ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გუნდის შესაძლო გამოცვლაზე 2025 წლის დადგომასთან ერთად, უფრო მეტს ვსაუბრობთ. 25 იანვარს "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. პრინციპულ დაპირისპირებაში "კვარა" მუდამ გამორჩეულია. ასე იყო "დიეგო მარადონაზე" ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში, 2024 წლის 3 მარტს. შობა-ახალი წლის პერიოდში ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ მაშინდელ სტატიას...

სპორტში პრინციპული მეტოქის ცნება ჩვეულებრივი ამბავია; ზოგჯერ მასთან გამარჯვება (თუ მისი დამარცხება) შესაძლოა, სასწორის ერთ პინაზე იყოს და მეორე მხარეს ბევრი რამ გადაწონოს. ეს ალბათ განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია, როცა წარმატებული სეზონი არ გიდგას და მუხტი გჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ისევ არსებობ!.. "ნაპოლისთვის" "იუვენტუსი" სულ სხვა კალიბრის მოწინააღმდეგეა, რომელთანაც შინ უკვე ზედიზედ 5 დაპირისპირება მოიგო.

"ჩრდილოელები მყრალებს გვეძახიან და დაგვცინიან... ჩვენ ღარიბები ვართ, მაგრამ ნეაპოლის დაჩაგვრის უფლებას აღარავის მივცემთ!" - ეს დიეგო მარადონას სიტყვებია. ახლა დრო, ვითარება, დამოკიდებულებები და ტაქტი შეცვლილია, მაგრამ სამხრეთელ გულშემატკივრებს ყველაფერი ეს მაინც არ ავიწყდებათ. გასულ წელს აქ დიდება დაბრუნდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა. "კვარამ" "იუვეს" კიდევ ერთხელ გაუტანა და მიუხედავად იმისა, ოთხეული ძალიან შორია, გუნდის თავზე არსებული "შავი ღრუბლები" გარკვეულწილად მაინც გაიფანტა.

ყველამ ვიცით, მათ შორის ხვიჩამაც, რომ მისთვის უფრო დიდი კლუბები გვსურს. ამის მიუხედავად, ქართველს გააზრებული აქვს, რომ ამის შესახებ ღიად საუბარი გულშემატივრებთან სასურველი არაა. ისინი იმ ტიპისა და ხასიათის ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, არცერთ ვითარებაში არ შეიძულებენ, მაგრამ ახლა საჭირო იყო ის ჟესტი, რაც ჩვენებურმა გააკეთა - ის აქაა, მათთან რჩება და გუნდის ცუდ მდგომარეობაში მიტოვებას არ აპირებს. ისე, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, მომავალ ზაფხულს ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდი მაინც არცაა და აქ მთავარი დაბრკოლება იქნებ სატრანსფერო ფასი იყოს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, "ნაპოლი" ოთხეულსა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, რათა ხვიჩას დონის ტურნირის გარეშე დარჩენა გამოვრიცხოთ...

წმინდა სამატჩო ამბებზეც დავწეროთ. ალბათ მწვრთნელი კალცონა ეცდება "მიიწეროს", რომ კვარაცხელიას ბოლოდროინდელი კარგი თამაში იმ სკანდალურმა ნაადრევმა შეცვლამ გამოიწვია. კვლავ გავიმეორებთ - ხვიჩა თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა ენდობიან და მისი სჯერათ. როგორც ჩანს, ახალმა თავკაცმა სწორი დასკვნები გამოიტანა, მათ შორის, იმაზეც, 77-ე ნომრის საუკეთესო მხარეები როგორ ტაქტიკურ სქემაში უნდა გამოიყენოს. აქ "იუვენტუსის" ფაქტორიც შემოდის, რომელიც ბურთს მოწინააღმდეგეს უთმობს და თამაშს კონტრშეტევაზე აგებს. მაგიტომაცაა, ვლაჰოვიჩი გამოუყენებელი მომენტებით თავზარდაცემული რომ იყო, იცის რა, როგორ შეცვლიდა ის თამაშის ხასიათს.

კალცონას არ უნდა დავუკარგოთ, რომ გუნდი უფრო შეკრულია, ზონებს შორის ნაკლები სივრცე რჩება და ბურთი შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად გადადის. ამ დროს 77-ე ნომერი თავს მართლაც კომფორტულად გრძნობს.

ცოტა უცნაური იყო ის ვნებათაღელვა, რაც ხვიჩას წინააღმდეგ პენალტის არდანიშვნას ეხებოდა, რადგან მთავარ მსაჯ მარიანიზე მხოლოდ პოზიტიურად უნდა ვისაუბროთ. მან დროულად აღკვეთა ყველა ის უხეშობა, რაც "კვარას" მიმართ იყო და მეტოქეები გააფრთხილა. ამან სხვა სიკეთეებთან ერთად ისიც მოიტანა, ჩვენებური მშვიდი იყო, არ კამათობდა და მეურვეების დასჯას არ ითხოვდა, რაც ბოლო დროს ხშირად გვინახავს. ასეთი დეტალები ბოლოს მნიშვნელოვან გარემოებებს განსაზღვრავს.

რაც შეეხება "იუვეს" მწვრთნელ ალეგრის ნათქვამს, ვრწმუნდებით, შემტევებს დაცვაში გარჯაც რომ სჭირდებათ. ამავდროულად, არსებობენ წინა ხაზის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდურად უფრო აქტიურად მუშაობენ, მაგრამ იმ განსხვავებას ვერ გვთავაზობენ, რაც ხვიჩას შეუძლია - "გააყვითლოს" ნახევარი გუნდი, დაზაფროს ისინი და ასეთი მნიშვნელობის გოლი გაიტანოს. გამართლება? - ადრე დავწერეთ, რომ კვარაცხელიას მხარეს მაშინ საფეხბურთო იღბალი არ იყო - მეკარეების საოცარი თამაში, მცველების დაბლოკვები... არის შეხვედრები, სადაც შემტევს მეტად უმართლებს, მაგრამ რიკოშეტი მაღალი კლასის შესრულებას არ აკნინებს.

სულ ვამბობთ, რომ კვარაცხელია საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობს. "იუვესთან" მატჩში იყო ერთი დეტალი, რომელიც ცალკე არავინ აღნიშნა, მაგრამ ჩვენი აზრით, ამას იმსახურებდა. ესაა ეპიზოდი, როცა ხვიჩამ ბურთი თავით კარგად მიიღო, სივრცე მოიგო, აჩქარდა და კამბიასომ ის გაფრთხილების ხარჯზე შეაჩერა. საჰაერო ორთაბრძოლების მოგება ხვიჩას საუკეთესო მხარე არაა და კარგია, ის მას ამიერიდან უფრო მეტად თუ გამოიყენებს.

კვარაცხელიას მისია რთულია, წარმატებულ და შედეგიან თამაშში ყველა "მონდომებულია", ნაკლი აღმოუჩინოს. გარდა ამისა, მან გულშემატკივრები წარმატებულ დრიბლინგებს, რაც ასე ლამაზია, შეაჩვია და მათთვის უკვე მხოლოდ გოლებიც, რაც "კვარას" თითქმის შარშანდელ ნიშნულს გაუტოლდა, საკმარისი არაა. 77-ე ნომერი საკუთარ თამასას არ დაუშვებს, ამის გვჯერა!..

ალიკა
რას არ შეიძულებენ ეგენი არ იყვნენ ხვიჩას და ოსიმენის ნახატები რო წაშალეს და ვიღაც რეპერი რო დახატეს მაგ უმადურებმა?! კაპიკებად ათამაშებენ(სწორედ ეს სიტყვები შეესაბამება ხვიჩას ხელფასს)ჩემპიონობა მოუტანა გუნდს,მერე მწვრთნელების გაუთავებელ ექსპერიმენტებში აიხლართა და დროებითი ჩავარდნა დაეწყო და მაშინვე შეიძულეს,ეს საიტი არ მაძლევს უფრო მეტის დაწერის საშუალებას თორე უარესები მემეტება მაგათთვის და იმ ბებერი გაიძვერასთვის
თენგო
აქ მწვრთნელის ხელი უნდა ერიოს: ერთი რომ, თავით სამჯერ ბრწყინვალედ ითამაშა, მეორე, ართმევებში აშკარად გააქტიურდა
თომა
100%
ვაჟა მასწავლებელი
პ.ს. და კიდევ, ხვთისავარ გიკვეთავ სტატიას სათაურით: "კვარაცხელია ქართულ ფეხბურთს და ნაკრებს არავის აჩაგვრინებს". ძალიან გთხოვ ეს სტატია როგორმე წელსვე გამოაქვეყნე. ქართველთა ერი მოლოდინშია და დაგიფასებს!
ვაჟა მასწავლებელი
ასე რა ღვთისავარ! ყოჩაღ! შენს დღევანდელ სტატიას რომ ვკითხულობდი, მომეჩვენა, რომ მარადონას სახელობის სტადიონზე ვიყავი ნეაპოლში!
გუსანი
ხვიჩას ნიჭი და დადებითი უნარები უდავოა, მე ჩემს სურვილს გამოვთქვავ" დაცვითი ფუნქციების უნარი ხვიჩას უბრალოდ არ აქვს, ეს მთლად მისი ბრალი არ არის, თავის დროზეც ლოკომოტივში მაგიტომ დაიწუნეს, კონტრაქტი არ გაუფორმეს, სიომინმაც აღნიშნა, სასწაული ნიჭი კი ჩანდა, მაგრამ სხვა უნარები არ ქონდაო, რაც ჩვენი ფეხბურთის და მწვრთნელების სინდისზეა, ეს ყველგან იგრძნობა, გადახედეთ ისტორიას, გაცილებით ნიჭიერი თაობა გვყავდა, მაგრამ მე-3 ადგილის გარდა ვერაფერს მიაღწიეს, ზუსტად ბევრი საჭირო უნარების არქონის გამო. ხვიჩასაც ტოპ- გუნდი ჯერ არ წაიყვანს, სადამ ფიზიკურ კონდიციებს, გამძლეობას არ გაზრდის და ცოტა დაცვით ფუქნციებში არ მოუმატებს, მაგალითი კიეზას გოლია, ნაპოლის ნახევარზე ხვიჩა ტურისტივით მოძრაობს, პასი იკითხებოდა კიეზასკენ, მან კი არ ჩაკეტა და სასურველი კუთხით თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცა, იგივე ვიქტორი კი გაცილებით აქტიურად ერთვება ხოლმე დაცვით ფუნქიებში, იმედია ამ კომპონენტშიც მოუმატებს ჩვენი ჯილა და ნაპოლის კალიბრი აღარ ეყოფა....
ქუთაისელი
ძალიან მომწონს ტრაორე, ერთადერთია ნაპოლიში, რომელიც ხვიჩას არ უგვიანებს პასს. ზელინსკის და კაიუსტეს კი ჯობია.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა