Facebook-ის მომხმარებელი ნანა ცქვიტარია საქართველოს ნაკრებისა და "ლეხის" ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

როგორც იცით, სწორედ 31 წლის ფეხბურთელმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი საბერძნეთის ნაკრების კარში, რისი წყალობითაც, "ჯვაროსნები", ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

"გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც. გალიდანაა. ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.

მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.

90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა. კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.

კიდევ მახსოვს, ერთხელ, "მარშრუტკის" მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის", - ვკითხულობთ პოსტში.

alexandre
დიდი მადლობა, ნანა! მშვენიერი პოსტია. ნიკა, სენ კი დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებ ევროზე და ლეხში!
ვვვ
რა თოვლი, წვიმა და ქარიშხალი იცის ასეთი საქართველოში, სულ მაგაზე რომ ვაკეთებთ აქცენტებს: 2003 წელს წვიმაში და უბედურებაში ვიდექით, მიშას გათავისუფლების ხელმოწერებს ყინვაში და წარღვნაში ვაკეთებდით... თუ მიქაუტაძე ადრე არ დგებოდა და მაგიტომ ვერ გაიტანა პენალტი? ამან გაიტანა და ძალიან გაგავახარა და გაუმარჯოს ღმერთმა! მარა ეს თოვლი და ციმბირი რა უბედურებაა?!
კაკო
ღმერთმა დალოცოს ძმაო შენ გენაცვალე გულში ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ამინ ამინ ამინ

ერთი ვიღაცამ ამოიღოს კადრები რომ შემოვიდა რა გააკეთა... 2-3 ბურთის უაზრო დაკარგვა რაც სხვებმა გამოუსწორეს.... ტრიპაჩული უაზრო პასის მცდელობები... ნუ გააღმერთეთ ეხლა რაც სიმართლეა ის ვთქვათ პენალი უზადოდ შეასრულა ამისთვის მადლობა მაგრამ ამის თამაში არის კატასტროფა.......პენლის დასარტყმელად თუ გამოიყვანს კაცი. ტიპი გააღმერთეს და მერე მართლა უნდა ეგონოს ამას რომ მაგარი ფებურთელია. გილოცავთ კიდევ ერთხელ ევროზე გასვლას ადა ჩვენი ოცნება!!!
Kvekeskiri
შენ მოკეტე რა....
პაატა
ნიკა და მისი მეგობრები, მთელი გუნდი იყო გაუტეხლობის, თავდადების, გმირობის სიმბოლო! მადლობა მათ თავდადებისთვის, მადლობა მათ, რომ ისევ გაგვიღვიძეს სიამაყის განცდა, რომ საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე - გმადლობთ ბიჭებო!!!
გოგა-ს
რეალს უფრო დაამშვენებდა.
გოგა
მანჩესტერ სიტი მოუხდებოდა კვეკვესკირს! ასეთი კლასის გამთამაშებელი არ მახსოვს კარგი ხანია
ოლეგ კოშევოი
კობახიძეს ლენინის ორდენი!!!
მალხაზ ჯობავა
ერთი ორო დღის წინ დავწერე, ფბურთელების 90% ყველა ღარიბი ოჯახებიდან მოდიან და ვარსკვლაბები ხდებიან. უფასო ვარჯიშები სპორტსკოლებში! და 15-20 წლის მერე, ვერ იცნობთ ქართულ ფეხბურთს, იმდენი ვარსკვლავები გვეყოლება.
მთავრობა, სად იყურები?
გმირობაზე წარსადგენი კანდიდატურაა!
ვახტანგი
ასეთი ტიპი აუცილებლად გაიტანდა. დარწმუნებული ვარ თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა ბოლო პენალტის დარტყმა.ღმერთმა ხელი მოუმართოს.
გიორგი
ჩემზე გაწონასწორებული, გონიერი და პატრიოტი პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენდა. ასეთი იყო სწორედ გამარჯევების გოლის გატანისას.
Achi
Avtors arvicnob magram rac martalia martalia zustad egeti dxe gamoiara kide uaresi me chemi tvalitvar momswre ertadac gvitamashia. Shroma daupasdao roari natqvami zustad am bichzea
სიმართლე
ვერ მოკლავენ ნაგავი პოლიტიკოსები ამ ერს, იმიტომ რომ ნიკასნაირ და გუშინდელი მეომრებისნაირ ჯაჟკაცებზე დგას. იხარე ერო..........
ბაჩენცო
მადლობა, ოქროს ბიჭო❤️ აფხაზეთი საქართველოა! მალე ეგეც გვეზეიმოს
ტორნადო
ნიკა კვეკვესკირი-გამარჯვების გოლის ავტორი.
ტორნადო
ნიკა კვეკვესკირი-გამარჯვების გოლის ავტორი.
კ ო მ ბ ლ ე
გადამწყვეტი პირველი იყო ჯოყოლას დარტყმული, გმირობას რატო აბრალებთ ამ კაცს? ნაკრებიდან უშვებთ თუ?
x
ასეა უფულო და უბრალო ხალხი ქმნის ნამდვილ გამარჯვებებს თორემ ფულიანები არც ქვეყნის ჯარში მსახურობენ და არც ომებში კვდებიან,,,,,სამაგიეროდ ეკლესიებს აშენებენ და კაბინეტებში სხედან
საბურთალო
ნიკა შენ გენაცვალე ჯიგარში, სულში, გულში, აზროვნებაში, პატრიოტიზმში, მოსიყვარულე გენში. მადლობა შენ და შენს მშობლებს
გიორგი
მაგალითი უნდა აიღოთ პატარებმა ნიკასგან
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა