სერბეთთან მატჩის შემდეგ გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდარ ჯიკიჩთან ერთად გუნდის 7 ნომერი, ბექა ბურჯანაძე დაესწრო, რომლებმაც უპირველესად გიორგი ცინცაძეს მადლობა გადაუხადეს და შემდეგ თამაშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

ალეკსანდარ ჯიკიჩი: "მადლობა, ბუ! მადლობა, რომ იყავი ჩვენთან ამ შეხვედრებში. მადლობა, რომ სცადე, სანაკრებო კარიერა კარგი განწყობით დაგესრულებინა. სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ამ მატჩში კარგი მომენტებიც გვქონდა. ბიჭები ძალიან იყვნენ მონდომებულები, თუმცა ზოგიერთი კალათბურთელის კონცენტრაცია ძალიან არ მომეწონა. მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია. პირადად მე არ დავნებდები. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს ჩემი სტილი არ არის… სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც ჩვენ გვჭირდება, არა იმის, რაც მე მსურს, არამედ, იმის, რაც ეროვნულ გუნდს ესაჭიროება.

ზოგიერთი ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში, არ ვარ ვინმეს თამაშით უკმაყოფილო, თუმცა მეტოქე გვყავდა არა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ფინალისტი. ეს 14 კალათბურთელი ივნისის გაფართოებულ სიაშიც იქნება. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა კმაყოფილი ვარ უკეთესი თამაშით, ვიდრე წინა შეხვედრაში გვქონდა. მალე გუნდი უკეთ ითამაშებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ”.

ჯო ტომასონი და თოკო ადრე შემოგვიერთდნენ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვექნება მეტი დრო ერთად მომზადებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს.

შერმადინი მომავალში უკეთ ითამაშებს, როცა ახალ სისტემას, ახალ გამთამაშებლებს შეეგუება. წინა მატჩში, დანიასთან ბოლო მეოთხედში ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და ასეთი საკუთარ კარიერაში არ მახსენდება. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ბოლო პერიოდში 2-ქულიანი არ გვისვრია. ახლა კი გაცილებით უკეთეს გუნდთან, ბევრად კარგად ვითამაშეთ".

ბექა ბურჯანაძე: "მადლობა ბუს 20-წლიანი სანაკრებო კარიერისთვის. სამწუხაროდ, ეს იყო მარცხიანი გამომშვიდობება. დრო არ გვქონდა, რომ ამ ორი თამაშისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი კალათბურთელები. დავუშვით შეცდომები, თუმცა წინ არის შეხვედრები, რომლებისთვისაც კარგად მოვემზადებით".

GBF.GE

დონჩიჩი უნუკალური მოვლენაა , თანაც ტრენერად ბუბა ბერიშვილი ან სხვა გენიოსი ქართველი მწვრთნელი კი არ ჰყავდა .
ირაკლი
საკანდელიის დაა მინშვილის ქვეყანაში რის ტომასონი და რა ტომასონი. გიორგი ოჩხრიკიძე მაგონებს ამ დიდ კალათბურთელებს და ამ ბიჭზე გააკეთონ აქცენტი!
WTF
სადაა ლოთი გენადი კაპუსტინი რომელიც ნახევარი ბოთლი არაყ დალეული 3 ქულიანს არ აცილებდა. ამ მწვრთნელს რა არჩევანიც მისცა ფედერაციამ იმ კალათბურთელებს იყენებს, მაგრამ დროული შეცველბს დავუწუნებ მხოლოდ ჯერ ჯერობით. როდესაც ადამოანს ერთი ორი სამქულიანი წაუვა და იმ წამსვე ცვლის ეგ არ მესმის. Aრ უნდოდა თამაში მოგება. შამქულიანები დაივიწყეთ პასის კუტლურა არ აქვთ შენგელიადან დაწყებული ცინცაძით დამთავრებული რამდენი ბურთი აჩუქეს უკან. ამას გარდა დაცვაში ზონას ვინღ თამაშობს? კაცი ვერ აუყვანიათ და იდირკებიან ადვილი პასებით. ეს ყველაფერი მოდის ბავშვთ კალათბურთის არასწორად განვითარებიდან. Aრ ვიცი ბურჯანაძეს ნაკრებში რა უნდა. თლანი და ნელია მოთამაშეა. ალბათ რადგან ფაჩულიას კლანიდან მოდის. ზაზა ჯიგარი მაინც ჰქონდა და მაგით ქაჩავდა ბევრს. ამდენი წლი ითამაშა ამას ჯიგარიც აკლია მოედანზე. ისე ესვრიან რომ გეგონება ტყორნცა ეშინიათ და მაზავენ. მამუს და ბითაზის არ ყოფნაც დიდს ნიშნავს, მაგრამ ამმუკანა ხაზით რა უნდა ითამაშოს გუნდმა. ბურთს ანელებენ და მერე იმის გამო რომ ბევრს არ მოძრაობენ პერიმეტრზე და პერიმეტრის შიგნით ბევრ დროს კარგავენ ბურთის კალათისკენ გაგზავნისთვის თან ბევრჯერ ისე ესვრიან როდესაც ფარქვეშ არავნ არის რომ ასხლეტილ ბურთზე იბრძოლოს.
თენგაბი
ბოდიშს ვიხდი ასეთი კატეგორიულობისათვის, მაგრამ ეს კაცი არ არის ის მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჭირდება. გასაგებია, რომ სამიანების მსროლელი არ გვყავს, მაგრამ პარკეტზე მოძრაობას წინ რა უდგას. შეტევის დროს კალათბურთელები ძირითადად დგანან ან თითო-ოროლა ვინმე მოძრაობს, თანაც ძირითადად პერიმეტრს ურბენებნ ირგვლივ. შესაბამისად, უმოძრაო კალათბურთის გამო არ გამოგვდის კომბინაციები, ფარქვეშ გამჭოლ შესვლას მხოლოდ შენგელია ახერხებს, ისიც ინდივიდუალურად. იმისათვის, რომ მეტოქის დაცვა დაძლიო, საჭიროა ინტენსიური მოძრაობა, რომ მოძებნო ნაპრალები მეტოქის დაცვაში, მახვილგონივრული მანევრები, რომ გაიყოლიო მეტოქის მცველი და გაათავისუფლო დერეფანი პარტნიორის შეჭრისათვის და ა.შ. უამრავი სასიკეთო შედეგები ახლავს მოძრაობის და პასის კულტურას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა მწვრთნელმა ეს ელემენტარული, თანამედროვე კალათბურთის ანბანი გუნდში ვერ დანერგა. სერბებთან შეხვედრისას კომენტატორები განუწყვეტლივ იმეორებდნენ და აქებდნენ მეტოქის გაუვალ და საუცხოო დაცვას. როცა კალათბურთელი ელემენტარულად არ მოძრაობს, არა გვაქვს საუბარი გუნდურ მოძრაობაზე, ვარჯიშისას დამუშავებული კომბინაციების რეალიზებაზე, ისეთი გუნდისათვის მეტოქის დაცვა დაუძლეველი რჩება. თავის დროზე კოკოშკოვის გაშვებით ჩვენმა კალათბურთმა დიდად იზარალა. როდესაც წარმატების გზაზე ხარ, იქ რადიკალური ცვლილებები დაუშვებელია. შემდეგ დავსვით საკითხი რომ ნაკრებში ან ნბა-ს რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მოგვეწვია. ბოლო-ბოლო ლუკა ბანკის კანდიდატურაც გავაჟღერეთ. არავითარი რეაქცია. მოგვყავს ნაკლებად კრატული მწვრთნელები, რომლებმაც იციან სტარებთან და აშენებულ გუნდთან მუშაობა და არა ის, როგორ შექმნან სტარები, როგორ განავითარონ კალათბურთელი, როგორ ააშენონ გუნდი.
Bsh
ეს არაფერია იმასთან რაც გველოდება კრიზისი იქნება არაა მარტივივეტერანების ჩანაცვლება ერთ წელში
დო მაჟორი
ჯო ტომასონი ვერ არის კარგი არჩევანი! ის აშკარად არ ფლობს ისეთ რესურსს, როგორსაც თუნდაც მისი წინამორბედი ნატურალიზებული კალათბურთელები ფლობდნენ! ჩემი აზრით, მოსაძებნია სხვა, უფრო მაღალი დონის უცხოელი კალათბურთელი. რაც შეეხება ქართველ კალათბურთელებს, მომეწონა რამდენიმე ახალგაზრდა დებიუტანტი. ზოგადად კი გუნდი არ იყო მომზადებული!
.. ს
მაგას ახალი მწვრთნელიც კარგად ხედავს,ერთ წელზე მეტს ვერ გაძლებს, თვითონვე წავა!!
ლევანი
ყველა, ყველა, მაგრამ აი ამერიკელი, რომელიც სამქულიანებს ვერ აგდებს თუ არ აგდებს - ნაკრებში რას აკეთებს? გავიგეთ, რომ ვეტერადები დაბერდნენ, გასაგებია, რომ ახალგაზრდებს გამოცდილება არ აქვთ, შევეგუეთ, რომ ქართველები სამქულიანებს ვერ აგდებენ (უკვე ათწლეულია თუ მეტი), მაგრამ - სამქულიანის ჩამგდების პოვნა რაღა იყო? ამასაც - ანუპოვნასაც ვერ ახერხებთ? ყველამ იცის, რომ სამქულიანი ჩვენგან გამორიცულია და მხოლოდ ფარის დაკეტვა სჭირდებათ და მარტივად ახერხებენ. სამაგიეტოს, ჩვენ ვერ ვკეტავთ იმათ სამქულიანებს და ფარსაც ვაგებთ. აი ეს - რაომ არის ათწლეულია პრობლემა? აქვს ფედერაციას აბ ვინმეს პასუხი? არ არის ეს მავნებლობა - ხედავ და არაფერს აკეთებ გამოსასწორებლად. თირემ სერნეთოი, რომ მაგარია ამაზე ლაპარკი ადვილია
სოსო
თანდათან მიდიან,ძველი გვარდიელები.შერმადინი და შენგელიაც აღარ არიან პატარები.ვინ დგას მათ უკან?გოგა და სანდრო,ამერიკაში არიან და ნაკრებს,ზაფხულში თუ დაეხმარებიან.გამოდის,რომ უფსკრულში ვართ.ზოგადად კალათბურთის განვითარებაზე კი არა,ცალკეული კალათბურთელების გაზრდაზე გვაქვს აქცენტი აღებული და იქაც,ორიოდე კლუბის მიერ მათ სტაჟიორებად აყვანის იმედზე ვართ.ცხადია,სანაკრებო ბაზა,სულ უფრო გვიმცირდება.ალბათ მართლაც აუცილებელია, მიდგომების შეცვლა.რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ.

17-18 წლის ლუკა დონჩიჩს ევროპაში უკვე ყველაფერი ჰქონდა მოგებული.ქართველი კალათბურთელები,გერმანიის,პოლონეთის,ხორვატიის,სერბეთის,ლატვიის ჩემპიონატებშიც სანატრელი გაგვიხდა, არამც თუ თურქეთის,იტალიის,საბერძნეთის,ესპანეთის ჩემპიონატებში!!!

სანამ კორუმპირებული ხალხი იქნება ფედერაციების სათავეშე მანამდე არაფერი ეშველება კალათბურთს და ფეხბურთს,ესენი მოსულები არიან ქონების დასაგროვებლად და არა რაიმეს განსავითარებლად!!!
მწარე
ფინეთი დანიაზე ძლიერი გუნდია. სერბებს ვერ შევწვდებით.
სოსო
სანამ ჩვენი ახალგაზრდები არ ითამაშებენ ევროპის წამყვან ლიგებაში მანამდე ძალიან გაგვიჭირდება!!!ამაზე ფედერაციამაც უნდა იზრუნოს!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მართალია და მოკალი. ნებისმიერი წვრთნელი მოიყვანე არაფერი შეიცვლება. იმის იმედათ უნდა ვოყოთ რო სერბეთი ორივეს მოუგებს დანიას და მერე ჩვენ 7 ქულით მოუგებთ და გავალთ. ასე იყო სულ ნაკრები. ბოლო ტურამდე მიაქვთ ყველაფერი სანერვიულო

ვეთანხმები!!ამ გუნდით ძნელია სერბეთის დამარცხება!
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
საქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს
ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" კონკურენტ "ბრეოგანთან" სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა
ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის "რეალთან"