ტორინ გრინი სარეაბილიტაციო კურსს გადის, თუმც არაა გამორიცხული, ის საქართველოს ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდეს
ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე 15 კალათბურთელი დარჩა. ესენია: გიორგი ცინცაძე, ლაშა ფარღალავა, ანატოლი ბოისა, ლაშა-გიორგი გამყრელიძე, ლევან ფაცაცია, მარკიზ ჰეინსი, მანუჩარ მარკოიშვილი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, ვლადიმერ ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი და გიორგი შარაბიძე.

სანაკრებო შეკრება დატოვა და უკვე საქართველოშია მიხეილ ბერიშვილი, რომელიც შარშანაც იყო ნაკრებში გამოძახებული და ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

კოტე ტუღუში ნაკრების მენეჯერი გახდა და გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს, ხოლო რაც შეეხება ტორინ გრინს, მას სამიოდ თვის წინ მიღებული მძიმე ტრავმა ჯერაც ვერ მოუშუშებია და ახლაც სარეაბილიტაციო კურსს გადის, თუმც არაა გამორიცხული, ის ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდეს. ამის შესახებ განცხადება ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა გააკეთა:

"გრინს გასული სეზონის ბოლოს მოტეხილი ფეხის თითი ჯერაც აწუხებს. მან ვერ შესძლო საქართველოს ნაკრებში ვარჯიში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტრავმა თითქმის მოშუშებულია. გრინი 8 აგვისტოს ჩიკაგოს კლინიკაში გენერალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუკი ექიმები ნებას დართავენ, ის საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება".

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 მოთამაშით გაემგზავრება. ფიბა-ევროპამ გადაწყვეტილება შეცვალა და აქამდე გამოცხადებული 14 მოთამაშე ორით შეკვეცა.

"მას შემდეგ, რაც ფიბა-ევროპამ ევრობასკეტზე მონაწილე გუნდებს შემადგენლობა 14-ამდე გაუზარდა, ფიბა-მ, ყველა რეგიონალურ საკალათბურთო ორგანიზაციაზე მაღლა მდგომმა ორგანომ განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე და ზოგადად კალათბურთში მიღებულია გუნდში 12 მოთამაშის ყოფნა. იმ გუნდებს, რომლებსაც ოლიმპიადაზე თამაში სურთს, ამ წესს უნდა დაემორჩილონ. ამის შემდეგ ფიბა-ევროპამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და ევრობასკეტზე, ლიტვაში გუნდები 12 მოთამაშით გაემგზავრებიან", - განაცხადა მერაბ რატიშვილმა.

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა