დღეს თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მესამე ტესტ-მატჩი ჩაატარეს, რომელშიც ლატვიურ "ვალმიერას" დაუპირისპირდნენ.

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თბილისელებს სათამაშო უპირატესობა მატჩის სტარტიდან ბოლომდე ხელთ ეპყრათ. თავად შეხვედრის დაწყებამდე კი გუნდებმა წუთიერი დუმილით ვაჟა აზარაშვილისა და ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დედაქალაქელებმა თავიდანვე შეუტიეს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიშიც გახსნეს. ტაიმის შუაში ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფორვარდი ვახო სალია გამოირჩა. ცოტა ხანში ჯესი აკილას შეეძლო დინამოელთა ორი ბურთით წინ გაყვანა, კარგადაც შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა მეკარეს ვეღარ აჯობა. მოედნის ცენტრში დომინიკ საიმონისა და ლევან ოსიყმაშვილის დუეტი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეს სახიფათო შეტევის საშუალებას არ აძლევდა. მეორე ტაიმში დინამოელთა რიგებში ცვლილებებიც ვიხილეთ. ერთ მომენტში ვალმიერას მწვავე შეტევაც განხორციელდა, მაგრამ სახიფათო დარტყმა მათე საურიმ კუთხურზე მოიგერია. აღსანიშნავია დავით სხირტლაძის, ჯადული იობაშვილის და ოსკარ სანტისის სახიფათო შეტევები, ამ უკანასკნელმა ძელსაც გაარტყა ბურთი. საბოლოოდ კი გვატემალელის გადაცემით შეხვედრის ბოლოსკენ დავით სხირტლაძემ მეორედ აიღო ლატვიელთა კარი და მატჩიც 2-0 დასრულდა.

ანდრეს კარასკოს გუნდი 9 და 10 თებერვალს დაისვენებს, ხოლო 11 თებერვლიდან თურქული შეკრების მეორე ეტაპი დაიწყება. 13 თებერვალს "დინამო თბილისი" "დინამო კიევს" შეხვდება.

დინამო: ბერუაშვილი, კალანდაძე, აკპუჯე, მაისურაძე, ლოპესი, ოსიყმაშვილი, რომანოვსკი, საიმონი, ლომთაძე, სალია, აკილა

შეცვლაზე შევიდნენ: საური, ჰარუნა, გოგნაძე, სალუქვაძე, უგრეხელიძე, აფციაური, სიხარულაშვილი, სანტისი, იობაშვილი, სხირტლაძე

fcdinamo.ge

Nikoloz
ხალხო რამენაირად ეს ფიფია მოვაშოროთ დინამოდან თუ არაა მალე დინამო აღარ იარსებებეს გაბოროტებულია ეს კაციი(ფიფია)და შურის ძიების მიძნით დაყიდა ყველაფერიი არაფერი აღარ დატოვა დინამოში....
სიმართლე
კარგი ლეგიონერი კაია და უნდა იყოს კიდეც!!! მაგრამ დინამოში რო ლეგიონერები არიან ეგენი სანმარინოს კლუბებსაც არ აკმაყოფილებს....
ტოტტი
ისე ქართულ კლუბებს ბევრი ლეგიონერი ყავს და დავიჯერო ქართული ფეხბურთისთვის კარგია? რაღაც არ მგონია
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა