"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.

"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს თავდაჯერების არქონას ნიშნავს.

კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.

ც
ყველაფერში თითქმის გეთანხმები გსრდა სიტყვისა "დათრგუნეთ"! უბრალოდ სწორი მიმართულებით მიმართეთ , აი ასე, ც
კაპელო
მომწონდა
Bigva
Arunda sheecvala arc kvara da arc osimeni 0li mcvrtnels da laurentes chveni kvara sascrafod unda moshordes napols

კაპელო!შენ არც არასდროს მოგწონდა კვარაცხელია!!
გია
კომენტარებს გადახედეთ და მიხვდებით უმრავლესობის პრობლემას-ესაა მენტალიტეტი,ეგ უშლის ყველა სპორტსმენს ხელს.ეგო და მენტალიტეტი-პირველი მტერი კარიერის. ჯერ გარემოცვას შეეშალათ ოსიმენთან და ადრე კონტრაქტის საკითხებში, ახლა თვითონ ვერ მალავს ემოციებს,რაც გაგრძელებაა დაწყებული შეცდომების და ცუდია რომ ტელევიზიებიდან ზრდილობის პრობლემაზე უთითებენ კაპელო,კანავარო და სხვები.ალბათ სწორ დასკვნებს გააკეთებს ამ ყველაფერზე და ყველაფერი გამოსწორდება, არაა ეგ დიდი ტრაგედია,მთავარია სწორი დასკვნა გამოიტანოს თვითონ. ჭკვიანი ბიჭია და მალე მიხვდება რა და როგორ აჯობებს მისთვის მომავალში.ასევე ვისთან ერთად იაროს მომავალში,რადგან ხვიჩა უკვე ისეთ დონეზეა რომ ტოპ დონეზე გადასვლასთან ძალიან ახლოა და ასევე ტოპ მენეჯერები დაჭირდება გვერდით ამისათვის.სხვანაირად,სულ სანერვიულო და რაღაც სისულელეებზე საფიქრალი ექნება.
ოუუ-ს
ოუუ და ავოეიე კიდევ. თვინა გაანძრიე. შიმართლეს რომ ვამბობ რტუ გიტყდება ერღთ ადგილას გაიტენე. სპორტი თუ არ გითამაშია ცხოვრებაში და აზრძე არ ხარ სისულელეს ნუი მპასუხობ. წვრთნელი ათამაშებს გუნდს და მოითხოვს დისციპლინას. შულ შეუძლია სკამი ახეხინოს თუ მოუნდხება. ევრი ფული მასზე არ დაუხარჯავთ და ეგეთები გაუყდიდიათ? მისი ხელების შლა, მსაჯებთან უაზროდ კამათი, რაც ბარათებშიც გამოიხატა და მის უნიათო საქციელშიც. აბა ჰკითხეთ არველაძეს მწვრთნელმა რა უთხრა ცოლის ადრეულად მოყვანის გამო ზოგს. ეგრეა. გუნდის პატრონი ფულს იხდის და ეს გუნდია და გუნდურ სულისკვეთებას აფუჭებს ასეთი საქციელი. გავიდა ოსიმენი და სკამიდან გულშემატკივრობდა. კვარა კიდევ მოედანს არც უყურებდა და იჯდა განამრტოებული. ისევ ვიმეორებ გუნდის წევრობა თუ არ უნდა გაახეხინებენ სკამს და მოიშორებენ თავიდან და მერე თავიდან ექნება დასაწყები სადღაც ყველაფერი. გარდა ამისა სხვა გუნდების მესვეურებიც ხედავენ მის ასეთ საქციელს და ნაკლები ინტერესი ექნება თუ სასწრაფოდ არ გამოასწორა თავისი საქციელი. ამიტომ არის კარგი აგენტი საჭირო კიდევ იმ მემწვანილის მაგივრად. ნახევარი თამაში დასეირნობდა აქეთ იქეთ თიტქოს ვიღაცას მისი ვალი ჰქონდეს. კარგი რა
berg
სკოლის დირექტორების ან კლუბის მეპატრონეების შვილები იქცეოდნენ ესე,ჯერ ხო ბურთს ემალებოდნენ მერე წარმოუდგენელ სიტუაციაში შანსი რო არ გაქვს პასის მიცემის მაშინ გთხოვენ პასს და იასნია ვერ მისცემ და ხელებს რო იქნევენ:))) კვარა ძლიერ მეტოქეებთან სულ ესეთ რაღაცეებს აკეთებს,შიში აქვს და მოედნის ხედვა დაკარგული აქვს.. ან ეს ვინგეროა რა არი მანდ კი არ უნდა დარჩე უნდა შეხვიდე სადახ რეალურად ბურთი მოვა ლამის ცენტრში რჩება მარჯვენა შეტევის დროს.. აღარც კრეატივი აქვს,სიჩქარეც დაკაგული აქვს..იტალიაში შეიძლება მძიმე დაცვაა მარა ნელი ტემპია.. ინგლისს და ესპანეთს ვერ გაქაჩავს..ოსიმენმა უამრავი თამაში გააცდინა მიუხედავად ამისა რეალსაც გაუტანა და ბარსასაც.. კვარა მოიხოდე!
ტრიფონა
ხალხო დავიჯერო ზოგს კაპელოზე მეტად გესმით ფეხბურთი?ან ელემენტარული ქცევა მოედანზე არ იცის?რაც თქვა მართალია,თუ ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია ესე არ უნდა მოიქცე რომ შენზე უარყოფითად წერონ,თან პირველად ხომ არ წერენ.
Svani
არაკაცობა რა შუაშია? ვერ გამოგვაქვს შინაარსი? ბავშვი აღარაათქო აი ესაა სულ რისი თქმაც მინდოდა და ყველამ გაიგო როგორც ჩანს შენს გარდა...
დაწყნარდი
არც მე მესიამოვნა კვარაზე რომ დაწერე კაცურად მოიქცესო(ანუ ეხლა არაკაცურად მოქცეულა ვითომ) მაგრამ ენის ამოძრობა რა შუაშია.მეც ჩემი აზრი დავწერე..
alexandre
რატომღაც მგონია დისლაიკებს ისინი წერენ, ვისაც არ უნახიათ თამაში. სურათს მაინც დააკვირდით - კარის ბადის უკანაა, ესე იგი თავისი ნომერი რომ დაინახა, იქვე გავიდა გარეთ! აპა რა უნდა ექნა? და ჩემი კომენტარი იმაზეა, რომ კაპელომ შემცვლელს რატომ არ მიესალმაოოოოო! რა არის აქ გაუგებარი?! ვერაფრით ვერ ჩაეხუტებოდა, სანამ ხვიჩა მოედნის ცენტრამდე მოვიდა, თამაში უკვე 0,5 წუთის განახლებული იყო. გთხოვთ დამიბეჭდეთ - ვერ გავიგე რა არ მოწონთ?
გიგი
ქართველი სპორტსმენების მთავარი პრობლემა არც ცოლია და არც მეგობარი გოგონები,როგორც უმეტესობას გგონიათ,მთავარი არის "დიდი ეგო",მიღწეულით კმაყოფილება,დაჯერება იმისა, რომ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავია, უკვე მესია და მის წინაშე ყველა ვალშია,მას ამას არ უნდა უბედავდნენ,რომ ჩაგრავენ და უპატივცემულოდ ეპყრობიან.შრომა,შრომა,საკუთარ თავზე მუშაობა,მუდმივად გაუმჯობესება შენი უნარების,ინტელექტის განვითარება,სწავლა,კითხვა!!!!! ამის გარეშე თანამედროვე სპორტში ვერაფერს მიაღწევ!!!!დათრგუნეთ თქვენი დიდი ეგოები!!!!!
გურამი
მირო, მეც ეგ კომენტარი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რადგან დამასწარი სრულად გეთანხმები. დავამატებდი, მხოლოდ ერთს, რომ ხშირ შემთხვევაში პასს ისეთ დროს აძლევენ როცა გარშემორტყმულია მეტოქის მცველებით და როცა კარგ პოზიციაშია ვერ ამჩნევენ!
ბესო
ვააა, რა ჩაიხვიეთ ეს " პასს არ აძლევენ ?"...ნაპოლის გრძელი პასი გინახავთ? არ შეუძლიათ, არა, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ - გვერდზე და უკან...
L.J -ს
რაო, სიმართლის თქმა კრიტიკის საგანია, თუ ნებართვა უნდა ითხოვონ. თუ კვარამ თამაში არ გამოასწორა, რა თქმა უნდა, სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. მისი ფასი რომ დაეცა, ეგეც ფაქტია. შესაძლოა, ხელფასი აღარც მოუმატონ. სწორედ ახლა უნდა ივარჯიშოს და შედეგის მიღწევას ეცადოს, სანამ ჯერ კიდევ პატივს სცემენ. თუ დაეცა, გადაუვლიან. კვარას წარმატება, უკეთესი შედეგი
სოსო
არც მე არ მომეწონა ხვიჩას საქციელი,ქართველი სპორტსმენებო!!!ასეთ დროს სხვას კი არ უნდა გაუბრაზდეთ, თქვენ თავებს გაუბრაზდით,ივარჯიშეთ და გახდით უკეთესი სპორტსმენები!!!!
მირო
ცოტა უფრო თავმდაბლობა მართებს,ავტორიტეტი მოემატება ამით.მესიც შეუცვლიათ ბევრჯერ და სხვებიც,არაა პრობლემა.მაგრამ მიზეზი იმისა,რომ მეორე ტაიმში უბურთოდ იყო,უსაა რომ ეკემენტალურად პასს არ აძლევდნენ რამდენჯერ ხელებგაშლილი ანიშნებდა,მაგრამ ჯიუტად არ ამჩნევდნენ და ეს მარტო ამ თამაშსი კი არა მუდმივად ასეა,ერთი და იგივე მეორდება,თითქოს არ უნდათ ხვიჩამ მათზე უკეთესად ითამაშოს. დროზე უნდა გაშორდეს აქაურობას
Svani
ან შენ რა იცი ბიჭო მე ვკანკალებდი თუ არა. ენა რო ამოგაძროს კაცმა ხომ ხარ ღირსი. არ მიცნობ არ იცი ვინ ვარ და მაყენებს შეურაწყოფას და რის გამო? მამით სვანი ვარ დედით მეგრელი და შენზე მეტი ქართველი როგორც ჩანს... კაცობა სხვა რამეს ნიშნავს ჩემთვია და სინართლესთან ასოცირდება. გინდა აფრასიძე იყოს და გინდა ორჯონიკიძე და გინდა ჭავჭავაძე. ადმინ არ დაბლოკო თუ კაცი ხარ...
Svani
აი რა შუაშიაეს ყველაფერი ანუ სვანებს კაცობას გვიწუნებ? აფრასიძეებზე ნუ მელაპარაკები როცა აზრზე არ ხარ არაფრის... რაც დაიმსახურეს ის მიიღეს ამაზე მეტს არ გეტყვი.და ყველამ თავისაზე აგოს პასუხი სვანი იქნება თუ მეგრელი თუ კახელი... აზრი ვერ გამოგვაქვს რა ვწერ რა უნდა გელაპარაკო...
გოგა-ს
ახლანდელი ხვიჩა რომ გასული სეზონის ნახევარსაც ვერ აკეთებს, ეგ მართლაც მასეა. თუ თამაში არ გამოასწორა, შესაძლოა, მართლაც სათადარიგოთა სკამზე გადასვას. ფეხბურთიც ცხოვრებაა, კონკურენციაა, ლინდსტრიომიც და სხვებიც ჩასაფრებული არიან და თავის გამოჩენას და ძირითადში მოხვედრას ეცდებიან. ამიტომ კვარაცხელია არ უნდა მოდუნდეს. მან უნდა იცოდეს, რომ ავტორიტეტი არ მოუპოვებია და თუ ეგრე გაგრძელდა, ერთი სეზონის ფეხბურთელად დარჩება და მალე დაივიწყებენ. გაათმაგებულად უნდა ივარჯიშოს.
svanskis
რა გინდა თქვა რომ კვარა არაკაცურად მოიქცა??? სვანის კაცობა მიშას დროს გამოჩნდა.აფრასიძეების ოჯახი დახოცეს კი არ დაიჭირეს და სვანის ხმა არ გამიგია. ან კოდუამ რა გიქნათ ნანუკას მიზეზით? მიშას დროს კანკალებდით და ეხლა გახდი კაცი?კაცობაზე სად და ვიზე უნდა ილაპარაკო რომ გესმოდეს კარგი იქნება. კვარას თურმე მოედანი უნდა გადაერბინა რომ გადახვეოდა შემცვლელს. ეგაა მნიშვნელოვანი თამაშისას? ან თუ გაბრაზდა გაუგებარია რატო არ უნდა გამოხატოს? კაპელო ვიღაა
გოგი მებუკე
23 წლის ვაჟკაცი ბავშვი როგორაა. კაცი ბავშვს ელოდება და ბავშვია? კარგით რა, მოიშორეთ ეს ღრუზინული "პრივიჩკა" რა. იმედია ბავშვი რომ შეეძინება, ბავშვს აღარ უწოდებთ.

კაპელოს მოუწევს ცოფზე შრატის გაკეთება, რომ შეესევა გარკვეული ჯგუფი "გულშემატკივრებისა".
ის ქცევაა
ეხლა ხელების ქნევა აუკრძალეთ))))
ოუუ
არ გეზარება და ან არ გიტყდება მაინც ამდენი ბოღმა წერა? უფასო რჩევა ვინ გკითხა ? აზრი გამოთქვი კი ბატონო და ეს რჩევები რა უბედურებაა.რჩევა ფასეულია კონკრეტულ სფეროში წარმატებული ადამიანის და არა ნებისმიერი მსურველის...
ნინო
ახალგაზრდა ასაკში თავს დამტყდარი ასეთი პოპულარობა და პასუხისმგებლობა ადვილი არაა. ეს მესმის კი, მაგრამ ცოტათი მეტი თავშეკავებაა საჭირო. ზედმეტად ამბიციურად ჩათვლიან. კი, ჩვენიანია, გვიყვარს, მაგრამ ვიღაცამ უნდა აუხსნას ელემენტარული ზრდილობის საკითხები. ფაქტი ისიცაა, რომ ბოლო პერიოდში ვერ გამოიყურება მოედანზე ისე, როგორც ადრე. სამწუხაროა… არც ძალიან მომთხოვნები უნდა ვიყოთ, გასაგებია, მთელი კარიერა წინ აქვს, მაგრამ… წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველს, ვინც ჩვენს ქვეყანას ასახელებს.
ვენეციის კომისია - ს
კვარას აგენტ ჯუღელის განცხადებით, კვარაცხელია ნაპოლში ბედნიერია, მისი ოჯახი კმაყოფილია, ჩვენ ვინ ვართ, რომ სწავლება დავუწყოთ რა როგორ გააკეთოს?
სიმართლე - ს
დვალიშვილს მალე UFც - დან გარიცხავენ, ფერაძის ქალი ყოფილა ვიღაც, ხელმოწერებს აგროვებს მერაბის ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავსირებით საჩივარი შეაქვს
ვენეციის კომისია
დიდი ხანია უკვე ბევრ არასწორ ნაბიჯებს დგამს კვარა არასაფეხბურთო სიტუაციებში, მაგრამ მსოფლიო ცენტრში უცბად მოხვედრილ 23 ბიჭს რომ მეტი მოვთხოვოთ ჩვენ ვიქნებით არასწორები, ამისთვის არსებობს ოჯახი და გარემოცვა, რომელიც ან არაფერს ურჩევს ან არასწორ რჩევებს აძლევს...
სიმართლე
კვარას პრობლემები იმ ჩაჩაჩული გეტრებიდან იწყება. რაც ნიშნავდს რომ გუნდის ფორმას პატივს არ სცემს და თავს სხვებზე მაღლა აყენებს. გასაგებია სიყვარული კარგია მაგრამ 20 წლის ფეხბურთელი როდესაც ევროპაში ამოჰყოფს თავს და იმ წამსვე ცოლი მოჰყავს დიდი ფეხბურთი ესე იგი არ უნდა. ამას გარდა ბიბლია წაიკითხოს ზოგიერთმა და ეს ზედმეტი პირჯვრის წერა ერთ უჯრედიანებისგან რომ გეადაიღო ნახოს რას ამბობს ისესო ზედმეტ "პოკაზუხობაზე" ან როგორც მოიხსწენება ფარისევლობაზე. არ არის საჭირო პირჯვრის წერა ხალხის დასანახად და არც ლოცვა... თუ გინდა ილოცო, შედი ოთახსა შენსა და ელაპარაკე მამასა შენსა...ეს მეხინკლე და მემწვენილე ჯუღელი კიდევ თავიდან უნდა მოეშორებინა და აეყვან ვინმე ევროპიდან. სამწუხაქროდ ქართვეობა არ არის ადვილი და ეს არის მისი და ბევრის კიდევ აქილევსის ქუსლი. მარაბ დვალიშვილის მაგალითი უნდა ნახოს ყველამ. მონდომება, დასახული მიზნისათვიდ დაუღალავი შრომა თავდადებულად, ყველასადმი პატივის ცემა და თავმდაბლობა... ამის გარეშე მწვერვალებს ვერავინ დაიპყრობს. მარადონამაც მოიტეხა კისერი თავისი ერთუჯრედიანი ქცევებით, ამპარტავნობით... ასე რომ თუ ვინმეს დიდი კარიერა და ხანგრძლივი კარიერა უნდა რომელიმე სპორტში ან სხვა დარგშიც ...თავმდაბლობიდან და თავდადებიდან იწყება ყველაფერი. არ გვჭირდება მეორე ქინქლაძე რომელიც კვარაზე ბევრად ტექნიკური და ნიჭიერი იყო მაგრამ ასევე გაიფუჭა კარიერა ცუდი გადაწყვეტილებებით და ჩვევებით. 2-3 წელი ითამაშა და მერე აჩრდილი იყო...

ზოგადად კი, მართლაც ნათელი წერტილია მაგ გუნდში, მაგრამ გუშინ ასე არ იყო. ხშირ შემთხვევაში როცა პასი უნდა მიეცათ, არ აძლევდნენ, მართალია, მაგრამ როდესაც მიიღო, მაშინაც ვერ იყო დამაჯერებელი- არაზუსტი პასებიც ქონდა და არასწორი გადაწყვეტილებებიც. თითქოს თამაშამდე გადაიწვა ფსიწოლოგიურად.
ვაჟა
რა ქცევაა?
ირაკლი
კაპელო, საკი, კანავარო და ა.შ. ვადაგასული ხალხია, რომლებიც არ ტოვებენ შანს ყველგან ჩაეკვეხონ და ტელევიზიებში გამოჩდნენ. ხვიჩას საქციელს რაც შეეხება, კი რაღაც პონტში სხვანაირად შეეძლო მოქცევა, მაგრამ მირჩევნია გაბრაზდეს შეცვლისას ვიდრე ეკიდოს. გულში ხვიჩამაც იცის რომ უკეთესადაც შეეძლო, მაგრამ ჯერ 23 წლისაა და მეორე სეზონია ამ დონეზე, ასე რომ იმედს არ ვკარგავ რომ მოუმატებს. ისე, მაინც ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა შეცვლას 68 წუთზე.
ჯუჯი
ვკითხულობ მომენტარებს და მიკვირს ხვიჩას რომ აკრიტიკებენ. ბურთს არ აძლევენ და რა უნდა ითამაშოს.იგი ოსიმენთან ერთად ერთი ნათელი წერტილია ამ უსახურ გუნდში.
გოგი
ჩემის მოკრძალებული აზრით, ახალი მწვრთნელის ადგილზე, ხვიჩას ცოტა დავასვენებდი და რამოდენიმე ხნით მხოლოდ შეცვლაზე გამოვიყვანდი. ახალ მწვრთნელს, რომელსაც ჯერ არც კი იცნობ კარგად, პირველივე თამაშზე, ასეთი რამ არ უნდა შეკადრო.
L.J .
Gagitenda bednieri dgeee....ra sxva gundshi gaanatxovron reebs bodialob????albat magrad gagisworda kvarad shecvla???mshurs sheni ogond tetrit:))))
alexandre
კაპელოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი დეზინფორმაცია?!!! ვისაც თამაში არ უნახავს, რა დასკვნა უნდა გააკეთოს? არ გადაეხვია შემცვლელსო. იდიოტიზმი!!! სინამდვილეში დრო რომ არ დაკარგულიყო, იქვე გადავიდა მოედნის გარეთ, ლინდსტრიომიც მომენტალურად შევიდა სათამაშოთ. კაპელოს აზრით მთელი მინდორი უნდა გადაეკვეთა და ჩახუტებოდა, მერე დაემოძღვრა კიდევაც და კეთილი სურვილებით დამშვიდობებოდა. ეეეეჰ კაპელო, კაპელო...
ირაკლი ქუთაისელი
ასეთი თამაშით სად გადავა მერე?ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიბაქიბუქოთ იქით მთავარია სარგებლიანი თამაში , რომელიც ვაღიაროთ და ფაქტიურად აღარაა. შარშან სასწაული სეზონი ჰქონდა მარა სეზონის ბოლოდან ჩავარდნა დაეწყო , რომელიც ახლაც გრძელდება. ამ პირობებში სერიოზულ გუნდში გადასვლა გამორიცხულია
იაგო
ქვეყანა არ დანგრეულა, თუმცა არ არის ლამაზი ასეთი ქცევა და მიუღებელია ფეხბურთის სამყაროსათვის, განსაკუთრებით შემცვლელი ფეხბურთელის მიმართ. ძალიან გამიკვირდა რომ შეცვალა ნაადრევად, მაგრამ ძალიან საწყენი იყო ის ჟესტიკულაცია, რაც მან გააკეთა. არ შეიძლება ასე, არა.....კი ბატონო, თქვენი ნებააა...მაგრამ...
ირაკლი
კარგად ეთამაშა და შეცვლისას არ გაბრაზდებოდა. ოსიმენიც გაიყვანა მაგრამ როგორი თავაწეული იყო!
კოსტა
ვარსკვლაური სინდრომი ხომ არ შემოგეპარა ახალგაზრდა? არ შეიძლება შვილი ასე, არააააააა...
Svani
ბავშვიაო... 40 წლის ბავშვები რო გვყავს ქვეყანაში იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე... რა ბავშვი ბიჭო ზრდასრული კაცია და კაცივით უნდა მოიქცეს...
გოგა
აშკარაა, კაპელოს ეგ განცხადება იმას ნიშნავს, კვარაცხელიას ნაცვლად ძირითადში ლინდსტრიომი უნდა დააყენონ, რადგან უკეთეს ფორმაშიაო. პრინციპში, ხვიჩამ თუ არ მოუმატა, ის შესაძლოა ახალმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე გადასვას და შემდეგ სულაც დაბალი რანგის კლუბში გაანათხოვრონ. მისი ფასი რომ ნელ-ნელა მცირდება, ეგეც ფაქტია.
ჟორა გაბრიჭიძე
ყველა ფეხბურთელმა უნდა შეიგნოს, რომ ზემდგომთან შედეგზე მწვრთნელია პასუხისმგებელი და არა ის, ამიტომ დროული შეცვლა მწვრთნელის მოვალეობაა, ხოლო ამასთან დამორჩილება, ფეხბურთელის.

კვარა, კვარა, კვარა ... ყველა ყავლგასული კარაზე კომენტარებით გვახსენებს თავს (კაპელოც, მიუხედავად იმისა რომ 20 წლის წინ ავტორიტეტი იყო, ახლა ამ სიაშია). ნაპოკის არ ჭირდება კვარასნაირი ფეხბირთელი, არ იცის შეტევის განვითარება, სწრაფი და აზრიანი პასი, თამაშის გაშლა, ერთმანეთისთვის სივრცეების შექმნა. ყველა რაღაცას ფაფხურობს და სამოყვარულო გუნდს უფრო გავს, ვიდრე იტალიის ჩემპიონს. სრულად დაუბალანსებელი გუნდია და არც გასახდელში უნდა იყოს კარგად საქმე. პოლიტანოს კარგი თამაში და ზოგადად კარგი ფეხბურთელობა მე ვერასროს დავინახე, ისევე როგორც დი ლორენცოს კაპიტნობა. მოკლედ დაასრულოს უნდა კვარამ კარიერა ამ გუნდში, თუ უნდა რამეს მიაღწიოს კიდევ.
las
მართალია. არ არის კვარაცხელია ის ავტორიტეტი რომ ხელები იქნიოს შეცვლისთვის. ბოლო ბოლო ერთი წელია ჯჯერ დიდ ფეხბურთშია და კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი
სიკო დოლიძე
კვარა,თბილისში რომ ჩამოხვალ ახალ პრემიერთან სურათი გადაიღე და ყველაფერი კარგად იქნება.
ზაკო
კაპელო 100 პროცენტიანია.
თენგო
კვარამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. გრძნობები მოთოკოს. ბავშვი კია, მაგრამ უკვე აღარ ეკადრება, მთელი მსოფლიოს მზერა მისკენაა მიმართული
რონი
ავტობუსა შენ ვიღას დაკარგვიხარ?
zaza
არც მე მომეწონა . პირველი თამაში იყო მწვრთნელისთვის . ესეც არ იყოს , მესის და ზიდანს ცვლიდნენ . მწვრთნელია პასუხისმგებელი უპირველესად შედეგზე . მეც შევცვლიდი თუ არ დაიჯერებდა შენიშვნას , რომ გააქტიურებულიყო .იაქტიურე ხვიჩა , მოუმატე , გაბუტვას ჯერ არასოდეს გაუკეთებია საქმე . წარმატებები და სიხარული შენ და შესაბამისად შენს გულშემატკივრებსაც !
NAPOLI!
პოლიტანომ ითამაშა კარგად!!!!!!!!!!!!!!!!! შენ ფეხბურთის გარტყმაში ხაარ!!! მე უფრო აურელიოს ოინები მგონია!!!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"120 მილიონი რაში დახარჯეს?" - კაპელომ "მილანი" გააკრიტიკა
კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში
ერთ დროს "ბარსელონას" შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა
"ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან" - ჟიულ კუნდე
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
"კვარაცხელიაზე ამის დანახვამ გამაკვირვა! მას და სხვა ფეხბურთელებს კონტემ ეს გადასცა" - კაპელო სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩას ასპარეზობაზე
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"პსჟ თუ "არსენალი"? - კაპელომ გამარჯვებული ივარაუდა
კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა