საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა. "მიხეილ მესხი 2"-ზე ჩატარებული შეხვედრა ირის ანტმანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შანსი მე-8 წუთზე ჰქონდა, თუმცა თეონა ბაქრაძის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი არაზუსტი აღმოჩნდა. მატჩის ერთადერთი გოლი კი თამარ ტატუაშვილმა მე-18 წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 25 თებერვალს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

5 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო ეტაპი აპრილში დაიწყება.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საკმაოდ დიდი შეკრება გამოვიდა. გოგონებმა 14 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს. ორი რთული თამაში ჩავატარეთ 48-საათიანი ინტერვალით. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი შედეგია. ბევრი გამოწვევა გვქონდა ვირუსის გამო, მეორე მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. თუმცა, ბედნიერი ვარ, რადგან იმ მოთამაშეებმა, რომლებიც დღეს მოედანზე გამოვიდნენ, თამაშის მოგება შეძლეს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საკმაოდ დიდი შემადგენლობა გყავს და ფეხბურთელებს ნებისმიერი დროს და ნებისმიერ პირობებში შეუძლიათ გამარჯვებისთვის ბრძოლა, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის.

ერთა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მცირედი დაგვაკლდა. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მომდევნო ციკლში უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. ბედნიერი ვარ, რადგან შეკრებიდან შეკრებამდე გოგონები აუმჯობესებენ საკუთარ თამაშს".

ანასტასია ბოლქვაძე (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "დღევანდელი თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა. გვაკლდნენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ ამ თამაშის მოსაგებად. მნიშვნელოვანი იყო, რათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითი ემოციებით შევხვდეთ. ვამაყობ ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ორკვირიანი ციკლი გამოგვივიდა".

nakrebi.ge

Dato
გილოცავთ გოგონებო სულ გამარჯვებულებს გევლოთ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბერძნეთთან მარცხით დაიწყო
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია | ქალთა ნაკრები წლის პირველ მატჩს გამართავს
საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის ემზადება
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა