კანადის ქალაქ მონრეალში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში. 24 სპორტულ წყვილს შორის, მათ პირველ ერთობლივ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ნაკრების სპორტულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, 189,30 ქულით ორი პროგრამის ჯამში მე- 7 ადგილი დაიკავა.

ჩვენმა წყვილმა საკმაოდ სერიოზული კონკურენცია გაუწია მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულ სპორტსმენებს და სწორედ ამიტომ, ტურნირის ბოლომდე ითვლებოდნენ ისინი საპრიზო ადგილების პრეტენდენტებს შორის. საკმაოდ რთული და დაძაბული სეზონი ჰქონდათ ანასტასიას და ლუკას და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ მათი სადებიუტო სპორტული სეზონი წარმატებით დასრულდა.

2023-2024 სპორტულ სეზონზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდნენ იუნიორებს შორის გრან-პრის ფინალის გამარჯვებული წყვილი , ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები და მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში ღირსეულად დაიკავეს მე-7 პოზიცია.

მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, შესაბამისად, კანადელი, იაპონელი და გერმანელი სპორტული წყვილები გახდნენ. სპორტული წყვილების ასპარეზობაზე, ორივე პროგრამაში, მსაჯთა შემადგენლობაში მუშაობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

წარმატებას და მაღალ სპორტულ შედეგებს ვუსურვებთ ჩვენს წყვილს მომავალ სეზონზე.

წყარო: Georgian Figure Skating Federation

კოკო
გაგვაგებინეთ ბოლოს როგორი შედეგებით დაასრულეს ჩვენმა მოციგურავეებმა ეს ჩემპიონატი!!!
ჟორა გაბრიჭიძე
დიდებული დებიუტი ჰქონდათ ამ შესანიშნავ წყვილს წელს. იმედია ოლიმპიადამდე კიდევ გაძლიერდებიან და იქნებ პირველი მედალიც მოუტანონ საქართვეოს.
სოსო
ნიკა ეგაძის სავალდებულო პროგრამით გამოსვლას ვუყურე,ვაჟთა ერთეულებში და მგონი მსაჯებმა ქულები დააკლეს.პირველმა სამეულმა საგრძნობლად აჯობა დანარჩენებს,მაგრამ ნიკა ორ ქულაზე ნაკლებით ჩამორჩა მეოთხე ადგილს და ისე კარგად ისრიალა,მსაჯებს რომ არ ეწუწკათ,თავისუფლად შეეძლო მეოთხე ადგილზე გასვლა.
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა