ჩინეთის ქალაქ შენჟენში 12 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის მსოფლიოს უნივერსიადა, რომელშიც 150 ქვეყნის 10000-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს
ჩინეთის ქალაქ შენჟენში 12 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის მსოფლიოს უნივერსიადა, რომელშიც 150 ქვეყნის 10000-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს.

სტუდენტთა ამ დიდ სპორტულ ფორუმზე საქართველოდან გაემგზავრება 31-კაციანი დელეგაცია: ნიკოლოზ ამაშუკელი (ხელმძღვანელი), ფუნქციონერები და მწვრთნელები - დევი სირაძე, გიორგი ვარძელაშვილი, დავით ბურჭულაძე, გიორგი ანდრიაძე, ივერი ჯიქურაული, დავით თევდორაძე, ირაკლი ბართაია, დავით სახვაძე, ია ზღულაძე (ძიუდოს მსაჯი), გიორგი მგელაძე (ექიმი); სპორტსმენები - პაატა მერებაშვილი, გიორგი შოშიაშვილი, ამბაკო ავალიანი, დავით კარბელაშვილი, ბეთქილ ნავერიანი, არჩილ საღინაძე (ყველა-ძიუდო), დავით ჭელიძე (მშვილდოსნობა), მერაბ ქინიძე (მძლეოსნობა), დავით ბენიძე, ნინო ბაციაშვილი, სოფიკო გურამიშვილი, ლუკა პაიჭაძე, მაკა ფურცელაძე (ყველა-ჭადრაკი), ჭოლა ჭანტურია, შოთა კორახაშვილი (ორივე-წყალხტომა), თათია ფაციაური, ბექა ბაზაძე (ორივე-ფარიკაობა), სერგო პეტრიძე (მაგიდის ჩოგბურთი) და შალვა დალაქიშვილი (სპორტული ტანვარჯიში).

გუშინ,5 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დელეგაციას საზეიმო გაცილება მოუწყვეს და გზა დაულოცეს.

"ოლიმპიური თამაშების შემდეგ მსოფლიოსს უნივერსიადა ყველაზე მასობრივი და საინტერესო სპორტული ღონისძიებაა, რომელშიც ძალებს ცდიან უძლიერესი ათლეტები. ამდენად, ამ პაექრობებში გამარჯვება თუ საპრიზო ადგილებზე გასვლა საპატიოცაა და საამაყოც. მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენები შენჟენში თავს არ დაზოგავენ და გვასახელებენ. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ", - თქვა სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

უნივერსიადის პროგრამით, 13 აგვისტოდან შეჯიბრებაში პირველები ძიუდოისტები და მოფარიკავეები ჩაებმებიან.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა