"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა, განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

დო მაჟორი
ჩემი აზრით, აუცილებლად მოენატრებათ ნაპოლი, რომელშიაც ხვიჩამ ფანტასტიკური თამაში აჩვენა! აი მაშინ მიხვდებიან "კარი ღიაას" უმადურ შინაარსს! რეალურად, ამ სიტყვების დამსახურებული ადრესატი არის ლაურენტისი, ბრიყვული მენეჯმენტის გამო!
გიონასყიდა
გადავა მალე სხვა გუნდში
გელა
ამ ბიჭს უნდა ფსიქოლოგი.არაფერი ცუდი.უბრალოდ ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანი მეტ ნაკლებად წნეხის და ზეწოლის ქვეშაა.თამაში,რომ იცის უდავოა და არც საკამათოა.რა გახდა ერთი ადეკვატური და პროფესიონალი ფსიქოლოგი ამ გუნდში.რაღაცამ გაახმო,გადაადნო ეს ბიჭი და მიხედეთ კაცო.რა გახდა ესეთი უსაშველო
ზოსიმე
ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა დააფასეს და საუკეთესოდ აღიარეს წინა სეზონში ეხლა საერთოდ რომ ვერ თამაშობს ამას რად უნდა პროფესორობა
ქართველი
ხვიჩა წარმატებები ძმაო .გული არ გაიტეხო.შემოგევლე.
რეზ
არაა "ნაპოლი"ხვიჩას გუნდი!
გელა
დაანებონ ხვიჩას თავი, ვისაც კარგი ხელფასები აქვთ(მთელ გუნდს), იმათ მოსთხოვონ უკეთესი თამაში.
nika
საერთოდ არ გესმის ფეხბურთი- ოფიციალური სტატისტიკა ნახე, ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს, რა კაცს ვერ სცდება
სოსო
ზოგიერთ აქ შემომსვლელთან შედარებით,ვირი კომპოზიტორია!
სახელი
არ მგონია რო კვარა სპეციალურად თამაშობს ცუდად. ალბათ რამე აწუხებს, მაგალითად, მწვრთნელების ხშირად ცვლილება, თორე "დღეს რაღაც მომწონს და კარგად ვიმუშავებ, მაგრამ ხვალ თუ არ მომეწონება - ცუდად... "ასეთი დამოკიდებულება ძაან ბავშვურია, არაპროფესიონალური და ბევრ დადებით თვისებას გადაწონის.
დავით 67-ს
აი რომ წერ კვარა ათამაშდება ძველებურადო და ვისაც ეს არ გინდათ, უბრალოდ უვარგისები ხართო... შენ ეხლა მართლა გჯერავს რომ აქ აკომენტარებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ კვარას კარგი თამაში და თუ კარგად ათამაშა სწყინთ??? ანუ თუ ადამიანმა ოდნავი კრიტიკა გაურია დაწერილში ესე იგი კვარა არ ევასება და უნდა რომ ფეხი მოტყდეს??? აი რა ჰქვია ასეთ საქციელს, ეჭვიანობა? გაუნათლებლობა? წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარის არქონა? სად ჩნდება და საიდან მოდის ასეთი ხალხი...
კობა ბაღდავაძე
კარი ღია... კვარას ვეტყოდი ქართველი ერთი გულშემატკივარი მის გვერდითაა... უბრალოდ იცოდეს ერთი უბრალო და ამავ დროს ბევრის მთქმელი ანდაზა რაც არ უნდა ხდებოდეს ყველაფერი მაინც უკეთესობისაკენ მიდის... და მთავარი როცა ბევრი წინააღმდეგობანი გხვდება იცოდე წარმატება ახლოსაა....
კოლა
აქ ერთი მომხმარებელი წერს კომენტარებს ნეაპოლის ნიკით. ადამიანებს, ვინც ფინასურად ძლიერი არაა, შეუმდგარ ქართველებს უწოდებს და ცდილობს დაამციროს. თავის თავს შემდგარად მიიჩნევს, ბუნებრივია. მინდა დავეთანხმო, რომ ის ნამდვილად ყველაზე შემდგარი და შეყენებულია, ვინც კი აქ კომენტარებს წერს.
giorgi
სიამოვნეით ვიხილავდი სხვა გუდში ლობოტკა ანგისა რაჰმანმა დამღალა
bebe
კვარას ერთადერთი პრობლემა არის დაუფასებლობა, მას სჭირდება ღირსეული კონტრაქტი
ლაშა
სოფლის გუნდი... ხვიჩას არანაირი ფორმა არ დაუკარგავს.. თქვენ ისე გესმით ფეხბურთი როგორც ვირმა ფანდურზე დაკვრა... ხვიჩა სწორად იქცევი
ვახტანგ
ფაქტია რომ აღარ თამაშობს.... სერიოზულად გაზარმაცდა..ეგრე ვერსად ვერ გაფრინდება, კაროჩე ატრაკებს,ქებამ აწყინა!!!!
ლევანი
ეს არის Areanapoli-ს ჟურნალისტური ხედვა. და რა მერე? ასეთი "ბალანდა" ბევრი დაიწერება კიდევ. და მის მიხედვით იცხოვროს? გაიარონ რა. კი ბატონი პრობემა აქვს, ანუ რომ ნერვიულობს? რომ ისე არ გაოსდის როგორც შარშან? და მერე? წიხლი უნდა დააჭირო კაცს ამ დროს თუ გვერდით დაუდგე? ხომ ყავს უკეთესები და რა გააკეთეს? მუტჭეს თუ არა სარდინიელებმა? ვინ არის მოგებული ამ სიხისტით? ლაყ=ურენტისის თუ მთლიანად ნეაპოლი? ჯერ სად არიან, რეგრესი წინ აქვთ, და დისრეს კი ვერ ხედვენ საკუთარ თვალში, ხვიჩას თვალში ეძებენ ბეწვს. იმიტომაც აქვთ საქმე კარგად
Geo
ვარსკვლავის დაავადება, წუწუნი მოედანზე, რა საქციელი იყო ეს?? შენი მწვრთნელია, რამე თუ ისცავლე, არ ხარ შენ მესსი! როგორ უნდა შემოგხედოს მწვრთელმა შენი საქციელის მერე?? არ დაგიწვია ბაბა ბარსელინა და რა ექნა მას??დიდებას გისურვებ ფეხბურთში, დააფასე ყველაფერი, თორემ შენზე უკეთესი გვინახავს დაცემული! დისციპლინა, შრომა.. წარმატებები ხვიჩა!
გიორგი
ეს 14 ლაიქი მთელი ალტინფოს მრევლი შეკრიბე თუ როგორ გამოადნე ჰაა?
David N
მე მგონი თავს ინახავს ნაკრების თამაშისთვის თუ ფინალში გავალთ. ტრამვებს ერიდება.
hei
კვარას ერთადერთი პრობლემა არის ზედმეტი ემოციები წაქცევის დროს, თითქოს სასიკვდილოდ დაჭრილი იყოს ისე იკლაკნება და ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია... რაც შეეხება სხვა საკითხებს, თამაშითაც მაგარი მოთამაშეა და ხელფასსაც ეშველება, ეს არ არის პრობლემა. ემოციები თუ მოთოკა-წარმატებისკენ გზას ჩვეულებრივად განაგრძობს. რათქმაუნდა ჩემი აზრია და არ ატეხოთ ისტერია :)))
europebshi
ხო, ხო, ხო, ეს რა სუპერ-დარტყმა გაქვთ, რუსეთის ხსენება, ამ ლიბერალებს - კინაღამ ნოკდაუნში ჩავვარდი :DDD და შენ საიდან იცი, რომ არ მიცნობენ, ბედოვლათო ვალტერ? )) ჰო, ვარსკვლავი არ ვარ - გამოიცანი, ყოჩაღ )) ..თუმცა შემიძლია იოლად დაგარწმუნო, რომ ჩემს საქმეში საკმაოდაც მიცნობენ და იმაზე უფრო დაფასებულიც ვარ, ვიდრე კვარაცხელია თავის კოლეგებში: ჩემს კოლეგებს ჩემზე 10-ჯერ მეტი ხელფასი არ აქვთ და ვერც/არც იმას გამიბედავენ, რასაც კვარაცხელიას უბედავენ ხოლმე )) ისე, ის ხალხი ყველაფრის ღირსია, ვინც შენსავით პირდაღებულები შეჰყურებენ ამათ და დიდად უკვე აღარც ვბრაზდები, რასაც ქვია, რომ ხმარობენ აქ და არამარტო აქ..
დავით 67
სამწუხაროა რომ ასე ფიქრობენ, ფაქტია რომ ძალიან უკლო თამაშს.რაღაც დაემართა ამ ბიჭს. რა ვერ ვხვდები. შეიძლება არის რაღაც მიზეზი და ჩვენ არ ვიცით. აქ ხელფასი არაფერ შუაშია და არც ცოლი.ფული არც წინა სეზონში ჰქონდა ბევრი, მაგრამ რა ფურორი მოახდინა ყველამ ვნახეთ. იმედს ვიტოვებ რომ ათამაშდება ძველებურად. ვისაც ეს არ გინდათ, უბრალოდ უვარგისები ხართ
გიორგი
დიდხანს არ ჩანდნენ და ვეღირსეთ, ხმა აიმაღლეს უალტერნატივო მონებმა, სხვა ჯილაგის ბუცების მაპრიალებლებმა. ხვიჩას ფეხის გადაბრუნებას აქაც ბევრი ელოდება და რა გასაკვირია ნეაპოლში არ იყვნენ ასეთები. ვერ მოგართვით, მოშლილ ორკესტრში ორი სოლო ვერ გაქაჩავს და არც არის საჭირო. ეს უფრო გამოაწრთობს ხვიჩას, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისკენ მიმავალ გზაზე!
tobo
ე ბიჯო ჯუგელი აიყვანე ქურთებთან ლავრენტა, კალცონა და მაგათი ფან კლუბის ბოსი.დდდ
ფეოლა
ხალხნო რა გინდათ კვარასგან? თურმე სტადიონზე ქარი ქროდა და მინდორზე ბალახი უზომოდ გაზრდილიყო.
სოსო
ამ სტატიიდანაც ჩანს,რომ ნეაპოლელებიც კარგად ხვდებიან,რომ დე ლაურენტისს,ხვიჩასთვის ხელფასი უნდა მოემატებინა,თუმცა დე ლაურენტისიც ნეაპოლელია.ესე იგი,ის ნაძირალაა,მაგრამ მათი ნაძირალაა და სხვის მარგალიტს ურჩევნიათ.იქნებ ეს მაინც გაიგონ,ჩვენმა თანამემალულეებმა და თავისი არჩიონ,სხვისას.მარადონა რომ მარადონაა,ნეაპოლოდან წასვლა და ქვეყნის დატოვება რომ გადაწყვიტა,იტალიის საგადასახადო სამსახურმა დევნა დაუწყო და ქვეყნიდან სასწტრაფოდ წასვლა დასჭირდა.დეტალები აღარ მახსოვს,მაგრამ იტალიაში ნაყიდი ფერქარი,ქვეყნიდან არ გაატანინეს,ეროვნული ღირებულება აქვს და ქვეყნიდან გატანა არ შეიძლებაო.გაზეთ "ლელოში"მაქვს ეს წაკითხული.ასე რომ ხვიჩასთვის ღაწვებს არავინ დაიკაწრავს და არც იმაზე შეწუხდება,რომ რეალურად მას არ აფასებდნენ და მხოლოდ გამოიყენეს.ასე თუ გაწყობს და მოედანზე თავს მოიკლავ,ძალიან კარგი,თუ არა და გასცი შენიცო,ფაქტობრივად ამას ეუბნებიან.ხელფასი რა შუაშიაო,ზოგიერთი რომ გაიძახის,საქმეში შენი კვალიფიკაცია,სწორედ ხელფასით გამოისახება და რამდენსაც გაძლევენ,ესე იგი ეგ არის,შენი ფასი და ასე გაფასებენ.თუ შენ ფიქრობ,რომ მეტი ღირხარ,უნდა მოითხოვო,ხოლო თუ არ მოგცეს,უნდა წამოხვიდე.ჯუღელმა ჯერ რუსეთში ჩააგდო ხაფანგში,ხვიჩა და მერე,იტალიაში.კვარას დღევანდელი პრობლემებიც,დიდწილად მისი დაბალი კვალიფიკაციის,ან თაღლითობის დამსახურებაა
berg
ერთხელ ვერ ითამაშო კაი მარა შარშან იანვრის მერე სულ ორჯერ ითამაშო კარგად და თან ბარსელონაში ან რეალში გინდოდეს თამაში ეგრე არ გამოვა ძმაო..არ ტეხავს ფსიქოლოგთან გასაუბრება,შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანთანაც,მშობლებთან,მეგობრები ყველაზე კარგია ესეთ დროს.. აიღე ერთი კვირა, ძმაკაცები შეკრიბე მეუღლე გაგიგებს და გაერიდე ცოტა ხანი მაგ გარემოს..ეგრევე სხვა ,,ხოდზე" დაბრუნდები.. გუშინ ყველას და ყველაფერს ატყუებდი და დღეს ერთ კაცს ძლივს ცდები ესეიგი რაღაც ხდება..
Gia
Ase iyo bolos rubinshi, guli qonda avardnili tamashze, wasvla undoda maqedan da am dros bevri werda damtavrda amis varskvlavobao. Napolishi ro gadavida bevri idzaxda skamis axexiebeno, magram rac moxda yvelam Icis.kvara mgznobiarea da fexburtis tamashi unda gundshi da ara ukve eget bandashi. Xelfasit kide fasdeba namushevari.gulshematkivrebi mgoni mashi emigrants xedaven romelic kapikebze imushavebs.aba italieli iyos tu ar gaaprotestebdnen chempion varsklavs milioni qonoda xelfasi.
ქალთმოძულეებს
ცოლიანი კვარაცხელია არ ითამაშებს ლუქსემბურგთან და ვნახოთ რას იზამენ უცოლო ფეხბურთელები!!!
Walter White
შენ შეიძლება არც გიცნობენ( ძალიანაც კარგი), მაგრამ როცა შემდგომი უაზრობის დაწერა მოგინდება,ის მაინც დააფიქსირე: დიდი ხანია რაც რუსეთში "ჩერნოჟოპი" არ უთქვამთ შენთვის?

ასეთი კომენტარები სულ იყო და იქნება, რატომ ახდენთ უფრო დრამატიზირებას?! რას მოგვცემს ან ჩვენ ან ხვიჩას ამგვარი სტატიები??

მშვიდობით ნეაპოლელებო!!! რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ!!
ზურა-ს
სერია ბ-ში მოთამაშე უცოლო გელაშვილი მეორედ გააძევეს ამ სეზონში მოედნიდან,რა გეშველებიდათ ქალთმოძულეებს კვარაცხელიას, რომ არ მოეყვანა ცოლი??მერე ვის დააბრალებდით ქართველი სპორტსმენების წარუმატებლობას??
ზურას
გელაშვილს,საზანოვს,კვერნაძეს საერთოდ არ ყავთ ცოლები მარა ვერ გაქაჩეს იტალიაში,ვერც უცოლო მიქაუტაძემ აიაქსში!!აგერ მერამდენეთ გააძევეს მოდნიდან გელაშვილი,მალე უკრავენ თავს საქართველოში,არადა ნიჭიერ,იმედის მომცემ ფეხბურთელებათ ითვლებოდნენ,ეგეც ცოლების ბრალია????
ttt
ღირსეული ვარიანტი ხვიჩასთვის თუ ლავრენტასთვის?დ
europebshi
ჩვენ ევროპაში არც გვიცნობენ, არც ვჭირდებით, და შეაბამისად არც გვაფასებენ - მხოლოდ, თუ გამოგიყენებენ... რაც უფრო ადრე მიხვდება ჩვენი ხალხი ამას, მით უკეთესი. ხვიჩას საუკეთესოს წოდება რომ აღირსეს, ეგეც პოლიტიკური ამბავი იყო - ჩვენი, უკრაინასავით აგდება უნდოდათ (მეორე ვერსიით, ისიც აღარ მისცეს, როცა შეიცვალა სიტუაცია)..
lamara shkxvatsabaia
კვარა არ არის პირველი ფეხბურთელი ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ მაგ უკმაყოფილების გამოხატვასაც ცოდნა უნდა... მინიმუმ ისე არ უნდა მოიქცე რომ გულშემატკივრები გადაიკიდო, თუმცა მაინც მოახერხა და გაააქტიურა ცნობილი გამოთქმა - სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო... ის რომ დე ლაურენტისი ჟმოტი და ახვარია, არ ნიშნავს რომ ნეაპოლელები ქუჩებში გამოვარდებიან არიქა სიმართლეს გაუმარჯოსო და კვარას მხარეზე დადგებიან... იმიტომ რომ ისინი მაგ პროტესტს გუნდის კეთილდღეობაზე არ გადაგატარებინებენ... კვარა კი არა სულ რომ მარადონა იყო მაინც... და ეს ყველაფერი ამ 23 წლის ბიჭის კი არა მისი გოიმი აგენტის და გაგრია გარემოცვის ბრალია... ერთი 20 კაცის ერთად, ჯერ რომ ფულის გულისთვის რუსეთში გააქანეს და მერე ომი რომ არ დაწყებულიყო ისევ იქ დატოვებდნენ და ეხლა იტალიაში უფუჭებენ საქმეს...
ირაკლი ქუთაისელი
ფეხბურთში დღეს გუშინდელი დამსახურება ბევრი ვერაფერი ბედენაა. ჩვენც მაგ პოზიცია გვექნებოდა ჩვენ გუნდზე რომ იყოს საუბარი. ასეთი თამაშით უკეთეს გუნდზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ყველა მისი მოქმედება გამადიდებელი შუშის ქვეშაა და ჭირვეული ჩამქრალი ვარსკვლავი არავის ჭირდება. დიდი იმედი მაქვს რომ ამას თვითონაც გააცნობიერებს შარშანდელივით ისევ მიანგ- მოანგრევს მეტოქე გუნდებს.
გიორგი
იტალიელების კომენტარებისა გიკვირთ??საქართველოს ნაკრებისთვის რამდენი აქვს გაკეთებული და ქართველები რა კომენტარებს უწერენ??ზოგმა ცოლის მოყვანა არ აპატია,ზოგმა ახალგაზრდულის ჩემპიონატზე არ თამაში,ზოგმა ბავშვებთან რომ არ გაჩერდა, ზოგი იმაზეა დაბოღმილი თავის შვილს ავტოგრაფი ,რომ არ მისცა,მაისური არ აჩუქა,დაბადების დღე არ მიულოცა,რავი რა სიგიჟეებს არ წაიკითხავ,ყველას თავისი პერსონალური მოთხოვნები აქვს,რავი რამდენს უნდა გაგიმკლავდეთ ეს ერთი კვარაცხელია??!!მე მის ადგილას ჭკუიდან გადავიდოდი,არ გინდა ერთდროულად გაუმკლავდე ქართველების და იტალიელების წარმოუდგენელ პრეტენზიებს??!!კიდე კარგათ არის!!!!!!!
dato
კაცო კარგად ვთამაშობ და რა გამიხურეთ საქმეო მაგას ხომ ვერ ეტყვი მართლა მაგარ გულშემატკივრებს. თუ აღარ გინდა თამაში გახსენი მანდ პიცერია, თუმცა თუ ეგრე ამბობენ წადიო, ეგეც არ გამოვა. ამიტომ ჯერ ფეხბურთისთვის უნდა მიგეხედა და მერე.........
Modric
რამდენიმე ადამიანის კონკრეტული კომენტარი მთლიანად ნეაპოლელების პოზიციას არ გამოხატავს. ამდენს უნდა ხვდებოდეთ (კომენტარების ავტორებს
ზურა
წადი ბიძია და ოჯახს მიხედე აწი. მაგას გაგდება ჰქვია რასაც წერენ. ვერ იტყვი რომ ტყუის გულშემატკივარი, რომელიც გუნდს უზომოდ უდგას მხარში. მართლა ფაქტია, რომ დაოჯახებამ უზომოდ უარყოფითად იმოქმედა სპორტულ კარიერაზე, მიდი ეხლა და ბიჭები აკეთე და ისინი გაზარდე ფეხბურთელებად
ვაჰმე
უყურე ამათ?! ფუი მათ!
მირო
ზუსტადაც რომ "მშვიდობით".თუ ღირსეული ვარიანტი გამოჩნდა(ასიანი გამოჩნდება),ჩაო ნაპოლი.ხვიჩას გამო ვქომაგობთ ნაპოლის თორემ ხვიჩას რომ შეცვლიან სხვა არხზე ვრთავთ.30 წელიწადში ერთხელ ფენომენი რომ გამოუჩნდებათ მაშინ იგებენ სკუდეტოს(ჯერ მარადონა,მერე ხვიჩა),სხვა დროს არაფერი გუნდი არაა.ხვიჩა,გაიქეცი იქიდან დროზე.
დაუნახავ ღორებთან გაქვს საქვე ხვიჩა
ღორს რომ წინ ბრილიანტები დაუყარო, მაინც ღორად დარჩება! რა უნდათ ხვიჩას და ოსის ესეთ გუნდში? ორივე უნდა წავიდნენ სასწრაფოდ. თუ ერთ გუნდში მოხვდებიან, ჩათვალეთ რომ ის გუნდი იმავე წელს გახდება ქვეყნის ჩემპიონი!
მავნე
წადი თქვენი უმადური დედაც! არ ყოფილიყო კვარა, სკუდეტოს სიზმარშიც ვერ ნახავდით.
ზაზა
ფუ თქვენი ნეაპოლელებო თქვე არასწორო უმადურებო. არ ხართ ღირსი თქვენ ხვიჩასნაირი ფეხბურთელი გყავდეთ. კაიუსტე, ლინდსტრომი, მაქსიმუმ პოლიტანოს იმსახურებთ.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ნაპოლის" ტრანსფერები - "პარტენოპეიმ" 2 ფეხბურთელი დაიმატა, 1 კი გაუშვა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო
[VIDEO] როცა ქალაქის მერი "იუვენტუსის" ფანია - რა გაუკეთა მან ნეაპოლელებს "კალიარისთან" საჩემპიონო მატჩის დროს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ