თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გურჯაანის "დელტას" წაფორხილებით ისარგებლა და მიმდინარე ტურის მატჩის მოგებით სუპერლიგის ლიდერობა დაიბრუნა. შეგახსენებთ, რომ მე-16 ტურის პირველ მატჩში ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა "დელტამ" ქუთაისში წააგო და თსუ-ს შანსი გაუჩნდა, თავისი მატჩის მოგების შემთხვევაში გურჯაანელებს გათანაბრებოდა და ურთიერთშეხვედრებში არსებული უპირატესობის გათვალისწინებით, ცხრილის პირველ ადგილზეც დამჯდარიყო.

ასეც მოხდა – თსუ-მ სუპერლიგის დებიუტანტი "რაში" 98:75 (სტატისტიკა) დაამარცხა და მოგება-წაგებები "დელტას" იდენტური გაუხდა – 10-4. პირველ წრეში თსუ-ს "დელტა" დამარცხებული ჰყავს, მეორედ ჯერ არ შეხვედრია. შესაბამისად, უპირატესობა უნივერსიტეტელებს ეკუთვნით და ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელია, კვლავ ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, "რაშისთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანი იყო თსუ-სთან შეხვედრა. უფრო ზუსტად, ვინ იქნებოდა ბესო ლეჟავას გაწვრთნილი გუნდის მეტოქე, ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა – მთავარი იყო გამარჯვება, რადგან "რაში" ცხრილის ქვედა ნაწილშია და რამდენიმე გუნდთან ერთად სუპერლიგაში დარჩენის საკითხი ჯერაც გადასაწყვეტი აქვს. მით უმეტეს, რომ მისი 3 კონკურენტიდან 2-მა ამ ტურში მოიგო – "ივერიონმა" "კავკასია" დაამარცხა, ხოლო "მარგვეთმა" დასარჩენად მებრძოლ კიდევ ერთ გუნდ "რუსთავს" სძლია.

"რაშს" შემართება და ძალები პირველ ნახევარზე გასწვდა. საწყის პერიოდში ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა და თავიდანვე ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა. პერიოდის მიწურულს თსუ-მ ჩამორჩენა შეამცირა და ათწუთეული 19:22 დათმო. მეორე პერიოდიდან კი უნივერსიტეტელებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს. ეროვნული ნაკრების ტანდემი – კახა ჯინჭარაძე და ალექსანდრე ფევაძე, შეუჩერებელი იყო. განსაკუთრებით, ჯინჭარაძე, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა.

მეორე პერიოდი თსუ-მ 31:17 მოიგო, დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა და ამის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუკარებია. საბოლოოდ თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. თსუ აუღელვებლად მივიდა გამარჯვებამდე და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ჯინჭარაძემ შეხვედრა 32 ქულით, 11 მოხსნითა და 8 პასით დაასრულა. 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა. ვილი ისიანმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა, 15 მოხსნა. ტაირი ბოიკინმა გამარჯვებულებს 17 ქულა შემატა. "რაშის" შემადგენლობაში 20 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ერიკ ფრედერიკი. 11-11 ქულა სანდრო სანაძემ და ვახტანგ გაფრინდაშვილმა მიითვალეს.

სუპერლიგის მომდევნო – XVII ტური, 15, 16 და 17 მარტს - შესაბამისად, ზესტაფონში, გურჯაანში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა