს უკრაინა, დროის საკითხია.ასე რომ მაგის იმედი ტყუილად გაქვს.
ციციკორე
სად არიან მერე იმ ახალგაზრდულის ბიჭები? საზონოვის გარდა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის პროდუქტი იყო, დანარჩენებზე ტაციაობა ატყდა? ეგრე, საქართველოს 21 წლამდელებმა, ბუფონი-პირლოს იტალიას მოუგეს. სად ითამაშა ლევან ქებაძემ და სად პირლომ? ნედვედის ჩეხეთისთვისაც გვაქვს მონაგები.
სტალინი
უკრაინაში თამაში არ ინქნება, იქ იქნება ნეიტრალურზე, სავარაუდოდ პოლონეთში, სადაც უკრაინის ნაკრები მუდმივად მასპინძლობს მეტოქეებს
სტალინი
ერთ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი. თუ შემოდგომამდე უკრაინის სახელმწიფო ჩამოიშლება და შესაბამისად მათი ნაკრებიც მოიხსნება გათამაშებიდან, მაშინ შანსი გვექნება ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და 2026 წლის მსოფლიოზე ბრძოლის გაგრძელებისა, თორემ A ლიგის მესამე ადგილოსანთან, თუნდაც უნგრეთი ან პოლონეთი, ორი მატჩის ჯამში მომგები ჩვენ არ ვართ რომ უძლიერეს ლიგაში ავინაცვლოთ. მართალია, სხვის უბედურებაზე ხეირი კარგი საქმე არაა, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სპორტში უახლოეს წარსულში არაერთხელ უკვე მოხდა: 1) არ დავაკნინებ ხელბურთელების უნგრელებთან გასვლაზე მიღწეულ წარმატებას, მაგრამ უნდა იტქვას, რომ ხელბურთის ევროზე რუსეთის და ბელორუსის ძლიერი ნაკრებების, რომლებიც ამ გათამაშების მუდმივი მონაწილენი იყვნენ, ჩახსნის შემდეგ დავიკავეთ მათი ადგილი. 2) კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეც პირდაპირ რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის გამო გავედით, თორემ ესპანეთთან და იტალიასთან ერთად შესარჩევ ჯგუფში რუსეთი უნდა ყოფილიყო და ისლანდიის სუსტ ნაკრებთან სახლში ვერ მომგები, არა მგონია ასეთ ჯგუფში მესამე ადგილზე გავსულიყავით 3) წყალბურთელებს ვერ დავუკარგავ გარჯას, მაგრამ ერთხელ იქაც, 2022 წლის აკუსტიკის მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების მსოფლიო 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაც რუსეთის ნაკრების ჩახსნის შედეგია და ბოლოს 4) ფუტზალშიც გვქონდა მსოფლიოზე გასვლის შანსი ახლახანს, რუსეთის ძალიან ძლიერი ნაკრების დისკვალიფიკაციის შემდეგ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი ლეგიონერები ვერ დათვალა და უკვე ჩვენ ჩაგვხსნეს შესარჩევიდან. და ისმის კითხვა, თუ ამდენჯერ ვიხეირეთ რუსეთის ჩახსნით, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ უკრაინის ჩახსნით? წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვართ ჩვენ არც ჩეხეთზე და მითუმეტეს არც უკრაინაზე ძლიერები ფეხბურთში და მოგვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მესამე ადგილისთვის ალბანეთთან, რათა პირდაპირ არ დავქვეითდეთ ქვედა ლიგაში და მერე ასევე იქ გავარდნისგან C ლიგის მეორეადგილოსანთან ჩრდ.ირლანია იქნება ის, სლოვაკეთი თუ სომხეთი, ასევე უშეღავათო ბრძოლა
dd
ობიექტურები რომ ვიყოთ, ბ ჯგუფის მოგების მიზერული შანსი გვაქვს. ამიტომ, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა რაც შეიძლება რთულ ჯგუფში მოვხვედრილიყავით, იგლისისნაირ გუნდებთან გამოცდილებას მაინც მივიღებთ. ასე რომ, არაფერი გვაქვს საწუწუნო, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით და სიამოვნებაც უნდა მივიღოთ, არცერთი არაა ადვილი მეტოქე.
შულაია
მე კიდევ მგონია ურთულეს ჯგუფში მოვხვდით და უდიდესი მიღწევა იქნება ადგილს თუ შევინარჩუნებთ ამ ჟგუფში, ყველაზე მეტად არ მინდოდა უკრაინა და ალბანეთი ამოსულიყო ამათ დაუმატეთ ჩეხეთი და უხერხული მეტოქეების მთელი თაიგული მივიღეთ,უხერხულობასაც თავი რომ დავანებოთ და ფეხბურთელების დონით ვიმრჯელოთ- ჩეხეთის ნაკრებიდან ხუთ ტოპ ლიგაში-9 ფეხბურთელი თამაშობს,უკრაინა-11, ალბანეთი-12,აქ მხოლოდ ტოპ ლიგებია პორტუგალიის,ჰოლანდიის,ბელგიის და შოტლანდიის ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელების გარეშე, ასევე უკრაინის ნაკრების დანარჩენი ფეხბურთელები შახტარში თამაშობენ, ჩვენ კიდევ მხოლოთ კვარას იმედათ ვართ და კიდევ მამარდა, სულ ეგ არის. დანარჩენები-მეორე ლიგებში მოთამაშე დავითაშვილის, ჩაკვეტაძის, ლოჩოშვილის და ზივზივაძის ან კიდევ კაშია კვეკვესკირით და ახლად გაქართველებული არც ისე მაღალო დონის მიქაუტაძით,საზონოვით და მარადიშვილით,რომლებსაც ქართულ ფეხბურთან არანაირი ბმა არ აქვთ, რა მოლოდინი უნდა მქონდეს ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებებთან..არ ვიცი......ამასთან თამაში ყველასთან შეიძლება და უნდა ვეცადოთ, მხოლოდ ძლიერებთან თამაშით შევძლებთ კლასის ამაღლებას, მთავარია გადამეტებული მოლოდინებით, ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო არ დავტვირთოდ ჩვენები...ჩემის აზრით ელიტარულ ა-ჯგუფში დაწინაურებაზე ან ჯგუფის მოგებაზე ფიქრი თავის მოტყუებაა იქნება,ხოლო ბი-ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა რეალურად შიძლება.
gel-100
სლავა მე ჩემს ქვეყანაზე მეტად არავინ მიყვარს და ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მივდივარ საქართველოს ხუთ-ჯვრიანი დროშით,,იმედია ისე არ იზავთ ეს უკრაინშიკები რო საქართველოს დროშაზე მეტი უკრაინისა გამოფინოთ და ჩვენს ბიჭებს თავი სტუმრად აგრძნობინოთ,,ახლა აქ იმაზე საუბარს არ დავიწყებ რო არც უკრაინელებზე და არც არავისზე არ გვაქვს დასამტკიცებელი არაფერი და მით უმეტეს სიყვარული და კეთილგანწყობა,,თუ რაიმე საწინააღმდეგო გაქვს გამომყევი და ვერ დაითვლი იმდენ უკრაინელ დეზერტირს გაჩვენებ საქართველოში რო გულაობენ და ჩვენგან რო ელოდებიან ქართველი ახალგაზრდების სხვის ომში გაშვებას,,ისედაც ყველა ეს დეზერტირი უკრაინელი წავა საგულშემატკივროდ და ნახავ საკუთარი თვალით რამდენიც არიან((სტადიონს რო გაავსებენ და ჩვენზე მეტნი იქნებიან))
WTF
ინგლისს ავცდითო და თითქოს უკრაინა და ჩეხეთი ადვილი გასავლელი იყოს. ალბანეთიც არ არის მარტივი გუნდი.
ციციკორრ
გამართლებაა მთელი ეგ ერთა ლიგის პროექტი, როცა ც და დ ჯგუფის გამარჯვებულსაც ეძლევა ევროზე მოხვედრის შანსი.აბა, შესარჩევიდან გასვლასთან ახლოსაც არ ვყოფილვართ. საკმაოდ რთული ჯგუფია ეს ჯგუფი.
ლექსო
რამდენ რამეზე უნდა იყოს ბუმი, ფეხბურთზე, რაგბზე, კალათბურთზე, ჭიდაობაზე, ბავშვთა სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებაზე და ა.შ? მაგდენი არა ვართ რო ამდენი სფეროს ბუმები ვაკმაყოფილოთ და სხვა გზაა მოსაძებნი, ტალანტები უბუმოდაც არ გვაკლია, სხვა პრობლემები გვაქვს და იქნება ვიპოვოთ ერთად
ქ. გ.
დისლაიკისტებო! არ გესმით ფეხბურთი.
ქომაგი
თამაში ყოველთვის ყველასთან შეიძლება და შეიძლებოდა მაგრამ, რა ვიცი დაველოდოთ რა იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ გინდა ტამაში ალბანეთს უნდა უგებდე და ჩეხეთ უკრაინას უნდა ტოლ სწორად ეთამაშო, აბა რა გინდა იქ ისე. სანამ მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში!!! გამართული ინფრასტრუქტურა, განათლებული მწვრთნელები და ბავშვთა ფეხბურთის ბუმი არ იქნება ასე ვიქნებით მეტ ნაკლებად სულ.
სლავა მინდელი
გეროიამ სლავა!!! ორ - ორი დროშით უნდა წავიდეთ, დავანახოთ როგორ გვიყვარს ჩვენ ისინი...
მაიცა რა
ინგლისთან გვექნებოდა ადვილი თამაში თუ ირლანდიასთან ???? ჰა ეს??
ბნელი გრუზინი
აი თურქეთმა უნდა თქვასო ტუზი დამეცაო.ანუ რა მარტივ ჯგუფში მოხვდნენ აზრზე ხართ ხალხნო ეჰ ნეტა ჩვენც მაგ ჯგუფში მოვხვედრილიყავით და გამართლება მერე გენახათ,ასე თუ ისე ისლანდიას და მონტენეგროს თბილისში შევებრძოლებოდით უელსაც მოვუხერხებდით რამეს. აი რაც შეეხება ამ ჯგუფს აი მართლა რთულია რა თუმცა 1-2 თმაშის მოგების კუნტურები ჩანს იგივე ალბანეთთან ან უკრაინასთან თბილისში ასევე არაა გამორიცხული ჩეხეთანაც რამე სიურპრიზი მოვაზადოთ.ვინც უყურებდა ევროპის საკვალიფიკაციოს მიუხედავათ ჩეხეთის გასვლისა მთლად სახარბიელო სიტუაციაში არ იყო და მოლდოვებთან და ფარერებთან გაჭირვებით იგებდა.ასე რომ ვნახოთ რა პრიციპში თამაში ყველსათან შეიძლება მთავარი ბიჭები იყვნენ ფორმაში და ვფიქრობ რაღაცას მოვუხერხებთ თბილისში სამივე გუნდეს.მართალია რთულად ჩანს,მაგრამ არა შეუძლებლად ასე რომ წარმატებები ჩვენს ნაკრებს
მოსეხონელი
მართალი უკრაინა ძლიერი ნაკრებია და ჩეხეთის ნაკრები ყიველთვის კარგი გუნდი იყო მაგრამ ვნახეთ მათი 21 წლამდელები ძალინ დაბალი დონის გუნდი იყო შევსება არ ყავთ ახალგაზდებიდან. ჩვენ პირიქით ძალიან ძლიერ ახალგაზდური გუნდი გყვავს.ალბანეთი რაცარუნდა გაძლერებული იყოს უელსის არიყოს მათთან კარგად ვთამაშობთ.და ბოლოს თუ უკრაინა ჩეხეთთან და ალბანეთან ვერაფერს შეძლებ ევროპაზე და მსოფლიოზე ანდორას და მოლდოვას არავინ დაგახვედრებს მიდი და მოუგეო და რააზრი აქ გასვლას?იამას ვგულსიხმობ თუ ამნაერ გუნდებთან უიმედოთ ვართ??საერთოდ რატო ვგულშემატკივრობთ?ან რაღაზე წერთ ჩვენ ოპტიმისტურად და იმედიანდა განწყობილი ხალხი რო გაგვაღიზიანოთ?თუ ვერ ვითამშებთ კარგად ეს იქნება სამწრვტნელო შტაბის ბრალი ახლა მაინც გყვავს ფეხბურთელები ვისაც თანამდროვე ფეხბურთს ათამშებენ თავიანთ კლუბებბში. ვოლგიდან და დნიპროდან არარაიან ნაკრებში გამოძახებულები.
კახა
მიუხედავად გამოუსწორებელი ოპტიმიზმის მაინც დაგვეტყო უკეთესობა უკვე აღარაა ისე მასიური ქულების დათვლა ამასთან იმას ვიზამთ იმას ისე ვიზამთ უკვე მოზომილი კომენტარების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ესეიგი უფრო რეალურად დავიწყეთ შესაძლებლობების დანახვა კარგიაილუზიებიდან რომ გამოვდივართ. წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქვეყანას და ყველას ვისაც სამშობლო უყვარს და განიცდის წარმატებას თუ მარცხს ღმერთმა გამარჯვებები გვიმრავლოს შეგვეწიე უფალო მოგვეცი სწორი გამართული გონება მტერზე გამარჯვებაში დაგვეხმარე.
ქ. გ.
ჩვენთვის ყველაზე უხერხული გუნდებია. B ლიგაში სხვა ნებისმიერი ჯგუფის გუნდებთან უფრო ადვილი თამაშები გვექნებოდა.
QT
რანაირადაა სუსტი ჯგუფი ? ალბანეთიც და ჩეხეთიც გავიდნენ ევროპაზე, აქვთ აღმასვლის პერიოდი, არიან ახალგაზრდული გუნდები. უკრაინაც მიუხედავად იმისა რომ ომია ქვეყანაში, ნაკრები არ ყავთ სუსტი, ეგენიც თითქმის ევროპაზე გავიდნენ. ჩვენ ზუსტად ეგ გვღუოავს რომ ვიქმნით თავიდანვე არასწორ მოლოდონებს და მოწონააღმდეგეს ვერ ვაფასებთ, ან არ გვინდა დავინახოთ მათი ძლიერი მხარე. კარგია, ასეთ თამაშებში უნდა გამოიბრძმედონ, რომ მერე უკეთესად ითამაშონ. ჭადრაკის პირველი წესი ასეთია: თუ გინდა გახდე უკეთესი, ეთამაშე შენზე ძლიერს... ხოდა აგერ ბურთი და მოედანი ბატონებო.
fani
პატრიოტული ტონი კარგი მუხტია, თუმცა არც რეალობისგან მოწყვეტა ივარგებს
Odala
ჩასვრილი თაობა გამოზარდეს გნაცლიბერალებმა.
berg
დღეს ამ ჯგუფზე ფიქრისთვის ვის ცალია.. თუ მოვხვდებით ევროპაზე ამ ჯგუფშიც კარგად ვითამაშებთ და ადგილს შევინარჩუნებთ.. თუ არადა ყველა თამაშს წავაგებთ.. სადღაც შეიძლება ქულა ავიღოთ ძაან ძლიერი ჯგუფია..
მამუკა
სამივე ნაკრები ჩვენზე ძლიერია, აქ ზოგიერთებს ძველი ალბანეთი ახსოვს 3:0 რომ ვუგებდით, უკრაინას რაც შეეხება მსაჯებმა დაწვეს თორემ იტალიის მაგივრად უნდა გასულიყო ევროპაზე, ორივე თამაშს მოგვიგებენ.
გივი
უკრაინის თამაშზე არ ატყდება იმედია პოლიტიკური დვიჟენიები...
ზურიკო
განწირულები ვართ ამ ჯგუფში… ვერ ვხედავ ამ რესურსით ვერანაირი წარმატების მინიმალურ შანსსსაც კი…ნეტა არ დავქვეითდებოდეთ
Dato
ევროპზე რო მოხვდეს ნაკრები იქაც გამართლებაზე ილაპარაკებთ? პრეტენზია თუ გვაქვს რამე ამ ჯგუფში სამივე მოსაგებია სახლში ჯერ ლუქსემბურგი
მერაბი-1960
ჩვენს ჯგუფში ალბათ ყველაზე ძლიერი უკრაინაა, მაგრამ დიდი ალბათობით საკუთარ მოედანზე ვერ ითამაშებს. ამიტომ შანსები შედარებით თანაბრდება. უშანსოდ არ უნდა ვიყოთ. თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ობიექტურად, მე წარმატებად ჩავთვლიდი, თუ ადგილს შევინარჩუნებთ B ჯგუფში. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მარტის თამაშებია...
giorgi
რეალურად წარმოდგენა არაგაქვთ მეტი დარწმუნებულივარ საერთოდ ევროპი ან მსოფლიოს გარდა სანაკრებო თამაშებს არც უყურებთ ამ ჯგუფში ბოლოზე გავალთ ეს თამაშია აბა ომი გინდაააა!!!
beqa
ამ ალბანეთს ასე აგდებულად რატო უყურებთ ლუქსემბურგთან გიკანკალებთ ფეხები. 2016 უკვე ითამაშა ევროპა და წელსაც გავიდა მინასუნიც არაგვაქ იქამდე!! პოლონეთი ჩეხეთის ჯგუფიდან გავიდა ალბაNეთი ჩვენ რა გაგვიკეთებია საერთოდ 2 ფრე და კვიპროს მოვუგეთ. ნახEთ იტალიასთან ინგლისთან უკრაინამ რა თამაშები ჩაატარა!! ჩეხეთი გადახედეთ როგორ თამაშობს! ვერ იმახსოვრებთ თამაშებს ?!
პატივისცემა
გენაცვალე ჯიგარო ადამიანო.

გამართლება რომ ყოფილიყო, მე 4 ჯგუფში მოვხვდებიოდით.
ალექს
ჯადოა რა ნამდვილი.. მესამეც კი უფრო იოლია, სლოვენიასთან გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა თუ დასარჩენად(დიდი ალბათობით) მოგვიწევდა ბრძოლა ვიდრე ალბანეთთან, რომელმაც აგერ პოლონეთი ჩატოვა ჯგუფში.
Givi
ინგლისი ჩვეულებრივი გზითაც გავა
გელა
უკეთესი რა გინდათ?შესარჩევში ხო იყო ექნება ესეთ ჯგუფში მოვხვდეთო 1994 წლიდან მოყოლებული.არ გვყავს ბატონო ინგლისი,გერმანია,იტალია,ესპანეთი და ა.შ.ვერც იმას იტყვით ჯგუფში ორი გრანდია,ჩვენ კი ვიბრძოლებთ და ვნახოთო.თქვენი არ ვიცი და ჩვენ უკვე ვნახეთ ბატონო ამ 20 წლის განმავლობაში ჯგუფში 3,5 და ჰა ჰა 8 ქულა.ეგ მეთოდი მოძველდა კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო. რაც მთავარია სიტყვა "ყველა რთული მეტოქეა ყველამ თამაში ისწავლა "-ო აღარ გაიმეოროთ.ყველამ თუ ისწავლა თქვენ სად გამოაღამეთ და რატო ვერ ისწავლეთ.მოკლედ ჰა ბურთი და ჰა მოედანი.გგულშემატკივრობთ და მომავალს იმედით ვუცქერ.გელა
დათო
რაღაც კარგს ეწევით ძალიან :))) ისე წერთ თავისუფლად შეიძლება ამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაო, უკრაინას, ჩეხეთს და ალბანეთს კი არა, სულ რაღაც 1 თვეში, ლუქსემბურგს თუ მოვუგებთ თბილისში, იმაშიც არ ვართ დარწმუნებული :)))
ბათუმელი ექსპერტი
ამაზე უკეთეს გუნდებს ვერ ვინატრებდით.
გიორგი
მაპატიეთ, მაგრამ მხდალი გამონათქვამია, ინგლისს ავცდით. არავისი არ გვეშინია, თუ თქვენ გეშინიათ დაიმალეთ. ორი, სამი, მაქსიმუმ ხუთი კაცი ვიყავით ას ოც კაცზე, საბჭოთა ჯარში. არავისთვის თავი არ დაგვიხეია და საბოლოოდ გალახულები ისინი იყვნენ. საქართველოს ნაკრების კვართი, ვაჟკაცების ფორმაა და ყოველთვის ერთად დავდგებით, მოგებაშიც და მარცხშიც!
კახა
ამაზე უკეთეს ჯგუფს ვერც ვინატრებდით.
ტოტტი
თავიანთი კალათებიდან ყველაზე სუსტი გუნდები არიან მგონი და თავისუფლად შეიძლება ამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. წარმეტებები საქართველოს ნაკრებს
Irakli
ინგლისს ჯგუფში ავცდით თორემ პლეი ოფში თუ მოვხვდით ვერ ავცდებით. ერთა ლიგა ჩენთვის შანსია თი ც ან დ დივიზიონში ვიქნებით.
ემიგრანტი
რანაირად ავცდით. ფინალამდე რო გავიდეთ ავცდებით
მინდია
მაგრად გაგვიმართლა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?