ხვიჩა კვარაცხელიაზე სუბიექტივიზმისგან ბოლომდე დაცლილი შეფასების დაწერა რთულია, თუმცა ამას თავს მაქსიმალურად ვართმევთ. "ჯენოასთან" ვერმოგებულ (1:1) შეხვედრაში ძალიან მონდომებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, თამამი და შემოქმედებითი "კვარა" ვიხილეთ. უკვე იმასაც შევეჩვიეთ, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღარაა.

ფიოდორ დოსტოევსკი "ძმებ კარამაზოვებში" წერს სიტუაციასთან ისე შეგუებაზე, როცა სინდისის ქენჯნა არ გაწუხებს. კვარაცხელია, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერი, შაბათის მატჩში ვერ ეგუებოდა მთელი გუნდის მდგომარეობას, იმ ვითარებას, რაც მოქმედი ჩემპიონების თავსაა; იმ ფონს, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის წინ სუფევს; იმ საშინელ სტატისტიკას, რომელიც "ნაპოლის" საშინაო შეხვედრებში გააჩნია. 77-ე ნომერს იმედი აქვს, ფილმ "ქაჯანას" პერსონაჟისა არ იყოს, "ხმას" მისი გუნდიც დაიბრუნებს...

ნეაპოლელებმა გვიანდელი გოლით გაათანაბრეს. ხვიჩა, რომელიც ყველგან მოძრაობდა, ეპიზოდის დასაწყისში ოლივერას ღიად ანიშნებდა, მისგან ცოტა მოშორებით, ცარიელ ზონაში გახსნილიყო. ასეთ დროს ის პარტნიორს თავისუფალ მდგომარეობაში მოძებნიდა, ანაც მეურვეებს თავად "მოიშორებდა". ურუგვაელმა ქართველის ჩანაფიქრი სრულყო, ნგონჟის შედეგიანი დარტყმა კი მშვენიერი გამოდგა. ვალტერ მაცარის გუნდის ახალწვეულებს შემართება არ აკლიათ და სიახლეები შემოაქვთ. ნახევარდაცვას ბოლო დროს შემტევებისთვის ზონების გათავისუფლება და ბურთის სწრაფად მოძრაობა უჭირს. დებიუტანტმა ტრაორემ ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები მოგვცა; მერე რა, რომ ცოტას ღელავდა, შეცდომები დაუშვა და მისი გარჯა ბევრს არ მოეწონა - პირველ ტაიმში ბურთი მშვენივრად მოიპოვა, ტექნიკური არსენალი გამოაჩინა და "კვარას" მშვენიერი პასი მიაწოდა. 24 წლის კოტდ'ივუარელმა სწორი ფეხბურთის თამაში აშკარად იცის.

ლურჯი ბარათის შესაძლო შემოღებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ წესის უპირატესობის საილუსტრაციოდ ის ეპიზოდი გამოგვადგება, როცა კვარაცხელიას მაისური "შემოახიეს" და სახიფათო იერიში ჩაშალეს. ეს ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმა არაა და მსაჯები გაძევებაზე არ მიდიან, "გაყვითლება" აშკარად ცოტაა, "გალურჯებით" კი მოწინააღმდეგე ათი წუთით კაცნაკლული იქნება. რადგან ბარათებს შევეხეთ, ხვიჩამ ის კვლავ მსაჯთან შელაპარაკების გამო მიიღო (ჰიპოთეტურ ლურჯ ბარათთან ეს ქცევაც ახლოსაა). გვესმის ემოციებისა და უსამართლობის განცდის, მაგრამ კვარაცხელიას ამ მიმართულებით სიმშვიდის გამოჩენა ისევ თავად არგებს. საქმე მხოლოდ შორეულ დისკვალიფიკაციაში არაა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში "კვარამ" სწრაფი შეტევა ჩაშალა, დაჯარიმდა, ზოგიერთ მკაცრ არბიტრს (რეალურად, საჭირო არ იყო) კი იქნებ ამისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, გაძევებაც გამოეყენებინა...

დამაინც, კარგია ხვიჩა კვარაცხელიას თავმდაბლობა, მაგრამ შეხვედრის აშკარად საუკეთესო მოთამაშეს მატჩის ბოლოს მის მიერვე მოპოვებული ჯარიმის შესრულების უფლება უნდა მისცემოდა და ბურთი ხელიდან არ უნდა "გამოეგლიჯათ". აშკარაა, სტანდარტულები გუნდის საუკეთესო მხარე არაა და აქ თავისი ბედი ხვიჩამაც უნდა სცადოს. უკანასკნელ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, ჩვენებურის მიერ შესრულებული კუთხურები რა სახიფათოა (ანგისას გატანა ნამდვილად შეეძლო), რასაც ერთ დროს ასევე "არ ანდობდნენ". მწვრთნელმა, კაპიტანმა თუ თავად "კვარამ" ამ მხრივ ხმა უნდა აიმაღლონ...

მწვრთნელის კიდევ ერთხელ შეცვლის მოლოდინი, არც ისე კარგი ხასიათი, მაინც ოპტიმიზმი, ოსიმენის დაბრუნება და კიდევ უფრო მოტივირებული კვარაცხელია - ასე ხვდებიან ნეაპოლში "ბარსელონას".

ზურაბი ბილანიშვილი
უდაოდ კარგი ფეხბურთელია,და ვეთანხმები იმას რომ მართლა არ უნდა ეკამათოს მსაჯებს,და კიდევ არ მომწონს, როცა ფეხბურთელებს მიუთითებს სად გადააწოდონ. ისე როგორც ხელოვნებაში იტყვიან მასეთი ფეხბურთელია,ანუ შემომქმედი,რიმელსაც შეუძლია ყოველ თამაშზე ახალი შემოგთავაზოს,თქვენი არ ვიცი და მაინც მგონია რო ნაპოლი ბარსას მოუგებს! აარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას და ნაპოლის!
დათი
კვარამ უნდა დაანებოს თავი მსაჯებთან კამათს აზრი არ აქვს და თვითონ ზარალდება,რაც შეეხება ბურთის წართმევას მწვრთნელის ბრალია წინასწარ უნდა იცოდნენ ფეხბურთელებმა ვინ დაარტყამს ჯარიმას პენალტის კუთხურს და ასე შემდეგ,ფეხბურთელებმა ერთმანეთში არ იჩხუბონ
სოსო
სიმართლეს.ზოგადად სრულიად მართალი ხარ,მაგრამ ნაპოლის ჯარიმებს რა ეტყობა,რომ მის შესრულებაზე ვინმე ვარჯიშობს?იუნიორობისას მინახია ხვიჩას მიერ საკმაოდ შორიდან დარტყმული და გატანილი ჯარიმა და ნაპოლიში გადასვლის წინ ვარჯიშის ჩანაწერი,როცა უკვე დაბნელებულზე უძახიან,წამოდი,ვარჯიშს შეეშვიო,მაგრამ ის თავს არ ანებებს კარში დარტყმებს და მისი ხმა ისმის,სანამ "შტანგას"არ მოვარტყამ,არ გავჩერდებიო!რაკი ნავარჯიშებია,თუ ეცდება,უნარებს მალე აღიდგენს.კუთხურებსაც ხომ საკმაოდ კარგად აწვდიდა მაგ თამაშში და ჯარიმაც საკმაოდ სახიფათოდ ჩააწოდა.გუნდს რომ არავინ მართავს,უკვე ახლავე ახალი მწვრთნელის მოყვანაზე ხმებიც ადასტურებს და გუნდის თამაშიც.ისე მოჩანს,ნაპოლი,ისევ თვითონ ფეხბურთელების გადასარჩენი გახდება,დე ლაურენტისის დამანგრეველი მმართველობის მიუხედავად.
სოსო
ამ პოსტის გარეშეც ცხადი იყო,რომ მუდმივად ღადაობ,მაგრამ როცა ხალხს შენი ხუმრობა არ მოსწონს და ნერვებზე იშლება,ალბათ უნდა შეწყვიტო.ასე არ არის?უშნო,ან უადგილო ხუმრობას ერთხელ გაგიტარებენ,მეორედ,მაგრამ თუ გაუმუდმებ,აგრესია ჩნდება. შენ მიმართაც ასე ხდება.
კომ-ლეს
რამ გაგაბოროტა--არშემდგარი ადამიანი ხარ (არასდროს დაფიქრებულხარ ან არავის უთქვია?)
საიტის ადმინებს
ჩემს კომენტარებს რატო არ აქვეყნებთ?? სიმართლეს რომ ვაფიქსირებ ზრდილობის ფარგლებში მაგიტომ?? სამწუხაროდ ყველაგან მიკერძოებაა. ამ საიტზეც. წარმატებები კვარას და სხვა ქართველ სპორტსმენებს.
კ ო მ ბ ლ ე
კარგით რა ხალხო ვერთობი ამ კომენტარებით რატომ ბრაზდებით? ხუმრობაა ყველაფერი და ძალიან გთხოვთ ნურავის ნუ გწყინთ.
კომბალას
ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპარი იყო კომბლე და რაც ამ საიტზე მაგ სახელით აკომენტარებ შემძულდა. კომენტარის შინაარსზე არაფერს ვამბობ აშკარად არ ხარ კარგი ადამიანი. შეიძლება ვერ ერკვეოდე ფეხბურთში მარა რასაც წერ ხოლმე სრული სიბოროტეა. მასე გააგრძელე ერთ დღეს "დაგიფასებენ."
გიორგი
კარგი სტატიაა. ის შემთხვევაა როცა საქმე რომელიც გიყვარს განათლებასთან და ფაქტების, სტატისტიკის ანალიზის უნართანაა შერწმული. მაინც მგონია ხვიჩა უნდა წამოვიდეს ნაპოლიდან. ვაჟა მასწ.-ს დავეთანხმები, რასაც თავად მოვიფიქრებთ გონიერს და სასარგებლოს საქმისთვის, ის შეგვრჩება მარტო საბოლოოდ.
თამაზი
კაი თუ ძმა ხარ :) დღემდე ვერ გაურკვევია კვირკველიაა თუ კვერკველია და მოსთხოვე მაცარის სწორად დაწერა :)
სიმართლე
მეგობარო იტალიური არც მე ვიცი საფუძვლიანად,მაგრამ იტალიაში მომუშავე სალომე ხარატიშვილი ხომ გაგიგია და იმას არ ენდობი? გადახედე მის რეპორტაჟებს და ყველგან მაძარის წერს...ან რა პრობლემაა : 10 სპორტული ჟურნალისტი იქნება სულ საქართველოში და ერთი კაცის გვარი ვერ უნდა გაარკვიონ ზუსტად და ყველამ ისე წეროს? ამ საიტის მიმართ კი არანაირი "ჩასაფრებული" არ ვარ,პირიქით :)))
სიმართლე
რას უნდა ველოდოთ? არც არაფერს კარგს...სამწუხაროდ ჩვენი გვირაბის ბოლოში სინათლე კაი ხანს ვერ გამოჩნდება...არაპროფესიონალიზმის პიკი...იმ პიროვნებას ვერაფერი უყვეს,ვის გამოც ხვიჩა თამაშს ტოვებს და სხვაზე რაღაზე ვილაპარაკოთ
სიმართლეს
ბიჭო, მართლა რა გაახურეთ საქმე, სავარაუდოდ სხვა საიტის ჟურბალისტები რომ წერთ ამას. კაცი იყო სულ მაცარი, ასე ვართ შეჩვეულნი. იტალიური არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ისე უნდა იწერებოდეს და იკითხებოდეს როგორც პიცა, მატერაცი და მსგავსი. ვიღაც ძაან პროფესორს მოუნდა ახლა თავი გამოიჩინოს და თან ისე ამუნათებს საიტს, თითქოს სამხრეთ იტალიაშია გაზრდილი და ზუსტად იცის, რა როგორ იკითხება
სიმართლე
ერთია თქვენი ნაფიქრალი და სურვილი და მეორე ( და მთავარი ) კი -ჩვენ ხომ არ ვიცით ხვიჩა ვარჯიშებზე საჯარიმოებს როგორ ურტყავს? სამწუხაროდ უფრო დასამახსოვრებელია მაგ დისტანციებიდან ყვავების და ტაბლოს ჩამოსახსნელად ხვიჩას გასროლილი რამოდენიმე დარტყმა...პროფესიონალურ გუნდებში ხომ ყველა სტანდარტი ვარჯიშებზე იხვეწება და დამრტყმელებიც შერჩეულია და დანარჩენების პოზიციებიც...სოფლის გუნდი ხომ არაა პენალტი(ჯარიმა) მე ავიკიდე და მე უნდა დავარტყაო...
სიმართლე
აქაურმა კლავიატურის ლომებმა რა უნდა მოიფიქრონ? დღემდე მაძარის მაცარის ეძახიან...
სიმართლე
ღმერთს ნათქვამი აქვს:შენ თუ ხელ-ფეხი არ გაანძრიე,მე ვერაფრით დაგეხმარებიო...და ზოგადად ჯობია გადაეჩვიოთ ყველაფრის ღმერთზე,იღბალზე,ფორტუნაზე,"დღეს ჩვენი დღე არ იყო" და მსგავსების წერას...ყველაფერი 24/7 ვარჯიშიდან მოდის (იხ.რონალდო)₩
ვაჰმე
უიმედოდ ავადაა ჩვენი "კომბლე",საწკალი,უიმედოდ...
ვაჟა მასწ.
ღვთისავარ გამარჯობა, თქვენს ამ დღევანდელ ანალიზურ სტატიას წაიკითხავენ იტალიაში? უნდა რაღაცა მოვიფიქროთ იმისათვის, რომ ნეაპოლელებმაც მიაქციონ ყურადღება კვარას "დაჩაგვრის" ფაქტებს. პირველი შემთხვევა არაა როცა კვარას ან ბურთს არ აძლევენ, ან ჯარიმას/კუთხურს არ არტყმევინებენ. შედარებისათვის: ოსიმჰენზე ჯუღელის ნათქვამი ჯერ ჩვენთან არ იყო გამოქვეყნებული და ნიგერიიდან უკვე "პასუხები" მოვიდა! ანუ ჩვენვე უნდა ვიაქტიუროთ, მაგრამ როგორ? თქვენ როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიოულმა ჟურნალისტმა მოიფიქრეთ რამე, ჩვენ მოგეხმარებით!
კ ო მ ბ ლ ე
კუნტრუშით კი აკუნტრუშდა მარა ჭიხვინი ვერ დაამუღამა, ჭიხვინი! ხოდა დროა საცხა მინდორში გევიდეს და იქანა ივარჯიშოს ჭიხვინში, არადა შევატყე, თქვენც შექტყეთ ხო? მთელი ღამის უძილოს რა ჭიხვინის ხასიეთი უნდა ქონოდა? ჯუღელი ქე ისმევს ღიპზე ხელს, იკრიჭება, მარა მაგრა ნერვიულობს აშკარად. ცოტა ხანში მეც არ ამამკრას პანღურიო. ყურში რაცხა უთხრეს, თუ ხვდება რაცხას. ააა? ან პრემიერის გამოოცვლაზე შეწუხდა ალბათ?
C
სწორი სტატიაა. ერთ რამეს დავწერ ეხლა და კო გაგიკვირდებათ, მაგრამ მგონია დამეთანხმებით გულის სიღრმრეში. ხვიჩა სინამდვილეში იცით რატომ ბრაზობს ასე მსაჯებზე დს სხვა ფეხბურთელებზე? ასე დემონსტრაციულად და ღიად?! რადგან თავისიანებს დაანახოს ამით, რომ მიხვდნენ ისინი რომ მიქარავენ. ერიდება პირდაპირ მათთან კონფლიქტი, ეს გუნდს დაშლის. ამიტომ ღიად ჩხუბობს სხვა რამეებზე. ეს ასეთი ფსიქოლოგიური ფაქტორია, იმიტომ ღებულობს ამ ყვითლებს. პასები რომ მისცენ დროზე და არ იღორონ ასე მის წინააღმდეგ, რომ საარტყმეცინონ ჯარიმები, არ იქნებოსა ასე. ხვიჩა უმაგრესი ბიჭია, ვაჟკაციცაა, თავმდაბალიც , პრინციპულიც და კეთილოც ერთად, უნდა რომ მეგობრულ ურთიეეთობებში რამე არ გააფუჭოს და იმ ხეპრეებს არ ესმით არაფერი. პოლიტანო იქნება თუ მარიო რუი, გინდაც ზელინსკი და ლობოტკა, არიან სულ ამის ფიქრში, რომ კვარას რამე არ დაუთმონ ზედმეტი. კომპლექსებია რა, გაგება შეიძლება, მარა საცოდაობაა უბრალოდ
გიორგი
ხვიჩას მართლაც შეუძლია ძლიერათ და ზუსტათ დაარტყას ნებისმიერი დისტანციიდან როცა საჭირო იქნება დაარტყმევინებენ კიდევაც.
ნინო
როგორც კი გადავიდა ხვიჩა ნაპოლში და სიმპათიები გაჩნდა მის მიმართ, თანაგუნდელები პასს არ აძლევდნენ და აშკარად ღორობდნენ.ვუსურვებ კარგ გუნდს და წარმატებებს.თვითონ მართლა უნდა მოსთხოვოს პასების მიწოდება.
ნინო
როგორც კი გადავიდა ხვიჩა ნაპოლში და სიმპათიები გაჩნდა მის მიმართ, თანაგუნდელები პასს არ აძლევდნენ და აშკარად ღორობდნენ.ვუსურვებ კარგ გუნდს და წარმატებებს.თვითონ მართლა უნდა მოსთხოვოს პასების მიწოდება.
ბენტლი
იმიტომაცაა სასწრაფოდ გასაშვები ეს მაძღარი მაცარი, რომ გუნდში დისციპლინა არ აქვს. ტიპებმა პრაქტიკულად გააგდეს ჯარიმის დარტყმისთვის შემართული ხვიჩა იმ არემარედან. სპალეტის დროს ამას ვერ გაბედავდნენ. თან სპალეტი ყისმათა მწვრთნელიც გამოდგა - მის დროს "ნაპოლიმ" 4-5 თამაში სწორედ იღბლის ფაქტორით მოიგო.
სოსო
ხვიჩა როცა გააფრთხილეს,მაშინ ხვიჩა კი არა,მსაჯი იყო გასაფრთხილებელი.აი,როცა არ გააფრთხილა,მაშინ კი,უკვე მართლაც გასაფრთხილებელი იყო,შეტევის განზრახ ჩაშლისათვის.სტანდარტების შემსრულებელი,მატჩის წინ დაითქმევა ხოლმე მწვრთნელისაგან და თვითონ თუ არ დათმო,არავის აქვს უფლება,თვითნებურად მივიდეს ბურთთან.მეორე საკითხია,რომ კუთხურებს,ხვიჩა სხვებზე უკეთესად აწვდის და ჯარიმების შესრულებასაც თუ მიანდობენ,არა მგონია უარესი მოხდეს.ხვიჩას ნამდვილად შეუძლია საჯარიმოების კარგად შესრულება.
გიორგი
დავეთანხმები ავტორს და გულშემატკივრებს, ხვიჩამ უნდა გამოიჩინოს შეუავლობა, დასარტყმელი დაარტყას და ჩასაწოდელი ჩააწოდოს. მორიდებულობა მოედანზე მიუღებელია, ეს შენი ბრძოლის ველია!!! ნუ დამძრახავთ, მაგრამ დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლორენცოს, რახმანის, ოსტიგორის, ანგისას, ოსიმენის გარდა, სხვებს შურთ ხვიჩასი. კიდევ ერთი რასაც აბსოლუტურად ვერ ვიგებ, რატომ არ თამაშობს ნაპოლი სწრაფ კონტრშეტევებს.
ბრაზი
ამას რომ დისლაიქს უწერს,მას არც ღმერთი სწამს და ხვიჩაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია...
მწვრთნელი
ეხ, ანგისას მაგრა არ გაუმართლა ხვიჩას ჩაწოდებულ კუთხურზე! ხანდახან გამართლებაც არის ფეცბურთი! ისე გუნდი მაინც ვერ შეკრა მაცარიმ! უდავიდ უფრო კვალიფიციური მწვრთნელი უნდა ამ გუდს, როგორც დავუშვათ პიოლია მილანში!
არჩი
ჩემი აზრით, ხვიჩამ წელსვე უნდა დატოვოს ნეაპოლი და გადავიდეს რეალურად ტოპ გუნდში. ასეთებათ მესახება ბარსელონა, არსენალი, პსჟ, მანიუნაიტედი - სდაც არ ყავთ მაღალი დონის მარჯვენა ვინგერი. შეიძლება ნიუკასლიც იყოს, თუ მართლაც დიდ ფულს დახარჯავენ და ვარსკვლავურ გუნდს გააკეთებენ, როგორც ამ ეტაპზე იწერება. მე მგონი, ჯუღელის მიერ ხელშეკრულების გაგრძელების გაჭიანურება ამ მიზნით ხდება. საერთოდ, შარშანდელი სეზონი და ჩემპიონობა საოცრება იყო. ხვიჩა მეტეორივით შეიჭრა ნაპოლიში და იქ დახვდა სპალეტი - მგონი მართლა გენიოსი მწვრთნელი, რომელმაც საშუალო დონის ფეხბურთელები (ოდნავ მაღლა ოსიმენი იდგა) გიჟურად ათამაშა. კარგი, წავიდა კი მინ ჟენი, მაგრამ დანარჩენი ხომ ყველა დარჩა. ანგისა, ზელინსკი და მით უმეტეს ლობოტკა საერთოდ ვერ თამაშობენ. ხვიჩასაც დაეწყო შარშანდელ სეზონის შემდეგ დაღმასვლა და შარშანდელივით ვეთარ დაფრინავს (ორი და სამი მცველის მარწუხშია მუდმივად), ამავე დროს დარტყმის სამიზნე დაკარგა ცოტა.ბოლო თამაშის დასაწყისში ისეთი გოლი ვერ გაიტანა უმაგრსი მოძრაობების მერე, შარშან ატალანტასთან რომ ჩაატარა და გახია ბადე. ვერც ოსიმენის დაბრუნება უშველის ნაპოლის და ხვიჩამ უნდა შეიცვალოს ზაფხულში გუნდი (მით უმეტეს, ოსიმენი ყველა ვარიანტში წავა), თორემ ხვიჩას გამოკლებით ეხლანდელი ნაპოლის ყირებას სვარკის ყურება ჯობს. ეხლა მთავარია, ბარსელონასთან თუ გაიბრწყინებს ხვიჩა და სეზონის დარჩენილ პერიოდს როგორ ჩაატარებს, თორე ბობოლები დიდ ფულს გადაიხდიან და ღორი პრეზიდენტიაურელიო აუცილებლად გაყიდის. წარმატებები ხვჩას და ქართულ ფეხბურთს! ევროპის ჩემპიონატზე გვენახოს ჩვენი გუნდი!
las
ჩვენ ნაკრებს რა ეშველება ესაა საკითხავი ძირითადი 11-ეულიდან 5 მეორე ლიგის მოთამაშეა. ერთი სლოვენის ძირითადში ვერ ხვდება, მეორე არაბეთში სიბერისთვის კაპიტალს აგროვებს, მთავარ ცენტფორვარდს 1 წელია გოლი არ გაუტანია :) მე პირადად გულშემატკივრის ამბიცია და იმედი მაოცებს. რას ელით ამათგან? :)
ნაპოლი სოფლის გუნდია
რაც მე ეს მომენტი ნერვებს მიშლის. ამას ვწერ ალბათ ყველა კომენტარებში: სადაური წესია ეგ, რომ ხვიჩა მიდის ბურთთან, სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი და პილოტანო ან კიდევ ვიღაც კვერცხი მიდის და თავად აწვდის, ხვიჩაც მორჩილად უთმობს. ვერ ეტყვი ხვიჩუ, რომ წადი რა ძმაო, მე უნდა ჩავაწოდო. ამას შენს მეტი ვერავინ ვერ იზამს. ამაში სჩანს ამ გუნდის სოფლელობა, არცერთ ტოპ კლუბში ასეთი რამ არ მინახავს. მესმის, რომ კონფლიქტს თავს არიდებს, მაგრამ სანამ კვარა არ შეუღრენს ასეთ ვისკაჩკებს, მანამ სულ ასე იქნება. სოფლის მოსახლეობას არ ეწყინოს, სოფლელობა სულაც არაა დასაძრახი, პირიქით, თითქმის ყველა გამოჩენილი ადამიანი სოფლიდანაა, მარტო ვაჟას სახელიც საკმარისისა. უბრალოდ სოფლელობაში პროვინციალიზმი იგულისხმება. პოლიტანომ როგორ უნდა გაგწიოს გვერდზე, ვერ გავიგე რა.
კაჭკაჭი
გაუშვებენ დღეს ამ მწვრთნელს და დაისვენებს ყველა, მაცარის რომ ეძახდნენ ამდენი წელი და ვიღაცებისთვის უცებ მაძარი რომ გახდა, მადლობა ამ საიტს. ადრე მასკერანოს სიბერეში გადაუკეთეს
ზვიადი
ისე, ზოგიერთი პროფესორი რომ გამოდის ხოლმე, ალბათ, ხვიჩა ვარჯიშზე ვერ ასრულებსო, სწორადაა აქ ახსნილი რომ ვერც სხვა ასრულებს და ასეთი თამაშის მერე ბექჰემიც რომ ყოფილიყო გუნდში, იმასაც უნდა დაეთმო ხვიჩასთვის. ნეიმარს რომ არ მისდიოდა, მესიმ პსჟ-სთან ბოლოს ყველაფერი დაუთმო.ასე ამბონდნენ, კუთხურს ვერ ასრულებს ალბათო და ვნახეთ რა კარგად იცის
კოლხიდელი
ღმერთმა გაგაძლიეროს და გაგამარჯვებინოს, ხვიჩა!!!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ