"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი შეგირდის, ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ნორვეგიელის ასაკში ერლინის მსგავს ფეხბურთს ვერ აჩვენებდნენ.

"ერლინი ახალგაზრდაა. ის მოედანზე ყოველთვის რთულ პოზიციაზე თამაშობს, რადგან მას 4-5 ფეხბურთელი მუდამ მეურვეობს. მას ვუთხარი, რომ პოზიტიური დამოკიდებულება შეენარჩუნებინა და გოლები აუცილებლად მოვიდოდა.

ჰოლანის სიმაღლის ფეხბურთელისთვის ტრავმის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის. ის მშიერია და მუდამ გოლების გატანა სურს, თუმცა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

შეხედეთ მის ციფრებს, ამ ასაკში მესის და რონალდოს მსგავსი სტატისტიკა არ ჰქონდათ. მას გოლები ნებისმიერი სიტუაციიდან გააქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაგვიბრუნდა", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ჰოლანმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 50 მატჩში 51 გოლის გატანა მოახერხა, მსგავსი შედეგი კი აქამდე არავის დაუფიქსირებია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ზაქრო
სუარესმა 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა, არანაკლებია
ქომაგს
1000000000%-იანი!
ფაქტებს
არაა გასაკვირი შენი წლოვანებისთვის,,მესი რო კარიერას იწყებდა და ჰალანდის ტოლიც რო იყო შენ ჯერ კიდევ სპერმა იყავი,,შენი ადგილსამყოფელი სადაც იყო მაგას აღარ დავწერ იცი ისედაც,,მესიმ რომელმაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახადა მაგ წელს მესი საუკეთესო პრიზის ქურდი რანაირად აბა??
ქომაგი.
ჰოლანის უპირატესობა სიმაღლეშია (რომელი მცველი დააკავებს, ამ ოქლაქს?) ნუ რაც აქვს გოლის გატანის ალღო, მაგრამ ფეხბურთი მარტო გოლების გატანა, ხომ არ არის? ქომაგებს უნდა დაამახსოვრო თავი ლამაზი თამაშითაც, დრიბლინგებით, ბურთის სწორი გადაცემით თანაგუნდელისთვის (ასისტები) და ასე შემდეგ. ვინაიდან ჰოლანი უსაშცელოდ მაღალია, აქედან გამოდინარე არ აქვს ეს თვისებები, რაც ავღნიშნე. მე პირადად ლამაზ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას და აქედან გამომდინარე იმ ფეხბურთელსაც, რომელიც ცდილობს სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს აჩვენოს, თუ რა არის ნამდვილი ფეხბურთი!
მამუკა
შედარებაც კი არ შეიძლება ჰალანდის მესისთან და რონალდუსთან დღესდღეობით, მომავალში რა იქნება არავინ არ იცის, რონალდუც და მესიც ახალგაზრდობაში ინდივიდუალურად წყვეტდნენ ხოლმე თამაშების ბედს, ჰალანდზე კიდევ მთელი მანჩესტერ სიტი მუშაობს გოლი რომ გაიტანოს, ამით ჰალანდს არ უკარგავ ნიჭს და ტალანტს, მაგრამ ამ ოტ გიგანტთნ შედარება არერეალურია
Jora-giorgi
გვარდიოლას რას ერჩით? ,რა სთქვა ამ კაცმა ისეთი ქლესას რომ ეძახით, ის არ ამბობს,რომ ჰალანდი მესის და როლანდოს ჯობიაო, [ამ კომენტში ყოველ შემთხვევაში] არამედ ამ ასაკში მათ ასეთი შედეგი არ ჰქონიათო, რაც მშრალი ციფრებია, ფაქტია და რა არის აქ საკამათო. წაკითხულსაც გაგება უნდა, ისე როგორც კარგ მთქმელს კარგი გამგონიოო....რა გინდათ? ჩვენსავით უნდა იძახოს-კვარაცხელია ყველაზე მაგარია და მსოფლიოში ყველა საფეხბურთო მოვლენა მას უნდა დაუკავშირონ, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველია და ციფრებს და ფაქტებს გვერდი აუაროს?. გვარდიოლასთანა პროფესიონალი ნეტავ ერთი გვყავდეს თავისი საქმის, რაში სჭირდება მას ქლესობა-იქნებ ცოტა ტვინი გაგენძრია და ასეთ სისულერეს არ დაწერდი..
ფაქტებს
უბრალოდ შენაირ უვიცებთან არც კი ღირს "დებატები" ვაი შენს პატრონს! წადი ფეხბურთის ანა-ბანა ისწავლე და მერე გველაპარაკე "ფაქტებზე"!
სოსო
არც რონალდოს და რაღა თქმა უნდა არც მესის,ჰოლანთან მიახლოებული ფიზიკური მონაცემებიც კი არ აქვს.რონალდომ,თავისი ფანატიზმით შეიქმნა თავისი სხეულიდან გოლების მანქანა,მესი კი,მხოლოდ მის თავში ჩადგმული, სრულიად განსხვავებული ტვინით აღწევს საოცარ შედეგებს.ჰოლანს შეუდარებლად უკეთესი სასტარტო პირობები აქვს და ჯერჯერობით ბრწყინვალედ იყენებს,ამ უპირატესობას.არავინ იცის,რა იქნება მომავალში,მაგრამ დღეს მისი სტატისტიკა,დიახაც უკეთესია,ამ ორ გიგანტზე.თამაშის სტილზე არაფერს ვიტყვი,რადგან მისი შეფასება სუბიექტურია.აი სტატისტიკა კი,სრულიად ობიექტური და შეფასებადი საქმეა. პ.ს.რონალდოსთან და მესისთან როგორ მოვაო,ნუ შემედავებით,ჩემთვის მესი უპირველესია,სწორედ მისი თამაშიდან გამომდინარე,მაგრამ ჰოლანსაც ნუ დავუკარგავთ,თავისას.ძალიან მაგარია!საერთოდაც,დღეს,ტალანტები უკვე ძალიან ადრეულ ასაკში ავლენენ საკუთარ ნიჭს და უნარებს.სამწუხარო ისაა,რომ უზარმაზარი დატვირთვების გამო,მათი ორგანიზმი ვერ უძლებს და სერიოზული ტრავმებით პასუხობს.შედეგდ სადღაც ქრება სუპერტალანტის მქონე ბიჭუნა და მის ადგილს,ახალი მისნაირი იკავებს,მერე სხვა და მერე სხვა...აკრობატიკაში,სპორტსმენების ქვედა ასაკობრივი ზღვარი დააწესეს,მსოფლიოს ჩემპიონატებზე,რამდენადაც ვიცი სპორტულ ტანვარჯიშში და ფიგურულ ციგურაობაშიც,რადგან ის რაც ჯერ გაუძვალებელ სხეულს შეუძლია გააკეთოს,უკვე ჩამოყალიბებულ ჩონჩხს,ასეთი მოქნილობა,ვერანაირად ვერ ექნება და 19-20 წლის ასაკში,მანამდე ტანვარჯიშის თუ სპორტის სხვა სახეობების ვარსკვლავები,უკვე ვეღარ ქაჩავენ,იმ სირთულეს,რასაც ორი წლით ადრე,ძალიან იოლად ითვისებდნენ.ამას იმიტომ გადავწვდი,რომ ალბათ ფეხბურთშიც მალე დადგება,არასრულწლოვანი ტალანტების,ძირითად შემადგენლობაში თამაშის აკრძალვა.ისედაც ბევრ ქვეყანაში,18 წლის ქვემოთ სპორტსმენთან,პროფესიული კონტრაქტის დადება,აკრძალულია.

მაგ პერიოდში ბარსელონა მსაჯებს ყიდულობდა.
ფაქტები
ჰალანდი დღეს ყველაზე მაგარია. მესი კი ოქროს ბურთის და ფიფას 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის ქურდი. რონალდო და მესი გაყიდულ კლუბებში აღწევდნენ წარმატებას. რეალი და ბარსელონა გაყიდული კლუბებია ყველამ ვიცით და ჰალანდი მან სიტიში გახდა ჩემპიონი წერტილი.
დავით 67 ს
საქმე როცა ლეო მესის ეხება, შენ რატომ აიჭრები?
დავით 67
გიჭირს აზრის გამოტანა? გოლებიო გოლები. მესის სჯობიაო არ უთქვამს.
ზურა
ეს გვარდიოლა, მაგარი ქლესა ვინმეა!
გია
მესი, ძალიან პატარა ასაკშიც კი აჩვენებდა საფეხბურთო კლასს!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
"საუკუნის ტალანტია" - პეპ გვარდიოლამ საკუთარი ფეხბურთელი გამოარჩია
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას თხოვნით მიმართა
კეინი, ჰოლანი თუ ალვარესი? - "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო