ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 კაცი შეირჩა

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 კაცი შეირჩა

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ფესტივალს 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქი პარმა უმასპინძლებს. მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. თითოეულ მათგანს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება; 3 აპრილს საფრანგეთს ვეთამაშებით; 7 აპრილს კი ინგლისს ვერკინებით.

ჩვენმა გუნდმა მზადება თებერვალში დაიწყო და ოთხი ხანმოკლე შეკრება გამართა – 5 და 3-დღიანი ქუთაისში და ორი 5-დღიანი თბილისში, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე. თბილისური შეკრებისას 18-წლამდელებმა ორი საკონტროლო თამაში გამართეს (12 და 19 მარტს) "ლელოს" თანატოლებთან, რომელიც "ესპუარებით" იყო გაძლიერებული, რის შემდეგაც 26 მოთამაშე შეირჩა.

ზურაბ ამონაშვილის რჩეულებში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. მათ შორის ხუთი ლეგიონერია – ოთხი ფრანგული კლუბებიდან და ერთი ინგლისური ‘იფსვიჩიდან’. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი განვითარებას ემსახურება და განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე, მინიმუმ ერთ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. ასევე ულიმიტო იქნება შეცვლები და თამაშიდან გამოსულ მორაგბეს, მოედანზე დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლება.

პარმაში გამგზავრებამდე, 24 მარტს გამთენიისას, 18-წლამდელები საფრანგეთში გაფრინდებიან და გასახურებელ მატჩში "ლიონის" თანატოლებს 26 მარტს შეხვდებიან, მეორე დღეს კი პარმაში ჩავლენ.

მზადებისა და მომავალი თამაშების შესახებ ზურაბ ამონაშვილი ამბობს:

"დავასრულეთ თბილისური შეკრება, რომლის დროსაც ორი საკონტროლი თამაში გვქონდა და შევარჩიეთ 26 მოთამაშე, რომელთაგან ერთი (გიორგი ტურაშვილი ინგლისიდან) პირდაპირ ლიონში შემოგვიერთდება. მინდა მადლობა გადავუხადო "ლელოს", რომელმაც ჩვენი თხოვნა გაიზიარა, მაქსიმალურად გაითვალისწინა ჩვენი საჭიროებები და მეორე თამაშში კიდევ უფრო ძლიერი შემადგენლობა დაგვიპირისპირა (დაიმატა ესპუარები და 20-წლამდე ნაკრების კანდიდატები). შესაბამისად, მეორე შეხვედრა უფრო მაღალი ხარისხის გამოვიდა, სადაც მეტად გამოჩნდა ჩვენი სისუსტეები და შეფასების კრიტერიუმების მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იყო“.

„მოსამზადებლად სულ 18 სავარჯიშო დღე გვქონდა და ვეცადეთ ის მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოგვეყენებინა. ამ პერიოდში ყველაფერი ვერ მოესწრებოდა და გასათვალისწინებელი იყო რიგი ფაქტორები. მიმაჩნია, რომ ეს პერიოდი შედეგიანად გამოვიყენეთ და ეს "ლელოსთან" მეორე თამაშშიც გამოჩნდა. შეკრების მსვლელობისას ლავიწის ძვალი მოიტეხა და დაგვაკლდა ერთი მოთამაშე, სხვა მხრივ კი პროცესი კარგად წარიმართა“.

„გვინდა, რომ დაბალანსებული რაგბი ვითამაშოთ. ვფიქრობ, კონტაქტის არეში კონკურენტუნარიანები ვიქნებით, თუ ამ კომპონენტში დომინირება მოვახერხეთ, ხაზი უპირატესობას გამოიყენებს. მთლიანობაში, ეს ფესტივალი განვითარებას ემსახურება. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ვიმუშაოთ მოცემულობაზე, რომელიც ამ ბიჭებს მერე 20-წლამდელთა ნაკრებში ექნებათ. ეს სპეციფიკური ასაკია, მოთამაშეთა უმეტესობა პირველად გადის ქვეყნის გარეთ, გაეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურას და განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, აქ მიღებული გამოცდილება კი, სამომავლოდ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოადგებათ“.

„ვიცით, რომ ფესტივალისთვის მოწინააღმდეგეებიც დიდი მონდომებით ემზადებიან და ზოგიერთმა მათგანმა უკვე ორ-ორი საერთაშორისო, გასახურებელი თამაში გამართა. ვეცდებით ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვნახოთ ეს მაქსიმუმი სანამდე მიგვიყვანს, თუმცა ვიმეორებ – აქ შედეგზე მნიშვნელოვანი განვითარებაა, რაზეც სპეციალურად ამ ფესტივალზე მორგებული ფორმატიც მეტყველებს“.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო "შევარდენის" ბაზის სრულ პერსონალს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით, თითოეული მათგანისგან მაქსიმალური ხელშეწყობა გვქონდა, ყველა მომართული იყო იმისათვის, რომ კომფორტი გვქონოდა. ასევე ფასდაუდებელი სამუშაო გაწიეს მწვრთნელებმა – პაატა მაისურაძემ და მიხეილ სუჯაშვილმა, ასევე ფიზ. მომზადების, სამედიცინო თუ ტექნიკური ჯგუფის ყველა წევრმა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე

შერკინება: არჩილ ნოზაძე (ყოჩები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე (აია), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), იკა კვარაცხელია (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

პარმა. იტალია

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია

იტალია – პორტუგალია

ირლანდია – საფრანგეთი

ინგლისი – უელსი

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

Rugby.ge

• გიორგი

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ნახევარფინალები არ არის?

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ

U18. სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან