ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ვასილი უტკინის გარდაცვალების გამო რუსეთში ბევრმა გამოთქვა მწუხარება და მათ შორის, "გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თინა კანდელაკმა. ეს გასაკვირია, რამეთუ უტკინი კანდელაკს ხშირად საჯაროდ დასცინოდა, ის კი ანალოგიურად პასუხობდა.

"ვასიასთან მე, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ ჩამომიყალიბდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი დანაშაული იყო, რადგან ისეთი არაორდინარული ადამიანის მიმართ, როგორიც ვასიაა, განსაკუთრებული ყურადღება იყო საჭირო.

არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სპორტული ჟურნალისტი გახლდათ, რომელსაც შევხვედრივარ. ობიექტურად. სპორტული ტელევიზია მისი მთელი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა. მიუხედავად ჩემ მიმართ ყველა მისი ცუდი გამონათქვამისა, ახლა ამაზე ლაპარაკიც სისულელეა. მისი ტალანტი უდავო იყო.

გაცილებით მეტის გაკეთება უნდა მოესწრო და ძალიან სამწუხაროა, რომ მათ შორის თავისი ინდივიდუალური და ადამიანური მარტოობის გამო, ვასია ეულად დარჩა და ასე ადრე წავიდა.

მე მგონია, ეს მარტოობა მის ცხოვრებაში უფრო მცირე რომ ყოფილიყო, მაშინ მისი ცხოვრებაც, ალბათ, შეიძლებოდა უფრო სხვანაირად წარმართულიყო", - წერს თინა კანდელაკი თავის "ტელეგრამ-არხზე".

G.LA
ეს არარაობა უტკინის გარდაცვალები დღეს მიხვდა მხოლოდ? ეს წაკლა არის გზაზე მტვერის ფასი და ზუსტად უტკინთან დაპირისპირებით უფრო ცნობადი გახდა. მარტოობა უტკინის ხვედრი იყო ცხოვრებაში, რადგან ასეთი ჭეშმარიტი სიმართლის მოყვარული ხალხი ყოველთვის მიუღებელია ფარისეველ მლიქვნელ არსებებისათვის, როგორიც არის ეს არარაობა. მას უბრალოდ მეტი სათქმელი არ აქვს და ვასილმა მიცვალებულმაც დაჩრდილა. აცხონოს ვასილ უტკინის სული იმ ქვეყანაზე. ნამდვილი პროფესიონალი მცოდნე ფეხბურთის და სიმართლის მოყვარული ადამიანი. მადლობა მას ყველაფრისათვის, ჩვენ ქართველებს ბევრი სამადლობელო გვეკუთვნის.
მირო
თინიკო,შენ პუტინის მეხოტბეობა უფრო გირჩევნია,ვიდრე პატიოსანი ხალხის ხელშეწყობა.შენ რომ არ გაგენთავისუფლებინა ეს პატიოსანი კაცი სამსახურიდან,იქნებ არც მომკვდარიყო.მაგრამ შენც პუტინივით ავტორიტეტიანი ადმიანები გძულს. ვენაცვალე ქართველებს,არავის არ უყვარხარ საქართველოში.
ძველი გულშემატკივარი
გთავაზობთ დაწესდეს ვასილი უტკინის სახელობის ყოველწლიური პრიზი ან პრემია, იმ უცხოელი ჟურნალისტისათვის ვინც ფართოდ და ობიექტურად გააშუქებს ქართული ფეხბურთის საკითხებს (სტატია, რეპორტაჟი, ინტერვიუ, დოკუმენტური ფილმი და სხვა). გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ფეხბურთის გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად. პრიზის ან პრემიის თანხა შეიძლება მობილიზებული იქნეს გულშემატკივრების მიერ. გარდა იმისა, რომ ეს იქნება პატივის მიგება ვ.უტკინისადმი, ასევე წაადგება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.
ძველი გულშემატკივარი
თუ ასეთ რამეს უეფა-ს რეგლამენტი ამ დონის თამაშებზე არ კრძალავს, ნამდვილად ღირსეული საქმე იქნება საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისა და გულშემატკივრების მხრიდან!
კიეზა
ერთდერთი თუ არა..ერთ ერთი რუსი..ვისაც პატივს ვცემდი.რადგან მართალი კაცკ და საქართველოს მეგობარი იყო..განსხვავებიგ ამ წაკლასაგან...
ენძო
ღმერთმა ნათელში ამყოფოს.კარგი ადამიანი იყო.ქართველების მეგობარი.მე მგონი 21-ში წუთიერი დუმილი იქნება ძალიან ადეკვატური საქციელი ქართველი გულშემატკივრების.
ჟორა გაბრიჭიძე
ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა. ყოველთვის კარგი განწყობა ჰქონდა საქართველოსა და ქართველ სპორტსმენთა მიმართ. კარგი მეგობარი დავკარგეთ ქართველებმა.
ბუჯანგა
დასანანია ასეთი კარგი..მრავალმხრივ განვითარებული პროფესიონალი ჟურნალისტის ადამიანის ნაადრევი გარდაცვალება..ყველაფრეთან ერთად ძალიან უყვარდა საქართველო ქართველები და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთი...რასაც უამრავი სიუჟეტი.. გადაცემა მიუძღვნა...დასაფასებელია ასეთი ადამიანის სიყვარული და გულთბილი ადამიანური დამოკიდებულება ..გეთანხმები სრულად რომ ჩვენი მხრიდან რაღაც გამორჩეული ფორმით დაფასდეს მისი მოღვაწეობა და სათანადო ყურადღება გამოიხატოს..ნათელი კარგი ადამიანის სულს..
aburjga
მე კი ვფიქრობ, რომ თინას ნამდვილად ეწყინა და ასევე გულწრფელია მისი სიტყვები!
Mindia
კაი ტიპი იყო ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ქართველებმა საკადრისი პატივი უნდა მივაგო
M-33
ძალიან დასანანია ვიზიარებ, ჩვენი ბავშვობის ფეხბურთის ხმა იყო ვასილი უტკინი და ის ხმა ყოველთვის დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამბობენ სევდიანი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა ეს ბოლო 10 წელი რაც ამ ქალბატონის დამსახურებით ნტვ-დან გამოუშვეს და კაცი დეპრესიაში ჩავარდა როცა ასე უცაბედად საყვარელი საქმიანობის გარეშე დატოვეს. ყველას თავისი მოეკითხება.
დდდ
ალბათ, ორივე... ფარისევლობა რა გასაკვირია, ეგ თინას ცხოვრების სტილია, მაგრამ, არც გულისტკივილი მიკვირს - მშვენივრად იცის, რომ უტკინით უფრო პოპულარული იყო, ვინემ მის გარეშე იქნება...
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
"ოლიმპიადა დასავლური ვერსიით ძველი ნაგავია, ფულის გათეთრებისა და შოუს შექმნისთვის იყენებენ" - თინა კანდელაკი
ვლადიმირ პუტინმა თინა კანდელაკი დააჯილდოვა
"მაიმუნმა ტაქსისტი რომ გამოა**ევა, იმ ანეკდოტს მახსენებს" - უტკინმა რუსეთის ნაკრების მდგომარეობა ცნობილ ანეკდოტს შეადარა
"რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერი განსაკუთრებული აჩვენო და..." - უტკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა
ვასილი უტკინი გარდაიცვალა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
"ეს კარმაა! სწორედ ამიტომ გავარდნენ" - თინა კანდელაკმა მუნდიალიდან გავარდნილ ბრაზილიას დასცინა და "სელესაოს" წაგების "მიზეზი" განმარტა
"ნაპოლი" მძ**ნერი კლუბია" - ვასილი უტკინი "პარტენოპეიზე"
კანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს
"უნამუსო! მშიშარა! ვერაგი ანგლოსაქსები!" - უტკინი ინგლისისა და აშშ-ის მატჩმა აღაშფოთა
"როგორც ქართველი ქართველებს გპასუხობთ, გულუბრყვილო ცხვრები ხართ! აშშ და ევროპა საზარბაზნე ხორცად გიყენებთ" - კანდელაკი თურქეთთან მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფანების მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმაურება
რუს კომენტატორს, ვასილი უტკინს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ [VIDEO]