ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"იუვენტუსი" ელიას არ ეშვება!

"იუვენტუსი" ელიას არ ეშვება!

იაკვინტა რჩება, ძოფმა ვუჩინიჩი შეაქო
ტურინის "იუვენტუსი" გარემარბის ძებნას აგრძელებს და "ჰამბურგის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ელჯერო ელია გაიხსენა. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, "ბებერი ქალბატონის" შეფებს ზოგადად გუნდის გაახალგაზრდავება სურთ.

"ტუტოსპორტის" ინფორმაციით, 24 წლის ელია "იუვენტუსისთვის" სასურველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ხსენებული გამოცემა წერს, რომ "ჰამბურგი" მზადაა, ელია 8 მილიონ ევროდ დათმოს. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოგერმანულმა კლუბმა ელია ორი წლის წინ, "ტვენტედან" შედარებით ძვირად, 9 მილიონად იყიდა.

ამასობაში, "იუვეს" თავდამსხმელმა ვინჩენცო იაკვინტამ უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს ტურინიდან წასვლას აპირებეს. "კლუბში ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინჩენცი "იუვედან" უნდა გავუშვათო. მის გაყიდვას რომ აპირებდნენ, აუცილებლად შეგვატყობინებდნენ. ვინჩენცოს "იუვენტუსთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, - აცხადებს თავდამსხმელის მამა, ჯუზეპე იაკვინტა და იქვე დასძენს, - ვინჩენცო ძალიან მონდომებულია. "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება უნდა. ჩვენ ვიცით, რომ "სკუადრა აძურას" თავკაცი ჩეზარე პრანდელი მას მუდმივად აკვირდება."

ლეგენდარულმა იუვენტუსელმა, წარსულში ცნობილმა მეკარემ, დინო ძიფმა კი "იუვეს" ახალწვეული მირკო ვუჩინიჩი შეუქო. "მირკო ვუჩინიჩის ყიდვა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. "რომას" ყოფილი თავდამსხმელი სწორედ ის ფეხბურთელია, ვინც "იუვენტუსს" ყველაზე მეტად სჭირდებოდა, - უთხრა ძოფმა "კალჩონიუსს", - მიმაჩნია, რომ ვუჩინიჩი ტოპ-ფეხბურთელია და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და "იუვეს" გენერალურ დირექტორ ბეპე მაროტას ამ ტრანსფერის გამო შევაქებ. ვფიქრობ, "იუვენტუსისთვის" ეს სეზონი ძალიან წარმატებული იქნება. მომწონს ტურინული კლუბის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე და ყველა ფეხბურთელი, რომლებიც "ბებერმა ქალბატონმა" იყიდა. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი იმისათვის, რომ "იუვემ" "სკუდეტო" მოიგოს, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვენტუსი" შარშანდელზე გაცილებით უკეთეს სეზონს ჩაატარებს."

ტურინულ კლუბში ეიფორია რომაა, ამას გაყიდული აბონემენტების რაოდენობაც ადასტურებს, რაც არა მარტო ტრანსფერებისა და ახალი მწვრთნელის, არამედ, პირველ რიგში ახალი სტადიონის დამსახურებაა. "იუვენტუსს" ახლა უკვე თავისი პერსონალური არენა აქვს, რომელიც 41 000 მაყურებელს იტევს. თუკი შარშან "იუვენტუსმა" მხოლოდ 14 600 სეზონური აბონემენტი გაყიდა, წელს ეს რიცხვი უკვე 23 000-ია.

"იუვენტუსი" ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ საშინაო მატჩს ახალ არენაზე 11 სექტემბერს, "პარმასთან" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა