<p>სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.</p><p>"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?</p><p>გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.</p><p>შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.</p><p><p><p><p><br></p>
ლაშა
ამას უთხარით დაითვალოს ამ სეზონში რამდენჯერ მომტვრიეს ფეხები და აშკარა ჯარიმები უყურადღებოდ, რომ დატოვეს მსაჯებმა სირიკოზა დელაურენტისის ახირების ფანტაზიების გამო ყველა დაუცველია ნაპოლიში...
გიორგი IV
მუხლში ის ძალა აღარ აქ ბრატ და იმიტომ ვეღარ ატყუებს:)ორ ფრონტზე შრომობს ბიჭი აცადეთ:)
კახა
როცა ატყუებდა ეგოისტი ეძახეთ და მალე ნახავთ სხვა მაისურით რაც მალე მით უკეთესი კლოპ წასვლამდე გააკეთე კაცური საქმე....
ლაშა
როცა ატყუებდა არც დაუფასეს და ფეხებსაც ამტვრევდნენ.... ხოდა ნაპოლის გამო არც თავს გაწირავს და არც ფეხებს
გიორგი
ესღა გვაკლდა. ლაურენტისს მოკითხე ნაპოლის გაბანძება, თუ მართლა ჟურნალისტი ხარ.
shalva
იქნებ არსენალი უკეთესია ?:))
გიორგი გელაშვილი
მეც გამჩენია ეგ კითხვა ვითომ დაავიწყდა მოტყუებაა? აქ სულ სხვა რამეა და ეს იმ ჯუღელმა კარგად იცის რაც ხდება და რასაც ვამბობ, ბიჭი 10 თამაშია კაცი არ მოუტყუებია არ გაუმწვავებია და უკან პასები არაა დამაკმაყოფილებელი,რაღაც ჩაგვიქრა კვარა თამაშსაც ვეღარ ვუყურებთ ისე როგორც ადრე არ მინდა ყენიას მჭედლიძის ოქრიაშვილის ჩაკვეტაძის პაპუნაშვილის ჭანტურიას გზას გაყვეს და დაურქვას ერთი სეზონის ფეხბურთელი, მინდა მრავალი წელი ვუყურო მაგრამ როგორც ვატყობ ვერ გაძღა ჯუღელის მუცელი და შენ რაღა გჭირს კვარა შენ ხო ფეხბურთი გიყვარს და არ ფული
oto 777
რატომ არ ატყუებს???კარგი კითხვაა.ამას ძირი ჯერ კიდევ სპალეტიდან აქვს,გავიხსენოთ ფეერიული დასაწყისი შარშან,ლივერპულთან,რომ აალაპარაკა მთელი ევროპა.ლივერპულთან განმეორებით მატჩამდე,ზურგის ტრავმა,რომ მიიღო ხვიჩა იყოს ის ხვიჩა რომელიც ალამაზებდა ფეხბურთს.გავიხსენოთ სპალეტის შენიშვნები კვარას მიმართ როგორ მოუწოდებდა ყოველი თამაში მერე,რომ ეთამაშა გუნდურად და ნაკლებად ინდივიდუალურად,ბოლო-ბოლო მიიყვანეს ეს ბიჭი იმ ზომამდე,რომ თვითონაც ჩათვალა საჭიროდ,რომ მიეტოვებინა ის ღირსებები რაც ღმერთმა უბოძა ფეხბურთის სათამაშოდ.ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი შეგუების და გადასხვაფერების.მანამდე თუკი ავტომატიზირებული ჰქონდა მოძრაობები და მოტყუება,ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ორგანიზმში.ამიტომაც არის,რომ ახლა ფინტის გაკეთების დროს იწყებს ფიქრს და არ არის თავის გადაწყვეტილებებში დარწმუნებული.კარგი ისაა,რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი ისევ გააღვიძოს ის თვისებები რომელიც ჰქონდა მას,რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.კი მეორე წრეში გაუტანა კარგი გოლები ატალანტას,სალერნიტანას მარა ეს უკვე ის ინტესიური სახე აღარ იყო როგორც თავიდან.ასევე ვთქვათ ბოლო ვაზნები დაცალა.სპალეტი ტიპიური იტალიური გუნდური ფეხბურთის მიმდევარი იყო და მისთვის ასე გამოკვეყილი სხვებისგან ფეხბურთელი მიუღებელი იყო რა თქმა უნდა,მან პირადი მიზნებისკენ მოქაჩა ყველა და ნაკლებად იფიქრა იმაზე თუ როგორ შეეძლო ეს ბიჭი ექცია უფრო უკეთესად ვიდრე თუნდაც შარშან იყო.ძალიან მინდა ხვიჩა გადავიდეს ბარსაში რადგან ამ გუნდში ყველაზე კარგად იციან ფეხბურთელის სრულად გახსნა.
დავით 67
შენ რომ მაგდენი გადაგიხადონ ან თუნდაც მე ითამაშებ? ზღაპარია ეგ რომ ხელფასის მიხედვით თამაშობდეს ვინმე. აქ მენეჯმენტი და თამაშის ხარისხი სხვადასხვა რამეა. დემე ახსენე და ხელფასი თუ აქვს მეტი, რა კარგად თამაშობს?
ქომაგი
რო ატყუებდა, ხომ დაუფასეთ? მინიმუმ ბოლო 20 წელიწადში კვარა არის სერია ა-ს ერთადერთი MVP და უეფას TOP ათეულის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ წარმატებებს ასეთი დაბალი ხელფასის პირობებში მიაღწია და თან მიღწევების შემდეგაც გროშიც არ მოუმატეს. ამ ჟურნალისტის ლექსიკით რომ ვთქვათ: ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ აკეთებთ ამას, რატომ ითხოვთ ყველაზე მეტს იმ კაცისგან, ვისაც სათადარიგოებზე დაბალი ხელფასი აქვს?!
!!!!
აღარ გამოზდის და რა ქნას
გიო
ჩემო "ნიჭიერო" Sky Sport-ის ჟურნალისტო , იმოტომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას, რომ ყველა "პროფესორმა" მწვრთნელმა, თავისი ვითომ ძლიერი ტაქტიკებით და სქემებით გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია და თუ დღევანდელი "უმრავლესი, უტვინო, მუშა, უფანტაზიო ფეხბურთელივით" არ დარბის მოედანზე, ცვლიან ეგრევე. მიცენ თავისუფლება, ლამაზი ფეხბურთის თამაშის უფლება, ერთი მოთამაშის კრეატიულ თამაშს და ტოტალურ გუნდურ იდიოტურ რბოლიდან გამოთიშვას, აიტანს ნებისმიერი ნორმალური გუნდი. როგორც ეს კვარას ნეპოლური კარიერის დასაწყისში ხდებოდა. და შედეგიც უკეთესი ექნებათ. მაგრამ არა, უნდათ რომ დაამსგავსონ მორბენალ , უტვინო, ფეხბურთელს და შედეგიც შესაბამისი აქვთ. უნდა წავიდეს, ნაპოლის დღევანდელი თამაშები არის "სვარკის " ყურება.
ინტრიგანი
აუფ! მაგდენს რა გადათარგმნის?
....
როგორც არ უნდა იყოს, არ მგონია, ხელფასის რაოდენობის მიხედვით ხდებოდეს კარგად და ცუდად თამაში.. თუ ეგრეა, აბა რას თხოვთ ქართული კლუბების მოთამაშეებს, რომ გაათახსირებთ ხოლმე, საშუალოდ 1000 ლარი აქვთ ხელფასი, მაგ ხელფასზე ბუცების ჩაცმაზეც არ ვიწვალებდი
ჰოო
როცა ხედავ რომ არ გაფასებენ და არ გიფასებენ გარჯას სათანადოდ,ძველებურად ვეღარ გამოგივა რომც გინდიდეს. არაფერია აქ გაუგებარი. ამიტომ პრეტენზიები ლავრენტისთან
ჰოო
როცა ხედავ რომ არ გაფასებენ და არ გიფასებენ გარჯას სათანადოდ,ძველებურად ვეღარ გამოგივა რომც გინდიდეს. არაფერია აქ გაუგებარი. ამიტომ პრეტენზიები ლავრენტისთან
rigiti
ოსიმენის დონეს და უფრო მეტს რომ თხოულობენ ეს უნამუსოები ვითომ არ იციან ათჯერ ნაკლებ ხელფასს რომ უხდიან მასზე!!! გუნდში თითქმის ყველაზე ნაკლებს უხდიან და ვარსკვლავურ თამაშს სთხოვენ. ძალიან კარგად იქცევა ხვიჩა!!! ამ შემთხვევაში უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის. გვახსოვს წუწურაქის ტრაბახი კარგად მეხერხება კონტრაქტების შედგენაო (სამწუხაროდ მართალია და ჯუღელო დაგა... თავსლაფი)
ზაქრო
სახეზეა პათოლოგიური სიყვარული
ვაჟა მასწ.
ცხონებულმა დიდმა ლევანამ თავის დროზე თქვა და ახალგაზრდა თაობას დაუბარა: რამდენსაც გიხდიან, იმდენისა დაიხარჯეო!!!
alexandre
გაიხარე, სოსო. ყველა შენ აზრს და სიტყვას - ხელს ვაწერ. მარტში სიხარული შენ, მე, მთლიან საქართველოს!
ჟორა
სანამ ატყუებდა შეჭამეს პასი მიეცითო და იმატაოს?
სოსო
ბოლო ორ თამაშში,ხუთი-ექვსი ეპიზოდი იყო,როცა ხვიჩა ფლანგზე,თავისუფალ პოზიციაში იდგა,წინ,საკმაოდ შორს,მხოლოდ ერთი მცველი ედგა და გამწარებული უქნევდა ხელს,პარტნიორს,პასი გამოუშვიო.ნახევარმცველებმა კი თამაშის გეზი შეცვალეს და ბურთი მეორე მხარეს გააგორეს.არც თავისუფალ ზონაში აწვდიან პასს და კარიდან ზურგით მდგომს,ზურგზე მცველი რომ ჰყავს მიკრული და მორტყუების შემთხვევაში,ორი კაცი კიდევ აზღვევს,რომელიც ან ბურთს ართმევს და ან აქცევს,ასეთ დროს ხვიჩას როგორ უნდა უთხრა საყვედური?თანაც როცა ცდილობს,თუ დაკარგა ბურთი,დაცვაში სისუსტის გამო სახიფათი კონტრშეტევის რისკი ძალიან დიდია და მწვრთნელებიც რა თქმა უნდა სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.ამას დავამატოთ მსაჯების მიერ მის მიმართ უხეშობაზე თვალების დახუჭვა და მისი მხრიდან პროტესტის გამოთქმაზე გადამწყვეტი მოქმედებები,მედიის მხრიდან ამის გამო კვარას კრიტიკა და დე ლაურენტისის მხრიდან ცინიკურობამდე მისული უპატივცემულობა.რატომ უნდა მოიკლას თავი?როცა აკლავდა,დაუფასა ვინმემ?სულელად ჩათვალეს და აგერ,ნაპოლის გულშემატკივრებიც,თურმე აქეთ უწყრებიან,შენგან ჩვენ ამას არ ვიმსახურებთო!ხვიჩა იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას?!ჯერ მის მიმართ იყო დაუფასებლობა და გამოექომაგნენ ნეაპოლელები?სად ჩანს,ეს გამოქომაგება?წადი რა გაიარეო,აგერ ეუბნებიან და წამო ვიდეს,ასე სჯობია!მაგის ხელფასზე,იქნებ სხვა ვინმე მოძებნონ,კვარაზე უკეთესი.წარმატებებს ვუსურვებ.კარგია ბატონო,კვარას სურათების ფრიალი და და მისი სახელის სკანდირება,მაგრამ როცა ხედავ,რომ მარგალიტი ჩაგივარდა ხელში,მოუფრთხილდი და ლამაზ ბუდეში მაინც ჩასვი,რომ მასაც უხაროდეს მარგალიტობა. ნეაპოლელებზეა გადაღებული,შესანიშნავი კომედია,"ოპერაცია წმინდა იანვარიუსი"და იქ ძალიან კარგად ჩანს ნეაპოლელების ზნე და ხასიათი.საკუთარი ქალაქის მთავარი სიწმინდეც კი მოიპარეს ტაძრიდან და უცხოეთში გაყიდვა მოინდომეს,საკუთარი ჯიბის ინტერესებისათვის და კვარასგან მოითხოვენ უფასოდ ვარსკვლავობას?დე ლაურენტისიც ნეაპოლელია და ისიც ზუსტად ასევე არ იქცევა?საკუთარი სიხარბით,მთელ გუნდს დაუკარგა მოტივაცია,არავის დაუფასა შარშანდელი თავდადება და წელს,მოსავალს იმკის.ახლა ცდილობს,ფეხბურთელებს,ხელები გადაუგრიხოს და როგორმე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეათრიოს ნაპოლი,მაგრამ თვითონ ფეხბურთელებს,რა?ხვიჩას ფასი,ყოველდღიურად დაიკლებს,მის ხელში,ამიტომ იძულებული გახდება,გუნდიდან გაუშვას.ხვიჩამ,თავისი აგენტიც იქვე უნდა დატოვოს და ვინმე სახელიან აგენტზე გავიდეს,რომელიც მისი ინტერესების ღირსეულად დაცვას შესძლებს.საკუთარი შესაძლებლობები კი,მარტის სანაკრებო თამაშში უნდა დაამტკიცოს,რომლის ჩატარებაც, იმედია რომ მოგვიწევს.
pablo
მაგას იმიტომ აღარ აკეთებს ფაბიოჯან, რომ კლუბის ჟმოტმა პრეზიდენტმა სერია A - ს გასული წლის საუკეთესოდ აღიარებულ მოთამაშეს სელფასი 0 ევროთი გაუზარდა! ახლა ფეხებს უფრთხილდება, იმისთვის რომ გაიხარჯოს იქ, სადაც მომავალი სეზონიდან სათანადოდ დააფასებენ!
სოლომონი
გადაიყვანოს რაინერი კაგლიარიდან სანამ დრო არის ლაურევრენტამ, და ეშველება გუნდს ,ლიგას მაიმც ათამაშებს მომოვალ წელს სხვა თუ არაფერი.
WTF
კვარა ბურთს მეტოქის კარისკენ სახით უნდა იღებდეს მოძრაობაში რომ უფრო შედეგიანი იყოს და არა სტატიკურ პოზიციაში თავის კარიდსკენ სახით მდგარი. ამ დროს პასს უგვიანებენ, ბურთს უაზროდ აქეთ იქეთ აღოღიალებენ სანავე მეტოქე მთიალანდ დაცვაში არ ჩადგება. Gუშინ მთელი მოედანი გაირბინა და კაციშვილი არ იყო გახსნილი რომ პასი მიეცა. პასს აძლევენ უკვერ როდესაც კუთხეშია მარცხნივე და ორ კაცი უდგას იქვე. ან ვერ ხედავენ ეს მწვრთნელები პრობლემა რაშია და როგორ გამოიყენონ სწორად მისი შესაძელბლობები ა კიდევ მოგება არ უნდათ. Xელების შლეს უნდა მოეშვას არაფერს არგებბს.
რამაზი
თუ ჯარიმდებიან? მსაჯებს რეაგირება როგორ არ აქვს.უბრალოდ მოტყუების დროს ხშირად დაკარგავს ბურთს ხუთიდან ერთხელ შეძლებს რომ არ დაკარგოს ყველა ფორვარდი ეგრეა გამონაკლისების გარდა.მაგრამ დაკარგვაზე ვიღაცა მაგრად უტრაკებ ეტყობა .ან ფეხბურთელები შიგნითვე ან მწვრთნელი..რუსული სიტყვისთვის ბოდიში მარა შეიძლება ძედავშინობაა გუნდში
ოტტო
რა დავალებასაც აძლევს მწვრთნელი, იმას აკეთებს მოთამაშე. მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ დავალებებს ზედმიწევნით ასრულებსო. თუ არ მისცა თავისუფლება, ასე იქნება სულ.
რეზი
იმიტომ რომ გასაყიდად ვამზადებთ და ლაირენტისმა 100 მილიარდი რო არ დაადოს ფასი და ეს ჭაობი დროზე დავტოვოთ როგორც რუსებს ჩავუტარეთ
ვაჟა
რაც ცოლი მოიყვანა ვეღარ ქაჩავს
Რაგბის ფანი
აი პასუხი: - ყველაზე მეტჯერ კვარაზე ჯარიმდებიან, ურტყამენ ფეხებში და მსაჯებს რეაქცია არა აქვთ!
Alexis
Hveni gilistkivilic egaa rom agar tu vegar atyuebs dzveleburad, mgelivit rom daereoda xolne nebismier saxelovan da didebul mcvelebs.... Aq zogierts rom usmino yvela visa es yvelaferi gvtkiva, xvihas mtrebi vart..
სამართალი
10 მილიონიც რომ დაუნიშნონ, იგივე იქნება.
რაბუ
სოფლის გუნდიაო თქვა იმ კაცმა დიდი ხნის წინ და მართალი ყოფილა. ხვიჩას ნაირი ნიჭიერი ნეტა ათი მოგვცა ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე. ამ ქალოია კაცებს კიდე სხვა რა საქმე აქვთ, იიი ცოლი მოიყვანა და ხელს უშლის კომენტარებით.
nika
ნეტავი რატომ? ვინმე ცდილობს მის ფლანგზე, ერთი კაცი მაინც რომ გაიყოლოს, თუ სამ კაცს უნდა გასცდეს ხოლმე ყოველი შეტევისას? ან მეორე ფლანგი არის ისეთი დონის, ყურდაღება რომ გადაიტანოს და სივრცე გამოუთავისუფლოს? ანდა დაცვაში დგას ჩამშლელი, თუნდაც კიმისნაირი მცველი, დაკარგული ბურთები გოლად რომ არ იქცეს? მწვრთნელადაც იაფფასიანი ნაყარ-ნუყარი ხალხი მიჰყავთ და მარტო კვარათი რომ კეთდებოდეს საქმე, საქართველოს ნაკრები ევროს შესარჩევზე გასული იქნებოდა უკვე — არცერთი რგოლი არ გივარგოდეს და წარმატებას მოელოდე, გაუგებარია.
Givi
კვარას ხელფასი ნახე და იმიტომ! დემეს აქვს 3 ჯერ მეტი ხელფასი, სულ სამჯერ არ გამოსულა მოედანზე, ოსიმენს 10 ჯერ მეტი, ხოდა ხელფასის შესაფერის ფეხბურთსაც თამაშობს, აი პასუხიც!
თოკო
იმიტომ რომ უკან პასაა DD..ბურთს მისცემენ თუ არა იმის მაგივრად რომ გამწვავებაზე წავიდეს,ტიპი უკან აძლევს პას,მერე უკვირთ რატო შეცვალა მწვრთნელმაო.
ქ. გ.
მე ვიცი, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას. ხვიჩქმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში. თუ კარგად ითამაშებს, აურელიო 2027 წლამდე არ გაუშვებს. ამიტომ ნაპოლიში თავი უნდა დაზოგოს და ნაკრებში უნდა გამოიჩინოს თავი. ზუსტად ამას აკეთებდა რუბინიდან წასვლის წინ. რუსებს ეგონათ, რომ ვერ თამაშობდა, იმიტომ რომ მცველებმა შეისწავლეს და ფორმა დაკარგა. გადავა ხვიჩა კარგ გუნდში და ყველაზე მაგრად ითამაშებს
მამუკა
იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო. - ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა. - ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისა ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა. ხოდა რამდენსაც უხდიან იმდენისას თამაშობს, უფრო მეტისასაც. აჰა გაგაგებინე, უთარგმნეთ ვინც იცით იტალიური იქნება გაიგონ ბობოსდაბოლოს.
გოგა
ჯანდაბა თქვენა და კურმუხეთი, ჯერ ერთი როგორ არ ცდილობს მარა რამდენი მოატყუოს ნახევარი გუნდი? თან როცა ატყუებდა და გოლები გაქონდა სპალეტი აკრიტიკებდა მასეთ გოლებს მე პასები მლირჩევნია და გადაეჩვია ბიჭი, მაშინ რატო არ დაიცავით?
ქუთაისი
რამდენსაც უხდიან, იმდენივეს აკეთებს, და უფრო მეტსაც... ლოურენტისს სეზონის დამთავრებისთანავე უნდა გაეზარდა მისთვის ხელფასი ორჯერ მაინც, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე... უბრალოდ, უნდა შეეცვალა კონტრაქტში თანხა და დანარჩენი დაეტოვებინა იგივე... სულ ესაა და რად უნდა ამას ჯუღელი და რამე ან ვინმე სხვა... ეს როგორც მადლიერების და ფეხბურთელის დაფასების ჟესტი... და მოლაპარაკებები უნდა გაემართა შემდგომ თუ ამის საჭიროებას დააყენებდა რაღაც ეტაპზე კვარაცხელიას მხარე... გაეტანო, რომელიც კალიარიში გაანათხოვრეს, გაცილებით მეტს იღებდა ნაპოლიში, ვიდრე იტალიის სეზონის საუკეთესო მოთამაშე კვარაცხელია იღებდა და იღებს დღესაც... სირცხვილი არ არის?!...როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს გუნდის მფლობელი, რომ მსგავსი უსართლობა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ კვარაცხელიაზე, არამედ მთლიანად გუნდზე...
სვანსკი
ეგ კვარას კი არა გარსიაკალცონეს შეეკითხე,საქართველოს ნაკრებმა იცის ასე,როცა უტევს ჩერდებიან და ბურთს უკან საკუთარ საჯარიმოსკენ აბრუნებს,კითხვები სხვისი მისამართით დასვი .ირო. კვარა თქვენ უნდა იპოვნოთ, მან კი არ უნდა გიპოვნოთ,ბარსასთან კალცონე ჩაისვრის მერე ისევ კვარასკენ გაიშვერენ თითს. ლაურენტისს იტალია არა და მთელი მსოფლიო იცნობს რაც არის,როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი მოვიდეს მწვრთნელად?
.
აცალეთ ხვიჩინიოს, თაფლობის თვე აქვს:-)
.
ცოლი!…
ggggg
იმიტომ არ აკეთებს რომ ლარნახევარს უხდით. მიიყვანეს ლინდსტრონი, ტრაორე, ნგონგე და კიდევ ვიღაცეები, რომლემსაც 2-3 ჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს ვიდრე შარშანდელ სერია ა საუკეთესო ფეხბურთელს. ფუ თქვენი....
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ