საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.

"ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი.

რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება", - განაცხადა დათო ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

გიზოგ
ვრცელდება ხმა, რომ შენგელია ექიმთან გასასინჯად მამამ წაიყვანა თავის მანქანით. რამდენად მართალია? თუ ვისმეს შეუძლია უფრო რეალური ამბავი დაწერეთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ კაცმა რომელმაც ორ თამაშში მართლაც გული, სული და ხორციც დადო ექიმთან მამის წასაყვანი გახდა.
სოსო
პატარა ბიჭი აღარ ვარ,სოფელში ვცხოვრობ და საკმაოდ ხშირად მიწევს ჩექმის ჩაცმა.რამდენიმე წლის განმავლობაში,ჩაცმით ვიცვამდი,მაგრამ გახდის დროს,ფეხი რომ ამომქონდა,მაშინ მეჭიმებოდა წვივის კუნთი.ხდებოდა რომ ორიოდე წუთში,მთლიანად მავიწყდებოდა ტკივილი,ზოგჯერ კი,ორი-სამი დღეც მახსენებდა თავს.მერე,ნევროპათოლოგთან სულ სხვა საკითხზე მომიწია მისვლა და ყოველი შემთხვევისათვის,ამაზეც ვუთხარი.მაგნიუმი გაკლიაო,მაგნიტრონი გამომიწერა,სამ კვირიანი კურსი.თუმცა პირველივე მიღებამ,უკვე გამიქრო ტკივილი.კურსი დავამთავრე და წელიწადზე მეტია,თავი აღარ შეუხსენებია.გადაღლის კრუნჩხვაზე,კვარას სიტუაციაზე,აგერ ბატონმა ალექსანდრემ დაწერა და ჩემი,უვარჯიშებელი ადამიანის პრაქტიკაც ადასტურებს,მისი სიტყვების სიმართლეს.მწვრთნელი ვერ დაელოდება,როდის გადაუვლის ტკივილი და ვერც ტრავმის გართულებით გარისკავს.ზუსტ დროს კი,ვერავინ ეტყვის.
alexandre
არ ვიცი ვინ დაწერა ამ ჩემ კომენტარზე დისლაიკი, მაგრამ რასაც ვწერ, პასუხსაც ვაგებ, იმიტომ რომ ექიმი ვარ, და ვერკვევი. მე კითხვას ვუპასუხე. სინამდვილეში რა იყო, მეორე საკითხია. მეც მომეჩვენა, რომ იმდენად დაიღალა დამატებ ტაიმებს შორის შესვენებაზე სთხოვა შეცვლა და პატარა გააფორმა კიდეც. ამიტომაც იყო, რომ მის მიერ დაღლილი და დაქანცული მცველები ქვილითაიასთან. მიქაუტაძესთან და დავითაშვილთან რამოდენიმეჯერ შეცდნენ
alexandre
რა თქმა უნდა, 110 წუთის შემდეგ, თუ ზოგადად გადაღლილია ორგანიზმი, შეიძლება დაიჭიმოს კუნთი. რომელიც, შეიძლება მალე მოეშვას, შეიძლება გვიან.
alexandre
ყოჩაღ, ბიჭებო! ყველას ვულოცავ! მალე გამოჯანმრთელდი, ლევან!. ზაფხულში, იმედია, ყველა კარგად და ფორმაში იქნებით! წარმატებები!
berg
ხვიჩასგან იყო სწორი გადაწყვეტილება,თავისთავზე წინ საქართველოს ნაკრები დააყენა და დიდი ალბათობით გაითამაშა კუნთის დაჭიმულობა,ისე არ შეცვლიდა სანიოლი ბევრი მიზეზის გამო.. მიხვდა რო ძალა აღარ ქონდა თან პენალტებამდე მიდიოდა საქმე და პენალტს ვერ დაარტყამდა მაგასაც თავის მიზეზები აქვს ბოლო გაფუჭებული პენალტები..სწორად მოიქცა ყველანაირი გაგებით..პრაგმატულად..ხვიჩას უდიდესი წვლილი აქვს ნაკრების დღევანდელდღემდე მოსვლაში..ხვიჩა და ბიჭები ევრო24 აუცილებლად თავის სიტყვას იტყვიან!მინიმუმ ჯგუფიდან გავალთ!
ხვიჩა
მახათს ხო ხმარობთ? თემა მაინც შეარჩიეთ თქვენი იდეების და ცოდნის გადმოსაფრქვევად
გია
ახლა უხსენი ამას მედიცინა
ვანდა ჯიქია
ხვიჩა თუ დაასკვნის რომ უმაგისოდაც იგებს და გადის გუნდი, იქნებ დადგეს ისევ პროგრესის გზაზე და თამაშს მიხედოს და არა ერთპიროვნულ გმირობას. ნერვებში და ბავშვობაშია გაბლანდული გეგონება. მოკეთდით პრივე და წარმატება.
რონი
ერთი იმაში გამარკვიოს ვინმემ ასე ხდება? კვარაცხელია ათად იკეცებოდა და გაიყვანეს მოედნიდან... 20 წუთში კი მაგიდაზე იყო შემხტარი და კუნტრუშობდა.... წამიერად ეჭიმებათ მასე კუნთი და მერე იშვებს თუ რა ფენომენია?!
დათო
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი შენგელიას ბრწყინვალე თამაშით ორივე მატჩში!!! გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ!
თენგო
დვალი ქოჩორა და შენგელია ნაკრების აღმოჩენები დიდი ასოთი. თანდათან იკვრება დიდი გუნდი!
იასონას უდარი
იმედია,მალე გამოჯამრთელდება შენგელია და აღიდგენს მალევე ფორმას,კვარა ისედაც მალე კარგად იქნება. ივნისში ყველა ჯამრთელად და ფორმაში გვჭირდება. რაც შეეხება ლოცვას,ღმერთი ფეხბურთს არ უყურებს,არ აინტერესებს და მიტომ. კრუიფმა თქვა,ლოცვას შედეგი რო მოჰქონდეს,ყველა თამაში ფრედ დასრულდებოდაო. საინტერესოა,საბერძნეთთან რომელმა წმინდანმა მოგვაგებინა,ვინ გვყავს ისეთი,ვინც მათიც არ არის? ადამიანების თავდადებას და შრომას ღმერთის ნებას ნუ აწერთ ან სასწაულს ნუ ეძახით. თუ მოინდომებ და ყველაფერს გააკეთებ,შედეგიც იქნება და წარმატებაც მოვა. უბრალოდ,ჩვენ უფრო გვინდოდა,ჩვენ უფრო მოვინდომეთ და ჩვენ უფრო გვჭირდებოდა ეს მოგება. ეიფორია უნდა მორჩეს და უნდა მოვემზადოთ ევროპისთვის,რათა ღირსეულად გამივიდეთ. ყველას გავიწყდებათ,რომ ერთა ლიგით მოვხდით ევროპაზე,იტალია ან ესპანეთი არ ჩაგვიტოვებია ჯგუფში. არა,იმას არ ვამბობ რო არ უნდა გვიხაროდეს ან არ უნდა ვზეიმობდეთ,თუმცა ყველაფერში ზომიერება არის კარგი.გავიხსენოთ ჩვენი დიდებული მეფე დავით,როგორ ცივი გონებით და ბევრი შრომით მივიდა დიდგორამდე,დიდგორის მოგების მერე სომხეთის ტერტორიაზე გაყვა თურქებს და არ აიღო თბილისი,არ გაათავისუფლა არაბებისგან,რატომ?იმიტო ზურგი დაცული ვერ ექნებოდა და შეიძლებოდა ალყაში მოექციათ. ითმინა და მაინც გაათავისუფლა თბილის,გააერთიანა საქართველო. ქართველებისთვის მისაბაძი კაცი უნდა იყოს დავითი,მის ცხოვრებას უნდა ეცნობოდეს,ეძიებდეს და პოულობდეს ინფრომაციას ამ ადამიანზე,რათა სწორად წავრმართოდ ჩვენი მომავალი. ფაქტიურად,საბერძნეთთან მოგება არის ხარკის შეწყვეტის ტოლფასი სელჩუკებისთვის,ეს არაფერია,თუმცა მაინც კარგი რაღაც არის,თუმცა ჩვენი დროის დიდგორი მოსაგები გვაქვს,მარტო ფეხბურთში კი არა,ზოგადად ყველაფერში.აფხაზეთი და სამაჩაბლოში ისევ რუსის ჯარი დგას,ანუ ეს გამარჯვება ვერ იზეიმეს მთელ საქართველოში. გამოდის რო არც ისე სასიხარულოდ გვაქვს საქმე,საქართველო მაშინ გაიხარებს,როცა ამ და სხვა მიწებს დაიბრუნებს.
სოსო
გამოდის ,რომ ხვიჩას კიდევ გასაუმჯობესელი აქვს,ფიზიკური მომზადება.ლევანი კი,ნამდვილი მეომარი იყო და მისი თავი,გერმანიაში კიდევ მეტად დაგვჭირდება.იმედი ვიქონიოთ,გამოჯანმრთელებას და ფორმის აკრეფას მოასწრებს.საერთოდაც,რაზეა ლაპარაკი,ბიჭებმა თავები დადეს,მაგრამ ფიზიკური მომზადებით,მაინც ბერძნები გვჯობდნენ.ზაფხულამდე კიდევ არის დრო.ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად.აქ თუ სტადიონი გეხმარებოდათ,იქ ასეთ მხარდაჭერაზე ვერც ვიოცნებებთ.ისევ საკუთარ თავში უნდა მოძებნოთ, ძალები.

შენგელია ამ ორ თამაშში იყო საკვანძო ფეხბურთელი,ჩუმი ლიდერი!!
ჟორა გაბრიჭიძე
ლევანი ნაკრეს ბურჯად მოევლინა ამ თამაშებზე და ევროპაზედაც დიდი როლი უნდა ითამაშოს ნაკრების წარმატებაში. ნამდვილად დასანანია თუ ამაში ტრამვა შეუშლის ხელს. დროზე გამოჯანმრთელება ლევანს.
ლევანი
მალე მომჯობინდი ლევან, ღირდა ჩემო ძმაო, ეგ არაფერი, ვლოცულობ უკლებლივ ყველაზე, გენაცვალეთ თქვენ! დიდება საქართველოს!
თემური
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ ბიჭებო.
შენგელიას
ლევან! გულს ნუ გაიტეხ მოასწრებ ევროპამდე გამოჯანმრთელებას! მადლობა იმ გულისთვის რაც თამაშში ჩადე!
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის
ნეაპოლში განგაშია - "კვარამ" შეიძლება "ატალანტასთან" ვერ ითამაშოს
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბერძნეთში გუნდი შეიცვალა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
გიორგი სომხიშვილი: ქუთაისის "ტორპედოში" ძალიან ცუდად მომექცნენ!...
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
[VIDEO] კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტები, დუეს გაცუდებული პენალტი - პსჟ-მ "ჰავრს" მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები