მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიის ნაკრები "მერიფილდზე" ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები "მერიფილდზე" ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში, იტალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, "ნარშავების" ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა ხუთი ცვლილება განახორციელა.

"ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრას განსკუთრებული დატვირთვა აქვს. თუმცა არის მატჩები, რომლებიც დამატებით მნიშვნელობას იძენენ. ირლანდიის ნაკრებთან მატჩი მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმისთვის მზადების უმნიშველოვანესი ეტაპია.

ჩვენს გუნდში საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება დადებითი შედეგები. მოთამაშეებს კარგად ავუხსენი, რომ მათი ბედი მხოლოდ მათსავე ხელთაა. მოხვდებიან თუ არა ისინი ახალ ზელანდიაში წამსვლელთა 30-კაციან განაცხადში, მხოლოდ მათ მონდომებაზე და გარჯაზეა დამიკიდებული" - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

"სკოტებს" დაუბრუნდა შუამარბი გრემ მორისონი, რომელმაც ტრავმის გამო ექვსი ერის წლევანდელი გათმაშება გამოტოვა. შესაბამისად, შონ ლამონტმა ფრთაზე გადაინაცვლა.

შერკინებაში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს მესამეხაზელი როს რენი, რომელსაც აქამდე ექვსი კეპი მოუხვეჭია და საგულუსხმოა, რომ ყველა ამ შემთხვევაში, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

გუნდის კაპიტანი ცხრა ნომერი რორი ლაუსონი იქნება, ვიცე- კაპიტნობა კი შერკინების კვაჭ, როს ფორდს ანდეს. რობინსონმა სათადარიგოთა შორის შეიყვანა "ედინბურგის" 21 წლის მესამეხაზელი დევიდ დენტონი და 23 წლის უკანახაზელი ჯეკ კატბერტი, რომელიც შოტლანდიის A ნაკრებიდან დააწინაურეს.

შოტლანდია: 15. კრის პატერსონი, 14. ნიკი ვოლკერი, 13. ჯო ანსბრო, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. რუარიდ ჯეკსონი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ჯოფ კროსი, 4. ჯიმ ჰემილთონი, 5. რიჩი გრეი, 6. ალასდაირ სტროკოში, 7. როს რენი, 8. ჯონი ბითი.

16. დაგ ჰალი, 17. ალადსაირ დიკინსონი, 18. ალისტერ კელოკი, 19. დევიდ დენტონი, 20. გრეგ ლაიდლოუ, 21. ნიკ დე ლუკა, 22. ჯეკ კატბერტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა