უხიაგი მწვრთნელი საფრანგეთს მილიონი ევრო დაუჯდა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ, როგორც ჩანს, სამუდამოდ გადააგორა ნაკრების ისტორიის ის ფურცელი, რასაც რაიმონ დომენეკი ჰქვია. სწორედ ამ სპეციალიტს უკავშირდება მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ნაკრებებს შორის ყველაზე დიდი სკანდალი.

გემახსოვრებათ, რომ ჟერემი ტულალანის, ფრანკ რიბერისა და პატრის ევრას მეთაურობით ფეხბურთელები სწორედ ჩემპიონატის მიმდინარეობისას გადაუდგნენ მწვრთნელს. ამან ლოგიკური შედეგი მოიტანა – ~სამფეროვნები" აირივნენ და ჯგუფში ჩარჩნენ. ფედერაციამ ამის შემდეგ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მას ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებდა, მოსიე დომენეკს კარისკენ მიუთითა. დაგვეთანხმებით, გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. თუმცა ამ აზრს არ დაეთანხმა თავად მწვრთნელი და ყოფილ დამსაქმებლებს სასამართლოში უჩივლა. საქმის განხილვა 2012 წლის იანვარში იყო დანიშნული.

საბედნიეროდ, საქმე სასამართლომდე არ მისულა. ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ პირველივე პრესკონფერენიაზე განაცხადა, რომ ის ყოფილ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს თავად ჩაუდგებოდა სათავეში.

და აი ისიც! მოსიე ნოელმა ძალიან მოკლე ხანში დომენეკთან საერთო ენა გამონახა. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ფრანგების ყოფილი დამრიგებელი კომპენსაციად 975 ათას ევროს დათანხმდა. ფორმულირება ასეთია: 575 ათასს მას ფედერაციაში წლების განმავლობაში გაწეული უმწიკვლო სამსახურის გამო გადაუხდიან, 400 ათასს კი ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტისთვის. თავის მხრივ დომენეკიც წავიდა დათმობაზე - მისთვის კუთვნილ 175 ათასი ევროს პრემიაზე უარი თქვა. ~დიახ, დომენეკის საქმე დახურულია, - განაცხადა ნოელ ლე გრაემ. - ეს ძალიან კარგი ცნობაა, რადგან შესაძლო სასამართლო პროცესზე ფიქრი ფედერაციას მძიმე წნეხის ქვეშ აგდებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა