რუსეთში მოღვაწე სპორტულმა ტელეჟურნალისტმა გრიგორი თვალთვაძემ, რომელიც სოხუმშია დაბადებული, sports.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა.

- თქვენ ამბობდით, რომ სოხუმი და საერთოდ, აფხაზეთი, საქართველოა და იქ წასვლა არ შეგიძლიათ. ყველაფერი ისევ ისეა?

- დიახ, წასვლა არანაირად არ შემიძლია. ჩემი გვარი იქ აკრძალულია. სამშობლოსგან მოწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილია. ბაბუის და ბებიის საფლავზეც კი არ შემიძლია მისვლა. ჩემი ძმა ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა, ერთი ნათესავი ომის დროს მილიციის უფროსი იყო. 30 წელი გავიდა. არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რათა იქ ცნობიერება გადაუბრუნდეთ.

ჩემი ნაცნობი აფხაზები მომიყვნენ, რომ თბილისში კბილების გასაკეთებლად ჩავიდნენ. ე.ი. სადღაც შეიძლება, ხოლო სადღაც - არა. ჩემი მეგობარი ახრიკ ცვეიბა თბილისის „დინამოს“ იუბილეზე მიიწვიეს. ის ამ გუნდში მრავალი წელი თამაშობდა, იქ იმდენი მეგობარი ჰყავს. უფლება არ მისცეს, სოხუმიდან დაურეკეს და უთხრეს: „წასვლა არც იფიქრო“. აქ რას იტყვი? უბრალოდ უნდა თქვა - ახრიკ ცვეიბა თბილისში არ გაემგზავრა, ჩვენ საერთაშორისო სკანდალი აღვკვეთეთ.

irakli81
მაგარი მზეკაცა ხარ
აფხაზეთი საქართველოა
ომით წავაგებთ, დიპლომატიით მოვიგებთ. (გეთანხმები, რომ ჯარი უნდა გავაძლიეროთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ თავდაცვის მიზნით.) აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს შორის შუამავალი უნდა იყოს ევროკავშირი. ეს არ მოხდება სანამ საქართველოსთან ომის შიშით რუსეთზეა შეფარებული. ევროკავშირის შუამავლობით უნდა შევძლოთ შემოვიერთოთ აფხაზეთი საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით. საქართველოს გარეშე აფხაზეთს განვითარების გზა არ აქვს, ამიტომ გადადგავს აფხაზეთი ამ ნაბიჯს. ომის ან "სპეც. სამხედრო ოპერაციით" აფხაზეთის დაბრუნების პოლიტიკა ამყარებს რუსეთის პოზიციას. ამავდროულად, აფხაზეთთან ომის წამოწყების შემთხვევაში (რაც რუსეთთან ომს ნიშნავს): 1) უდიდესი ალბათობით ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს. ამის შემდეგ, აფხაზეთი იძულებული გახდება წავიდეს რუსეთთან კომპრომისზე და შეუერთდეს რუსეთს. 2) აფხაზეთის გარდა, დამატებით რუსეთმა შეიძლება კიდევ წაგვართვას ტერიტორია ბუფერული ტერიტორიის შექმნის საბაბით.
აფხაზეთი საქართველოა
მე ვგულისხმობ, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს შორის შუამავალი უნდა იყოს ევროკავშირი. ეს არ მოხდება სანამ საქართველოსთან ომის შიშით რუსეთზეა შეფარებული. ევროკავშირის შუამავლობით უნდა შევძლოთ შემოვიერთოთ აფხაზეთი საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით. საქართველოს გარეშე აფხაზეთს განვითარების გზა არ აქვს, ამიტომ გადადგავს აფხაზეთი ამ ნაბიჯს. ომის ან "სპეც. სამხედრო ოპერაციით" აფხაზეთის დაბრუნების პოლიტიკა ამყარებს რუსეთის პოზიციას. ამავდროულად, აფხაზეთთან ომის წამოწყების შემთხვევაში (რაც რუსეთთან ომს ნიშნავს): 1) უდიდესი ალბათობით ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს. ამის შემდეგ, აფხაზეთი იძულებული გახდება წავიდეს რუსეთთან კომპრომისზე და შეუერთდეს რუსეთს. 2) აფხაზეთის გარდა, დამატებით რუსეთმა შეიძლება კიდევ წაგვართვას ტერიტორია ბუფერული ტერიტორიის შექმნის საბაბით.
abc
zura222 შნ ცოცხალი და მკვდარი, დიდი და პატარა ;))
ამბაკო
ზურა, შენ ისევ აქ დაძრწიხარ პრორუსული ლოზუნგებით?
zura222
აბა ჰეე პროევროპელო ლიბერასტებო დაესიეთ ეხლა ამასაც DD
zura222
კორბენ შე ლიბერალო ..ეო შენი ბელადი სააკიანიც ასე ბაქიბუქობდა მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივიდა გორში ისე მოკურცხლა ნავარჯიშევი დაცვის ბიჭები ძლივს დაეწივნენ @ შენ ხარ ომში წამსვლელი ? შენ ასე იზავ--შენ დას კიდევ ერთხელ მიუგდებ ზანგებს და მერე სამადლობლად იმათ გაუშვებ საომრად @@
გიო
აქ ზოგი გაბრაზდება რატომ შემოუშვით აფხაზებიო და მაგათგან იწყება სეპარატიზმი
ამირანი
რუსეთი როგორ პოლიტიკასა ატარებდა ისეთს მიიღებს დაშალე და იბატონე რუსეთი თვითონ დაიშლება ეგ შოვინისტი ღორები ეს პროცესი დაწყებულია მაგათ უკრაინა საქართველო ეგონათ სამ დღეში აიღებდნენ
სსს -ს
ვერაფრით ვხვდები რას ნიშნავს :"ევროპის წინაშე ცალ ფეხზე დგომა" და რისი თქმა გი/უ-ნდათ ! )))...
მიშა სააკიანი
აფხაზეთი არაა საქართველო! აფხაზეთი დიდი სასომხეთის შემადგენელი ნაწილი გახლავთ! მოსახლეობის რიცხვობრივი რაოდენობითაც აფხაზებს სომხები უკვე უსწრებენ აფხაზეთში!
კუკური ჯიჭონაია
აფხაზეთს რუსეთის ჩამოშლა და ჩვენი გაძლიერება და მზაობა დაგვაბრუნებინებს. პირველი დროში გაწელილად, მაგრამ წარმატებით მიმდინარეობს, აი ჩვენი მზაობისა კი რა მოგახსენოთ.
სსს
ალიევმა მოახერხა რუსეთის დახმარებით და არა ევროპის წინაშე ცალ ფეხზე დგომით.ძალის გამოყენებით აფხაზეთის დაბრუნების მცდელობა გამოიწვევს მის სამუდამოდ დაკარგვას.
T.b
ყოჩაღ ამ ადამიანს, რუსეთში კი არა ზოგიერთი ურავაჟკაცი თბილისში ვერ იძხის ამას. დიახ აფხაზეთი საქართველოა და ათასჯერ უნდა იმეოროს ყველამ
იზა
ომით კიარა სიყვარულით და სწორი დიპლომატიური მიდგომით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი. ყველამ ვიცით ვინ და რატომ აუღია მათ ტვინი,ამ პოლიტიკას დღესაც აგრძელებს მტერი ჩვენს სხვადასხვა კუთხეში და რეგიონში. უბრალოდ წარმოვიდგინოთყველა მხრიდან შევიწროებული, მომავლის გარეშე დარჩენილი და განადგურების პირას მისული რეგიონი, რომელსაც ისევ მუქარა კიარა დახმარება, სიყვარული და მხარში ამოდგომა სჭირდება
სოსო
ჩხუბი მორევაზეა.მის უკან რუსეთი დგას და ისიც რომ არ იყოს,მათ უკან,ჩრდილო კავკასია დადგება.საიდანაც ძალიან ბევრი მოხალისე წავა საომრად.გვაქვს ჩვენ საკმარისი ადამიანური და სამხედრო რესურსი,საომარი გზით,ტერიტორიის დაბრუნებისათვის?შეიძლება შეხვიდე,მაგრამ ტერიტორიას,შენარჩუნებაც ხომ უნდა,შესაბამისად ამისათვის საჭირო ხალხის რაოდენობაც.გულზე მჯიღის ცემა კარგია,მაგრამ აზერბაიჯანისაგან განსხვავებით,საქართველოს ძალიან ცოტა მებრძოლად გამოსადეგი ახალგაზრდობა ჰყავს.არა მგონია,ჩახდილი შარვლების და შიშველი უკანალების დანახვაზე,ვინმე შეშინდეს და უკან მოუხედავად გაიქცეს.უფრო ამ ჩახდილების გამოქცევაა მოსალოდნელი.ეგეც არ იყოს,ის აფხაზებიც საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ და მათ წინააღმდეგ ცეცხლითა და მახვილით წასვლა,სიძულვილის ახალ აფეთქებას გამოიწვევს,შესაბამისი შედეგებით.წინა მთავრობამ,მათთან არც ლაპარაკი მოისურვა და არც სხვებს მისცა,ამისი საშუალება.ასე კონფლიქტები არსად გვარდება,მხოლოდ დაშორებას იწვევს.რასაც დღეს უკვე აშკარად ვხედავთ. აფხაზეთში ომი,კიტოვანის მიერ,აფხაზეთში ჯარის შეყვანის შემდეგ დაიწყო.სად ცხოვრობდა თენგიზ კიტოვანი,სიცოცხლის ბოლო ნაწილი,აშკარად მიგვანიშნებს,ვის საქმეს აკეთებდა ის.თუ იგივეს გავაკეთებთ,რაც მან გააკეთა,შედეგსაც იგივეს მივიღებთ და საქმეც,ისევ რუსეთის სასარგებლო იქნება.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
აფსუებთან და ოსებთან ისევ ცხოვრებას და მაგათი გამყიდველ როჯებს გამორიცხულია რო უყურო. ომის გარეშე გამორიცხულია რამის დაბრუნება. ვინც ამბობს უომოდ დაბრუნდებაო ის გარტყმაში არაა ამ ცხოვრების პოლიტიკაზე რო არაფერი ვთქვათ. მხოლოდ იარახის ძალით თუ დაიბრუნებ. ჩვენ ისრაელისავით მტრებით ვართ შემორტყმული ოხონდ ცოტა უფრო უკეთ გვაქ საქმე. საქმე იმაშია რო რუსებმა უნდა იომონ უკრაინაში რაც შეიძლება მეტი გინდ 2036 წლამდე რაც მეტი კიდე უკეთესი. ჩვენ კი შანს უნდა დაველოდოთ . მაგრამ ვისაც არ გინდათ ომი არის კიდე ერთი ვარიანტი. ახიარება აფხაზეთის და ცხინვალის და მორჩა და ამასთან შეგუება ერთხელ და სამუდამოდ არც ომი იქნება და არაფერი. ან ომი და დაბრუნება ან ომი არა და ახიარება აქ მხოლოდ ორი გზაა . ჩვენ ეს ტერიტორიები ახლა ამ მდგომარეობაში სულ უკან უკან წაგვათრევს. საქართველო არ აძლიერებს ჯარს და არ ზრდის მის შემადგენლობას ანუ ჩვენ ამ ტერიტორიებზე უკვე არანაირი პრეტენზია არ გვაქ და იმის ლაპარაკი რო უომოთ დავიბრუნებთ არის კგბს ნარატივი. პირდაპირ დაბოლება ხალხის. ვისაც ცოტა მაინც უდევს თავში რამე გაიგებს რო მთავრობა არანაირი ომისთვის არ ემზადება და ოცნებეებს შეეშვით . არავინ არაფერს მოგცემს მითუმეტეს ისეთ ლამაზ ადგილს რომელიც აფხაზეთია. ან იქნება ომი და იქ ვიცხოვრებთ მარტო ჩვენ ან ომი არ იქნებ ა და იქ იცხოვრებენ აფსუები.
იასონას უდარი
ჩვენი პრობლემა ის არის რო პრობლემას ვერ ვხედავთ ჩვენში,მხოლოდ აფხაზები და რუსები არიან დამნაშავენი,ხოდა ამიტომაც არ უჩანს ბოლო ამ კონფლიქტს. ვიღაცას შვილი მოვიკალით,ვიღაცას მამა და გინდა რო შეგირიგდეს,რატომ? ეს ამერიკა კი არ არის,ეს არის კავკასია და კავკასიაში ამას არ ივიწყებენ,შენ დაივიწყებ? მეორე საკითხი,პოლიტიკური ელიტა აქაც და იქაც არიან რუსების აგენტები,ამიტომაც დედა რუსეთს ემსახურებიან. არ გამომიხტეთ ეხლა,ნაცქოცური მთავრობები არის მოქ კავშირის გაგრძელება და ნაკომუნისტარი ხალხი,ჩანერგილი აგენტებით ა.შ. ამიტომაც არის კონფლიქტი გაყინული,რადგან არც მათ სჯერა იმის რო ჩვენი მთავრობა ტყიას არ გაისვრის და არც ჩვენ მათი,რადგან რუსების ჩმორებად მივიჩნევთ. ნდობა ორმხრივი უნდა იყოს და როცა ხალხი მოვახერხებთ იმას რო ჩვენი მთავრობები ჩავანაცვლოთ,მაშინ შევძლებთ გაერთიანებას.მესამე საკითხი,გამორიცხულია ომით დაიბრუნო ეს ტერიტორიები,რადგან სულ იმის განცდა იქნება,რომ რაღაც მოხდება ან ვიღაც მესამე ძალა გამოიყენებს ამას,რაც მომავალ თაობებს თავის ტკივილს შეუქმნის.მაგალითად მოგყავთ აზრბაიჯანი და გამოჩნდება როგორ იქნება საქმე,რა გგონიათ რო დამთავრდა ყველაფერი? დღეს ასე აწყობდა რუსეთს,აზერბაიჯანის დერეფანი სჭირდებოდა და გაწირეს სომხები,ხვალ სომხები დასჭირდება და ახალ კონფლიქტს შექმნის. თუ გინდა რო დაიბრუნო და მშვიდად იცხოვრო,ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა ძალადობრივი. ცნობილი ფაქტია,რომ ქართველებზე გონიერი ხალხი კავკასიაში არ არის,ეს საუკუნეებმა დადასტურეს,ხოდა ნუ გეგონებათ რო აზერები ჩვენზე ჭკვიანები არიან და ა.შ. რასაც ეგ ხალხი გადის,ჩვენ უკვე გავიარეთ და მალე ნახავთ ამასაც. რა თქმა უნდა,მშვიდობას ვუსურვებ სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც,მთელ კავკასიას და ვიტყოდი,რომ ომი არავის არაფერში სჭირდება. თუ გვინდა გადავრჩეთ ჩვენც და დანარჩენი კავკასიაც,უნდა გავერთიანდეთ და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია,კავკასიის გაერთიანება არ სურთ მხოლოდ კავკასიის მტრებს.გაუმარჯოს საქართველოს და ერთიან კავკასიას.
G.LA
აფხაზეთისაქართველოს და კიდევ გაეროშოც ხომ არ გავაწევროთ აფხაზეთი მეგობარო რას გვირჩევ.? ომი თუ არა რამე ოპერაცია ძალის გამოყენებით აუვცილებელი გახდება. ზღაპრებშო ნუვიქნებით რომ ტკბილად დაგვიბრენებს ვინმე რამეს. ეგ დრო დადგება და მზად უნდა ვიყოთ.
აფხაზეთი საქართველოა
აფხაზეთთან ომი დაუშვებელია. აფხაზეთის და საქართველოს ომი რუსეთის ინტერესებშია. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დისტანცირდეს რუსეთისგან და დაახლოვდეს ევროკავშირთან.
აფხაზეთი საქართველოა
აფხაზეთთან ომი დაუშვებელია. აფხაზეთის და საქართველოს ომი რუსეთის ინტერესებშია. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დისტანცირდეს რუსეთისგან და დაახლოვდეს ევროკავშირთან.
კკლქსკლნ
თქვენ ვერ გამიგეთ. რუსეთის ბაზა დავბომბოთ , ნალჩიკს და ვლადიავკაზს ალყა შემოვარტყათ კი არ ვამბობ.როცა დადგება დრო მოლაპარაკებით კი არ დავიბრუნებთ , არამედ ძალის პოზიციით.მიწაზე უნდა დავუშვათ და სოროებში შევდენოთ მაჯლაჯუნები და ვურდალაკები . ძაან აიშვეს.
აფხაზეთი საქართველოა
აფხაზეთის ომით დაბრუნების პოლიტიკა არასწორია. ეს პოლიტიკა აძლიერებს რუსეთს, რადგან ამით ვაიძულებთ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას, რომ შეეფაროს რუსეთს. შესაბამისად, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, რომ ითანამშრომლოს ევროკავშირთან. პირიქით უნდა მოვიქცეთ, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას უნდა მივცეთ საშუალება, რომ დისტანცირდეს რუსეთისგან და დაახლოვდეს ევროკავშირთან. საბოლოოდ, აფხაზეთს უნდა მიეცეს საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. ომი არის ის რაც უნდა რუსეთს. რუსეთი თავადაა ომი, რომელსაც საზღვრები არ აქვს. მოდით, ჩვენ მშვიდობის ხელი გავიწოდოთ და გვიან, მაგრამ გარდაუვლად მოხდება შერიგება.
პნდ
მაშინ რუსეთს უნდა დაულაგდე იმაზე, რომ კონფლიქტში არ ჩაერიოს. სხვანაირად წარმოუდგენელია ეგ სცენარი
დათო
ალიევმა მოახერხა ყარაბაღის დაბრუნება. ჩვენზე ჭვიანი გამოდგა. მოქნილი პოლიტიკა უნდა მაგ საქმეს და არა რქებით კლდის განგრევის მცდელობა და რქების მომტვრევა..
შახრუდინი
ახრიკ ცვეიბა მაგარი კაცია.მე მოსკოვში ვცხოვრობ ამჟამად და ჩემთან იყო მოსული რესტორანში ქართველ და აფხაზ ძმაკაცებთან ერთად…მაჩვენა ტელეფონში დინამოს დროინდელი ფოტოები ყიფიანთან და ბიჭებთან.გუცაევს ყოველდღე ვეწერებიო თითქმის გაბელიას ჩივაძეს და ყველა ბიჭებს ვინც დარჩნენ ცოცხლები
ზურაბ სუხაშვილი
მართალია, დიპლომატია და მოლაპარაკებები არ გამოდგება მაგ ხალხთან, ძალიან აგრესიულად და ცინიკურად იქცევიან ჩვენთან მიმართებაში, მგონია მოვიდა ის დროც შევახსენოთ ყველას ვინ სად უნდა იდგეს. ახლო მომავალში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, სიტუაციის დათბობისა და ურთიერთობების აღდგენის შანსები გაჩნდება, მაგრამ ეს წინასაარჩევნო ილუზია იქნება რომელსაც კრემლი შექმნის ქართველი გზააბნეული ამომრჩევლისათვის "ოცნებისა" და "ნაცების" დუეტის შესანარჩუნებლად, რომლებიც კრემლიდან იკვებებიან როგორც წინა ხელისუფლებები საქართველოში.
TGK
ისიც ფაქტია, რომ ეგ მიწა რუსეთის მოსვლამდე დიდიხნით ადრე უკვე დაკარგული გვქონდა და რუსებმა პირიქით გარკვეული ხნით კვალ საქართველოს ფარგლებში მოაქციეს
თუ ,
პუტინოიდი არაა - ყოჩაღ ! ე.ი. ნამვილად კაი კაცია !
კკლქსკლნ
P.S. ხო მართლა დიპლომატიით და კეთილი სიტყვით ვერ დაიბრუნებ აფხაზეთს , ვერ იცხოვრებ აფსუას გვერდით რომელიც შენ მეორეხარისხოვან ადამიანებად გთვლის . სულ იფეთქებს კონფლიქტები . რა დღეს მოვესწარით აფსუას დასაცინები გავხდით :) ეგ მიწა ყველა სიმულაციით და გათვლა-ვარიანტით ძალით უნდა დავიბრუნოთ თუ გვინდა მყარად დავიბრუნოთ !
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა