<p>"ჩერნომორეცის" 26 წლის ნახევარმცველმა არტურ ავაგიმიანმა Ua-Football-ს განუცხდა, რომ ზამთარში მისი დამატება ბათუმის "დინამოს" სურდა.</p><p>მანვე აღნიშნა, რომ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, რადგან მთლიანად ოდესურ გუნდზეა კონცენტრირებული და შემდგომ შესაძლო ტრანსფერზე ზაფხულში იფიქრებს.</p><p>ავაგიმიანს ასევე უთამაშია "მარიუპოლში", "ოლექსანდეიასა" და კიევის "არსენალში". მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებასაც იცავდა.<br></p>
ამატაკი
მე პირადად ძალიან მახარებს ტორპედოში რაღაც ძვრები რომ დაიწყო. რატომ გგონიათ პრობლემა დინამო საიდან ვის წაიყვანს. იმას შეხედეთ თქვენი კლუბები როგორ მართავენ კლუბს. რა კონტრაქტებს დებენ და ვის რა ფასად ასხვისებენ. კლუბი რა შემოსავალს ღებულობს, ანგარიში მოითხოვეთ. აიაქსი და ბენფიკა ყველა წელს თითქმის ნახევარ გუნდს ასხვისებენ. ნახეთ აბა ერთწლიანი კონტრაქტების გამო ხომ არ გაგირბით უფასოდ ხალხი, ან იქნებ არც მთლად უფასოდ მაგრამ კლუბამდე ცენტიც არ აღწევს. პ.ს.ბათუმს ფეხბურთელები რუბინიდან და კიევიდანაც მოუყვანია. თუ ეს დასაცინია აფერუმ თქვენ კლუბებს. ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ, ნამდვილად გულით გამეხარდება.
ამატაკი
ვინმესთან რაიმე დისკუსიის სურვილი ამ საიტზე ნამდვილად არ მაქვს, უფრო ახალგაზრდა გულშემატკივრის გასაგონად ვამბობ: ქართული ფეხბურთის ძირითად მასაზრდოებელ რეგიონებად იქცა დიდწილად დასავლეთის ბარი: სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი. რათქმაუნდა სხვა რეგიონებშიც, თბილისის ჩათვლით იყო კარგი ფეხბურთელები, მაგრამ საფეხბურთო გეოგრაფია ჩამოყალიბდა ისე, როგორც ვთქვი. ამის განმაპირობებლი მიზეზები ალბათ უმთავრესად ის არის , რომ ფეხბურთი აქ ძალიან ადრე შემოვიდა და გეოგრფიულმა, კლიმატურმა პირობებმაც ხელი შეუწყო. რაც შეეხება აჭარას, ისე როგორც სხვა რეგიონებს სპორტის სხვა სახეობებში ჰყავდათ დიდი ჩემპიონები. ბათუმში კონკრეტულად თუ გნებავთ: ჭიდაობა, ტენისი,ცურვა, მშვილდოსნობა, ბოქსი, ნიჩბოსნობა და სხვა. მიუხედავად ამისა სსრკ ერთერთ ძლიერ ლიგაში (1 ლიგა) ბათუმის დინამო თამაშობდა. შემადგენლობის უმეტესობა ადგილობრივი ფეხბურთელები იყვნენ ყველა დროში. ბათუმის სიდიდის ქალაქი საბჭოთა კავშირში ათი ათასობით იყო და პირველ ლიგაში თამაში სერიოზულ მიღწევად აღიქმებოდა. თანამედროვე საქართველოში თუ განვიხილავთ ფეხბურთს, სამწუხაროდ მოსაწონი სიტუაცია არა მგონია, ჯერჯერობით მაინც სადმე რომ იყოს. დღევანდელი ფებურთი კომერციალიზებულია ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში. ის უფრო ბიზნესად იქცა. ფეხბურთი მიიწევს იქით, სადაც მოგებას მოიტანს. ბათუმს ამ მხრივ აქვს გარკვეული პერსპექტივა, საქართველოს მასშტაბით რათქმაუნდა. ნეტა მართლა ისე მიდიოდეს საქმე, როგორც ალბათ გარედან მავანს ესახება.
ამატაკი-ს
ჩვენი წელთაღრიცხვიდან დღემდე ერთი ფეხბურთელი ვერ გაგიზრდიათ სატრაბახო მხოლოდ ის გაქვთ გადავსებული ტრიბუნებიო.ეგ გადავსებული ტრიბუნაც 4 ჯერ თუ არა მეტჯერ-შეგიმცირდათ.ჯერ ერთი და ვის გულშემატკივრობთ,თქვენ მაგას გუნდს ეძახით?ფინეთის მეოთხე ლიგიდან დამატებულ ლეგიონერს გაუფრთხილდით-მილანი აკვირდებაო დაიწერა
ტორპედო
კი არ გაყვედრიან დაგცინიან სხვა ფეხბურთელების მოყვანის ერთი ადგილი რო არ გაქვთ. სხვათაშორის არა მხოლოდ დილას ფანები თითქმის ყველა სხვა გუნდის ფანებიც დაგცინიან. დაგცინიან იმიტო რო სხვა გუნდებიდან ფეხბურთელების მოყვანის ერთი ადგილი არ გაქვთ და დილას შეყურებთ აბა ისინი ვის მიიყვანენ რო მერე თქვენ წაიყვანოთ. მინდვრის მომვლელიც კი წაიყვანეთ. დასაცინები ხართ აბა რა ხართ. გორშიც ხო თამაშობდით ორი წლის უკან.დ.დ.
ამატაკი
საოცარი ამბავია. ეს გორის დილას გულშემატკივარი ისე გვაყვედრის ამ ხალხს, თითქოს მთელი ბათუმი ვიჯექით და მათზე ვოცნებობდით. სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი, ვინ რას წარმოადგენს, ისინი დილამ გამოზარდა და ამიტომ შეგტკივათ გული, რომელიმე ძალით ან მუქთად წაიყვანეს, თუ რაშია საქმე, გაგვაგებინეთ მაინც რას გვსაყვედურობთ. ჯერჯერობით რომ გითხრათ ვინმემ, რომ რაიმე დიდ იმედებს ამყარებს ხალხი ამ დინამოზეო, არ იქნება მთლად დასაჯერებელი. ამას სტადიონზე დასწრება გამოხატავს ყველაზე ობიექტურად, თუ ჩემსას არ გაითვალისწინებთ.
დდდ
ბოღმამ არ გაგხეთქოს.
Ბათუმს ქათქათას
ბათუმის გორის დილა ყურადღებით აკვირდება ორიგინალ გორის დილას,იქნებ რამე ხეირიანი ტრანსფერი გააკეთონ და მერე იჩალიჩონ გადაბირებაზე. და კიდევ წუწკი მელიებივით ჩასაფრებულები არიან დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე-იქნებ ვინმე გარეთ გამოვიდეს ბაზიდან და გააქანონ ბათუმის პატენტ გორის დილაში.
გურულო
კიდევ ვიღაცა აფრიკელი ჰოკეისტის დამატებაზე ჩალიჩობს ბერიძეო.
ჟორას
დილას უჭყავის ფული დინამოზე კარგი ლეგიონერები რო ჩამოყავს? მარტო ოთხი დილას ლეგიონერი ამ ზამთარს წაიყვანა დინამომ. 13 ათას დოლარიან ხელფასზე ფეხბურთელი ვერ მოვიყვანეთო დინამოს პრეზიდენტმა არ თქვა? მაშინ როცა გეილის ხელფასი დილაში 4 ათასი დოლარი იყო და საკმაოდ ძვირადაც გაყიდეს უფასოდ მოყვანილი.
ჟორა
ტრანსფერის გაკეთება არავის ეშლება თუ ჯიბეში ფული უჭყავის. შენ ფული არ გაქვს და ძლიერი ფეხბურთელები გინდა, აგრე სადაა?
მიხაელ
მე4 ლიგაში წელს გავარდა რადგან გაკოტრდა, ფინეთის უმაღლესი ლიგის მოწინავე გუნდი იყო . დიდად არ ვარ ქართული გუნდების ტრანსფერების მოტრფიალე მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას.
Master
ჰონკა მეოთხე ლიგაში ალბათ დარღვევების გამო დააქვეითეს მეოთხე ლიგაში თორემ წინა სეზონი მეოთხე მეხუთე ადგილზე დაასრულა ფინეთის უპირველეს ლიგაში...
a a
სამაგიეროდ ბათუმის დინამომ ფინეთის მეოთხე ლიგის ჰონკადან დაიმატა განელი ფეხბურთელი. უმაგრესი ტრანსფერია! მერე კიდევ იტყვით დილადან რატო მიყავთ ფეხბურთელებიო. არ იციან ტრანსფერების გაკეთება და რა ქნან?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
წარმოშობით სომეხი ფეხბურთელი: პუტინი და მისი გარემოცვა ნაძირლები არიან, ბევრი რუსი მხარს უკრაინას უჭერს
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა