თენგიზ მეძმარიაშვილმა თბილისის "დინამოსთან" ერთად სსრკ-ს თასი 1949 და 1950 წლებში მოიგო
არქივში ძველი "დინამოს" შესახებ ინფორმაციებს ვეძებდი. სხვადასხვა თარიღებით გაჯერებული დავთრის გადაფურცლისას აღმოვაჩინე, რომ 5 აგვისტოს ვეტერან კალათბურთელ თენგიზ მეძმარიაშვილს 80 წელი უსრულდება.

გადავწყვიტე მასთან დამერეკა და იუბილე მიმელოცა. ბატონმა თენგიზმა მოკლედ გაიხსენა კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები:

- თავდაპირველად კრივით ვიყავი გატაცებული. წარმატებებიც მქონდა - 1946 წელს იუნიორთა საკავშირო ჩემპიონატი მოვიგე. კრივის ცნობილ სპეციალისტ გოლდშტეინთან არაერთი გამოჩენილი სპორტსმენის გვერდით ვვარჯიშობდი. თუმცა ლევან ინწკირველისა და კოტიკო პაიჭაძის რჩევით კალათბურთში გადავედი. მითხრეს - გუნდში მეხუთე კაცი გვაკლიაო და მეც სიამოვნებით ვითამაშე. საწყის ორ მატჩში ქულა ვერ ჩავაგდე, მესამეში მეტოქის კალათში ბურთი რომ მოვათავსე, მეცხრე ცას ვეწიე. მას მერე სპორტის ამ სახეობას სერიოზული დრო დავუთმე და ბევრსაც მივაღწიე.

ჯერ "ტოდოში" ამიყვანეს და კარგად მახსოვს, გუნდთან ერთად პირველივე შეკრება ვილნიუსში გავიარე. შემდეგ თბილისის "დინამოში" გადავედი. საინტერესო იყო მატჩი სსრ კავშირის ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც გუნდის ლიდერის ალექსეევის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ეს რთული მისია იყო, მაგრამ ურიგოდ არ გამოვსულვარ. სხვათა შორის, საბჭოთა ნაკრების წინააღმდეგ 32-გრადუსამდე გამთბარ დარბაზში გვათამაშეს, რადგან სსრკ-ს მთავარი გუნდი გვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა. აფრიკაში კი, მოგეხსენებათ ძალიან ცხელა და ნაკრებს აკლიმატიზაციის გავლა თბილისში სურდა.

თენგიზ მეძმარიაშვილმა თბილისის "დინამოსთან" ერთად სსრკ-ს თასი 1949 და 1950 წლებში მოიგო. 1950 წელს საბჭოეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა მატჩების არასრული რაოდენობა ჰქონდა ჩატარებული და ზოგ წყაროში გამარჯვებულთა გუნდში არ წერია. იგი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულად სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა