ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

და ჰა, კარს მოგვადგა 21 მარტი, როდესაც უეფას მიერ ბოძებული შანსით საქართველოს ნაკრებმა მეორე ცდით უნდა დაიწყოს ევროპის ჩემპიონატზე „უკანა კარით“, ერთა ლიგიდან შეღწევა. პირველი შესაძლებლობა 2020 წლის 13 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით თბილისში გავუშვით ხელიდან და მეორე შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. სამწუხაროდ, პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერ დაგვეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რომელთან ერთადაც „ჯვაროსნები“ ერთი გუნდია, მის გარეშე კი - სულ სხვა. მოგვწონს თუ არა, ასეთია რეალობა და დანაკლისი უმძიმესია. ჩრდილომაკედონიელებთანაც არ გვყავდა კვარაცხელია და რატომღაც კოვიდის პერიოდში სტადიონის მაყურებლების 1/3-ით შევსების უფლებაც არ გამოგვაყენებინეს. ახლაც არ გვეყოლება ნახევარფინალში ხვიჩა, მართალი გითხრათ, გარკვეული სიფრთხილის გრძნობაც არსებობს და იმის შიშიც, რომ უხვი ნალექი არ მოვიდეს და მოედანზე პრობლემა არ შეიქმნას.

საქართველოს ნაკრები დაუბალანსებელ გუნდად რჩება, ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს გიორგი მამარდაშვილისა და კვარაცხელიას სახით. ზოგს ფიზიკური მონაცემები აკლია, ზოგს - ტექნიკური, ზოგს ბედმა არ გაუღიმა ჯანმრთელობის თუ თავის დროზე კარგ კლუბში არმოხვედრის გამო. ამ ორს კი ღვთის მადლით ყველაფერი გააჩნია დიდ შრომის უნართან ერთად. უყურეთ, ალბათ, „ვილიარეალთან“ მამარდაშვილის თამაშს და სიამაყის გრძნობაც დაგეუფლებოდათ. ამ სიტყვის კარგი გაგებით, კარში რაღაც მონსტრი იდგა, მეტოქეთა ნამდვილი რისხვა. თან მუდმივად პროგრესირებს, იხვეწება და უკეთეს გუნდში გადასვლასაც იმსახურებს.

რაც შეეხება „კვარას“, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, „ინტერთან“ ბოლომდე არ დაიხარჯა, თავს გაუფრთხილდა და აზრით და გონით უკვე თბილისში იმყოფებოდა. სწორადაც მოიქცა, ვინაიდან იმაზე გაცილებით, გაცილებით უკეთ ირჯება, ვიდრე გასამრჯელოს უხდიან, დიდად მადლიერიც არავინაა და ისეთი პარტნიორები ჰყავს, უკეთესი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია - ორი მცველი მეურვეობს, მესამე დაზღვევაზეა და „გალიაში“ ჰყავთ გამომწყვდეული. დროულად პასსაც ვერ თუ არ აძლევენ და ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში მხოლოდ მაშინ აწვდიან, როდესაც სხვა გზა აღარ აქვთ. „ბარსელონასთან“ შეხვედრის დასასრული გამახსენდა, როცა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეცვალა და ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ. ორივე მშვიდად გახლდათ მარცხს შეგუებული. "ინტერთან" ნამატჩევს „ნაპოლის“ თავკაცმა დაუფარავად თქვა, რომ ახალწვეულები იმედებს ვერ ამართლებენ და მისთვის მთავარი სლოვაკეთის ნაკრებია. იგივე დამოკიდებულება გააჩნია ვიქტორ ოსიმენს, რომელსაც ეტყობა, გული უკვე სხვაგან მიუწევს და მგონია, ტრავმას იმიზეზებს - მიდი და გაიგე, კუნთის გადაღლილობა აწუხებს თუ არა.

მიუხედავად კვარაცხელიას არყოფნისა და ლუქსემბურგის ნაკრების უკანასკნელ წლებში გაძლიერებისა, ჩვენი ეროვნული გუნდი ვალდებულია ხუთშაბათს გაიმარჯვოს. ფეხბურთში რაღაცის ვალდებულება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც წაგების უფლება არ გაქვს. თუ გადავხედავთ მოწინააღმდეგის შემადგებლობას, ადვილად შევამჩნევთ, რომ „ჯვაროსნებზე“ ნაკლებ გუნდებში სულაც არ ასპარეზობენ. ვილი სანიოლის კრებულს კი სერიოზული პრობლემები გააჩნია - რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცით ლეგიონერთა ამბები და ისიც, რომ საკმაო ნაწილს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და მაღალი შედეგიანობითაც არ გამოირჩევიან. ერთ-ერთი გამონაკლისი ბუდუ ზივზივაძეა და ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თავის დროზე არ გაუმართლა, უკეთეს კლუბში არ მოხვდა და უკეთესი კარიერა ვერ აიწყო. ზემოთაც აღვნიშნე, ბევრი რამ გამართლებაზეა დამოკიდებული, თორემ, ვთქვათ, გიორგი ლორიასაც უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, რადგან საამისოდ ყველა მონაცემი აქვს. დააკვირდით, როგორ იბრძვის ზივზივაძე ბურთისთვის, გოლის აღლო გააჩნია და შეტევის დაგვირგვინების უნარიც. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, თუმცა, ჩემი აზრით, „ნაპოლის“ თავდამსხმელებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც. ნეაპოლური გუნდი ხშირად ფლობს ინიციატივას, მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიაქვს, საჯარიმოში ხშირად აწვდიან ბურთს, მაგრამ იქ ვერავინ იხსნება და მთელი შრომა და გარჯა წყალში ეყრებათ.

მეტად აღარ მინდა ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ჩვენი სხვა ფეხბურთელები დავახასიათო, უბრალოდ ერთს გავუსვამ ხაზს - ბევრისგან გაცილებით მეტს მოველოდით, თუმცა მათთვის ჯერ არაფერია დაკარგული და იმედია, თავის წარმოსაჩენად მარტის პლეი-ოფი შესანიშნავი შანსია, რასაც გამოყენება სჭირდება. სასიხარულოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში დგება და სათანადოდ დაგვეხმარება. ახლა მთავარია გულშემატკივრების დიდი ძალისხმევით როგორმე გადავლახოთ ნახევარფინალური ბარიერი. არაა ლუქსემბურგი ის გუნდი, რომლის ძლევაც საქართველოს ნაკრებმა, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე ვერ უნდა მოახერხოს. არც ის მგონია, უეფა „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლის წინააღმდეგი იყოს. მკითხავთ უთუოდ, რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი და მოკლედ გიპასუხებთ - არსებობს ხოლმე „წყალქვეშა დინებები“, მაგალითად, როგორსაც იტალიისა და უკრაინის დაპირისპირებისას ჰქონდა ადგილი. მსაჯს ხომ ხანდახან ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია საკამათო ვითარებაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი და ვერც მოედავები.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ქომაგების აქტიური თანადგომით ამოცანის გადაჭრა ძალუძს. მთავარია, აუღელვებლად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იმოქმედონ და ფინალში გავიდნენ, სადაც უკვე ხვიჩაც დაგვეხმარება. ეს ორი აუცილებლად მოსაგები მატჩია, რომელიც გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს თავად მოთამაშეთა და საერთოდ, ქართული ფეხბურთისათვის.

მიმომხილველი

• ჟორა გაბრიჭიძე

INVI9, თუ ხვიჩას დონის ფეხბურთელებით სავსეა ჩვენი ნაკრები, მაშინ რა პრობლემაა ლუქსემბურგის დამარცხება? და რატომ მისტირის ყველა ხვიჩას დანაკლისს? ლუქსემბურგთან ხვიჩას მესამე გაფრთხილების აკიდება კი ძალიან იოლი იყო, რადგან ამის ბევრი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთი მათგანის გამოყენებას აუცილებლად შეეცდებოდენ. გახსოვთ ალბათ იტალია-უკრაინის თამაში, იმისათვის, რომ ევროპის პირველობას იტალიელთა გარეშე არ ჩაევლო, როგორ გაწირეს უკრაინა. ასევე, ჩვენზე მეტად ფასობს ევროპირველობისათვის საბერძნეთის ნაკრები და არც ამ შანსს გაუშვებდა ხელიდან დაინტერესებული მხარე.

• წეწე

მაინცდამაინც მამარდას იმედზე ნუ წავიყვანთ თამაშს :)

• ტოტო

მოვიგებთ ლუქსენბურგთან აუცილებლად!!!!!!!!!!!!

• .. ს

არ არიან ქართველი სპორტსმენები საქართველოს პატრიოტები, არ გვანან დონჩიჩს,მოდრიჩს,მხითარიანს!!

• მწარე

250 მილიონი წელიწადში? ზღაპააარ. 10 წელიწადში კი ბატონო, შეიძლება დაგიჯეროთ.

• oto

ბურთის, ჯანის, ტექნიკის და ა.შ. გარდა არსებობს კიდევ რაღაც, რასაც სახელი არა აქვს, მაგრამ უმაგისოდ წარმატებას ვერ მიაღწევ. მაგალითად, ჟორდანიამ რომ დაინახა, რომ რუსებს სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშს ვერ უგებდა, შუქები გაათიშინა სტადიონზე და მერე მაინც მოიგო. საბერძნეთმა რო იცოდა, რომ ისეთი შანსი კიდე საუკუნე არ ექნებოდა - იჩალიჩა და ევროპის ჩემპიონი გახდა კარაგუნისებით და ჭიჭიკოებით. ლუქსემბურგის მოგებულად გაშვება არ შეიძლება, რაც გინდათ ქენით, გინდა მინდორზე, გინდაც მის მიღმა. ქვეყნის ღირსება გადის ეხლა თქვენზე - ეს ორი თამაში უნდა მოიგოთ!

• .. ს

საქართბელოზე პოსტი არ დაუდია,სამაგიეროდ დოლჩე გაბანას სუნამოების რეკლამის ფოტოსესია დადო ინსტაგრამზე!!!

• Pepelu

შე კაი კაცო და შე მართლა ოჯახაშენებულო სანამ რამეს დაწერ გადაამომწე წელიწადში დაახლოებით 30-40 მილიონი იხარჯება ფეხბურთზე რა არა 250 მილიონი.

• zura222

კვარას გაფრთხილებები "ვერ გათვალეს" კი არა არ გათვალეს და ამაში დარწმუნებული ვარ წინა გატამაშების ფინალის გაყიდვის მერე მაკედონიასთან @@@

• SOSO

რამდენი ხანი უნდა იძახოთ- ჩაკვეტაძე ფორმაში დგება!!!, რა ვეღარ ჩადგა ეგ ოჯახაშენებული!. ფორამა-მორვა კი არა გამოვიდნენ და მოიგონ ორივე თამაში როგორც უნდათ, თუ არა და რაში იხარჯება ამ ღატაკი ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 250 მლ-ნი ვითომდა ფეხბურთის განვითარებაზე?. ისე როგორც განვითარდა კი ჩანს, ზედაპირზეა- ქართული კლუბები ისევ ფსკერზე არიან და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსიც კი არ ჰქონიათ, მხოლოდ ბიუჯეტის ფულებით საეჭვო ლეგიონერების ტრასფერებითა და კლუბებში ნათესავ-ძმაკაცების დასაქმებით არიან დაკავებულნი, ნაკრები კი ამდენი ბაქი-ბუქის ფონზე შესარჩევ ჯგუფში ტრადიციულად ბოლოდან მე-2 ადგილზე გავიდა, მეტიც, ესპანეთმა საერთოდ 7 გაგვიტანა თბილისში. ისე უტვინოები და არაკომპეტენტურები მართავენ ფეხბურთს ჩვენთან კვარას გაფრთხილების ალბათობაც ვერ გათვალეს და ნაკრები ფაქტიურად უპირობო ლიდერის გარეშე დატოვეს. დავრჩით ეხლა ჭაკვეს იმედზე,რომელიც აგერ უკვე 4-5 წელია ფორმაში შედის და ვეღარ შევიდა.....გამორიცხულია ვერანაირი მიზეზით ვერ გაპრავება ამ ორივე თამაშის ჩაგდება ....უნდა მოიგონ უსიკვდილოთ...

• Pepelu

არანაირი ზეწოლა!! ბიჭებს ისედაც გათავისებული აქვთ სიტუაციის სერიოზულობა!! ზედმეტი ბრიყვული კლავიატურის კლონები, ტროლები და ბოტები არაა საჭირო!!!! არც მხარდამჭერი და არც მოწინააღმდეგე!!!!

• pepelu

სამაგიეროდ მიშა დებს გიჟივით ნახევარ საათში ერთხელ.

• დევი

თბილისის დინამო რომ წააგებდა მოსკოვის დინამოსთან „ფიზიკური მომზადებით გვჯობიანო“. ნაკრებს გადამწყვეტი თამაშები აქვს ნაკრების წევრზე ამბობ ნელ-ნელა ფორმაში შედის და მაგის იმედი გვაქვსო. საინტერესოა რამდენი წელი სჭირდება „ფორმაში შესვლას“

• რაბუ

ინტერნეტი არააქ ალბათ, აცადე ადამიანს

• არჩი

რა მაგარი სურათია! სტატია ჯერ არც წამიკითხავს, ისე ძალიან მომინდა კომენტარის დაწერა. ასე აფრენილი გვენახოს ჩვენი ნაკრები ხვალ და 26-ში!

• Pepelu

ქვეყნის სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია!!!!!!! და ძალიან მიხარია, რომ ამ თაობის და ამ ბიჭების გადასაწყვეტია ესეთი საპასუხისმგებლო მომენტი!!!!! რადგან ზუსტად ვიცი სრული პასუხისმგებლობით მიუდგებიან და ქვეყანას დიდ სიხარულს მოუტანენ!!!!!! თქვენთან ვართ ლომებო!!!!!!!!!!

• გონერი

რაც მაგან ნარჩევი ქართველობა ამოგვიწყვიტა მაგის დანაბარები არაფერი გვინდა.

• ამატაკი

ამ ლუქსემბურგმა ევროზე - გასვლა ბოსნიას მოუგო, ისლანდიასა და სლოვაკეთს ფრე გაუგორა. ხვიჩას გარეშე, ამ სამს იმედია აღემატება რაიმეთი საქართველოს ნაკრები, ალბათ პოტენციალით. ყოველ შემთხვევაში არ დაფასება ამ მოწინააღმდეგის, არა მგონია საქმეს წაადგეს. 2 დღეში თამაშია და იმასაც ვერავინ იტყვის 100% - ით რას ვითამაშებთ, როგორ. მრავალი წელი უთამაშებელი კაცი ეხლა მოგვყავს. პრინციპში სათქმელი ბევრია, მაგრამ ეხლა კრიტიკის დრო ნამდვილად აღარ არის, რაც არის ეგ არის.უბრალოდ ცოტა მაშფოთებს ეს ყოველივე. იმედია სიმტკიცით გავალთ ფონს. სპალეტის სიტყვები მომეწონა იტალიის ნაკრებზე, ჩვენზეც ზედგამოჭრილია: პლეისტეიშენის მოთამაშეებია კი არა, მგლები მჭირდებაო! ჩვენც ზუსტად მანდ ვართ...

ილია თოფურია ორი დღეა საქართველოშია და პოსტი არ დაუდია საქართველოზე!!

• მავედრებელი

რა დაგვიბარა სტალინმა, ერთმანეთს დეერიეთო თუ ქართველებო ერთმანეთი გიყვარდეთო?

• inviz9

ჟორა გაბრიჭიძეს ბატონო ჟორა სულ რომ არ აეკიდებინა ესპანეთტან ეს გაფრთხილება ხვიჩას არ შეიძლებოდა? ან რა დარწმუნებით წერ რომ ლუქსემბურგთან ნამდვილად აიკიდებდა და ბერძნებტან გამოტოვებდა თამაშს?! ან რა დარწმუნებული ხარ რომ ლუქსემბურგს დავამარცხებთ? ახლა მიპასუხებ რომ შეგნებულად დაწერე ასეთი პათოსით რომ ჩვენი გუნდის შემართება და საბრძოლო სული გაგეძლიერებინა-მოკლედ ყურს საიდანაც გინდა იქიდან მოაბამ არ დაგავიწყდეს რომ 2 -2 გაფრთხილება აქვთ კაშიასაც და ჩაკვეტაძესაც. ეგენი რომ დაგვაკლდეს ბერძნებთან ფინალში?-სადაც შენი შემართებით უკვე გაგვიყვანე, მაშინ რა იქნება? მარტო ხვიჩა მოუგებს ხომ ბერძნებს? მართალია მარტო ხვიჩა ჯენოას და ფროზინონეს ვერ უგებს, მაგრამ ბერძნებს მოუგებს... არც ჩაკვეტაძეს არ მიუცია საგოლე პასები ხვიჩასთვის შოტლანდიასთან და ესპანეთთან არა ბატონო ჟორა? სისულელეები შენთან მოიკითხე ...

• inviz9

ჟორა გაბრიჭიძეს ბატონო ჟორა სულ რომ არ აეკიდებინა ესპანეთტან ეს გაფრთხილება ხვიჩას არ შეიძლებოდა? ან რა დარწმუნებით წერ რომ ლუქსემბურგთან ნამდვილად აიკიდებდა და ბერძნებტან გამოტოვებდა თამაშს?! ან რა დარწმუნებული ხარ რომ ლუქსემბურგს დავამარცხებთ? ახლა მიპასუხებ რომ შეგნებულად დაწერე ასეთი პათოსით რომ ჩვენი გუნდის შემართება და საბრძოლო სული გაგეძლიერებინა-მოკლედ ყურს საიდანაც გინდა იქიდან მოაბამ არ დაგავიწყდეს რომ 2 -2 გაფრთხილება აქვთ კაშიასაც და ჩაკვეტაძესაც. ეგენი რომ დაგვაკლდეს ბერძნებთან ფინალში?-სადაც შენი შემართებით უკვე გაგვიყვანე, მაშინ რა იქნება? მარტო ხვიჩა მოუგებს ხომ ბერძნებს? მართალია მარტო ხვიჩა ჯენოას და ფროზინონეს ვერ უგებს, მაგრამ ბერძნებს მოუგებს... არც ჩაკვეტაძეს არ მიუცია საგოლე პასები ხვიჩასთვის შოტლანდიასთან და ესპანეთთან არა ბატონო ჟორა? სისულელეები შენთან მოიკითხე ...

• rigiti

მართალი ხარ!!! გვჭირდება 11 დიმიტრი გელოვანი...

• ჟორა გაბრიჭიძე

ბატონებო, ნათქვამია "ლხინი არ იყო და ჭირმა უშველაო", ანუ სწორედ ლუქსენბურგთან ხვიჩას დანაკლისმა უნდა გაგვიყვანოს ევროპირველობაზე. ეს რომ არ ყოფილიყო 99%-ით ვარ დარწმუნებული ბერძნებთან წავაგებდით, რადგან ხვიჩა იქ დაგვაკლდებოდა. ალბათ ყველა დამერწმუნება, რომ ბერძნები გაცილებით ძლიერები არიან ლუქსემბურგზე, ამიტომ გაცილებით მომგებიანია ის, რომ ხვიჩა ლუქსემბურგთან გვაკლია და არა ბერძნებთან. ნახევარფინალის მოგება ხვიჩას გარეშეც შეგვიძლია, ბერძნებთან კი წაგებას ვერ გადავურჩებოდით. რადგან ხვიჩა ლუქსენბურგთან თამაშს გამოტოვებს, ბერძნებთან გაფრთხილების გამო თამაშის გამოტოვება გამორიცხულია. ხვიჩა, რომ ლუქსემბურგთან თამაშობდეს მესამე გაფრთხილების აკიდების ალბათობა ძალიან დიდი იყო, ამის ჩაწყობაც შეიძლებოდა და სხვა რამის მოფიქრებაც, ახლა კი ხვიჩა ბერძნებთან 100%-ით გვეყოლება და გამარჯვების სასწორსაც ჩვენკენ გადახრის. მე ბევრი სისულელე წავიკითხე იმის შესახებ, რომ თითქოს ხვიჩამ ვიღაცის დავალებით აიკიდა ის გაფრთხილება, სწორედ მათ გასაგონად ვამბობ, რომ თუ ხვიჩამ მართლაც ვიღაცის დავალებით აიკიდა ის გაფრთხილება, ხვიჩაც და ის ვიღაცაც ძალიან გონივრულად მოქცეულან.

• ჟორა გაბრიჭიძე

ბატონებო, ნათქვამია "ლხინი არ იყო და ჭირმა უშველაო", ანუ სწორედ ლუქსენბურგთან ხვიჩას დანაკლისმა უნდა გაგვიყვანოს ევროპირველობაზე. ეს რომ არ ყოფილიყო 99%-ით ვარ დარწმუნებული ბერძნებთან წავაგებდით, რადგან ხვიჩა იქ დაგვაკლდებოდა. ალბათ ყველა დამერწმუნება, რომ ბერძნები გაცილებით ძლიერები არიან ლუქსემბურგზე, ამიტომ გაცილებით მომგებიანია ის, რომ ხვიჩა ლუქსემბურგთან გვაკლია და არა ბერძნებთან. ნახევარფინალის მოგება ხვიჩას გარეშეც შეგვიძლია, ბერძნებთან კი წაგებას ვერ გადავურჩებოდით. რადგან ხვიჩა ლუქსენბურგთან თამაშს გამოტოვებს, ბერძნებთან გაფრთხილების გამო თამაშის გამოტოვება გამორიცხულია. ხვიჩა, რომ ლუქსემბურგთან თამაშობდეს მესამე გაფრთხილების აკიდების ალბათობა ძალიან დიდი იყო, ამის ჩაწყობაც შეიძლებოდა და სხვა რამის მოფიქრებაც, ახლა კი ხვიჩა ბერძნებთან 100%-ით გვეყოლება და გამარჯვების სასწორსაც ჩვენკენ გადახრის. მე ბევრი სისულელე წავიკითხე იმის შესახებ, რომ თითქოს ხვიჩამ ვიღაცის დავალებით აიკიდა ის გაფრთხილება, სწორედ მათ გასაგონად ვამბობ, რომ თუ ხვიჩამ მართლაც ვიღაცის დავალებით აიკიდა ის გაფრთხილება, ხვიჩაც და ის ვიღაცაც ძალიან გონივრულად მოქცეულან.

• რაბუ

მე ამ საიტზე აღარ შემოვალ. ყველა "დაკლიკვაზე" რეკლამას აგდებს. მესმის რომ აუცილებელია საიტის არსებობისთვის რეკლამაც მაგრამ არ უნდა აღიზიანებდეს მკითხველს. იქნებ გაითვალისწინოთ. წარმატებები

• მირო

როცა ვაღიარებთ ჩვენ თვითონ,რომ მხოლოდ ორი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს,შედეგიც მოსალოდნელია შესაბამისი.გინდა არ გინდა უნდა მოიგო-ს მოწოდებით ბიჭები შეიძლება ზედმეტად დაიძაბონ და ფსიქოლოგიურად შებოჭილები გამოვიდნენ მოედანზე.პირიქით,მგონია ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს და მოუხსნას ზედმეტი დაძაბულობა და ემოციები,რომ თავისუფლად ითამაშონ და გამოავლინონ მაქსიმუმი. ჩვენც არ უნდა დავიძაბოთ ზედმეტად და რეალობა უნდა მივიღოთ.მოვიგეთ,ბიჭებს მადლობა,არა და აქ არ თავდება ყველაფერი,ბევრი შანსები გვექნება შემდეგშიც.გაიზრდებიან და უფრო დაოსტატდებიან ჩვენი ბიჭებიც და შედეგებიც გვექნება. ამას იმიტომ ვამბობ,რომ ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა და ზედმეტი მოლოდინები არ გაგვიწევს კარგ სამსახურს არავის.ვილოცოთ მოგებებისთვის,გაგვიმართლოს ღმერთმა.

• ალუდა კეკლუცაური

ხალხო ცოტა ღიები ჩავიცვათ სტადიონზე, რომ ჩაშავებული ტრიბუნები არჩანდეს, თეთრ წითელი უკეთესიააა!!!!

• zaza

თამაში ღომ მოიგო მეტყი უნდა გაიტანო , ვიდრე გაუშვებ . რომ გაიტანო , შეტევა უნდა იცოდე , ცდილობდე , სხვადასხვა ტაქტიკას და სქემას ხვეწდე . რომ არ გაატანინო , დაცვაში თამაში უნდა შეგეძლოს . ხვეწდე სხვადასხვა დაცვით ვარიანტებს . უნდა შეგეძლოს ბურთის დაჭერა . ამისათვის ტექნიკური და ფიზიკური სათანადო მომზადებაა საჭირო, ანუ ნახევარმცველების შესაბამისი დონე ამ კომპონენტში. ფეხბურთი კი ჰქვია ამ ლამაზ თამაშს , მაგრამ უბურთოდ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ესეც უინდა ისწავლო . ამ ყველაფერს ბავშვობიდან ასაკის შესაბამისი დოზით უნდა სწავლობდე . ამ ყველაფერს დავუმატოთ ნიჭი ( რომელიც ქართველებს გვაქვს ) და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული , გამარჯვების უდიდესი სურვილი , პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე . ასე ვფიქრობ მე . ახლა , ამათგან რომელი თვისება და უნარი რა ზომით გვაქვს დავთვალოთ და სავარაუდო შედეგსაც მივიღებთ სხვადასხვა გუნდებთან სხვადასხვას .

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით