"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებულმა შემადგენლობამ, რომელიც იტალიაში გასამართი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება, ქუთაისში ორი ხანმოკლე შეკრება გაიარა, რის შემდეგაც მოთამაშეები კლუბებს დაუბრუნდნენ.

მათ დღეს (6 მარტს) ჭაბუკთა "ა" ლიგის ნახევარფინალური მატჩები ელით, 7 მარტიდან კი პარმას ფესტივალისთვის მზადებას „შევარდენზე“ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში, საქართველო 30 მარტს შოტლანდიას, 3 აპრილს საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს ეთამაშება.

„ამ ფესტივალში მონაწილეობა ქართული რაგბისთვის ძალიან მაგარი ამბავია. მნიშვნელოვანია, რომ ტიერ1-ის გუნდებს ადრეული ასაკიდან ვეთამაშებოდეთ – ეს მოგვცემს განვითარების საშუალებას. ვითამაშებთ განსხვავებულ გარემოში, მაღალ ტემპში, რაც სწორედ ისაა, რისი სურვილიც გვქონდა. ახლა მთავარია, ეს შესაძლებლობა კარგად გამოვიყენოთ და 20-წლამდელთა ნაკრებს უკეთ მომზადებული მოთამაშეები მივაწოდოთ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი.

ტურნირის ფორმატი და წესები იმგვარია, რომ თამაშები განვითარებას ემსახურება: ყველა გუნდს უწევს წინასწარ გაწერილი სამი თამაშის ჩატარება; იტალიაში 26 მორაგბე მიემგზავრება და თითოეული მათგანი მინიმუმ ერთ შეხვედრაში მაინც უნდა იყოს სასტარტო შემადგენლობაში; დაშვებულია უკვე შეცვლილი მოთამაშის მოედანზე დაბრუნება:

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მივცეთ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა – კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ძალიან გვიხარია, რთული მოწინააღმდეგეები რომ გვეყოლება, რადგან დავინახავთ, რაზე გვაქვს სამუშაო“.

მოსამზადებელი ეტაპი

18-წლამდელებს ქუთაისში უკვე ჰქონდათ 5 და 3-დღიანი შეკრებები და 2 მარტს 20-წლამდელებთან ამხანაგური თამაშიც გამართეს. 7 მარტს 35-კაციანი შემადგენლობა უკვე თბილისში შეიკრიბება და 12 და 19 მარტს ქართულ კლუბებთან ("ა" ლიგა + ესპუარები) კიდევ ორ თამაშს გამართავს, რის შემდეგაც საფესტივალო, 26-კაციანი რაზმი დასახელდება.

გუნდი 24 მარტს, გამთენიისას, ლიონში გაემგზავრება, სადაც 26-ში "ლიონის" „კრაბუსებს“ (18-წლამდელები) შეხვდება:

„2 მარტის თამაშმა ბევრი რამ დაგვანახა და ვმუშაობთ სუსტი მხარეების გაუმჯობესებაზე. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს და იმედია, ლიონში მეტ-ნაკლებად შეთამაშებული გუნდით ჩავალთ. ამ ეტაპზე შეკრებაზე ლეგიონერებიც გვეყოლება, თუმცა ლეგიონერობა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გარანტირებულად მოხვდებიან 26-კაციან განაცხადში. სასიხარულოა, რომ ადგილობრივი მორაგბეები ლეგიონერებზე არანაკლებ მომზადებულები არიან და იტალიაში გასამგზავრებლად ყველას თანაბარი შანსი აქვს“.

„გარდა ამისა, არიან მოთამაშეები, რომლებიც ამ ეტაპზე 18-წლამდელთა განაცხადში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ძალიან საინტერესო თაობა გვყავს და ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მოკლე დროში ისე განვითარდეს, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს. ეს განვითარების დასაწყისია და სამომავლოდ, ნიჭთან ერთად, ყველაფერს შრომისმოყვარეობა გადაწყვეტს, რადგან მის გარეშე დროთა განმავლობაში ნიჭი იკარგება“.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქუთაისის ბაზის პერსონალს და ადგილობრივ კლუბებს, რომლებმაც შეკრების მსვლელობისას მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი და მოედანი თუ დარბაზი ჩვენთვის სასურველ დროს ჩვენს განკარგულებაში იყო“.

Rugby.ge

დიმა
მომავალი (რაგბი) ჩვენია ! წარმატებები ლომებო!
გიორგი
სასიხარულო და იმედისმიმცემი ინფორმაციაა
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა