Get Football News Italy Il Mattino-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი, "ბარსელონას" გარდა, კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული:

"როგორც Il Mattino წერს, "ნაპოლი" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას განიხილავდა, მაგრამ მოლაპარაკებებისას პრობლემები წარმოიშვა, ვინაიდან ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს - ვიქტორ ოსიმენის დონემდე.

ამის ფონზე, ხვიჩასადმი ინტერესს "ბარსელონა" გამოხატავს. მისთვის ბრძოლაში აგრეთვე "ჩელსი" და პსჟ მონაწილეობენ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი კატალონიელებისგან ზაფხულის შემდეგ მომდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

"ბარსა" კვარაცხელიათი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია და ეს არაა დაკავშირებული "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ 1/8-ფინალურ მატჩებთან".

აღნიშნულ თემას ფართოდ ეხმაურება იტალიური მედია. Spazionapoli აღნიშნავს, რომ ეს "კვარასთვის" ცდუნებაა, ევროპაში ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს, თუ კარგ პირობებს შეუქმნიან, შეუძლია ბალანსი შეცვალოს და თამაშის ბედი გადაწყვიტოს, რაც კარგად იციან "ბარსელონაში" და მომავალ შეხვედრებში განსაკუთრებულად დააკვირდებიან.

DEF-DEF
ისეთი ხალხით აშინებ ბარსას მოწინააღმდეგეებს, ღამე არ დაეძინებათ :) :)
Zako-ს
შეურაცხყოფ და დამცირებას ცდილობ ადამიანის, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა (შეიძლება ცოტა უხეშად, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს) ერთ-ერთ საფეხბურთო გრანდზე, რომელსაც დღეს ნამდვილად არ ულხინს და სადაც დიდი ალბათობით იმაზე მეტ ხელფასს არ/ვერ გადაუხდიან, რასაც დღეს იღებს.
ABCABC
ნეტა იყიდოს ბარსამ 3-4 წელიწადში ეგ გუნდი დაანგრევს ლუბოის თუ არ გაყიდიან პედრის გავის იამალს და როკეს(თუ რაც ქვია)
გოჩა
რეალის ფანი ვარ, მაგრამ 100% ამბობ. რეალში ისეთი ვარსკვლავთცვენაა, სკამს ახეხინებენ, ბარსაში კი აწყვეტილი მერანივით იქნება. მართლა დახატავს და მისთვის მეც ვფიქრობ, რომ ასე სჯობს.
ბარსას
არავითარი ბარსა! კვარას დახატავს ჟირონა!
მამუკა-ს
კი, ლაურენტისს უთქვამს, ამ ერთ შანსსაც მივცემ და თუ არ მომეწონა, გავუშვებ და მამუკიეს დავაყენებ გუნდშიო. :)
barca
რეალს ზაფხულში ენდრიკი შეუერთდება და დიდი ალბათობით მბაპეც, ეს იმ ხალხის გასაგონად ვინც იძახის რო რეალში უნდა წავიდესო რეალის ფანიაო, რეალის ფანი იყო ბავშობაში, რეალის ფანი იყო ნეიმარიც და პირიქით ბარსას ფანი იყო ვინისიუსი. ეს ისე ცნობისთვის... და რაც მერე მოხდა ყველამ ვიცით. ბარსას ყველაზე მეტად ჭირდება კვარა და პირიქით, გადახედეთ ბარსას შემადგენლობას, 70 პროცენტი კვარას ტოლი ან უფრო პატარა ბიჭები თამაშობენ, ამ გუნდში კვარა იქნება ისე როგორც თევზი წყალში. თან ძაან დიდი პერსპექტივა აქვს ბარსას. ეს 16-17 წლის ბიჭები 3-4 წელში ვფიქრობ მაგარ გუნდს ჩამოაყალიბებენ, თან თუ ფლიკი მიიყვანეს. გერმანული ხელი მაგრა მოუხდება ბარსას და ამ გუნდის ერთ ერთი ლიდერი კვარა იქნება თუ გადავიდა. კვარა, იამალი და ვიტორ როკეს შემტევი ტრიო მგონია რო დახატავდა ბარსას.
მამუკა
თუ ისევე ითამაშა ბარსასთან როგორც რეალთან შეიძლება ნაპოლიმაც აღარ გაუგრძელოს კონტრაქტი
OsimheN1
ამ შემთხვევაში, იტალიელებს აწყობთ ეს ჭორი კვარაცხელიას მოტივირებისთვის და შესაბამისად, მათი განავრცელები იქნება
Master
ზუსტად რომ ამ თამაშთანაა დაკავშირებული.ძალიან ხშირად ხდება,რომ მნიშვნელოვანი თამაშის წინ ვრცელდება კლუბის ინტერესი მოწინააღმდეგე გუნდის წამყვან ფეხბურთელზე.არვიცი ასეთ დროს რა გათვლით და ფსიქოლოგიული ზემოქმედების გამო,მაგრამ ზუსტად ეს ხდება ახლა....
მეგრელი
რეალის გულშემატკივარი ვარ დიდი ხანია, მაგრამ ამ ბარსას კვარა ნამდვილად დაამშვენებდა, იქეთ მბაპე აქეთ კვარა, მაგარი კლასიკო იქნება, სერიოზული.
გიგა-ს
გასაგებია, ვიცით ეგ. მაგრამ იქნებ შეიცვალა ადამიანმა აზრი? არ სჯობს, თვითონ ხვიჩამ თქვას, ვიდრე ჩვენ ვიმარჩიელოთ მის ნაცვლად?
ზაკო
და შენი ეპოქა როდის დადგა ან დასრულდა?! თუ გქონია საერთოდ
მინდია
ის თუ სად უნდა წავიდეს ხვიჩა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი არის ვის სჭირდება ხვიჩა ყველაზე მეტად, სად ექნება გარანტირებული დიდი სათამაშო დრო და ნაკლები კონკურენცია მეორე არის რომ ეს გუნდი უნდა ესადაგებოდეს ხვიჩას სტილს, უნდა იყოს შემტევი ფეხბურთის მოთამაშე, დიდ როლს და თავისუფლებას უნდა ანიჭებდეს ვინგერებს ორივე კომპონენტის შეჯერებით ბარსა ყველაზე სასურველი ვარიანტია დღეს კვარასთვის ის რომ რეალის ფანია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის დაბრკოლება არ უნდა იყოს. მართლა გგონიათ რომ ფეხბურთელები იმ გუნდის ფანები არიან სადაც თამაშობენ?
QT
თავის დროზე ლუის ენრიკე გადავიდა რეალიდან ბარსაში და ლუიშ ფიგუ კიდე ბარსადან რეალში, არ დაქცეულა ქვეყანა. ხვიჩა თუ უბრალოდ რეალის გულშეამტკივარია, მაგის გამო ნაღდად არ უნდა შეიკავოს თავი ბარსაში თამაშზე.
საბა
"იქ რა უნდა აქ რა უნდა" პრინციპით თბილისის დინამოდან საერთოდ არ უნდა მიდიოდნენ მაშინ :)
zura222
რა ჩელსი ? მერე მუდრიკს რას უშვრებიან ? "100 მილიონად ღირებულ ფეხბურთელს" სკამზე დასვამენ ? PP
გიგა
სიტყვა-სიტყვით მე არ მითხრა, მაგრამ მაგდაგვარი ჟურნალისტს უთხრა ინტერვიუს დროს: რეალის ფანი ვარო და როლანდო კი ჩემი კუმირიო. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.
ღადაობთ?
მისთვის ბრძოლაში აგრეთვე "ჩელსი" და პსჟ მონაწილეობენო.. რა ბძოლაა ეგეთი ნეტა..და ჩემი რრეალი გამოეთიშა ბრძოლას?????????
გომორძგუა მარგალეფც
ისეთ გუნდში სადაც მარადონას კრუიფს,რონალდიოს,რონალდოსა და მესის უგორებიათ ბურთი უნდა გადავიდეს აბა რა უნდა ქნას და დაამტკიცოს რომ მათი ღირსეული მემკვიდრეა...
35
უნდა წავიდეს ბარსაში და დაუმტკიცოს რეალს პირად თამაშებშიბშიც და ზოგადად ლა ლიგაში რომ უკეთესია ვინისიუსზე. ეს მას შეუძლია . მიდი ხვიჩა
mmm
მე ბარსა მიყვარს მარა თუ რეალი დამიძახებს წავალ ოგონთ ბურთთან ვერ ვმეგობრობ
papai
რას ქვია რა უნდა ბარსაში, თუ მიიწვევენ მაგის გამო უარი უნდა თქვა ლეგენდარულ კლუბში თამაშზე?
გიგა-ს
არ უნდა იმ "რეალს" და ჰქნას?! იარაღით ხელში დაადგეს პერესს? პირიქით, "ბარსა"-სთან შეხვედრები მისთვის უნიკალური შანსია - ჯერ ერთი, "ბარსა"-ს უფროსობა დაარწმუნოს მისი შეძენის სისწორეში და მეორეც, "რეალი"-ს შეფობას სამომავლოდ ანანოს მისი უგულებელყოფა
sniper
არავითარი ბარსა ეგ უდიდესი შეცდომა იქნება, ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გინდა მადრიდის რეალში უნდა ჩახვიდე ეგ ყველამ იცის ლიგა არის თვით რეალი. და ბარსაში თუ ითამაშებ მაგისკენ გზას გადაიკეტავ ეგ იქნება სტრატეგიული შეცდომა. ბარსა ლიგას კაი ხანი ვეღარ მოიგებს ნატირები აქვთ ყოფა ბარსას ეპოქა დასრულდა
გიგა-ს
სიტყვა-სიტყვით ეგრე გითხრა? :))
გიგა
ხვიჩა, სულით ხორცით რეალის ფანია და რა უნდა ბარსაში?!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?