ჩემპიონშიფის 31-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში ლიდერ „ლესტერთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, მეათე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბელგიელი ნახევარმცველი დენის პრატი წააქცია და სტუმრები პენალტით პატსონ დაკამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „უოტფორდის“ კარი რიკარდო კარვალიომ დალაშქრა, თუმცა მალე ემანუელ დენისმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, whoscored 5.9, flashscore 5.8.

„უოტფორდმა" ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, 41 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 13 თებერვალს გასვლაზე „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - ლესტერი 1:2

გოლები: 0:1 დაკა (11, პენ), 0:2 რიკარდო პერეირა (55), 1:2 დენისი (63)

თემური
თუ პენალტის მომენტს დაუკვირდებით მსაჯმა ეგრევე არ დანიშნა პენალტი და შენელებულ კადრებზე ჩანს, რომ 100% -იანი პენალტი არი იყო. (არა უშავს, ხდება რა! "საჭირო" გამოცდილებას მიიღებას). გვეიმედები გიო!!!
დავით 67
Levani-ს! ვერ გავიგე. ოსიმენი რა შუაშია?რა გაქვს მხედველობაში?
saqartvelo
ეს პენალტია და კვარა რომ წააქციეს არა?
მირო
მსოფლიო დონის ფეხბურთელი ერთი გვყავს მხოლოდ,კვარა.დანარჩენები ყველა ერთი დონისაა პლიუს-მინუს...ჩაკვეტაძე იყო უმაღლესი დონე,მაგრამ ტრავმის მერე ის იქცა საშუალო დონის ფეხბურთელად და ისეთი პირი უჩანს,რომ ის ამ დონეს უკვე ვერ გასცდება. ჩვენც რეალობა უნდა ვაღიაროთ,მარტო კვარათი მწვერვალებს ვერ დავიპყრობთ.ლუქსემბურგსაც რომ მოვუგოთ,როგორ წარმოგიდგენიათ საბერძნეთის ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდის დამარცხება??? მე ვერ წარმომიდგენია,თან ამ მწვრთნელობის მოსწავლე სანიოლის ხელში.
Levani
ოსიმენი ხო გვყავს შე კაცო
მირო
100%
სიმართლე უნდა ითქვას
რაც გამოისყიდეს და ძირითადის ფეხბურთელი გახდა, რეგრესი დაეწყო. არა და ინგლისში გადასვლის შემდეგ რა კარგ ფორმაში მოვიდა. ფაქტია ფიზიკურად ძალიან კარგი შედეგები აქვს, თითქმის ძველ ფორმას დაუბრუნდა და ძირითადში გადასვლისთანავე რაღაცატო რეგრესი დაეწყო. მგონი გამოსყიდვამ უარყოფითად იმოქმედა ფსიქოლოგიურად. პენალტი ნებისმიერმა შეიძლება აიკიდოს, ეს არაა დიდი პრობლემა, მაგრამ ფაქტია რომ ისეთი მწვავე და პროდუქტიული ვეღარაა ბოლო თამაშებში. წარმატებები ჩაკვეს და ყველა ქართველს. თავზე მაღლა უნდა დადგეთ, უფრო მეტი იშრომოთ. მარტში შესაძლებელი და შეუძლებელი ყველაფერი უნდა შეძლოთ. არ მინდა ჩაკვე და სხვა ახალი თაობაც მარად პერსპექტიულ ფეხბურთელებად დარჩნენ.
SOS
ჩაკვე კმარა ვარდნა!
დავით 67
ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ამ ბიჭის მაგარი თამაში ვერ ვნახე. ეხლა ანდორა და ყაზახეთი არ მითხრათ. გენტშიც ბოლოს სათადარიგოდ დასვეს. კი ბატონო ეს შეიძლება ტრავმას დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ისე კარგია რომ სათამაშო დრო ეძლევა, მიუხედავად იმისა რომ უოტერფორდი საშუალოზე დაბალის დონის გუნდია ჩემპიონშიპში. ასევე ვერ ვნახე ვერსად მიქაუტაძის თამაში. ასე რომ ერთი ფეხბურთელი გვყავს ნაკრებში. ზივზივაძის მეიმედება კიდევ ლუქსემბურგთან. სხვა დანარშენებმა საშუალო დონეს ვერ მიაღწიეს ჯერ. მერე ვნახოთ იქნებ აქაჩონ.

რეგრესი,რეგრესი!!!არადა მოგვადგა მარტის თამაშები!
გიორგი
კაი რა ჩაკვე ცოტა გაინძერი,ამისთვის გამოგისყიდეს გენტიდან??

მალე სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია