ოცწლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობის მე-4 ტური ქართველი დიდოსტატებისთვის უიღბლო გამოდგა
ოცწლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობის მე-4 ტური ქართველი დიდოსტატებისთვის უიღბლო გამოდგა: ტურნირის რეიტინგფავორიტი ნაზი პაიკიძე (2416) ინდოელ როუთ რადმინის (2348) დაუზავდა. ნახევარი ქულის დაკარგვით ჩვენებურმა ლიდერობაც დათმო.

გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა 18-წლიანებში რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ოლგა გირია, რომელმაც გუშინ აზერბაიჯანელი ნარმინ კაზიმოვა დაამარცხა. მეწინავეთა ჯგუფში მყოფი ირინა ბულმაგა (რუმინეთი) და დეიზი კორი (პერუ) ყაიმზე შათანხმდნენ. გულისკან ნახბაიევამ (ყაზახეთი) ირინა აგრესტს (შვედეთი) აჯობა. ოთხი ტურის შემდეგ ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით პაიკიძე, რადმინი, ბულმაგა, კორი და ნახბაიევა ჩამორჩებიან: ისინი მეორე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.

დაწინაურებულებთან მიახლოება შეეძლო ქეთი წაწალაშვილს (2318), რომელსაც განვლილ სამ ტურში 1,5 ქულა ჰქონდა. გუშინ იგი თეთრი ფიგურებით ეკვადორელ აბიგალ ეჩევერია რომეროსთან (2071) დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლის შანსი საგრძნობლად გაიუარესა.

დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: ნაზი პაიკიძე-ოლგა გირია, დეიზი კორი-გულისკან ნახბაიევა, ირინა ბულმაგა-როუთ რადმინი. წაწალაშვილი შავი ფიგურებით ინდოელ კარლა არუნიმას დაუპირისპირდება.

ვაჟებსაც 4 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავთ _ იტალიელი აქსელ რომბალდონი. მეწინავეს აქაც ერთბაშად ხუთი მეტოქე მოსდევს კვალში _ ალექსეი გოგანოვი (რუსეთი), ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი), კასპერ პიორუნი (პოლონეთი), ნიკლას ჰუჩენბედი (გერმანია) და საჰაჯ გროვერი (ინდოეთი), რომლებსაც 3,5-3,5 ქულა აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა