"ბრილიანტის ლიგის" ორდღიან ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა 100 მეტრზე იამაიკელი სპრინტერების - ასაფა პაუელისა და უსაინ ბოლის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო
"ბრილიანტის ლიგის" ორდღიან ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა 100 მეტრზე იამაიკელი სპრინტერების - ასაფა პაუელისა და უსაინ ბოლის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, თანამედროვეობის ორი ყველაზე სწრაფი მორბენლის პაექრობას მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ ვიხილავთ, რომელიც 27 აგვისტოს სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში დაიწყება.

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს პაუელმა საზარდულის მყესი დაიჭიმა, რის გამოც უარი თქვა ლონდონში გამგზავრებაზე.

"არ მინდა სეზონის მთავარი ტურნირის წინ რისკზე წასვლა. მთელი ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მაქვს გადატანილი. ძალიან მინდოდა ლონდონის ეტაპზე გამოსვლა, მაგრამ არ შემიძლია. გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო", - განაცხადა პაუელმა, რომელსაც ლონდონში მისი თანამემამულე იოჰან ბლეიკი შეცვლის.

ამასთან, პაუელი დარწმუნებულია, რომ პლანეტის პირველობაზე მას წარმატება ელის. იამაიკელი აცხადებს, რომ 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა ასეთ კარგ ფორმაში.

"ამჟამად შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და შემიძლია მძლეოსნობის მოყვარულები კარგი გამოსვლით გავახარო", - ამბობს იამაიკელი, რომელიც ბოლტის მთავარი კონკურენტი იქნება ტეგუში, რადგან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ გამოვა ამერიკელი ტაისონ გაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა