კრივში ავსტრალიის ყოფილი ჩემპიონი ჯონ მარსეტა სიდნეის გარეუბანში ჩხუბისას დანით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა
კრივში ავსტრალიის ყოფილი ჩემპიონი ჯონ მარსეტა დანით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ჩხუბი სიდნეის გარეუბანში მოკრივის სახლის დერეფანში მოხდა. მარსეტა 2 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა ამ სამწუხარო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. მოკრივე 38 წლის იყო.

მარსეტა პროფესიულ რინგზე 1991-96 წლებში გამოდიოდა და 76.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იყო ქვეყნის ჩემპიონი. სულ მან 22 ბრძოლა ჩაატარა, 14 მოიგო (12 - ნოკაუტით), ექვსჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

მისი მწვრთნელი ჯორჯ რინო მიიჩნევს, რომ მარსეტა ნიჭიერი მოკრივე იყო, მაგრამ ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია. ჯონმა 2002 წელს სცადა რინგზე დაბრუნება, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ანტონიო მარგარიტოს შეუძლია მშვიდად მოემზადოს მიგელ კოტოსთან შესახვედრად.

მარგარიტომ აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებისგან საწვრთნელი შეკრების გავლის ნებართვა მიიღო. მექსიკელს 3 დეკემბერს ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" უწევს კოტოსთან ჩხუბი.

შეგახსენებთ, რომ მარგარიტომ ბოლო ბრძოლა ფილიპინელი მენი პაკიაოს წინააღმდეგ გამართა და ნოკაუტით წაგების შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა