ოცნებები აუცილებლად ხდება, თუ მისთვის ყველაფერს გააკეთებ. ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარ კუმირს, უკვე 39 წლის კრიშტიანო რონალდოს დაუპირისპირდეს და ამის შანსი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩშია - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ნეიტრალური გულშემატკივრების აშკარა ინტერესს გამოიწვევს.

ერთ დროს ჩვენს ნაკრებს ასეთი ხელწერა ჰქონდა, ფავორიტების წინააღმდეგ უკეთ თამაშობდა და იბრძოდა. "ჯვაროსნების" დღევანდელმა თაობამ, პირველ რიგში, მოსაგები თამაშის მოგება ისწავლა და ევროზეა, ახლა კი ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და ვნახოთ, პორტუგალიის კალიბრის ნაკრებთან რას შემოგვთავაზებენ.

ბუნებრივია, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური განსხვავებულია, გუნდებმა უფრო მეტი იციან, თუ რა სჭირდებათ პლეი-ოფში გასასვლელად, თანაც, იმ ფონზე, როცა ექვსი ჯგუფის მესამეადგილოსნებიდან მერვედფინალში ოთხი გავა. თეორიულად რომ დავუშვათ, პორტუგალიელებს ბოლო ტური არაფერში სჭირდებოდეთ და ჩვენ წინააღმდეგ მეორე შემადგენლობა ვიხილოთ. ეს ხშირად გუნდის მოტივირებას უფრო ზრდის, რადგან სათადარიგო ფეხბურთელებს თავის გამოჩენა სურთ.

2016. ევროპის ჩემპიონი პორტუგალია

2016 წელს, როცა რონალდომ და მისმა თანაგუნდელებმა პირველობა მოიგეს, ჩემპიონატი ახალი სისტემით პირველად ტარდებოდა. პორტუგალიელებმა ჯგუფში სამივე დაპირისპირებაში ფრედ ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ასე გავიდნენ. ამას პლეი-ოფში ძირითად დროში ფრეებიც მოჰყვა, საბოლოოდ კი ფინალში, სუპერვარსკვლავის ტრავმის მიუხედავად, მაინც გაიმარჯვეს. 2016-ში პორტუგალიელებმა თუ მასპინძელ ფრანგებს მოუგეს, 2004 წელს საკუთარ ქვეყანაში საბერძნეთთან ორჯერ დამარცხდნენ და მოულოდნელად, ტიტული მათ გაატანეს...

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2007-08 წლების სეზონის ბოლოს, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ. 23 წლის კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ, ძირითადად, უჩა ლობჟანიძე თამაშობდა. მაშინ ჩვენს გუნდს პეტერ სეგრტი წვრთნიდა და 0:2 დამარცხდა. მეკარე გიორგი ლორიას დებიუტი შედგა. მალე "ჯვაროსნები" ექტორ რაულ კუპერმა ჩაიბარა.

პორტუგალიელებს ბელგიის ნაკრების ყოფილი თავკაცი რობერტო მარტინესი წვრთნის. თუკი მანამდე პრაგმატული ფერნანდო სანტუში ავარჯიშებდათ, ახლა სტილი შეეცვალათ, მაგრამ რამდენად იქნება ეს წარმატების მეტად მომტანი, რთული სათქმელია. პორტუგალიელებს ყველა რგოლში უმაღლესი კლასის მოთამაშეები ჰყავთ, მათი დიდი შემტევი რესურსი კი, წინა წლების სტილიდან გამომდინარე, მაინც ჩაკარგული იყო. საქართველოს ნაკრები მათ წინააღმდეგაც თავს ბოლომდე დადებს, ამის გვჯერა!..

დებიუტანტი. საქართველოს ნაკრები

ხორვატიასთნ (1:2) მარცხის შემდეგ ირლანდიასთან (3:0) უკვე ხუთმცველიანი პორტუგალიის ნაკრები ვნახეთ, კრიაშტიანო რონალდომ კი დუბლი შეასრულა.

პორტუგალიის ნაკრების ყველაზე ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეული: კოშტა (პორტუ) - დალო (მანჩესტერი), დიაში (სიტი), პეპე (პორტუ), კანსელუ (ბარსელონა) - ნევეში (ალ ჰილალი), ვიტინია (პსჟ), ბრუნო (მანჩესტერი) - სილვა (სიტი), რონალდო (ალ ნასრი), ფელიქსი (ბარსელონა) ან ლეაო (მილანი).

საქართველო-პორტუგალია დორტმუნდის შემდეგ რურის მიწის მეორე დიდ ქალაქში, გელზერკირხენში შედგება. "ფელტინს არენაზე", რომელიც 62 271 მაყურებელზეა გათვლილი, ერთ დროს ლევან კობიაშვილს მშვენიერი კარიერა ჰქონდა და აქ ლევან ყენიაც ასპარეზობდა. შეხვედრის ჩატარების დროა 26 ივნისი, თბილისის დროით 23:00 საათი.

Dato
თქვენ თუ საქართველოს და ევროპას არ უკბინეთ ვერ იძინებთ ისე
სიმენონი
ეჭვი მაქვს (და სურვილიც),რომ პორტუგალია ჯგუფში ორივე საწყის თამაშს მოიგებს და ჩვენთან მეორე შემადგენლობით ითამაშებს. ხვიჩასთან ბოდიში, მაგრამ შესაძლოა ამ მიზეზის გამო მისი რონალდუსთან დაპირისპირება არ შედგეს.
აგი
რათა 2? მაშ რამდენი? 3! რათა 3?...
ელენე
ამით ხვიჩამ თავისი ღირსება უფრო ასწია, ანუ თავისი თავმდაბლობით.
d
რონი რო უდიდესი ფეხბურთელია ეგ რო საკამათო გახდება მავანისთვის უნდა დაანებო თავი. შეუჩერებელი. მიზანსწრაფული. პროფესიონალი. რა რეკოდრები დადო მესის ეპოქაში. ყველამ აღიაროს რომ რატომღაც საფეხბურთო სამყარო თუ მართველი ეშელონები ყოველთვის მესის ლობირებდენ და მიუხედავად ამისა არაფრით ჩამორჩა მესის. დადო 5 ოქროს ბურთი და 5 ჩემპიონთა ლიგის თასი. უამრავი რეკორდი. რო არა ფაქტობრივად შეთქმულება მის წინააღმდეგ კდევ ბევრს მიაღწევდა და ევროპაში კიდევ შეზლებდა 2 სეზონი გაეტარებინა. კერძოდ არაფრით იყიდა ბაიერნმა. მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ფინასნურად თუ საფეხბურთო კუთხით მომგებიანი იქნებოდა მათთვის რონის მისვლა.
G.LA
ხვიჩამ უნდა გაიტანოს 2 გოლი პორტუგალიასთან თუ უნდა კრისტიანო შემოიყვანონ გასაყაიმებლად.
gggg-s
შენთვისაც მოიძებნება რამე თუ გინდა
alexandre
შენ პირს შაქარი!
gggg
რატომ ამცირებ ადამიანს? რა თქვა არასწორი? მეეზოვეს ძალიან მაღლიდან ნუ დახედავ, ბევრს ინტელექტი და ზრდილობა-აღზრდა მეტი ექნება, თავკერძავ.
უდარას
უმუშევარი ხარ? ამდენი რამ დაგაწერინა?
იასონას უდარი
ერთმა თქვა რო რონალდუმ ჰეთრიკი შეასრულაო და რონალდუს კლასი დაუწუნეს. შეედავნენ იმ კარგ მთქმელს და როცა არაადეკვატურობაზე მიუთითებ,იმ ნახევარ გრამ ტვინსაც კარგავენ. კაი,დავუშვათ,არაბეთი საზომი არ არის,რა არის საზომი,მეორე ბუნდესლიგა? რო გააღმერთეთ ბუდულია და მისი გოლებით ამაყობთ,ხომ არის ასე? მერედა,გუშინ დუბლი შეასრულა ირლანდისთან,გაუტანა ლივერპულის მეკარეს,მეორე მეკარეს,თუმცა მაღალი კლასის კიპერია. იმას რო თავი გავანებოთ,რონალდუ არის რეკორდსმენი ნაკრების დონეზე,როგორც ჩატარებული თამაშებით,ისე გატანილი გოლებით. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? 130 გოლი აქვს გატანილი და ეს საკმარისი არ არის? იგივე მესის 102 გოლი აქვს ნაკრებში. მესი არის ამ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი,ხოლო საუკეთესო გოლიადორი არის რონალდუ. მე გეუბნებით ამას ლივერპულის ფანი,არანაირი სენტიმენტები რონალდუზე არ მაქვს,თუმცა უმაღლესი დონის პროფესიონალი და ფეხბურთელია. რაც შეეხება თამაშს,ნეიტრალური ქომაგი მაგ თამაშს დიდი ალბათობით არ უყურებს,ნუ ევროპაში თავს მაგით არავინ მოიკლავს დიდად. ყველა ჩვენსავით ნუ გგონიათ,ყველა თამაშს რო ვუყურებთ და ინფორმაცია გვაქვს,ეგრე არ არის ევროპაში. მერედა შეიძლება რონალდუმ საერთოდ არ ითამაშოს,თუ პორტუგალია ორივე თამაშს მოიგებს,მეორე შემადგენლობით გამოვა,რამეთუ ყველა უნდა ათამაშო ტურნირზე. ჩვენს ბედად,ლოგიკურად ეგრეც იქნება და გადაგვივლიან. ფეხბურთელი ფიქრობს და ამბიცია აქვს ძირითადზე,ვერ ხვდება ძირითადში და ის ყველაფერს გააკეთებს რო თავი გამოიჩინოს. ამოარჩიეთ პორტუგალიის ფეხბურთელები,გაყავით ძირითად და სათადარგებად,რომელი გაწყობთ? არცერთი სავარაუდოდ. ლეაო გინდათ,ფელიში თუ ჟოტა? რუბენ ნევეში თუ ვიტინია... მოკლედ,იმედი ვიქონიოთ რო ხასიათზე არ იქნებიან,თორე დაგვარბევენ ისე,როგორც მერაბიშვილი არბევდა ხოლმე მიტინგებს. პ.ს. რატომ არ დაინტერესდებიან ევროპელები? ეგ ხალხი საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავენ.წინა ევროპაზე,ფრანგი ფანები ბუდაპეშტის ნაცვლად ბუქარესტში ჩავიდნენ და იქ ელოდნენ თამაშს.ასეთია თანამედროვე ევროპა,გააჩერე ნებისმიერი ქართველი და გეტყვის ევროპის ქვეყნების დედაქალაქს,ხოლო გააჩერებ ევროპელს და შეიძლება ვერ გითხრან საქართველოს დედაქალაქი.ამერიკაშიც არ არის ასეთი რა უცხო,ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა ჯერ კანონზე გამჭვირვალობაზე ბრძანება მიიღო,ინიციატივა წარადგინა და მერე დაბლოკა,რადგან ბლინკენმა საქართველოზე თქვა,რუსული კანონიაო და იმ გუბერნატორს თავისი შტატი ეგონა. ასეთი ამბებია მსოფლიოში.

რონალდოზე როგორ წერ შენ დარწმუნებული ვარ ღარიბი ხარ და ყოვლდღე არსებობისთვის ხმელა პურს ჭამ..ისე მეეზოვე მჭირდება და კარგ ხელფასზე…
რეალობა
პირველ ორ თამაშს მოვიგებთ. მესამეში სანიოლი ძირითად ფეხბირთელებს დაასვენებს. სიგუას მიეცემა შანსი, და გამოიყენებს შესანიშნავად.
დავით 67
დამავიწყდა ბოლოს მიმეწერა კომენტარზე მესის ფანები ნუ გამომეხმაურებით თქო.
დავით 67-ს
არაბეთის ჩემპიონატი ფეხბურთის ცოდნაზე თუ გვაქვა პრეტენზია, საზომად რატომ უნდა მოგვყავდეს. ეგრე უბანში რომ ათამაშო, იქ შეიძლება 7 გოლი გაიტანოს და ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, ისევ ის ძველი რონალდოა. სხვა სისწრაფეა ტოპ ჩემპიონატებში და მცველების და მეკარეების სხვა დონე, თორემ თემურ ქეცბაიაც კი ანგრევდა 37 წლის ასაკში კვიპროსის ჩემპიონატს, მაგრამ ის თემური აღარ იყო, აეკში და ნიუკასლში რომ თამაშობდა
დავით 67-ს
სად გააკეთა მერე ეს ჰეთ-თრიკი მაგას არ ააქ მნიშვნელობა? თუ ასე მაგარია რატო მანჩესტერში ვერ აკეთა ჰეთ-თრიკები, თან მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო.
დავით 67
ჰო აბა ისეთი დაბერებულია რომ წინა თამაშზე ჰეთრიკი შეასრულა, თანაც პირველ ტაიმში. ისე და დაბერებას რას ეძახით? სისწრაფე არ დაუკარგავს,ყოველ თამაშზე გოლი გააქვს.იშვიათად რომ პენალტი გააფუჭოს.ჯარიმასაც პენალტივით ურტყავს. მეტი რა უნდა ქნას.
Psg
გონსალვეში კი არა გონსალი რამოსს ვგუმისხმობდი, პსჟ-ში რომ არის 22 წლის ბიჭი
გიო
კვარაცხელიას რონალდომდე ბევრი აკლია მარტო ტელევიზორში ლაყაფში უსწრებს!!ასე რომ ივარჯიშე ხვიჩა
რრრ
ერთ რამ არ მომწონს, ხვიჩა უკვე იმდონეზეა, რომ არ შეჰფერის ვინმეს, როგორც კუმირს ისე შესციცინებდეს. მაისურს ვთხოვ თუ მომცემსო, რას ნიშნავს თუ მისცემს, რა აქ სახვეწარი, კი ბატონო შესთავაზოს გაცვლა თანასწორ უფლებიან საფუძველზე, წესით თავადაც უნდა გაუხარდეს ხვიჩასთან მაისურის გაცვლა, მარა ეგ ისეთი ამპარტავანია რას გაიგებ.
როლი-ს
მე არ ვიცი რა როლი გაქვთ, მაგრამ აუცილებელია სტატიაში შეცდომა ეძებოთ და თანაც, სისულელე? ჯერ იქნებ ესპანელი და პორტუგალიელი სილვა გაარჩიოთ, მერე ოხრახუში და ქინძი და ამის შემდეგ დააკომენტაროთ
როლი
სილვამ ფეხბურთს თავი დაანება, მითუმეტეს და თანაც სიტიდან დიდი ხნის წამოსული იყო.
ლეაუ?
პორტუგალიას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ამ ჩენპიონატზე. ერთადერთი ნაკლი რაც აქვთ, დაბერებული რონალდო წინ. მის მაგივრადაც სხვებმა უნდა ირბინონ. ამ დროს ლეაუ სკამზე დასვა ან ფელიქსი ან გონსალვეში, არ არის ოპტიმალური გადაწყვეტილება. რონალდოს გამო ვერ გახდებიან ჩემპიონები
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მბაპე რონალდო არ არის - კილიანის "რეალიდან" წასვლის მოთხოვნას ათმა მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] დუბლი და ნანატრი ტიტული - რონალდოს "ალ ნასრი" ჩემპიონი გახდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა