სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლის“ გასვლაზე „კალიარისთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 1:1.

მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა ხანში "კალიარიმ" კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში თვალსასეირო ვერ იყო, ნეაპოლელებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, შემდეგ ვიქტორმა რასპადორის პასი გამოიყენა და სკუფეტის კარი დალაშქრა. „ნაპოლი“ უკვე დაეუფლა უპირატესობას, ოსიმენმა ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი. 72-ე წუთზე კალცონამ „კვარა“ პოლიტანოთი შეცვალა. შემდეგ პოლიტანომ და ასევე შეცვლაზე შესულმა სიმეონემ შანსები ვერ გამოიყენეს, ბოლოს ლუვუმბუმ ჟუან ჟეზუსის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

„ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

კალიარი. „სარდინია არენა“

კალიარი - ნაპოლი 1:1

გოლები: 0:1 ოსიმენი (65), 1:1 ლუვუმბუ (90+6)

სოსო
რა გითხრა,რით განუგეშო?დავწერე,ვერ გაიგე,აგიხსენი,მაინც ვერ გაიგე და მეტი,მხოლოდ შენი თანაგრძნობა შემიძლია გამოვხატო.სწორედ ამას ვჩივი მეც და ის სტატისტიკის სამსახურიც,ვინც ეს გამოკვლევა ჩაატარა.
ბადრი
ვარსკვლავური სინდრომი ჭირს უკვე. ესაო და თამაშიდან გაყვანა როგორ მაკადრესო, გაიყვანეს და სათადარიგოთა სკამზე თანაგუნდელებთან დაჯდომა არ იკადრა, იქვე ჩამოჯდა მინდორის კიდეში, გაუთავებელი უაზრო გაპროტესტება, ასე შემდეგ და და ასე შემდეგ.
ბადრი
მერე სხვა გუნდში არ დაუყენებენ 2-3 მოთამაშეს?
bebe
ნაპოლის დაცვა ზეროოოოოოოოოოოოოოო
სოსო-ს
რას წერ არ იცი და აზრი როგორ უნდა გამოიტანო? ისე რამდენიხართ ეს სანაიას მიმდევრები?
Dato
საღოლ მათე, იმენნა ეგრეა ღაც Dაწერე…
ვანჩოპე
ნახეთ მწვრთნელის მოტივირება და ტაქტიკა. რა დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს კლოპმა თასი მოოგო. ლიდერები ტრამვირებული იყვნენ და მეორე გუნდიდან 4 თინეიჯერი გადმოიყვანა. თითოეულის ფასი 300კ არ აღწევს. მაგრამ საუცხოოდ ითამაშეს და მოიგეს. სპალეტი საშუალო დონის მწვრთნელი იყო და ათამაშა კვარა. ამიტომ ვიძახი მნიშვნელობა არ აქვს სად გადავა კვარა მე კი მინდა ლივერპულში მაგრამ მაინც. მთავარია კარგი მწვრთნელი იყოს და ეს დაუმუშავებელი მარგალიტი დაამუშავოს და ნამდვილი ხვიჩა გამოძერწოს აქვს ამის პოტენციალი

პირიქით ეგ გუნდისთვის უკეთესი უნდა იყოს თუ ერთ ფეხბურთელს 3 დასდევს. ოსიმინია, პოლიტანო, რომელიც ბოლო თვეებია ხვიჩაზე უკეთესად გამოიყურება. ნაპოლი კი არის, მაგრამ არც ისეთი ცუდი ფეხბურთელები ყავს. რპმ თქვა ხვიჩას გადაეკიდნენ მარტოო. თან ამის გამო ვერ თამაშობს გუნდიო. კალიარი რომ კალიარი ისიც კი ისარგებლებდა იმით რომ მის თუნდაც წამყვან ფეხბურთელს სამი კაცი რომ მისდევდეს.
სოსო
საქართველო,მსოფლიოში შემოწმებული 110 ქვეყნიდან 89-ე ადგილზე ყოფილა, წაკითხულიდან აზრის გამოტანის თვალსაზრისით.ეტყობა არც შენ ხარ იმ სიაში,ვისაც წაკითხულის კარგად გაგება შეუძლია.მე ის ეპიზოდები შეგახსენეთ,საიდანაც დასკვნის გაკეთება მოვახდინე,შენ კი,ამ დასკვნებიდანაც ვერ მიხვდი,რატომ მოვიყვანე ეს ეპიზოდები.იმაში კი მართალი ხარ,წერაში ხომ არ ვარჯიშობო.წერა,აზრის უკეთ ჩამოყალიბებაში გეხმარება,კითხვა კი,აზრის გამოტანაში.წიგნებს ფეისბუკი და ინტერნეტი ვერასოდეს შეცვლის,სწორედ თავისი ზედაპირულობის გამო.ამის არცოდნის და არკეთების გამოა,აზრი რომ ვერ გამოაქვს,ამდენ ადამიანს და აქ დადებული პოსტების ნახევარს,სასვენი ნიშნების გარეშე რომ აქვეყნებენ.
ადამიანი
კიდევ ვიტყვი კვარაცხელიას სტატიებით სულ გააფუჭებთ. 72 წუთი 2-3 კაცი ყოველთვის დასდევდა და ფეხი არ გაანძრევიეს....ჯუღელს და მამამისს უნდა წაეყვანთ სხვა გუნდში გამდიდრება რომ მოინდომეს ...რატო დავწერ კვარაცხელია და ოსიმენი არიან ნაპოლიში გამორჩეულები დანარჩენები ვერა ჩვეულებრივი მოთამაშეები არიან და მოწინააღმდეგეს ყოველთვის ყავს 2 დამცველი..რომ კვარაცხელიას დაუდგნენ..ამიტომ ჯობია გადავიდეს ისეთ გუნდში რომ შეტევაში არც ერთ დამცველს არ ყავდეს მიმაგრებული 2 ყველა ძლიერი რომ არის ეს მიახლოებით..... დღეს რომ გაიყვანა ხვიჩა იმიტომ შეუტია ნაპოლი თავისუფლად რომ თითო შემტევს ერთი დამცველი ყავდა და უფრო უადვილდებოთ მომენტების შექმნა...სპალეტი ამას კარგად ხვდებოდა და იყენებდა სხვა ბიჭებსაც...შედეგიც მიიღებს. კვარა ჯობია წავიდეს მაგ გუნდიდან თორემ ძაან მოუკლებს. მედიას მივმართავ გთხოვთ ამ გვერდზე რომ შემოვდივარ სულ კვარას სტატიები.გეყოთ ყველას გეყოთ ნუ გააფუჭებთ ამ ბავშვსს ....ნათქვამია შეძახილმა ხე გაახმოო.....
არგუტი
ხვიჩას უფერული თამაში ფსიქოლოგიურ და აგრეთვე მწვრთნელის პრობლემებით მგონია გამოწვეული.იცვლებიან მწვრთნელები ,არ იცვლება ხარისხი,არ იცვლება სტილი ,არ იცვლება ტაქტიკა.ხვიჩას და ოსიმენის სისწრაფის შემტევები რომ გეყოლება კონტრშეტევა როგორ ვერ უნდა დაამუშავო და დაამუღამო? თვითონ ხვიჩამ(თუ მწვრთნელი ვერ ტვინავს) აიღოს თავის თავზე ,მოელაპარაკოს მეკარეს და ბურთის ხელში დაჭერის შემდეგ სიჩქარეაკრებილს (და არა თავჩაღუნულ და მოსიარულე) მისკენ გადააგდოს სწრაფად ბურთი.ეს ხომ მარტივზე მარტივია და ამას თუ ვერ მოახერხებ წარმატებებზე ფიქრსაც უნდა დაანებო თავი.სხვათა შორის წელს ნაპოლის საუკეთესო თამაში გასვლაზე მილანის წინააღმდეგ ვიხილეთ,სანამ ბურთს გაუშვებდნენ.მაგრამ ლობოტკას ერთმა ჩაძინებამ ყველაფერი გააფუჭა.ნაპოლი თამაშობდა მაღალი ინტენსივობით,სწრაფად,კარგი პრესინგით.ე,მაგრეთქო,აქედან ვეძახდი აღფრთოვანებული.ტაქტიკა კი იყო---4-4-2.მაგრამ მარტივმა შეცდომამ ყველაფერი არია.მაცარი შეშინდა და მეორე ტაიმში დაუბრუნდა 4-3-3-ს.და დაიწყო ჩვეულებრივი ,ძველებური ღოღიალ-ბოდიალი.თამაშიც ისე დამთავრდა .არც კალცონა აპირებს მგონი რაიმეს შეცვლას და ალბათ სეზონის ბოლომდე მოგვიწევს ნაპოლის სვარკების ყურება.
დავითი
წარმოუდგენელი შეუსაბამობაა ნაპოლიში ფეხბურთელების ხარისხსა და მათ ანაზღაურებას შორის.სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი,რომ კვარაცხელია შარშანდელივით ვეღარ ბრწყინავს.როგორ შეიძლება ოსიმენს 6-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს,ჟელინსკის და პოლიტანოს 4 -ჯერ მეტი,რასპადორის და სიმეონეს 3-ჯერ მეტი და საერთოდაც ხვიჩა ყველაზე დაბალ ანაზღაურებას ღებულობს.ბებერი თაღლითი და უსამართლო კაცია დე ლაურენტესი,სამართლიანი იქნებოდა,რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ,როდესაც ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა,მისთვის ადეკვატური ხელფასი გადაეხადა.როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი და წარმატებული იყოს უსამართლო,მჩაგვრელ და ღირსების შემლახავ გარემოში.დე ლაურენტესი ყველაფერთან ერთად უტვინოც არის.თუ ხვიჩა ძველებურად ვერ ათამაშდა,მისი ფასი დაეცემა და 10 მილიონადაც ვეღარ გაყიდის,მაგრამ ის აგრეთვე ბოღმა და ბოროტი ადამიანია,ვხედავთ როგორც ექცევა ის ჟელინსკის.გუნდი,რომელშიც ასეთი რაღაცეები ხდება წარმატებული ვერ იქნება ვერასოდეს.
ელიასი
უკანასკნელი 34 წლის მანძილზე არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იმსახურებს პატივისცემას შოთა არველაძისა და თემურ ქეცბაიას გარდა. ჯერჯერობით ასეა და ახლო მომავალსაც ასეთი დაფჩენილი პირი უჩანს. კიდევ ერთიც მაინტერესებს: რა ჯანდაბად გინდათ ამ მათხოვრების ევროზე გასვლა? მაზოხისტები ხართ და ძალიან გინდათ ნერვები მაგრად დაიგლიჯოთ? თუ კალაძისა და კობიაშვილის სამთვიანი გადაუღებელი ტრაბახით გინდათ ამოივსოთ გულის კუჭი?
დურუ
წესით ნაპოლის ბარსასთან უნდა წაეგო, მაგრამ შემთხვევით გაუმართლა და ეს გამართლება ტაქტიკურ გამარჯვებად ჩაუთვალეს კალცონეს. ამჟამად საქმე პირიქით იყო, კალიარი აგებდა და წინ უნდა წასულიყო, სწორედ ასეთ დროს იყო საჭირო კვარა ოსიმენი და სწრაფი რასპადორი, კალცონემ მათ ნაცვლად შემოიყვანა ფეხბურთელები, რომელთაც პრესინგი ეხერხებად, მაგრამ ბურთის წინ წაღება არა და მოხდა ის, რაც როდისმე უნდა მომხდარიყო. როგორც ეტყობა კალცონეს ანტიფეხბურთის თამაში თამაში ეხერხება, ხოლო ფეხბურთის ნაკლებად
მინდია
მათე კი არა,ბოთე ხარ შენ...
rigiti
მწვრთნელების სასაფლაო!!! ეს შეცვლების დიდოსტატი სადღა იპოვა პროფესორა ლავრენტამ... დდდ!!! სანამ ხვიჩასთან არ დაალაგებს სიტუაციას ეს წუწურაქი მანამ არაფერი ეშველება არც მას და არც ნაპოლის! ამ მწვრთნელების იმედი არ მოუშალოს ღმერთმა, ფერი ფერსაო, ერთი მწვრთნელებსა ცვლის უპრაგონოდ მეორე ფეხბურთელებს, მესამე ხმა ნაღდად აკლიათ....
გოგა
კალცანოს მიცემს ამაღამ ლაურენტესი ამაღამ კაი საწუწნავს:)
inviz9
მამუკა ჯუღელის დდდ.... მონობაში გაყიდა ბიჭი თანაც 5 წლით!!! მამელუქად აქცია და კიდევ "ჩამშვებობა-ბოზობას" მიჰყო ხელი ხვიჩა მოიშორე ეგ აგენტი -მამაშენი აღარ ჯობია მაგ გლეხ მამუკას? და იქნებ მაგ გუნდიდანაც მოახერხო წასვლა-საუკეთესო წლები გეკარგება დანარჩენი კი შენზეა-უბურთოდ მოძრაობა და გახსნა და დარტყმაზე მუშაობა (პადიომითაც დაარტყი, რომ ძალა მისცე ბურთს, მარტო "ბაჩოკით რომ ურტყამ ხოლმე)
კკკ
კაცუნა
სოსო-ს
რატომ გგონია რომ თამაშს მარტო შენ უყურებ და დანარჩენები რადიოში ვუსმენთ?))) თუ წერას ეხლა სწავლობ?)))
OsimheN1
ახლა უკვე საქართველოს დროშიან შიტოკებსაც ვეღარ ატარებს? ხო, ასე ჯობია - ამძიმებდა ალბათ.. საწყალი ღამურები ))
სოსო
ნაპოლის დაცვის ცენტრი,რეალუტრად უბედურების ზონის ცენტრია.ჯერ იყო რაჰმანის ეპიზოდი,როცა თამაშგარემ გადაარჩინა და ავტოგოლი გაუქმდა,მერე კი,უკვე ჟესუსმა და მასთან ერთად,ნაწილობრივ რაჰმანმა,თავისუფლად გაატანინეს გოლი მეტოქეს.შეტევაშიმ,რამდემჯერმე იყო ,როცა ერთი ერთზე მცველთან მყოფი ხვიჩა პასს ითხოვდა,საკმაო სივრცეც ჰქონდა,პასის მისაღებად,მაგრამ პარტნიორებმა ყურებიც დაიხსეს და თვალებიც დაიბრმავეს,პასი არ მისცეს და ვერც თამაში გამწვავდა.დაახლოებით 1 საათის შემდეგ,ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე გადავიდა,კარის წი,საგოლე პასი გაუკეთა ოსიმენს,მაგრამ ოსიმენმა დარტყმას ძალა ვერ მისცა.ძალიან მალე,ოსიმენმა შექმნა ძალიან სახიფათო მომენტი,ზედიზედ ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი,მერე კვარამაც სცადა დამატება და მცველმა გამოიტანა კარის ხაზიდან,მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.უკვე ამის შემდეგ,რასპადორმა მოპარა ბურთი მცველს,ჩააწოდა კარის უკანა ძელთან მცველისაგან გაპარულ ოსიმენს და მანაც გოლი შეაგდო.ამის შემდეგ,კალცონამ შეცვალა კვარა,ოსიმენი,რასპადორი და ნაპოლი თამაშის მოკვლას შეეცადა,კონტრშეტევებზე საგოლე შანსები კი,იმის გამო გაანიავეს,რომ ყველა თვითონ ცდილობდა გოლის გატანას და ერთმანეთს საგოლე პასები არ მიაწოდეს.შედეგი ლოგიკური იყო.ის მოხდა,რაც უნდა მომხდარიყო და ნაპოლიმ გამარჯვებნა დაკარგა.იმ მომენტებში,კვარა ოსიმენი და რასპადორი რომ ყოფილიყვნენ,სწორედ პასებს გაუკეთებდნენ,ერთმანეთს და გოლებსაც გაიტანდნენ.ყოველ შემთხვევქაში,როცა მოედანზე იყვნენ,სწორედ ასე მოიქცნენ.ჰოდა გამოდის,რომ ეს დაკარგული ქულები,კალცონას ამბიციების დამსახურებაა.გასაგებია,რომ არეულ გუნდში სიტუაციის მართვის საკუთარ ხელში აღება უნდა,ეს სწორიც არის,მაგრამ დე ლაურენტისს თუ აჰყვა,წინამორბედების გზას გაიმეორებს.დღევანდელი მატჩი,პირველი სიგნალი იყო,მისთვის.დღეს 70 წუთი ათამაშა,ეს სრულიად საკმარისი დროა,ფორმის შენარჩუნებისათვის.ჩვენთვის კი,მთავარია ხვიჩა სანაკრებოდ ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი ჩამოვიდეს.მწვრთნელი თუ დისციპლინას დაამყარებს და მეტს ავარჯიშებს,ეს უკეთესიც იქნება.მერე კი,კვარა მაინც უნდა წამოვიდეს ნეაპოლიდან.მანდ დარჩენა აღარ შეიძლება.აღარ ღირს.
მაგდანა
იმიტომ არ უნდა შეეცვალა, რომ ის არ მიეღო რაც მიიღო, მაგრამ კარგია რაც მიიღო და მივესალმები. კვარაზე, რომ ამბობ, ჯერ იმის კალცონას ხეპრე სიფატს შეხედე და მერე ხვიჩას სახეს. თუ შეგიძლია დანახვა საერთოდ. არ გავარტყი კალცონებში და პანტალონებში მაგ სახდარს
ბორდო
რატომ არ უნდა შეეცვალათ მოსიარულე გაურკვევლობაში მყოფი.აი თმის გასწორებაში საოცარი შედეგები ქონდა..
საქართველო უპირველესად
ახლა მთელი საქართველოს და ასევე ხვიჩას საზრუნავია, რომ როგორმე საქართველო გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე!!!

მიდი კალცონა მიაწექი, სუპერ ტაქტიკოსი ხარ! ბარსასთან გაუმართლა და კალიარისთან, რომელიც ბოლო ადგილზეა ჯერ რა ითამაშა და ნაჩუქარი გოლი ვერ შეირგო თავის "დიადი ნააზრევის" დამსახურებით. იმის მაგივრად, რომ ნახევარდაცვა გამოეცოცხლებინა (ლობოტკა, ანგისა განსაკუთრებით), რომელიც ყველა აჩქარების მერე შუაში შემოტანილ პასს უკან აბრუნებდა და შლიდა საკუთარ შეტევას, კვარა და ოსიმენი მოხსნა თამაშიდან. ისე რა მოლოდინი უდა გვქონოდა კალცონასგან, რა დონეც არის იმ ანტიფეხბურთს თამაშობს ნაპოლი, საკვირველი ის იქნებოდა კვარასნაირებმა რომ მაგრად ითამაშონ მისი მწვრთნელობოთ.
tobo
შეცვლების მეფე კალცონა.დდდდდდდდდდ
მაგდანა
კალცონას გამოტაყვანებული სიფათის კიდევ უფრო გამოტაყვანებული გამოხედვა - გოლის გარჭობის შემდეგ - რას გაასწორებს, ეგ სახედარი ეგა :)
მათე
იკავებს ნელნელა იმ ადგილს რასაც თავის თამაშით(თუ ართამაშით) იმსახურებს. იქნებ ცოტა გონს მოეგოს, უაზროდ რო დააფაჩუნებს აწეთ იქეთ მინდორზე დს ვერაფერი გაუკეთებია:)… თორე ვიხილავთ მაგას ზუგდიდის “ოდიშის” კაპიტნად,… ძირითადში ოღონდ:)…
ნუკრი
კარლსონ მოქოქე შენი ვენტილატორი გაფრინდი სადმე.
ბესო შიოშვილი
პირველი სეზონის ნახევარი ითამაშა თავისი ფეხბურთი! მერე შიგა და შიგ ჰქონდა გამოვლინებები და საბოლოოდ დაამთავრეს და ჩააქრეს ამომავალი ვარსკვლავი! დაიწყო სპალეტიმ და ამთავრებს ვიღაც მალცონა! ეეეჰ, ბავშვობის აღტაცებავ! ნიჭი მაინც თავისას იზამს! აი ნახავთ!
ანდრო
სარდინიელების სარდელი კალცონას კარსონებში
სარდინიას გაუმარჯოს!
ჯიგრები სარდინიელები, მაგათ შემოვევლე, ჩახადეს კალცონას კარსონები, ჯიგრები
დრანდელი
ატა ვინმე სხვამ,არამედ პოლიტანომ წააგებინა გუნდს,როცა აშკარად იღორა და არ გაატანინა მეორე და თამაშის დამამთავრებელი გოლი კარის წინ ეულად დარჩენილ სიმეონეს.... ხვიჩას შეცვლას კი, ჩემის აზრით,არავითარი ობიექტური მიზეზი არ ჰქონია.სამწუხაროდ,აშკარად მიჰქარავს მწვრთნელი
ქომაგი
მართლა კაცუნა ყოფილა ეს კალცონა. სამაგიერო გადაუხადა ხვიჩას და ზურგშექცევით დახვდა მოედნიდან მისი გასვლის მომენტს. ასეთი მიდგომით გუნდს ააშენებს კი არა, ბოლომდე დაანგრევს. ფსონს ჩამოვდივარ, რომ სეზონის ბოლომდე ესეც გაიზიარებს გარსიას და მაცარის ბედს. ხვიჩაა ცოდვა, ამ საგიჟეთში რომ მოხვდა. მას სჭირდება გუნდი, რომელიც გამართულ ფეხცბურთს თამაშობს და თანამედროვე ფეხბურთის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - დაცვიდან შეტევაზე სწრაფ გადასცლას ცდილობს და ახერხებს. ეს ნაპოლი კი საერთოდ არ ფიქრობს სწრაფ კონტრშეტევებზე, მოედნის ცენტრში მოპოვებულ ბურთს მეკარეს უბრუნებენ და სიღრმიდან მცველებს აწყებინებენ ახალ შეტევას. აქედან რაც გამოსდით, კარგად ეტყობა სერია ა-ს ცხრილს.
Რაგბის ფანი
ახლა ზოგიერთი "ჭკვიანი" დაწერს, კვარას გამო ვერ მოიგესო. სათადარიგოთა სკამიდანაც გოლი უნდა გაეტანაო :დ
მამუკა
რატომ არის ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რეალი 2:0, 3:0-ც რომ იგებს ასე ერთბაშად მთელ გუნდს არ ცვლის, ამან ადგა და ვინც კი ბურთს იჭერდა ყველა შეცვალა 10 წუთის განმავლობაში, 5 ახალი მოთამაშე რომ შემოგყავს სანამ ისინი ჩაერთვებიან თამაშში კა გაუშვეს გოლი
გიორგიპირველი
მეტის ღირსები არიან - გოლს რომ გაიტან და ლოგიკურად, მეტოქე იძულებულია შემოგიტიოს, სივრცეები გაჩნდება, თამაშის ბოლოს მცველებსაც დაღლილობა დაეტყობათ და მაგ დროს კვარაცხელიას ტიპის მოთამაშე გაგყავს, აუცილებლად უნდა დაისაჯო!
gulshematkivari0703
აბა ახლა რას იტყვის ვაჟბატონი "პიჟამო" თუ კალცონი. პ.ს. კიდე ხვიჩას დაჯარიმებას განიხილავდნენ მას მერე...
SS
კალცონას შეუძლია გამოიძროს
გოჩა
კალცონა დაანებე ხვიჩას თავი
გიო
კვარა და მერე ოსიმენი რო გაიყვანა დაისაჯნენ მაგიტომაც . ძალიან სუსტი მწვრთნელია.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ნაპოლის" ტრანსფერები - "პარტენოპეიმ" 2 ფეხბურთელი დაიმატა, 1 კი გაუშვა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო
[VIDEO] როცა ქალაქის მერი "იუვენტუსის" ფანია - რა გაუკეთა მან ნეაპოლელებს "კალიარისთან" საჩემპიონო მატჩის დროს
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ