ლუის ჰემილტონმა "ფერარიში" გადასვლა უარყო
ამერიკულმა ჟურნალმა Vanity Fair-მა ტრადიციულად წლის ყველაზე მოდურად ჩარცმული ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. მამაკაცთა პირველ ათეულში მოხვდა "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი. მის გვერდით ვხედავთ პოპ-მომღერალს ჯასტინ ტიმბერლეიკს, მსახიობ კოლინ ფერტსა და შოუ-ბიზნესის სხვა ცნობილ წარმომადგენლებს.

საინტერესოა, რომ ბატონი ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც Vanity Fair-ის ექსპერტებმა მოდურად ჩაცმის მხრივ გამოარჩიეს. თუმცა ქალების სიაში ვხედავთ ცურვაში სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ წევრს შარლინ უიტსტოკს (მეათე ადგილი), ოღონდ ის რეიტინგში კარგი ჩაცმულობის გამო არ შესულა: ერთი თვის წინ შარლინი მონაკოს პრინცის ალბერ II-ის მეუღლე გახდა და ქმართან ერთად აღმოჩნდა გამორჩეულთა სიაში.

უკვე ბევრი დაიწერა "მაკლარენიდან" ლუის ჰემილტონის წასვლის შესახებ. ცნობილია, რომ ბრიტანელი პილოტი მონრეალში კრისტიან ჰორნერს შეხვდა და პრესამ მაშინვე დაიწყო ლუისის "რედ ბულში" სავარაუდო ტრანსფერის შესახებ მსჯელობა.

ბუდაპეშტში ჰემილტონი პიტ ფრაის გვერდით შეამჩნიეს და მომდევნო დღეს ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი "ფერარიში" გადადის. თუმცა ლუისმა ესპანური Aშ-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს:

"ფერარიში" გადასვლას არ ვგეგმავ, არ ვზრუნავ ამისთვის. ვერც იმას ვგრძნობ, რომ ერთხელ მომიწევს ამის გაკეთება. თუმცა ჩვენ ლეგენდარულ გუნდზე ვლაპარაკობთ და არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.

სადებიუტო სეზონში ბევრი რამ ვისწავლე ფერნანდო ალონსოსგან. ესპანელი - ძალიან სწრაფი და უნიჭიერესი პილოტია, რომელიც ბოლომდე იხარჯება რბოლებში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა