ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი 2:2 დასრულდა.

მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ვინისიუსმა შემდეგ დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის - მან 3 დარტყმა მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მომენტი, როდესაც ბელინგემს არ გაატანინა. შეხვედრის დასასრულს მამარდაშვილმა ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, შემდეგ ბელინგემმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მანსანომ იქამდე თამაში დაასრულა. "სამეფო გუნდის" აღშფოთებული ფეხბურთელები არბიტრს მისცვივდნენ და მან ჯუდს წითელი ბარათი უჩვენა. საერთოდაც, ამ მატჩში ძალიან ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.6, flashscore 6.6.

"ვალენსიას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 9 მარტს "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

ვალენსია. "მესტალია"

ვალენსია - რეალი 2:2

გოლები: 1:0 დურო (27), 2:2 იარემჩუკი (30), 2:1 ვინისიუსი (45+5), 2:2 ვინისიუსი (76)

კოლა
თვით სამეფო გუნდი აზარალა და სულ რომ მართალი იყოს, დასჯიდნენ, აბა რა იქნებოდა. :)
გულშემატკივარი
მე როგორც მახსოვს, რამაზ ურუშაძე პენალტების მოგერიების მაგარი ოსტატი იყო.
ობიექტური
შენა და .... რაგბშიც ბარსას გულშემატკივრობ? :d :d :d
BOSS
მანსანო დროებით ჩამოშორებულია ლალიგის მსაჯობიდან.მსგავსი იდიოტები სამწუხაროდ ამახინჯებენ ლალიგას და ზოგადად ფეხბურთს
ყვაჟა ყმასწავლებელი
ვინ იყო მაგარი მეკარე ურუშაძე? დირკა იყო პირდაპირი მნიშვნელობით.დდდდდდდდდ

რასისტების ადგილი ფეხბურთში არ არის
ნოდო
სულ რო ევროპის ჩერმპიონატის ფინალი იყოს უსამართლობა არ მინდა რადგან მერე მეც აღმოჩნდები იგივე სიტუაციაში გულშემატკივრობა ობიექტურობას უნდა შეიცავდესდა არა მიკერძოებას ეს თუ არ გესმის არ უნდა უყურე არცერტ სპორტს
ვაჟა მასწავლებელი
მამარდა კარგი პიროვნება და პერსპექტიული მეკარეა, მადრამ . . . . ჯერ არაა არც ერთი ყოფილი ცნობილი ქართველი მეკარეების (კოტრიკაძე, კავაზაშვილი, ურუშაძე, სტეფანია, გაბელია) დონე. მაგარი მეკარე არის ის, რომელიც გუნდს გოლისგან გადაარჩენს დაცვის "ჩავარდნის" შემდეგ. სამწუხაროდ - ასეა ეს ბატონებო!
ჩემი აზრით
ვინისიუსის დაგდებისთვის პენალტი რომ არ დადო ამას როგორ ახსნით თუ დიქტორებივით ,ჯარიმა კი იყო მაგრამ პენალტისთვის არასაკმარისიო.ასეთი ახსნა მხოლოდ ბრიყვებს თუ შეუძლიათ.გაქცეული კაცი აშკარად ხელებით ძირს დააგდო.მოკლედ მსაჯი გადამწყვეტ მომენტში რეალის წინააღმდეგ მოქმედებდა.
რაო?
საქართველოს ნაკრებს წყევლი ვიღაც მადრიდელების გამო, სადაც ნამყოფიც არა ხარ?! აი საღოლ რა ! გასაგებია საყვარელი გუნდი, ჩემთვის მაგალითად ეგ ლივერპულია, მაგრამ ყველას...როცა საქართველოს ნაკრებზეა ლაპარაკი!
Nick
სამართლიანად ხო უნდა მოვიგო? :დ
კოლა
ვინც თვლით, რომ მსაჯს მეტი უნდა დაემატებინაო . . . არ გედავებით . . . მაგრამ რას ფიქრობთ, რატომ გააკეთა მსაჯმა ეს?
გიგა
საქართველოს ნაკრები რაღას გარიე საქმეში? :) საკმარისი იყო საყვარელი გუნდი :)
რეალობა
სამწუხაროდ, მიუხედავად ერთი კარგი სეივისა (ბელინგემზე) და ერთიც კარგად მოგერიებული ბურთისა (ვალვერდეზე), გიორგის წვლილი გაშვებულ გოლებში ნამდვილად არის, რაც აისახა კიდეც მის შეფასებებში. რაც ეხება რეალის მეორე გოლს-მაგდენ განხილვასაც არ იმსახურებდა ჩემი აზრით, არანაირი თამაშგარე, თუმცა ეგ გიორგისთან არაფერ შუაშია მაინც
ქომაგი
მილიმეტრებამდე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის გრაფიკული სურათი მოაქვთ ლა ლიგას მატჩებში ოფსაიდის დასადატურებლად ან უარსაყოფად და რეალის მეორე გოლის ეპიზოდში რაღაც პასტით გახაზული გვაჩვენეს, ყველა რაკურსით, რაცვ ინტერნეტშია, ვინის ფეხი უფრო წინაა, თამაშგარეა აშკარა. პირველიო გოლის დროს მამარდა რომ არ გამოსულიყო, ვერ დავადანაშაულებდით, მაგრამ გამოვიდა, შეცდა (რიკოშეტის მერე გავიდა, რიკოშეტს ვერ დავაბრალებთ) და შესაბამისად ჩავარდნილ დაცვის ხაზს შეეზიარა გაუმართლებელ ქმედებაში. გამოსვლებში ცალკე მწვრთნელს ვიქირავებდი მის შემთხვევაში და ბავშვობიდან სასწავლს ვისწავლიდი ხელთავიდან. ეს კომპონენტი თუ დახვეწა, ასაკიდან გამომდინარე, ყველა შანსი აქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდეს.
რეალობა
ნუ, ფეხბურთში გასაგებია, როგორც ერკვევი. იმედია რაგბში მაინც ხარ ობიექტური
Nick
ვინც ამბობთ ყველაფერი კანონიერი არისო და სწორიაო წარმოისგინეთ თქვენს გუნდა დაუმთობროს ვინმემ ასე, მოგეწონებათ? 21ში საქართველოს ნაკრები აგებდეს, დრო გადაცილებული იყოს და საჯარიმოსთან მისულებს დაუმთავროს მსაჯმა თამაში, მოგეწონებათ ხო? მაშინ გიმრავლოთ ასეთი მომენტები
Dima
კომენტარებს უყურებ და ხვდები რამდენი არაა ფეხბურთის აზრზე და რამდენია რეალზე ბოღმით სავსე :დ პირველი ტაიმის მერე საერთოდ რა კუთხურზეა ლაპარალო, კარვაჰალმა აართვა და მერე დაასრულა. მეორე დაიმში ჯერ დიახაბის ტრავმა, შემდეგ გოლის გადამოწმება, 7 წუთი კიდე მინიმალურია რაც უნდა დაემატებინა. დამატებით დროში პენალტის მომენტსაც ამოწმებდნენ და ვარიც ჩაირთო და ამის გადააცილა დროს, შეტევაში არის გუნდი, საჯარიმოსთან და როცა ჩააწოდა მაშინ დაიწყო ჩასტვენა. ვინც ხკის სიჩქარია დრო გამოთვალა, ვიდეოს უყურე და ნახავ როდის მიიტანა პირთან ხელი(გეცოდინება სინათლისნსიჩქარე რამდენად მეტია)
ქ. გ.
კარგად მოუსმინე https://youtu.be/66OBUAlP7uY?si=YIV0R4a-6M2MpxvS
ქ. გ.
გაუნათლებელი კომენტატორის საყურადღებოდ! კარგად მოისმინე. საფინალო სასტვენის ვიდეო https://youtu.be/66OBUAlP7uY?si=YIV0R4a-6M2MpxvS
გოგია
პირველი გოლი ვალენსიას კარში მე ასე აღვიქვი: რეალი აწვდის ბურთს, ვალენსიას მცველს ხვდება და მიმართულებას ისე იცვლის, რომ ჩანს, მამარდაშვილთან უფრო ახლოს მივა, ვიდრე ჩაწოდების საწყისი ტრაექტორია იძლეოდა საშუალებას. გიორგი გამოდის კარიდან, რომ ჩაჭრას. მცველს მოხვედრილი ბურთი იძენს უფრო მეტ ბრუნვით სიჩქარეს და სანამ გიორგი შეეხება, მიწაზე ასხლეტილი ბურთი უფრო შორდება მეკარეს, ვიდრე თავიდან ჩანდა. შესაბამისად, მამარდაშვილი ვეღარ წვდება ბურთს. სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება 1986 წლის ფინალის პირველი გოლი გერმანიის კარში. ისე ჩაბზრიალებულად ჩააწოდა არგენტინელმა, რომ შუმახერი კი გამოვიდა კარიდან, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა ბურთი მეკარის საჯარიმოს, მით უფრო მკვეთრად შორდებოდა კარს და შუმახერი ვეღარ მისწვდა. რელის მეორე გოლი, სულაც თამაშგარე მგონია.
gel-100
სახელი არ გაქვს ხოდა ოეეე კვარას დროს რუბინში დრეიერი,ჰაკშაბანოვიჩი,ბაკაევი თამაშობდნენ ხოდა შეხედე აბა სადაა კვარა და სად ისინი?? მანდ როგორ მოხდა კვარა არაა ქართველი თუ როგორ განვითარდა სხვებზე კარგად და მეტად?? შე ფარჩაკო შიშით სახელსაც ვერ იწერ ისე აკომენტარებ და სხვის ქილიკს გირჩევნია საკუთარ თავს მიხედო
დათოს
დამტკიცებულია რო 30 წუთია ბურთი აქტიური დანარჩენი დრო აუტზე კუთხურზე და ასეთ რამეებზე იხარჯება ამიტო ვერასდროს ვერ იქნება ადეკვატური მსაჯის მიერ დამატებული და ვერც დამატებულზე დამატება რადგან არსად იტვლება ზუსტად სუფთა დრო რამდენი დაიკარგა იმ დამატებულ 7 წუტში
Რაგბის ფანი
პირველ ტაიმში ვალენსიას საერთოდაც არ მოაწოდებინა კუთხური, რა ტვინი წაიღეთ რეალის ფანატიკოსებმა კომენტატორების ჩათვლით?
კოლა
80-იანი წლები იყო. ჩვენი დინამო ხარკოვის მეტალისტს ეთამაშებოდა თბილისში. 1-0 ვიგებდით. თამაშის ბოლო წამებზე, საჯარიმოს გარედან დაარტყა მეტალისტის ფეხბურთელმა. სანამ ბურთი ჰაერში იყო, ზუატად მაშინ ჩაბერა მსაჯმა სასტვენს. :) ლამაზი გოლი კი გავიდა ცხრიანში, მაგრამ მსაჯმა, არაო. დავასრულე უკვე თამაშიო. კი გაგიჟდნენ მეტალისტის ფეხბურთელები. აბა რა იქნებოდა. :) გარიგებული თამაში არა მგონია ყოფილიყო. კიევის დინამოსთან და ოდესის ჩერნომორეცთან კი მოსულა ეგეთი ძმაკაცობები, მაგრამ ხარკოვი უფრო რუსული ტიპის ქალაქი იყო.
სოსო
ქვილითაიას ბუნებრივი სისწრაფე არა აქვს და ფიზიკურადაც სუსტია,იერემჩუკზე.რაც შეეხება ჩაკვეტაძეს,უკვე მაშინაც,იერემჩუკი უკვე წამყვანი ფეხბურთელი იყო,ჩაკვე კი,ტრავმამ რამდენიმე წლით უკან დასწია და ჯერ კიდევ მხოლოდ უახლოვდება მაშინდელ დონეს.ძმები არველაძეების სიტყვით,ეს ისეთი ტრავმაა,რომელიც ბოლომდე არ იკურნება და უბრალოდ უნდა ისწავლო,მასთან ერთად ცხოვრება,ყოველი მატჩის,ყოველი ვარჯიშის წინ,სპაციალური ვარჯიშებით და მასაჟებით მოამზადო დატვირთვებისათვის. ჩაკვე მჭიდრო ორთაბრძოლებს,მაინც რომ ერიდება,იმ ტრავმის გამოძახილია და შესაძლოა ექიმებიც აფრთხილებენ,მოერიდოს.ჯერ კიდევ დროა საჭირო.კარგად გეხსომება,ბევრმა როგორ ჩამოწერა,მორჩა მაგისი ფეხბურთიო,მაგრამ მან მაინც გადალახა ყველაფერი და თამაშობს.ეგ კი არა,კვარას არყოფნაში,მისი ლიდერობის მოლოდინში ვართ.ეს კარგია?-ალბათ არა,რადგან დამატებითი წნეხია მასზე,მაგრამ თამაშიც ბევრ რამეს გვიჩვენებს.შესაძლოა ისე წარიმართოს მოვლენები,რომ თვითონ თამაშის მიმდინარეობისას,თავისთავად აიღოს გუნდის ლიდერობა და ძველებური თავხედობით სცადოს დაცვის დანგრევა.შესაძლოა ჯერ კიდევ არც იყოს საამისოდ მზად,შესაძლოა არც დაგვჭირდეს,მისი თავდადება.ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.გასული საუკუნის 80-იან წლებში,კიევის დინამოსა და სსრკ ნაკრებში თამაშობდა ივან იერემჩუკი.არ ვიცი ამისი რა იყო,მაგრამ მაგრამ ფიზიკურად ძლიერი,ტექნიკური და მებრძოლი ნახევარმცველი.1986 წლის თასების მფლობელთა თასზე გამარჯვების შემდეგ,ზაფხულში სანტიაგო ბერნაბეუს თასზე,მადრიდის რეალთან მოსტეხეს ფეხი და დაუწყვიტეს მყესები(არ გახსენდებათ დათო ყიფიანის ისტორია?).ცუდი მკურნალობის გამო,ორჯერ დაბრუნდა კიევის დინამოში და ორივეჯერ პირველივე გაზაფხულის მატჩებში კვლავ იტეხავდა ფეხს.დიდი ფეხბურთისათვის ის დაიკარგა,თუმცა აქ ვერ მოვყვები,მაგრამ კიდევ ბევრი უბრძოლია მაღალ დონეზე დასაბრუნებლად.მასზე ვიკიპედიაში წერია და ვისაც სურს,შეუძლია ნახოს.უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ ტრავმა და მით უფრო,ცუდად ნამკურნალევი ტრავმა,შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს,სპორტსმენის კარიერისათვის.ამიტომაც არის,ჩაკვეს მუხლის ტრავმა აქვსო რომ იტყვიან,შიშით გულები გვეყინება.ჩვენ რომ ამ დღეში ვართ,თვითონ გიოს მდგომარეობა წარმოიდგინე.მისგან არაფერი უნდა მოვითხოვოთ.უბრალოდ იმედი უნდა ვიქონიოთ,რომ შესძლებს,ძველ დონეზე გასვლას.
ქ. გ.-ს
სამჯერ კლარნეტი კი არაა რომ ჩაუბერონ, სვისტოკია, სვისტოკი.
dato
მაგ დამატებულ დროშიც არაერთი ხანგრძლივი შეჩერება იყო ასე რომ მინიმუმ 10 წუთი მაინც უნდა ეთამაშათ, 7 წუთი ისედაც არაადეკვატურად ცოტა იყო დამატებული, 4-5 წუთი მარტო ტრავმის გამო იყო გაჩერებული თამაში
ქ. გ.
7 წუთი იყო დამატებული. 8 წუთი და 38 წამი ათამაშა. 98:37 - სასტვენი პირთან მიიტანა. 98:38 - დაუსტვინა. 98:39 - ბურთი ჩამოაწოდეს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხმის სიჩქარე = 340 მ/წ. თუ მსაჯიდან მიკროფონამდე 170 მეტრია, ნახევარი წამით გვიან გესმით ამ ვიდეოში სასტვენის ხმა. თამაშის ბოლოს მსაჯმა უნდა ჩაუბეროს სამჯერ. პირველივე დასტვენის შემდეგ თამაში დამთავრებულია.
ნოდო
არაფერია მანდ სასკანდალო შეხედეთ რამდენი აქ დამატებული და კუთხური როდის მოაწოდა რეალმა ბურთი საჯარიმოს გარეტ გავიდა და დაამთავრა მაგ ლოგიკას ტუ მივყვებით ხვალ დილამდე შეიძლებოდა ჩაეწოდებინა რეალს გიორგიის მოეგერიებიბა და ისევ იგივე სიტუაციაში მიეღო რეალს და კვლავ ჩაეწოდებინა დამეტებულზე ადრე რო დაემთავრებინა კიდე ჰო ამიტო ესეტები რო არ მოხდეს როცა გავა დამატებულის ზუსტად ის დროს სადაც იქნება ბურტი იქ უნდა ცასტვინოს გუშინ ლივერის მატჩში 8 ყო დამატებული 110ზე გავიდა და მორჩა თამასი მეტოქეს შანსიც არ ქონია შეტევის
Emre
კარგი რა ტვინი შეჭამეთ, პირველად ნახეთ ბოლო კუთხურის დროს საჯარიმოდან გადმოვარდნილის მერე ეგრევე რო ამთავრებენ თამაშს?
იასონას უდარი
დიდი ხანია მსგავსი განხილვა აღარ მომისმენია,გეთანხმები 100%. უფრო დავაზუსტებ,ვალენსიამ კუთხური გაითამაშა და კომბინაციით სერხი კანოსისკენ გაკეთდა პასი საჯარიმოში და ამ დროს ჩაუსტვინა. ვალენსიას ფეხბურთელები ეკამათებოდნენ მსაჯს,ხოლო რეალმა დაიკიდა. გოლის მომენტზეც გაუგებარია რატომ არ იყო ხოსელუს მომენტზე ზემოქმედება და ვინისიუსი საერთოდ ყველა თამაშში გასაგდებია. ყველგან რასიზმი ელანდება და ჩხავა. აი,ის მომენტი კი სასწაული იყო,ეგეთი უაზრობა არ მახსენდება ბოლო წლებში,თუმცა ლოგიკურია. რეალსაც რო გამოეხატა პროტესტი ვალენსიას გამო,მერე ვალენსიაც დაუდგებოდა მხარში.იგივე პრემიერლიგაში,როცა ლივერპულს გაუჩალიჩეს,არცერთმა კლუბმა ხმა არ ამოიღო,არტეტამ მსაჯები გაამართლა საერთოდ და მერე მათი რიგიც დადგა,მერე იყვირა ბევრი და ვერაფერს მიაღია.ინგლისელები ჯელტმენების სპორტს ეძახდნენ ფეხბურთს,თუმცა რასაც ვხედავთ,ეს უფრო მე არ მეხება და მკიდიას გავს,ამიტომაც გასდით ყველაფერი მსაჯებს და უეფას. ჩოგბურთში ერთმანეთს ეხმარებიან,კალათბურთშიც და თითქმის ყველაგან,თუმცა ფეხბურთში ერთმანეთის ჟინაზე აკეთებენ,ხოდა შედეგიც შესაბამისია. მე ლივერპულის ფანი ვამბობ,რომ ეს თამაში და მსაჯის გადაწყვეტილებები იყო სამარცხვინო,ჯერ ვალენსია დაიჩაგრა და მერე რეალს გოლი მოპარეს. ხო არ არის ძნელი,ფეხბურთს ეხება ეს და არა გუნდებს შორის დაპირისპირებას. თუმცა პასუხის იმედი არ უნდა გვქონდეს,რადგან ზოგადად ლივერპული ინგლისში და რეალი ეპსანეთში ისე სძულთ,რომ მათ გამო ფეხბურთის გათახსირებაზეც წავლენ. ხვალ ადგებიან და ბოდიშს მოიხდიან,მაგრამ რეალს -2 რო ექნება,ამას ბოდიში უშველის?
თენგო
ყველაფერი კანონიერად მოხდა, მამარდამ, იმ დროს როცა დრო უკვე გასული იყო, ბურთი მოიგერია საჯარიმოს გარეთ, მსაჯმაც ჩასტვინა!
საქართველოს
ბაიერნი-ვალენსია არ მახსოვს, მაგრამ 2 წამით ადრე კი არა წესით უნდა დაესტვინა 12 წამის შემდეგ, იმიტომ რომ პენალტის საკამათო ეპიზოდი გაგრძელდა ზუსტად 2 წუთი და თამაში უნდა დაემთავრებინა ზუსტად 99 წუთზე, ამან კიდევ ჩასტვინ 98 წუთზე და 48 წამზე, თუ არ გჯერა გადაახვიე და ნახე რომელ წუთზე შეწყდა თამაში და რომელზე განახლდა ვარ-ის გამეორების ნახვის შემდეგ.
საქართველო
არაერთხელ მინახავს და ამაზე უარესიც, ჩემპიონთა ლიგაზეც, ბაიერნი ვალენსიის თამაში იყო, სადღაც 2000 წელს. მაგრამ აქ მსაჯი იმაში შეცდა რომ 2 წამით ადრე არ ჩასტვინა და ეს ამბავი აღარ მოყვებოდა.როგორც კი ამოიტანეს მცველებმა მაშინ იყო დასამთავრებელი
მამუკა
40 წელია ფეხბურთს ვუყურებ და პირველად ვნახე ასეთ მომენტში მსაჯს თამაში დაემთავრებინოს, ყველანაირი ლოგიკით უნდა დაემთავრებინა შეტევა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაესტვინა,ფაქტიურად მოგება მოპარა რეალს.
სოსო
33წუთზე,ვალენსიას ფეხბურთელმა პარტნუირს პასი მიაწოდა.ვინისიუს ჯუნიორი აშკარად ხედავდა,რომ მას ბურთი უკვე აღარ ჰქონდა,მაგრამ მაინც დაეჯახა უკანიდან და საკმაოდ მტკივნეულადაც დაეჯახა.მსაჯმა მომენტი გაატარა და ჯარიმა არ დანიშნა,რაკი ბურთი ვალენსიას ჰქონდა,მაგრამ პაუზის დროს,ვთვლი,რომ ის გასაფრთხილებელი იყო,პროვოკაციული უხეშობის გამო.მეორე ტაიმში მან გაფრთხილება მაინც მიიღო,მაგრამ ეს მხოლოდ პირველი გაფრთხილება აღმოჩნდს.არადა შეოიძლებოდა მეორეც გამხდარიყო.პირველი ტაიმისა დმატებული დროის ბოლოწამებზე,რეალმ ბურთი კუთხურზე მოიგერია,მსაჯმა კი ჩაწოდების საშუალება აღარ მისცა და ტაიმი დაამთავრა.მეორე ტაიმში კი,მსაჯმა ისეთი რამე გააკეთა,რისი მსგავსიც,1978 წლია შემდეგ არ მინახია:მაშინ,1978 წლის ,არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონატზე,მსაჯმა მაშინ ჩასტვინა,როცა კუთხურიდან ბრაზილიელების მიერ ჩაწოდებული ბურთი,უკვე ჰაერში იყო.სამწუხაროდ,ზუსტად აღარ მახსოვს,ვის ხვდებოდნენ.აქაც მსაჯმა მაშინ ჩასტვბინა დამთავრება,როცა ბურთი უკვე ჩაწოდებული იყო,ვალენსიას კარის წინ და რეალმა გოლიც შეაგდო.გამოვიდა,რომ ისედაც ემოციურად ძალიან დატვირთული მატჩი,მსაჯმა სკანდალურიც გახადა პირველი გოლის დროს,მამარდამ სცადა,როორმე ხელი შეეშალა როდრიგოსათვის,რომელიც აუცილებლად გაიტანადა,მაგრამ ბურთი ვინისიუსს მიუვიდა და მანაც იოლად შეაგდო.ეს გიორგის შეცდომა არ იყო,უბრალოდ ვალენსია,მცდელობის მიუხედავად ვერ გადაარჩინა.მეორე ტგოლის დროს,ხოსელუზე ჩემიაზრით თამაშგარე იყო მისაცემი.კარის წინ იდგა სრულიად თავისუფალი და მეკარის მიერ პოზიციის შერჩევაზე უცილობელ გავლენას ახდენდა.შესაბამისად,ეს პასიური თამაშგარე არ იყო.დიდი ხანია,ვალენსიას ასე დალაგებულად არ უთამაშია და ძალიან ვწუხვარ,დიაჰაბიმ ასე მძიმე ტრავმა რომ მი9იღო.უახლოეს თამაშებში,ვალენსიას ქულათა მარაგი,საფუძვლიანად უნდა შევსებულიყო.დიაჰაბის დამტვრევით კი,ძლივს ცოტა დალაგებული დაცვის ხაზი,ისევ აირევა.ბოლო წუთებზე,ვალენსიას გამარჯვებაც შეეძლო და დამარცხებაც.ასე რომ ფრე,ალბათ მაინც ლოგიკური შედეგი იყო.

იარემჩუკი ქვილითაიას და ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო,სად არის ეხლა იარემჩუკი და სად ჩვენები ყველა ვხედავთ,აი ეს არის პრობლემა,რომ ქართველი ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან!!!!
ხომ ერა
მამარდა ძალიან მიყვარს , მაგრამ მიუხედავად კარგი მოგერიების(ბელინგემის დარტყმაზე), პირველი გოლში უკეთ შეეძლო თამაში
"კვარაცხელია შეიძლება "ლილთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს" - Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს
ლომინაძემ გაიტანა, შეცვალეს და Flashscore-სგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
სლოტი: მამარდაშვილი გამორჩეული მეკარეა - გამიკვირდება, თუ ალისონი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს