გიორგი შერმადინი იყო ერთ-ერთი, რომლის დამსახურებითაც ლენოვო ტენერიფემ ლამის გმირული მატჩი მოიგო და თასის ნახევარფინალში გავიდა. ტრადიციულად, თებერვლის თვეში ევროპის წამყვან ლიგებში თასის გათამაშება ტარდება და ასეა ესპანეთშიც, სადაც პირველი წრის 8 საუკეთესო გუნდი ერთ ქალაქში იკრიბება და სამეფო თასისთვის თამაშობს.

წლეულს თასის გათამაშების მასპინძელი მალაგა გახლავთ და სწორედ ამ ქალაქის გუნდი, უნიკახა იყო ტენერიფელთა მეტოქე მეოთხედფინალში. სწორედ უნიკახამ გამოაგდო ტენერიფე შარშანდელი თასის გათამაშებიდან და წლეულს, რაკი მასპინძელი იყო, აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. ჰოდა, აიღეს ტენერიფელებმა და მისსავე ქალაქში, მალაგელებით სავსე დარბაზში 91:83 დაამარცხეს უნიკახა.

ამ საქმეში სოლიდური წილი უდევს ქართველ ცენტრს. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 4 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინთან ერთად ტენერიფელთა გამარჯვება გამოჭედეს კანადელმა აარონ დორნკამპმა, რომელმაც 6-დან 6 სამქულიანი და ჯამში 25 ქულა ჩააგდო და ამერიკელმა კაილი გაიმ – 23 ქულა, 7 პასი.

თასის ნახევარფინალში ტენერიფეს მეტოქე ბარსელონა იქნება, რომელმაც მეოთხხედფინალიდან მანრესა გამოთიშა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ვალენსია და რეალი დაუპირისპირდებიან.

GBF

ფიგუ
მე ძალიან გამიხარდა ,რომ გიორგის მეხუთე შვილი შეეძინა და მთელი გულით ვულოცავ მათ ოჯახს ამ ბედნიერებას.[როგორი აღფრთოვანებით გვამცნო ფედერაციამ ეს ამბავი და როგორ მიულოცეს გიორგის -ყოჩაღ მათ] რას ნიშნავს შური და ეგოიზმი!!!!.
Gio
შერმადინს არ ჭირდება ამათი დაფასება. ის თავის შრომით და თავდადებით არის დაფასებული
ბექა
შერმადინი არის! ყველაზე დაუფასებელი,თავმდაბალი,ტიტულოვანი,არაამპარტავანი, ქართველი სპორტსმენი!!!!
გიორგი
ვულოცავ შერმადინს!!! მეხუთე შვილის მამა გახდა,გამრავლდით და გაიხარეთ!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში