"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გუნდის გასახდელში ახალი წესები შემოიღო, ამის შესახებ Napolipiu იტყობინება.

წყაროს ცნობით, კალცონას მიღებულ გადაწყვეტილებებს "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელი უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან.

მწვრთნელის მითითების შესრულება

"არანაირი პროტესტი შეცვლის შემდეგ, როგორც ეს კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა. ვინც მოედანზე დაამტკიცებს, რომ თამაშის ღირსია, სათანადო დროს მიიღებს.

მაქსიმალური სერიოზულობა საქმისადმი

კალცონა მოითხოვს საქმისადმი ერთგულებას, სრულ კონცენტრაციას და პროფესიონალიზმს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე ოფიციალურ მატჩებში.

ერთიანობა და ერთმანეთის პატივისცემა

მესამე წესი კალცონასთვის ფუნდამენტურია. მას სურს შეკრული ჯგუფი, რომელიც ერთი მიმართულებით იმოძრავებს და წარმატების მიღწევას შეძლებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სრულად მხარს უჭერს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას დღეს, 25 თებერვალს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ჟორა
პრეზიდენტის დეკრეტით დამყარებული მწვრთნელის ავტორიტეტი და დისციპლინა?
ჟორა გაბრიჭიძე
იქნებ ისინიც დაგესაჯა ვინც მოედანზე ღორობს და კარგ პოზიციაში მყოფ პარტნიორს პასს არ აწვდის.
ნეაპოლი-ს
ყველაზე ბანძი კომენტარები შენ გაქვს, ვინც კი ამ საიტზე პოსტავს. როგორც ადამიანი, შეუმდგარი ხარ. შესაძლოა ხალხს უჭირდეს ფინანსურად და ამაში არაფერია სასირცხვილო, ზოგადად უჭირს საქართველოში მოსახლეობას. შენ კი აზროვნებით ხარ ღარიბი და მდაბიო.
კოლა-ს
რა შენი საქმეა სტადიონზე დასწრება ან ბარსელონაში წავსლა თამაშზე,დარჩი რა შენს ყოველდღიურობასთან
ნეაპოლი-ს
ხან მეზობლებს ვპარავთ ინტერნეტს, ხან ახლობლები გაიღებენ ხოლმე მოწყალებას და გვიზიარებენ. :)) ვაი, შენს პატრონს, შე მენტალურად ღარიბო მართლა.
კოლა
ანუ, ვინც ღარიბია, ის შეუმდგარი ქართველია? :)) შენ, ალბათ, მყარად შეყენებული ხარ მუდამ. :))
ესეც ჩაივლის.
ზუსტად იგივე დავწერე და თქვენი კომენტარი მერე წავიკითხე, იგივე მითქვია. იმიტომ რომ სიმართლეა, ზუსტად მაგაშია საქმე აბსოლუტურად გეთანხმებით
ესეც ჩაივლის.
სპალეტის არ უთქვია ეგენი და ეგ ვინაა. ჯერ ახსნას რატომ და რისთვის და ჯერ დაამტკიცოს რომ რასაც ითხოვს სწორია. და ეგ ეგრე არაა, არასწორია. ნამდვილი მწვრთნელი ვალდებულია ყველაფერი აუხსნას და გააგებინოს ფეხბურთელს რას რატომ და როგორ აკეთებს, ტაქტიკური ცოდნა გაგება და საფეხბურთო აზროვნება უნდა განუვითაროს, თუ მაგის თავი აქვს, და შეუძლია აზროვნება რაც პირდაპირი მოვალეობაა მაგის. მთელ გუნდს ყველაფერი უნდა აუხსნას და გააგებინოს, უფრო მეტიც უნდა დაუმტკიცოს რომ სწორია რასაც ამბობს და მაგის დამტკიცება უნდა შეეძლოს. ასე მუშაობს გვარდიოლა, აზროვნებაში და ტაქტიკის განხილვაში მთელი გუნდი მონაწილეობს. უსიტყვო მორჩილებას ვინც ითხოვს პირველ რიგში უვიცი, ეგოისტი და ავადმყოფია სუყველა. არ არის ჯანმრთელი მოვლენა. თუ არ შეგიძლია დამტკიცება არა გაქვს უსიტყვო მორჩილების მოთხოვნის უფლება. ან იმხელა ავტორიტეტი უნდა იყო რომ თავისით უნდა გემორჩილებოდნენ სუყველა, შენ არ უნდა გჭირდებოდეს თქმა ან დიქტატორულად მოთხოვნა. აი ეგეთი არის მაგალითად ანჩელოტი. ჯერ საქმით უნდა დაამტკიცოს რომ ნდობა და ავტორიტეტი მოიპოვოს, მაგალითად ანჩელოტი რომ იყოს მწვრთნელი ნამდვილად იმსახურებს იმას რომ უსიტყვოდ დაემორჩილონ. ამხელა ლეგენდაა და ავტორიტეტია. მაგრამ აი ეგ ანჩელოტიც კი არ მუშაობს ეგრე და არ ითხოვს უსიტყვო მორჩილებას პირველი დღიდან, იმიტომ რომ ავტორიტეტია და არ ჭირდება. დიდი საქმეები გაკეთებული აქვს. და მაგას დამსახურება უნდა. მაგრამ რა ანჩელოტი, შორს მიდიხარ როცა მანდ იყო სპალეტი. აი სპალეტი, ბიძია ნამდვილად პატივს ცემენ სუყველა. ეს ვინაა საიდან მოვიდა, აზრზე არაა ავტორიტეტი ეგ არაა და პირველი დღიდან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. მეორე პუნქტიც სუფთა მახეა. რაც არ მოინდომოს ფეხბურთელმა სერიოზულობა, მაინც შეეძლება მაგის ვერ დანახვა და ბრალის დადება რომ საკმარისად სერიოზულად არ უდგება და შესაბამისად სკამზე დაჯენა. მესამე პუნქტი პროსტა პიარი ვითომ აი რა სამართლიანი მწვრთნელია. მაგრამ საბოლოოდ დაისმის ყველაზე დიდი კითხვა, საერთოდ ეს 3 ახალი წესი და ეს ამბავი გასახდელიდან ვინ გამოიტანა? და პრესაში რატომ ქვეყნდება, გასახდელში და გუნდში რაც ხდება ხომ ყველაფერი დახურული უნდა იყოს და შიდა სამზარეულოს საქმეა, მაგრამ კონკრეტულად ეს 3 ახალი წესი რატომ გადმოფინეს საჯაროდ პრესაში და რატომ უნდა ვიღაცას რომ ხალხის მასებმა გაიგონ. პიარი ჭირდება ვიღაცას, და წინასწარ თავის მართლება. მოკლედ ვნახოთ რა გამოუვა. სპალეტის ნაირი კარიერის აიწყობას ცდილობს კალცონა
არგუტი
სრულად ვეთანხმები ?.?.?. -ს .ჩემი მხრივ დავამატებდი:კი მაგრამ ეს ყვალაფერი ხომ ასე უნდა იყოს,მოყვარულებით დაწყებული,პროფესიონალებზე,ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.თუ ეს ყველაფერი ნაპოლიში მოშლილი იყო,აქამდეც როგორ მოვიდნენ გასაკვირია.ვნახოთ ყველაფერი მალე გამოჩნდება.
ბარემ
ბარემ მოსე დაენიშნათ უფრო მეტი წესები ქონდა, არა კაც კლა და ა.შ.
ეხხხ!
ავად ხარ, ავად!
ნეაპოლი
აი ღარიბი შეუმდგარი ქართველები შემოსევიან კომენტარებში..ინტერნეტის შესაძენი თანხა ვინ მოგცათ თქვე უბადრუკებო?რათქმა უნდა ყველას არ ეხება…
გოჩა
კალცონა სახუმაროდ გაქვს საქმე შე უბედურო?მაგ სიმკაცრე გამოიჩინე იმ უპატრონოების მიმართ ვისაც ფეხბურთის არაფერი გაეგება სიცხეში და ცივ შხაპზე ფიქრობს მარტო.ხვედელიძეს დაანებე თავი შენზე უკეთესად იცის დაცვას მიხედოს თუ თავდასხმას
სერჟიკია
ამ სამიდან ორი ხვიჩამ უკვე დაარღვია,ვნახოთ რა იქნება მომდევნო დღეებშჭი.

მოკლედ ნაპოლის საქმე ძალიან ცუდად არის, სპალეტი გარსიათი შეცვალა, გარსია მაცარით და ბოლოს არშემდგარი ფეხბურთელი და მუდმივი ასისტენტი დანიშნა, თანაც შეთავსებით. სანამ ეგ თავისი ეგოს დაკმაყოფილებას მოახერხებს ძალით, მანამდე სეზონიც მორჩება და წავა თავის გზაზე, ავტორიტეტი კი ვერასდროს გახდება - ავტორიტეტს საქმით მოიპოვებენ და არა საკუთარ წესებად ზოგადი ანბანის გამოცხადებას. 55 წლის დამწყები მწვრთნელი არ გაიშვას არსად.
სოსო
მწვრთნელის მხრიდან სრულიად ტრადიციული და ლეგიტიმური მოთხოვნებია,მაგრამ დე ლაურენტისიც სრულიად იზიარებსო,ამ მიდგომას,რომ სწერია,ამან ძველი პოლიტიკური ანეგდოტი გამახსენა: სტალინი და ამერიკის პრეზიდენტი,რუზველტი,ერთად არიან და რუზველტი თავს იწონებს, ამერიკული დემოკრატიით:ჩვენთან,ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს თეთრი სახლის წინ,ღობესთან და იყვიროს,ძირს, პრეზიდენტი რუზველტი!-მერე რა?! არ გაიკვირვა სტალინმა,კრემლის წინ თუნდაც 1000 კაცს შეუძლია მოვიდეს და იყვიროს:ძირს პრეზიდენტი რუზველტი! სადაც დე ლაურენტისია,იქ ვინმეს პატივისცემა როგორ წარმოგიდგენიათ?ზელინსკის სცემს პატივს?ხვიჩას?ჯუნტოლის თუ სპალეტის?არ იმსახურებდნენ?ეს დისციპლინის გამკაცრება,ისევ და ისევ,ფეხბურთელებისათვის ხელების გადაგრეხვას და დაშინებას ემსახურება.რამდენიმე თამაში,შესაძლოა რაღაცა ეფექტი ჰქონდეს კიდეც,მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში,ფეხბურთელები ყველაფერს გაშიფრავენ და კლუბიც მთლიანად აფეთქდება.დე ლაურენტისი შესაძლოა იმედოვნებნს,რომ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე,ნაპოლისაც ჩართავენ,ამით 100 მილიონზე მეტს იშოვნის და საამისოდ,ასეთ რადიკალურ ნაბიჯზეც მიდის,მაგრამ თუ არაფერი გამოუვიდა,მაშინ ყველაფერი თავზე დაემხობა.ასეთ ადამიანებს სიხარბე და პატივმოყვარეობა ღუპავს ხოლმე.
დრანდელი
ავადმყოფური ლოგიკის ნომუშია ქართველობაზე ასე მსჯელობა.ტვინი,პირი და ენა გაქვთ გამოსარეცხი,მით უფრო თუკი ეთნიკურად ქართველი ხართ...
alexandre
თუ უცენზურო კომენტარები იბლოკება, სხვისი სახელით დაწერილი ასევე უნდა დაიბლოკოს
ავლიპი ზურაბაშვილი
ვა! ნაპოლეონ! გიცანი.
ლაშა
ეეჰ, ხვიჩა ძმაო! აქაური "პრაფესორები" არა მგონია შეგეშვან, რადგანაც უყვართ "მარგალიტების" ფრქვევა. ისე მართლა კაი გაძლება, შენ ხვიჩა!
ქ. გ.
თქვენ თვითონ დაისჯებით, კაცუნა Cazzo-na და ეშმაკუნა აურია-ელიო. გაისად ნაპოლი გავარდება SeriaB-ში.
ხვიჩა კვარაცხელია!
ნეტავ, იცოდეთ როგორ მომაბეზრეთ თავი ყველამ? ყველა შემეშვით, აღარ მინდა თქვენი ქება, ჭკუის დარიგება! პატარა თუ დიდს, ვისაც არ ეზარებათ ყველა მასწავლის თუ როგორ უნდა ვითამაშო, ეს უკვე ნამეტანია! ისე იზავთ, რო ფეხბურთის თამაშს შემაძულებთ! წნეხის ქვეშ ვიმყოფები, თუ ქართველი ფანების მხრიდან და თუ აქაური იტალიელი ქომაგების მხრიდანაც, ამდენს ვეღარ ვუძლებ და ამიტომ ჩემი თხოვნაა მაცალოთ თამაში და ნუ ერევით ჩემს საქმეში და ასევე პირადშიც!
ჰაჰა
გვეკაიფებიან? გეგონება სხვა მწვრთნელები ითხოდნენ:1) მწვრთნელის მითითება არ შესრულდეს, 2) მაქსიმალური არასერიოზულობა საქმისადმი, 3) დაშლილობა და ერთმანეთის უპატივცემულობა.
SOS!!!
რას ერჩით, სწორი გადაწყვეტილებაა, დისციპლინა წარმატების აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი! კალცონას თავიდანვე ასე უნდა დაეწყო!
Gio
ესეთი წესი ქონდა ახალკაცს დინამოში
გოგია
გროზნი კარლსონა. ეს პრაპორშიკად იქნება ნამუშევარი ჯარში. ნამეტანი მკაცრია :) გუნდს რამე სასიკეთო დაატყოს და თუ უნდა, ნორმატიული აქტები გამოსცეს და გასახდელში ჩამოკიდოს.
უმადურების პრეს ცენტრი......
სერია ბ გარანტირებული გაქ კალცონ.. შემდენი სეზონიდან .. ეხლა ვერ მოასწრებ გავრდნას მარა მომავალ წელს უეჭველი სერია ბ- ში გიხილავთ .. ხვიჩას კი ისეთ გუნნდში სადაც დაფასებენ.. ბარას თამაშზე ხეტაფესთან ლევანდოვსკის გუშინ ერთი კაპიკის არფერი გაუკეთებია მარა არვის შეუცვლია რადგან აფასებენ, არც ბაპეს გამოდიოდა რამე ზოგჯერ მარა არავინ უბედავდა იმს რაც ამ კალცონიკომ გაბედა.. რასქვია გვარს არაქ მნიშვნელობა.. გვარს როაქ მნიშვნელობა იმიტომ აიღო ნაპოლიმ სკუდეტო თორე ისინი იქ ყველა იყო სხვა წლებში. უნდა გადავიდეს ამ უმადურებისგან.. თუმცა აქ რატოუნდა დარჩეს იტალის ჩემპიონი გახდა, საუკეთესო მოტამაშე გახდა და ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეტესო მოთამაშე.. მეტი რაუნდა ქნას ამოწურა იტალია ეხლა სხვა ქვეყნის ჯერია.. ლიგას კი ამ უმადურებში მაინც ვერ მოიგებს. წავიდეს უნდა
დრანდელი
პროფესიონალიზმისა და პროფესიონალის ანა-ბანაა...
კ ო მ ბ ლ ე
და ყველა სოფელს ხუთი მილიონიო. ტიტუუუ იცით რამდენიააა?
ტფილისელი
ქართულის გულისა და სულისთვის უცხოა ეგ წესი.
kombato
auuf mazgachizmi,didi rame axali tkva axla amanac
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ეს სირცხვილია" - რა თქვა კალცონამ "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ?
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა კალცონამ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა
კალცონამ განმარტა, რატომ შეცვალა კვარაცხელია
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...
"ვარჯიშზე ფეხბურთელებს ეჩხუბა და ახალ მეთოდს მიმართა" - რას წერს იტალიური გამოცემა კალცონაზე?
"მელოტი არარაობა და გეი ხარ" - კალცონას ინგლისელმა ფეხბურთელმა შეურაცხყოფა მიაყენა