"ბლედისლოუს თასი" მსოფლიოს თასის შემდეგ, ერთადერთია, რის გამოც ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის უმწვავესი ბრძოლაა გამართული
"ბლედისლოუს თასი" მსოფლიოს თასის შემდეგ, ერთადერთია, რის გამოც ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის უმწვავესი ბრძოლაა გამართული.

თასს, რომელიც მხოლოდ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში თამაშდება, ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. დღეს ოქლენდში, "ედემ პარკზე" მორიგი დაპირისპირება გაიმართება. "ვოლაბებმა" აქ ბოლოს 1985 წელს მოიგეს. სულ კი ამ მოედანზე 21 მატჩიდან "ოლ ბლექსმა" ჩვიდმეტში გაიმარჯვა.

1989 წელს "ედემ პარკზე" სახელგანთქმული ავსტრალიელი მორაგბის, ტომ ჰორანის დებიუტი შედგა, თუმცა ეს ერთადერთი ღირსესანიშნავი ფაქტი არ არის ამ გუნდების დაპირისპირებიდან.

1931, სადავო წელი

ავსტრალიის რაგბის მამები ამტკიცებენ, რომ "ბლედისლოუს" თასი პირველად 1931 წელს გათამაშდა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ახალზელანდილები. მათი მტკიცებით, ამ თასის გათამაშების გადაწყვეტილება 1932 წლის 12 სექტემბერს მიიღეს. იმ წელიწადს ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ "ოლ ბლექსმა" მოიგო.

თუ 1931 წელს მივიღებთ ათვლის წერტილად, ახალ ზელანიდიას ამით არაფერი დაუშავდება, რადგან იმ წელიწადასაც "შავებმა" მოიგეს - 20:13.

1949 წელი, ავსტრალიამ პირველად მოიგო

ავსტრალიის ნაკრებმა "ოლ ბლექსს" 24 სექტემბერს 16:9 მოუგო. მესამეხაზელმა კოლ უინდონმა ორი ლელო გაიტანა, რაზეც ახალზელანდიელმა ემერი ნევილმა მხოლოდ ერთით უპასუხა. ერთი კვირის შემდეგ "ვოლაბებმა" მეტოქე უკვე ველიგტონში 11:6 დაამარცხეს და "ბლედისლოუს თასი" პირველად დაისაკუთრეს. ამ შეხვედრაში მასპინძლების შემადგენლობაში ხუთი დებიუტანტი ირჯებოდა, რის გამოც საკმაოდ ძლიერ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

1978 წელი, ლეგენდარული ოთხი ლელო

"ოლ ბლექსმა" "ბლედისლოუს თასი" ველინგთონსა და ქრაისჩერჩში გამარჯვებით დაიბევა. მესამე შეხვედრაში, "ედემ პარკზე" ახალზელანდიელები უმოტივაციოდ გამოვიდნენ. შედეგად "ვოლაბებმა" მატჩის მოგება შეძლეს. თამაშის გმირი კი ავსტრალიელთა რვა ნომერი გრეგ კორნეისონი იყო, რომელმაც მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა. ის პირველი მორაგბე იყო 1881 წლის შემდეგ, ვინც ამ გუნდებს შორის თამაშში ოთხი ლელოს გატანა მოახერხა.

ამ ფაქტმა, შეუმჩნევლად, მაგრამ უდიდესი როლი ითამაშა ავსტრალიელთა ყველა დროის საუკეთესო მორაგბის, ჯონ ილზის კარიერაში. აი, რას იხსენებს ის:

"თამაშის დასრულების შემეგ შინიდან ქუჩაში გამოვედი. იქ მეზეობელი შემხვდა, რომელმაც აღფრთოვანებულმა მითხრა,

- ნახე ჩვენი ბიჭების ოთხი ლელო "ოლ ბლექსთან" მატჩში?

- ვნახე-ვუპასუხე, მერე რა, მეტოქეს ადვილად მოვუგეთ.

გაოცდა, მიიხედ-მოიხედა, გვერდით გამიხმო და მითხრა:

-თქვენ არ გესმით, ვერ ხვდებით ეს-ესაა რა სასწაული ნახეთ. არსადროს ყოფილა, რომ ავსტრალიას ახალ ზელანდიისთვის ოთხი ლელო გაეტანა. არ არსებობს მსოფლიოში "ოლ ბლექსზე" უკეთესი გუნდი. ის, რაც ახლახან იხილეთ, საუკუნეში ერთხელ ხდება.

ავსტრალიელთა ეს გამარჯვება 1964 წლის შემდეგ პირველი იყო, რამაც იმპულსი მისცა, მომდევნო წელიწადს "ბლედისლოუს თასი" მოეგო.

1986 წელი, ეს კიდევ დიდხანს არ გამეორდება

ამ წელიწადს ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ თითო გამარჯვება მოიპოვეს და 6 სექტემებრს, ოქლენდში, "ედემ პარკზე" გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა. საგულისხმოა, რომ მატჩი პირველი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებიდან ერთი წლით ადრე ჩატარდა.

ავსტრალიელები მაიკლ ლინაგის, ნიკ ჯოუნზისა და დევიდ ქემფიზის მეთაურობით შესანიშნავად გაისარჯნენ და "ბლედისლოუს თასი" ექვსწლიანი განშორების შემდეგ ისევ შინ წიაღეს. "ოლ ბლექსს", რომლის კაპიტანიც ლეგენდარული დევიდ კირკი იყო, "ედემ პარკზე" 1979 წლის მერე არ წაეგო. ამ მარცხმა ახალზელანდიელები ისე "გაამწარა", რომ "ბლედისლოუს თასი" 1992 წლამდე აღარ დაუთმიათ.

2003 წელი, შინ დაბრუნება

ახალი ზელანდიის ნაკრებმა სიდნეიში მეტოქე 50:21 გაანადგურა. ერთი კვირის შემდეგ კი ოქლენდში გადამწყვეტ მატჩში შანსი მიეცა 1997 წლიდან პირველად დაუფლებოდა "ბლედისლოუს თასს".

საშიანო ასპარეზზე "ოლ ბლექსმა" შანსი ხელიდან არ გაუშვა. შესანიშნავად გაისარჯნენ დაგ ჰაულიტი და ელტონ ფლეტი, რომელთა თამაშის წყალობითაც მასპინძლებმა 21:12 მოიგეს.

2005 წელი, ჰაულიტი ჰეთ-თრიკი

ახალი ზელანდიის ნაკრებმა 20-ქულიანი უპირატესობა ლამის ქარს გაატანა. ამ მატჩის პირველ ნახევარში "ოლ ბლექსმა" ბრწყინვალედ ითამაშა და დაგ ჰაულიტის ორი ლელოს წყალობით 20:0 დაწინაურდა. მეორე ნახევარში მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ავსტრალიელებმა მარკ ჯერარდისა და ლოიდ იოჰანსონის ლელოებით ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს - 19:20. თუმცა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჰაულიტმა მესამე ლელო მიითვალა და ახალ ზელანდიას გაამარჯვებინა.

"ოლ ბლექსი" საშიში გუნდია, საკმარისია ოდნავ მოდუნდე, რომ ამისთვის აუცილებლად მწარედ გაზღვევინებთ", - თქვა ნამატჩევს "ვოლაბების" კაპიტანმა ჯორჯ გრეგანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს